პირველი ნაოჭების გაჩენა კისრისა და დეკოლტეს არეში - ნამდვილი კატასტროფაა ქალთა უმრავლესობისთვის. ასეთი ცვლილება ხომ ხელს გიშლით საყვარელი კაბის ჩაცმაში ღრმა დეკოლტეთი. შესანიშნავ ქალბატონებს უხდებათ დეკოლტეს ზონის დამალვა სვიტრების ქვეშ.
როგორ მოვიშოროთ ნაოჭებირა თქმა უნდა, ნაოჭების მთლიანად მოშორება შეუძლებელია, თუმცა შეგიძლიათ მიმართოთ ნატურალურ საშუალებებს. ისინი ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, აალაგებს ნაოჭებს და დაატენიანებს კანს. დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ეფექტური ნიღბების რეცეპტებს ელასტიური კანის რეგენერაციისა და აღდგენისთვის. სხვათაშორის, ეს საშუალებები საკმაოდ ეკონომიურიცაა.
ნიღაბი ლუდის საფუარითინგრედიენტები- 100 გ ნატურალური იოგურტი
- 1 ს.კ. ლუდის მშრალი საფუარი
- 1 ს.კ. ამონაცენი ხორბლის ზეთი
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. წაისვით ნიღაბი კისრისა და დეკოლტეს არეში, გაიჩერეთ 15 წუთით და ჩამოიბანეთ გრილი წყლით. პროცედურა კვირაში სამჯერ უნდა გაიმეოროთ.
ნიღაბი ბანანითა და მუშკის ვარდის ეთერზეთითინგრედიენტები- 1 ძალიან მწიფე ბანანი
- 1 ს.კ. მუშკის ვარდის ეთერზეთი
ჯერ მოამზადეთ ბანანის პიურე, შემდეგ დაუმატეთ ეთერზეთი და კარგად მოურიეთ. წაისვით ნიღაბი კისრისა და დეკოლტეს ზონაზე. გაიჩერეთ მასა 20 წუთით და ჩამოიბანეთ გრილი წყლით. პროცედურა კვირაში სამჯერ ჩაიტარეთ.
თაფლისა და ავოკადოს ნიღაბიინგრედიენტები- 100 გ ავოკადოს რბილობი
- 1 ს.კ. თაფლი
მოამზადეთ ავოკადოს პიურე და დაუმატეთ თაფლი. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით ნიღაბი კისრისა და დეკოლტეს ზონაზე წრიული მოძრაობებით, ქვემოდან ზემოთ. მასაჟის შემდეგ გაიჩერეთ ნიღაბი 15 წუთით და ჩამოიბანეთ გრილი წყლით. გაიმეორეთ სამჯერ კვირაში.