» » » მხოლოდ 1 წყლით სავსე ჭიქაა საჭირო სახლში ამ მცენარეების გასაზრდელად

მხოლოდ 1 წყლით სავსე ჭიქაა საჭირო სახლში ამ მცენარეების გასაზრდელად

ოთახის მცენარეებს ბინაში კომფორტის ატმოსფერო შემოაქვთ, სასიამოვნოა თვალისთვისაც და ჯანმრთელობისთვისაც. თუმცა, ზოგიერთ ჩვენგანს არ მოსწონს მისი გადარგვა, სასუქის გამოყენება და მორწყვა. საბედნიეროდ, არსებობს მცენარეები, რომელთა გაზრდაც მხოლოდ 1 ჭიქა წყლის გამოყენებით შეიძლება.

რა არის ჰიდროფონია
ესაა მცენარის ნიადაგის გარეშე გამოზრდის ვარიანტი, რომელსაც სულ უფრო ხშირად მიმართავენ გამოცდილი მებაღეები. იგი მცენარეებს საუკეთესო პირობებს უქმნის და არ მოითხოვს ზედმეტ ძალისხმევას. წყალში გამოზრდა შესაძლებელია ჩვეულებრივი ოთახის პირობებში - უნდა გქონდეთ წყლით სავსე ჭურჭელი, მორჩი და სასუქი. ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ წყალი ჭურჭელში კვირაში 2-3ჯერ უნდა გამოცვალოთ, ხოლო სასუქი გამოიყენოთ თვეში ან თვენახევარში ერთხელ.


ოქროსფერი ეპიპრემნუმი (ეშმაკის სურო)
ეს ოთახიხს მცენარე მიგიზიდავთ თავისი სილამაზითა და მარტივი მოვლით. ეპიპრემნუმი ძლებს სინათლის გარეშე, თავს კარგად გრძნობს როგორც ნიადაგით სავსე ქოთანში, ისე წყალში. სუროს გასაზრდელად საკმარისია შუშის ქილა ან ჭიქა, გაფილტრული წყალი და რამდენიმე წვეთი სასუქი, შემდეგ კი ამ ხსნარში უნდა მოათავსოთ მორჩი.
მხოლოდ 1 წყლით სავსე ჭიქაა საჭირო სახლში ამ მცენარეების გასაზრდელად

სუკულენტები
ლამაზი და მარტივად მოსავლელი სუკულენტები არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას და კარგად გრძნობს თავს წყლით სავსე ჭიქაში. მოსახერხებლობისთვის, დაახურეთ ჭურჭელს საკვები ცელოფანი და გააკეთეთ ხვრელი მცენარისთვის. ასევე გაზრდით კაქტუსებსაც - გაავსეთ ქოთანი თიხის ღორღით და მოათავსეთ იგი წყლით სავსე ჭურჭელში.


ბამბუკი
ტროპიკული წყლის ლილიის ეს სახეობა სუსტი განათების პირობებშიც კარგად გრძნობს თავს. მიუხედავად იმისა, რომ ბამბუკის გაზრდა წყალში უფრო მარტივია, იგი ნიადაგშიც ხარობს. მოსაყვანად გამოიყენება მაღალი ჭიქა, რომელშიც დეკორატიული ქვები უნდა მოათავსოთ.


გიაცინტი
ყვავილის გაზრდისთვის მომზადება რთულია, თუმცა ეს ძალისხმევა ნამდვილად დაგიფასდებათ. პროცედურამდე ბოლქვები რამდენიმე კვირის მანძილზე ცივ ადგილას უნდა შეინახოთ, შემდეგ გაავსოთ ლარნაკი წყლით ისე, რომ ფესვები ოდნავ ეხებოდეს სითხეს.


ტიტა
დაუჯერებელია, მაგრამ ამ ულამაზესი ყვავილის გაზრდაც შეიძლება ჭიქაში. ამისთვის უნდა შეარჩიოთ ქვიშის საათის ფორმის ლარნაკი. ფსკერზე მოათავსეთ წვრილი ღორღი, შემდეგ გაავსეთ ჭურჭელი წყლით, ხოლო ბოლქვი მოათავსეთ ლარნაკის ყელში ისე, რომ წყალი მხოლოდ ფესვებს ეხებოდეს. არ ჩააგდოთ ბოლქვი სავსე წყალში - დაჭკნება.


სტაფილო
გინდათ რაღაც სასარგებლო და ახლაი? მოათავსეთ სტაფილოს ზედა ნაწილი წყლით სავსე კონტეინერში. მწვანილი, რომელიც ბოსტნეულზე გაიზრდება, შეგიძლიათ კერძების მოსამზადებლად გამოიყენოთ.


  • პეკინური კომბოსტო
    ეს ბოსტნეული არამხოლოდ გემრიელი და სასიამოვნოა, არამედ მისი გაზრდა მარტივია საშინაო პირობებში. ამისთვის საკმარისია კომბოსტოს ქვედა ნაწილის აღება და წყლით სავსე თასში მოთავსება.

    მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

  • ინფორმაცია
    თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.