უნდა გაიგოთ, რომ ყოველგვარი წითელი გამონაყარი წითელას სიმპტომი არაა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში არსებობდა ტერმინი "წითელასებრი წითურა", რომლითაც იმ საშიშ ინფექციურ გამონაყარს მოიხსენიებდნენ, რომლებსაც წითელასთან კავშირი არ ჰქონდათ.
და დღეს რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ იჩენს თავს წითელა, როგორ გავარჩიოთ იგი სხვა მსგავსი დაავადებებისგან, რამდენად საშიშია ეს დაავადება და როგორ ვებრძოლოთ მას.
წითელას სიმპტომები და პროფილაქტიკა
წითელა - ვირუსული დაავადებაა, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. ინფიცირებისთვის საკმარისია უკვე დაინფიცირებულ ადამიანთან ერთ ოთახში მოხვედრა და აუცრელობა(ან იმუნიტეტის არქონა). მაშინაც კი, თუ დაინფიცირებული ადამიანი გაივლის სადარბაზოში, წითელას მოუხდელი და აუცრელი მეზობელი თავისუფლად შეიძლება დაავადდეს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ოთახების განიავება.
დაინფიცირების შემდეგ პირველი სიმპტომები გაციებას გვაგონებს: სისუსტე, უმადობა, სურდო, მომატებული ტემპერატურა, ხველა, თვალების სიწითლე და ცრემლდენა. თუმცა, უკვე მეოთხე დღეს მთელ სხეულზე - თავიდან ტერფამდე ჩნდება გამონაყარი, რომელიც მხოლოდ 6 დღეში ქრება სრულად.
სხეულზე გამონაყარის გაჩენამდე დაავადებულს პირშიც უჩნდება წითელი ლაქები ცენტრში თეთრი წერტილებით(კოპლიკის ლაქები), რომლებიც წითელას სარწმუნო ნიშანია. თუმცა, ისინი სულ რამდენიმე საათში ქრება. კიდევ ერთი სარწმუნო ნიშანი წითელასი - კონიუქტივიტია.
და, თუ წითელას ლაქები ერთმანეთში ირევა, სხეულზე რაღაც ფორმებს ქმნის, ჩუტყვავილას დროს ბუშტუკები ერთმანეთს დაშორებულია, მათ უფრო მრგვალი ფორმა აქვს, ერთმანეთს არ ერწყმის. გარდა ამისა, წითელას გამონაყარი ჯერ ფარავს ყურებს, შემდეგ კისერს, სახეს, ხოლო შემდეგ სხეულის დანარჩენ ნაწილებს. ჩუტყვავილას დროს ბუშტუკები უპირატესად კისერს ქვემოთ ჩნდება.
არც წითურას გამონაყარი ერწყმის ერთმანეთს, რჩება ლოკალიზებული. დაავადების გაჩენამდე თვალების მოძრაობა იქეთ-აქეთ და ზემოთ მტკივნეულია. ასევე, წითურას დროს იზრდება კეფის ლიმფოკვანძები.
და მაინც, სიმპტომები ერთნაირი როდია, სწორედ ამიტომ, გაუგებარი გამონაყარისა და მომატებული ტემპერატურის კომბინაციის დროს რეკომენდებულია, მიმართოთ ექიმს.
წითელას დროს მთავარი საშიშრობა - გართულებაა. შესაძლოა გაჩნდეს და გაძლიერდეს თვალების პრობლემები(კონიუქტივიტი, ოტიტი, უვეიტი). შესაძლოა, განვითარდეს ნაწლავური კოლიტი ან პნევმონია. ყველაზე საშიშია მენინგოენცეფალიტი და თავის ტვინის ქერქის ანთება.
თუ გართულებები არ აღინიშნება, მკურნალობისთვის ინიშნება სასმელი რეჟიმი, ცალკეულ შემთხვევებში - გადასხმებიც. ასევე, მაღალი ტემპერატურის დროს ინიშნება სიცხის დამწევი.
გასაოცარია, რომ ამდენი ადამიანი ავადდება წითელათი მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეფეტური(და ერთადერთი) საშუალება დაავადების პროფილაქტიკისთვის - წითელას ვაქცინაცია. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი სხვადასხვა მიზეზის გამო ერიდება აცრას, რითაც საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ თავს, ისე ახლობლებს.
რამდენადაც წითელა ყველაზე საშიშია პატარებისთვის, პირველ აცრას ატარებენ 1 წლის ასაკში(როცა იმუნიტეტი უკვე მზადაა), ხოლო განმეორებით - 6 წლის ასაკში. თუმცა, ზრდასრულ ასაკშიც შეიძლება ასეთი აცრის ჩატარება, თუ ბავშვობაში რაღაც მიზეზის გამო ვერ აიცერით.
რა თქმა უნდაა, დაავადების პრეცედენტები არსებობს აცრილებშიც. თუმცა, ასეთი ადამიანები დაავადებას უფრო მარტივად ართმევენ თავს, გართულების გარეშე. და თუ კავკასიაში უკვე ეპიდემიის შესახებ ფიქრობენ, ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, ბელარუსიაში, სადაც მოსახლეობის 98% აცრილია, დაავადებულ ადამიანთა რაოდენობა არ აღემატება 200ს.