» » » 9 მარტივი სამედიცინო ტესტი იმისათვის, რომ თქვენი ჯანმრთელობა ახლავე შეამოწმოთ

9 მარტივი სამედიცინო ტესტი იმისათვის, რომ თქვენი ჯანმრთელობა ახლავე შეამოწმოთ

იმისათვის, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროთ სრული სამედიცინო შემოწმება. თუმცა, ჯანმრთელობის კონტროლი ექიმთან ვიზიტებს შორისაც საჭიროა. არსებობს სპეციალური ტესტები, რომელთა ჩატარებითაც თქვენ დაადგენთ დაავადებებს მანამდეც კი, სანამ სიმპტომები გაჩნდება.

რჩევების რედაქციამ თავი მოუყარა რამდენიმე მარტივ ტესტს, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემების დიაგნოსტირებისთვის სპეციალისტებმა შეიმუშავეს.

  1. გულისა და ფილტვების დაავადება


    შეაერთეთ საჩვენებელი თითები ისე, რომ მათი ფრჩხილები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდეს(როგორც ფოტოზეა ნაჩვენები). თითებს შორის პატარა ბრილიანტს ხედავთ? ძალიან კარგი, ეს იმას ნიშნავს, რომ გული და სისხლძარღვები ჯანმრთელია.
    თუ ფრჩხილებს შორის სივრცე საერთოდ არ არის, ეს უბრალოდ ფრჩხილის პრობლემების ნიშანი შეიძლება იყოს. ის ფაქტი, რომ თითები სქელდება, აღნიშნავს, რომ სისხლში საკმარისი რაოდენობით ჟანგბადი არაა. ჟანგბადის უკმარისობა შეიძლება გამოწვეული იყოს უამრავი მიზეზით. მაგალითად, კარდიოვასკულარული დაავადებებით, ფილტვების ან საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებით.

  2. ინსულტი და დემენცია


    ამ ტესტისთვის ტაიმერი გჭირდებათ. წამოწიეთ ფეხი ისე, რომ ბარძაყი იატაკის პარალელური იყოს, ჩართეთ ტაიმერი. თუ ასე 20 ან მეტი წუთის მანძილზე შეგიძლიათ გაჩერება, ესე იგი ინსულტის ან დემენციის გაჩენის მინიმალურ რისკ ქვეშ ხართ. და პირიქით, თუ ბალანსს ერთ ფეხზე ვერ ინარჩუნებთ, შესაძლოა ტვინის სისხლძარღვების პრობლემები გქონდეთ.

  3. ანემია


    სარკესთან მიდით და ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო. თუ მას ვარდისფერი ადევს, ყველაფერი კარგადაა, ხოლო თუ ანემია გაქვთ, შეიძლება ქუთუთოს შიდა ნაწილი მკრთალი ვარდისფერი ან მოყვითალო იყოს. ანემია ჰემოგლობინის ნაკლებობითაა გამოწვეული და აღნიშნავს, რომ კუნთები და ქსოვილები საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს ვერ იღებენ და 100%-ით ვერ ფუნქციონირებენ. თუ ამჩნევთ, რომ შედარებით სწრაფად იღლებით ან მძიმედ სუნთქავთ, ექიმთან უნდა მიხვიდეთ ანალიზებისთვის.

  4. ჰორმონალური დისბალანსი და მიკროელემენტების დეფიციტი


    თმისცვენა ნატურალური პროცესია. ექიმების თქმით, დღეში 50-100 თმის ღეროს ვკარგავთ. ამაზე არ უნდა ინერვიულოთ. თუმცა, იმის გასაგებად, თუ როდისაა ნერვიულობისა და სერიოზული ფიქრის დრო, შეგიძლიათ ტესტი ჩაატაროთ.
    • თქვენი თმა სუფთა და მშრალი უნდა იყოს. აიღეთ თმის მომცრო კონა და დაქაჩეთ(ოღონდ არა ძალიან მაგრად). თუ ხელში მხოლოდ 2-3 თმის ღერი გაქვთ, ყველაფერი კარგადაა, ხოლო თუ უფრო მეტი - სპეციალისტთან ვიზიტის დროა.
    თმისცვენის უამრავი მიზეზი არსებობს: სტრესი, ჰიგიენის დაბალი დონე ან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. თმა, ხშირად, თხელდება ჰორმონალური დისბალანსის ან საკვები ნივთიერებების დეფიციტის დროსაც. ეს სიმპტომები არ უნდა უგულებელყოთ.

