ეს ორგანო მთლიანი ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს: იგი პასუხს აგებს ნერვული სისტემისა და ფსიქიკის მდგომარეობაზე, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელ, რეპროდუქციულ და ძვალ-კუნთოვან სისტემებზე. თუ ფარისებრი ჯირკვალი მწყობრიდან გამოდის, იწყება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. ყველაზე ხშირად, ეს 40 წელს გადაცილებული ქალბატონების პრობლემაა.
ფარისებრი ჯირკვლის ორი მთავარი ჯორმონია ტრიიოდთირონინი(Т3) და თიროქსინი(Т4), რომლებიც თიროზინისა და იოდისგან შედგება. Т3 ბიოლოგიურად აქტიური ჰორმონია, ხოლო Т4 პასიურია, სანამ Т3-ად არ იქცევა.
ფარისებრი ჯირკვალი, ასევე, კალციტონინსაც შეიცავს, რომელიც იცავს კალციუმის ნორმალურ დონეს, ააქტიურებს მინერალების მიმოცვლას, ინახავს ძვლოვანი ქსოვილების სიმთელეს და აჩქარებს მათ რეგენერაციას. თუ სისხლში ამ კონცენტრაციის დონე დასაშვებზე მაღალია, ეს ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვების, პროსტატის, სარძევე ჯირკვლების, ანემიის ან ჰიპერპლაზიის ონკოლოგიური დაავადებების ნიშანი შეიძლება იყოს.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ადრეული სიმპტომები პრაქტიკულად შეუმჩნეველია, ამიტომ პირველ სტადიებზე დიაგნოსტირება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, წინასწარ უნდა იზრუნოთ ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობაზე ოპტიმალური დიეტის შერჩევით.
კვერცხის გულის სარგებელი ფარისებრი ჯირკვლისთვის
როგორც ნებისმიერი სხვა ორგანო ჩვენს სხეულში, ფარისებრი ჯირკვალი დამოკიდებულია საკვები ნივთიერებებით მუდმივად გაჯერებაზე. კვერცხის გული ფარისებრი ჯირკვლისთვის უმნიშვნელოვანესი ნივთიერებების წყაროა.
- თიროზინი
ეს ამინომჟავაამ რომელიც ცილოვანი საკვებისგან აითვისება და, ასევე, ორგანიზმში გამომუშავდება სხვა ამინომჟავის - ფენილალანინისგან. თიროზინი - კარგი განწყობის ფორმულაა, რომელიც შლის შიშსა და შფოთვას, გეხმარებათ სტრესთან ბრძოლაში. ორ ქათმის კვერცხში 0..5 გ თიროზინი და 0.7 გ ფენილალანინია (როცა დღიური ნორმა 1-5 გ-ა). - იოდი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, იოდის დეფიციტი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ბავშვებში გონებრივი დარღვევების განვითარებისა. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობის იოდი მთელი ცხოვრების მანძილზე, რათა ფარისებრმა ჯირკვალმა შეძლოს ჰორმონების წარმოება. ერთი კვერცხის გული ორგანიზმს 12 მკგ იოდს მისცემს, ეს კი 150 მკგ დღიური ნორმის 8%-ია. - სელენი
ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამოყოფილი ჰორმონების დაახლოებით 90%-ს შეადგენს Т4, რომელიც აქტიურ ჰორმონ Т3-ად იქცევა. ეს სელენზე დამოკიდებული ფერმენტების საშუალებით ხდება. ამასთან, სელენს შეუძლია როგორც Т3-ის გააქტიურება, არამედ მისი გადაქცევა ისევ Т4-ად. აი, რატომაა სელენი ასე მნიშვნელოვანი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რეგულირებისთვის.
ქათმის კვერცხით მკურნალობა, რა თქმა უნდა, უჩვეულო, თუმცა ძალიან ეფექტური საშუალებაა პრობლემების დასაძლევად.