» » » ოთახის კურკუმა ორქიდეის მსგავსი ყვავილებით - მოვლა თითქმის არ სჭირდება, თვისებებით კი უნიკალურია

ოთახის კურკუმა ორქიდეის მსგავსი ყვავილებით - მოვლა თითქმის არ სჭირდება, თვისებებით კი უნიკალურია

როცა კურკუმას მხოლოდ სანელებლის დანიშნულებას აღარ მიანიჭებთ და შეხედავთ მას, როგორც სამკურნალო მცენარეს, გაგიჩნდებათ კითხვა, თუ როგორ უნდა გაზარდოთ იგი სახლის პირობებში. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კურკუმას 175-ზე მეტი დადებითი ფიზიოლოგიური და 600 თერაპიული და პროფილაქტიკური თვისება აქვს.



მისი გაზრდა დახურულ ოთახში სირთულეს არ წარმოადგენს. იყიდეთ ბოლქვი და მიუდექით მისიას სერიოზულად. ზოგადად, გაზრდას 10 თვე სჭირდება. მოსავალი კი მაშინ უნდა აიღოთ, როცა ყვავილები გაყვითლდება და ხმობას იწყებს. მაშ ასე, სად და როგორ გავზარდოთ კურკუმა.

კუკუმა: დარგვა და მოვლა
  • ნიადაგი: შეიძლება კურკუმას გაზრდა, თუ ხელთ არ გაქვთ ძალიან ნაყოფიერი ნიადაგი? დიახ, რადგან ეს მცენარე პრეტენზიული არაა. ოპტიმალური ნიადაგის მომზადება დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ ტორფის, მარცვლეული ნიადაგისა და მდინარის ქვიშის შეერთებით თანაბარი პროპორციებით.


  • ქოთანი
    საუკეთესო ვარიანტია კერამიკული ქოთანი. საქმე "მსუნთქავ" სტრუქტურაშია, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა მცენარისთვის. კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი უპირატესობა ისაა, რომ კერამიკული ქოთანი თითქმის ყველა სახის ინტერიერს უხდება.


  • განათება
    კურკუმას გაზრდის დროს მოარიდეთ მცენარე მზის პირდაპირ სხივებს, ოღონდ არ დამალოთ ჩრდილში. იდეალური გადაწყვეტილებაა გაფანტული შუქი და ულტრაიისფერი ნათურები.


    თუ მცენარეს სინათლე არ ჰყოფნის, ყვავილები ძალიან უფერული გახდება.

  • მორწყვა
    ნიადაგის ტენიანობა არ უნდა იყოს 60%-ზე ნაკლები. მორწყეთ კურკუმა ნახევარი ჭიქა წყლით 2-3 დღეში ერთხელ. ფოთლებს უნდა შეასხუროთ წყალი შხეფიანი ბოთლით. 7 დღეში ერთხელ ჩადეთ მცენარე ქოთნით თბილ წყალში, ოღონდ წყალი არ უნდა შეეხოს ფოთლებსა და ყვავილედებს.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.