  5. მაჯის არხის სინდრომი


    ამ ტესტს ოფისში მომუშავეების, მხატვრებისა და მოტოციკლეტის მძღოლების პროფესიული პრობლემის - მაჯის არხის სინდრომის აღმოჩენა შეუძლია.
    წამოწიეთ ხელები ისე, რომ ხელის გულები სახესთან ახლოს იყოს. ეცადეთ, ხელის მტევნის დასაწყისს თითებით მისწვდეთ. თუ ამაში 1-2 წუთი დაგჭირდებათ, ყველაფერი კარგადაა, ხოლო თუ გაბუჟებას, ტკივილს ან დისკომფორტს გრძნობთ თითებში ან მაჯაში, შესაძლოა ეს მაჯის არხის სინდრომი იყოს.
    სინდრომი ჩნდება, როცა მეზობელი ქსოვილები აწვება მედიანურ ნერვს. ტკივილი და გაბუჟება სულ უფრო მძიმე ფორმებს მიიღებს მკურნალობის გარეშე.

  6. დიაბეტი


    ამ ტესტისთვის დახმარება დაგჭირდებათ. სთხოვეთ მეგობარს, აიღოს ფანქარი საშლელიანად, ხოლო შემდეგ ჯერ ფანქარი მოგადოთ ტერფსა და დიდ თითზე, შემდეგ - საშლელი. შეგიძლიათ მიხვდეთ, ფანქრის რომელი მხარე შეგეხოთ, შეუხედავად?
    თუ სრულად ვერ გრძნობთ შეხებას, ესეიგი ნერვული დაბოლოებები ტერფებზე ნორმალურად არ ფუნქციონირებს. დაბალი მგრძნობელობა, თავის მხრივ, დიაბეტის ინდიკატორია.

  7. არტერიული პრობლემები


    დაწექით იატაკზე, წამოწიეთ ფეხები 45°-ით და გააჩერეთ ასე რამდენიმე წუთით. ახლა შეაფასეთ ფეხების ფერი. გაფითრებული(თითქმის თეთრი) ფეხის თითები და ტერფები ნიშნავს სისხლის ძალიან ცუდ ცირკულაციას. ფერის შეცვლა შეიძლება მოხდეს როგორც ორივე, ისე ცალ კიდურშიც.

  8. სმენა


    ამ ტესტისთვის ჩუმი ოთახი გჭირდებათ. მიიტანეთ ხელი ყურთან ახლოს და გაატკაცუნეთ. გესმით ხმა? მაშინ გაიტანეთ ხელი მაქსიმალურად შორს და კიდევ ერთხელ გაატკაცუნეთ. ხმა მაინც გესმით? გილოცავთ, სმენა ნორმაშია. არ დაგავიწყდეს იმავეს გამეორება მეორე ყურთანაც.

  9. განწყობილება კარდიოვასკულარული დაავადებებისკენ

ამ ტესტის შესასრულებლად გჭირდებათ 8-12-საფეხურიანი კიბე. აიარეთ კიბეზე სიმღერით. ასევე, შეგიძლიათ ისაუბროთ ტელეფონზე ან რაღაც იკითხოთ. მთავარია, ილაპარაკოთ. თუ გრძნობთ, რომ გული ოდნავ გიჩქარდებათ, მაგრამ ნორმალურად სუნთქავთ, ესეიგი გულ-სისხლძარღვთა სისტემა და ფილტვები უმკლავდება ფიზიკურ აქტივობას.

უნდა შეგახსენოთ, რომ ეს ტესტები ვერ ჩაანაცვლებს ექიმის პროფესიონალურ რჩევებსა და კონტროლს. თუ გაქვთ სიმპტომები, რომლებიც გაწუხებთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.