» » » როგორ უნდა დაიძინოთ სწორად ისე, რომ სახეზე ნაოჭები არ გაგიჩნდეთ

როგორ უნდა დაიძინოთ სწორად ისე, რომ სახეზე ნაოჭები არ გაგიჩნდეთ

ნაოჭები კოლაგენისა და კანის ელასტიურობის დაქვეითების გამო ჩნდება. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ჭარბი კუნთოვანი აქტივობა - მიმიკური მოძრაობები. ასე სულ მალე დაგინაოჭდებათ სახე. თუმცა, სახეზე უშნო ხაზების გაჩენის ყველაზე მოულოდნელი ფაქტორი არასწორად ძილი აღმოჩნდა. მაშ, როგორ დავიძინოთ ისე, რომ ნაოჭები არ გაგვიჩნდეს?

  1. დაიძინეთ ზურგზე


    გვერდზე წოლა კომფორტულად გეჩვენებათ, თუმცა ასე ზეწოლას ახდენთ სახის კანზე, რის გამოც ნაოჭები ჩნდება. ამ შედეგების თავიდან ასაცილებლად ისწავლეთ ზურგზე ძილი. დასაწყისში გაგიჭირდებათ, დროთა განმავლობაში კი შეეჩვევით.

  2. გამოიყენეთ ღამის კრემი


    თქვენი კანი ღამითაც შრომობს - რეგენერირდება. იმისათვის, რომ როგორღაც დაეხმაროთ, გამოიყენეთ ღამის აღმდგენი კრემი. ჯერ უნდა მოიშოროთ მაკიაჟი, თუ არ გისვიათ - უბრალოდ გაიწმინდოთ კანი, შემდეგ წაისვათ კრემი. ასე შეანელებთ დაბერების პროცესს.

  3. კარგად გამოიძინეთ


    იმისათვის, რომ ძალები სრულყოფილად აღიდგინოთ, აუცილებელია 7-9 საათით ძილი. ამ დროს ორგანიზმი გამოყოფს მელანინს, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და ანელებს დაბერებას.

  4. გამოცვალეთ თეთრეული


    თუ გრძნობთ, რომ ჯერ ვერ იძინებთ ზურგზე, შეიმსუბუქეთ დატვირთვა კანზე უფრო მსუბუქი და რბილი მასალის თეთრეულის გამოყენებით. მასზე თავი და სახე სრიალებს, ნაკლებად ეწინააღმდეგება, ამიტომ დაზიანებების შანსი უფრო დაბალია.

  5. არ დაგავიწყდეთ Aვიტამინის შესახებ

რეტინოლი ეხმარება კანს ტონისა და ტექსტურის გათანაბრებაში, ზრდის მის სიმკვრივეს და ამცირებს წვრილი ნაოჭების ხილვადობას, ასევე, ამცირებს მკვეთრად გამოხატული ნაოჭების სიღრმეს. რეტინოლი - ძლიერი საშუალებაა, რომელსაც გაღიზიანების გამოწვევა შეუძლია, ამიტომ მის შერჩევამდე გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.