რჩევების რედაქცია გაგაცნობთ გამოცდილი კარდიოლოგის, ალექსანდრე ნედოსტუპის მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რატომ ენიჭება გულს ამდენად მნიშვნელოვანი ადგილი არამხოლოდ სამედიცინო, არამედ სულიერ სამყაროშიც. რა არის გული და რატომაა ეს ორგანო ყველაზე მნიშვნელოვანი? როგორ შევინარჩუნოთ ამ ორგანოსა და სისხლძარღვების ჯანმრთელობა?
გულის ჯანმრთელობა
რატომაა გული უმნიშვნელოვანესი ორგანო ფიზიკურ და სულიერ სფეროებში?
-"მე თერაპევტი-კარდიოლოგი ვარ, ყოველდღე მაქვს ურთიერთობა პაციენტებთან. ძალიან კარგად ვიცი, როგორაა მოწყობილი გული: როგორი არხები აქვს, როგორია მისი გამტარი სისტემა, როგორ იკუმშება იგი, როგორ ცემს. ვიცი, როდის და როგორ ავადმყოფობს. რა თქმა უნდა, განუწყვეტელი კავშირი ადამიანის ემოციურ ცხოვრებასა და მის გულს შორის არსებობს.
როცა ადამიანი რაღაც ემოციებს განიცდის, გული მაშინვე რეაგირებს ამაზე: იგი უფრო სწრაფად ცემს ან მაშინვე ჩერდება. ძლიერი გრძნობების გავლენით, ადამიანი უნებურად ადებს ხელს გულს. გული უსიამოვნო ემოციების, რაღაც ტრაგიკული ამბების გაგების დროს გვტკივა. რა ხდება ტვინში, თავში, გონებაში? ნუთუ ეს ყველაფერი არ აგებს პასუხს რწმენაზე? რამდენი დიადი მოაზროვნე გვინახავს? როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი თავის გარეშე?"
რამდენად რთულადაა მოწყობილი ადამიანის გული?
-"იტყოდით, კუნთი, არხები... ამასთან, გულის მოწყობილობა უსაზღვროდ რთულია. თვითონ კუნთი არ შეიკუმშება. არსებობს გულის მოწყობილობაში დეტალი - მამოძრავებელი სისტემა - ეს არაა ნერვი, რომელიც გულამდე მიდის. მასზე გადის ელექტრული დენი და გულს შეკუმშვას აიძულებს. ამ მამოძრავებელ სისტემაში მოწყობილია გისის ატრიოვენტრიკულარული კონა - ესეც ცალკეული სისტემაა.
და ეს ნერვული ნასკვი იმდენად რთულია, იმდენად გაიგებრად, ჭკვიანურად და საინტერესოდაა მოწყობილი, რომ ექიმებში არსებობს აფორიზმიც: ატრიოვენტრიკულარული კონა - ესაა სასწაულების კუნძული უცნობთა ოკეანეში. როცა ამის დაწვრილებით შესწავლას იწყებთ.. ღმერთო ჩემო, რამდენი უცნობი და საინტერესო პროცესი მიმდინარეობს იქ..."
რატომაა გულის დაავადება ყველაზე გავრცელებული პრობლემა მსოფლიოში?
-"მიუხედავად მისი სირთულისა და სიბრძნისა, რომელიც მასშია ჩადებული, გულ-სისხლძარღვთა სისტემა ძალიან მგრძნობიარეა. ამიტომაც ავადდებიან ადამიანები ასე ხშირად. გულ-სისხლძარღვთა სისტემა ყველაფერში მონაწილეობს: ფიზიკური მოძრაობისა და ინტელექტუალური ცხოველქმედების უზრუნველყოფაში, საკვები ნივთიერებებისა და ჟანგბადის ტრანსპორტირებაში.
ამ ყველაფერთან ერთად, ასეთი მგრძნობიარობა! იცოდეთ: გული მუშაობას იწყებს მაშინვე, როცა ადამიანი ცხოვრებას იწყებს. გული მუცლად მყოფ ნაყოფშიც მუშაობს."
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მიმართ, ძირითადად, მამაკაცები არიან მიდრეკილი, რატომ?
