სმენა შეიძლება დაქვეითდეს გაციების დროს, სურდოს გამო. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოიყენოთ საშუალებები, რომლებიც ანთებით პროცესს ჩააცხრობს და სმენის დროებით დაქვეითებას მოსპობს. ხდება ხოლმე, რომ სმენა უარესდება პირადი ჰიგიენის წესების უგულებელყოფის შედეგადაც - ყურები აუცილებლად უნდა გამოიწმინდოთ, რადგან გოგირდის ნადები ძალიან საშიშია.
კიდევ ერთი მიზეზი: დაბერება, ასაკს თან მიაქვს მახვილი სმენა. ყურების მოვლა აუცილებელია, თუ ხანში შესვლა გსურთ ისე, რომ კარგად გესმოდეთ.
როგორ გავიუმჯობესოთ სმენა
დაგეხმარებათ ხალხური მედიცინა. სულ რაღაც 100 წლის წინ ეს რეცეპტები სიყრუვის, ყურის ანთებისა და ყურის სხვადასხვა ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენებოდა, თანაც წარმატებით! გაეცანით ყველაზე ეფექქტურ საშუალებებს სმენის შესანარჩუნებლად:
საშინაო საშუალებები კარგი სმენისთვის
- თაფლი და დარიჩინი
შეურიეთ თაფლი და დარიჩინი თანაბარი პროპორციებით. ეს მასა უნდა მიირთვათ ყოველ დღე, დღეში 3 ს.კ. ოდენობით. საშუალება გააძლიერებს სმენას და ასტიმულირებს ორგანიზმს მავნე ბაქტერიებთან საბრძოლველად. - წითელი ღვინო და მწვანე ჩაი
წითელი ღვინო, ისევე, როგორც მწვანე ჩაი, შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს. ისინი იცავს წამწამებს შიდა ყურში. მათი ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია - ესაა ბარიერი ბაქტერიებისთვის, რომლებსაც სმენის დაქვეითება შეუძლია. ჩართეთ რადიონში მწვანე ჩაი და ხანდახან მიირთვით წითელი ღვინოც. - ნიორი
სიცილიაში ნიორი უნივერსალურ საშუალებად ითვლება ნებისმიერი დაავადების წინააღმდეგ. სმენის გასაუმჯობესებლად დაწურეთ რამდენიმე კბილი ნივრის წვენი, შეურიეთ თანაბარი პროპორციით ზეითუნის ზეთს, გაწურეთ მასა მარლაში და ჩაიწვეთეთ ყურში დღეში ორჯერ, 3-4 წვეთი, ჩაწვეთების შემდეგ კი ყურები ბამბის საცობით უნდა დაიცოთ. - წითელი ხახვისა და ნივრის წვენები
უფრო მაგარ სასმელს ვერც მოიფიქრებთ. შეურიეთ 30 მლ წითელი ხახვის და 30 მლ ნივრის წვენები. ეს მასა უნდა დალიოთ დღეში რამდენჯერმე. შედეგი სწრაფად გახდება შესამჩნევი - სმენა გამახვილდება, ყურის ანთებები აღარ შეგაწუხებთ.