-"გაუფრთხილდით მამაკაცებს! ქალურ ჰორმონებს არტერიების გამაფართოვებელი თვისება აქვს და იცავს გულის ჯანმრთელობას. მამაკაცებში ქალური ჰორმონების ნაკლებობა გულის დაავადებების გაჩენის პირველი მიზეზია. მეორე - მოწევა. ეს ძალიან დიდი ბოროტება და აგრესიაა.
მამაკაცები - მებრძოლები არიან, ქალბატონები - სტრატეგები, მამაკაცები - უფროსები, ისინი პასუხს აგებენ თავიანთ ქვეყანაზე, კოლექტივზე. მამაკაცები, ბედის წყალობით, უფრო დიდი დატვირთვას იღებენ საკუთარ თავზე, ნერვულ სისტემასა და გულზე."
როგორ მოქმედებს გულზე სტრესი და დეპრესია?
-"ერთმა ჩემმა ნაცნობმა ექიმმა დაიცვა დისერტაცია იმის შესახებ, თუ როგორ იტანენ ჰიპერტონიას, ასთმასა და წყლულოვან დაავადებებს მდიდრები და მონაზვნები. აღმოჩნდა, რომ ისინი ერთნაირად ხშირად ავადმყოფობენ. თუმცა, მონაზვნები უფრო მარტივად იტანენ ამ დაავადებას. რატომ? მათ არ აქვთ რთული სულიერი პრობლემები. ბიზნესმენისთვის ავად გახდომა, მწყობრიდან გამოსვლა - ტრაგედიაა. იგი ღელავს, ნერვიულობს, ეწყება სტრესი. მონაზვნები კი სულგრძელნი არიან."
რა ასაკში უნდა დაიწყოს ადამიანმა გულზე ზრუნვა?
-"პირველ რიგში, ამაზე მშობლებმა უნდა იფიქრონ. როცა ახალშობილი გაჩნდა, იგი უნდა დაიცვან, სწორად გამოკვებონ, როცა გაიზრდება, ძუძუთი კვებას გადააჩვიონ. ფიზიკური სავარჯიშოები აუცილებელია. გული დაბადებიდან უნდა დავიცვათ."
როდის მწვავდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები?
-"გამწვავება მთელი წლის მანძილზე შეიძლება მოხდეს. განსაკუთრებით, ამინდის ცვლილებების დროს, როცა მაგნიტური ქარებია. რა ვიცით ინფრაბგერის შესახებ? ეს სერიოზული რამაა. დიდი ხანია, ავადმყოფებს ასეთ რჩევას ვაძლევ: შეიძინონ ბარომეტრი და თვალი ადევნონ მას.
თუ ისარი დაეცა, არადა ამინდი, თითქოსდა, არ შეცვლილა, მზაქდ იყავით იმისათვის, რომ დაიწყება უსიამოვნო შეგრძნებები - წნევის ცვლილებები, არითმიის შეტევები. როცა მე ვწერდი სადოქტოროს ვწერდი ძალიან დიდი ხნის წინ, შევისწავლიდი, თუ როგორ მოქმედებს ამინდი არითმიაზე. ამისთვის მე ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრთანაც ვთანამშრომლობდი."
როგორ მოვექცეთ ადამიანს, რომელსაც დაავადებული გული აქვს?
-"უნდა დაინდოთ! გულის დაავადებების პროფილაქტიკა უმნიშვნელოვანესი რამაა. თერაპევტი გრიგოლ ზახარინი ამტკიცებდა: "საზოგადოებაში გაბატონებული დაავადებების დამარცხება მხოლოდ პროფილაქტიკურ მედიცინასა და ჰიგიენას შეუძლია". ეს ას წელზე მეტი ხნის წინ დამტკიცდა. უნდა გაუფრთხილდეთ ახლობლებს. არა სხვა ადამიანებთან, არა სამსახურში, არამედ სახლში. ყველაზე დიდი ჭრილობები ადამიანს სწორედ შინ ადგება."
გული - მნისვნელოვანი და შეუცვლელი ორგანოა. მთელი გულ-სისხლძარღვთა სისტემის სწორ ფუნქციონირებაზე არაპირდაპირაა დამოკიდებული დანარჩენი ორგანოების მდგომარეობა. სხვა სიტყვებით, გულიჯს ჯანმრთელობა პასუხს აგებს ადამიანის ცხოვრების ხანგრძლივობაზე.