» » » როგორ მოვიშოროთ ცელულიტი: 6 მარტივი ნაბიჯი იდეალური სხეულისაკენ

როგორ მოვიშოროთ ცელულიტი: 6 მარტივი ნაბიჯი იდეალური სხეულისაკენ

ოხ, ეს ცელულიტი! ვიწრო წელი გაქვთ, ლამაზი ფეხები, ის კი, ჰოპ და არსაიდან ჩნდება! თუ ეს პრობლემა თქვენც შეგხებიათ პირადად, მაშინ ორი ამბავი გვაქვს: ცელულიტი აწუხებთ მათაც, ვისაც ჭარბი წონა არ აქვს. მეორე: ამ პრობლემისგან გასათავისუფლებლად მხოლოდ ფიზიკური სავარჯიშოები არ კმარა. როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში, სად გავიქცეთ და რა გავაკეთოთ, ახლავე გეტყვით. მზად ხართ, დაემშვიდობოთ ცელულიტს? წაიკითხეთ ყურადღებით.

როგორ განვთავისუფლდეთ ცელულიტისგან
  1. ყველაზე მნიშვნელოვანი - განწყობაა!
    სამწუხაროდ, ამ წესის შესახებ ყველამ იცის, თუმცა ცოტა თუ იყენებს მას. თუ გსურთ, რომ ცელულიტმა დაგტოვოთ ერთხელ და სამუდამოდ - მაქსიმალურად ბევრჯერ წარმოიდგინეთ თქვენი სხეული ისეთად, როგორც გსურთ მისი ნახვა. ფიქრი ნამდვილად მატერიალურია.

  2. არ დაკარგოთ არც ერთი დღე
    მას შემდეგ, რაც საკუთარი სხეული წარმოიდგინეთ გლუვად და ხავერდისებრად, დაიწყეთ სვლა დასახული მიზნისკენ. გახსოვთ გამოთქმა: "წყალი ქვასაც გალესავს?" მცირე ძალისხმევა, რომელსაც ყოველდღე არ დაიშურებთ, არ დაგტოვებთ შედეგის გარეშე.

  3. მასაჟი სკრაბის გამოყენებით - თქვენი სილამაზის საიდუმლო
    ანტიცელულიტური მასაჟი - ეს მთელი ხელოვნებაა. თუმცა, თუ მასაჟისტისთვის ფული არ გაქვთ, სცადეთ ამის გაკეთება თავად. სხვათაშორის, ეს იმაზე უფრო ეფექტურია, ვიდრე გგონიათ! დაიზილეთ პრობლემური ზონები 10-15 წუთის მანძილზე, შხაპის მიღების დროს. საუკეთესო ეფექტისთვის გამოიყენეთ სკრაბი, ყავის ნალექი ან ზღვის მარილი.
    როგორ მოვიშოროთ ცელულიტი: 6 მარტივი ნაბიჯი იდეალური სხეულისაკენ

  4. არ დაგეზაროთ წყლის დალევა
    ალბათ, იცით, რომ წყალი ჩვენი მეგობარი და დამხმარეა. იგი ორგანიზმიდან დევნის მავნე ნივთიერებებს, წმენდს ნაწლავებს, ახშობს შიმშილის შეგრძნებას და, საერთოდ, წყლის გარეშე ვერაფერს გავხდებით, ამიტომ არ დაგავიწყდეთ მისი დალევა. გინდათ, დღე სარბენ ბილიკზე გაატაროთ? რა პრობლემაა, უბრალოდ მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი.

  5. გახვევა ნამდვილად ეფექტური საშუალებაა
    თუ ჯერ კიდევ არ გიცდიათ გახვევა საშინაო პირობებში, დროა, საქმეს შეუდგეთ. ამისთვის დაგჭირდებათ საკვები ცელოფანი, თაფლი(ზეითუნის ან ნებისმიერი ზეთი, არაჟანი, ძმარი, თიხა, პარაფინი), აბაზანის პირსახოცი. წინასწარ გაიწმინდეთ პრობლემური ზონა სკრაბით, წაისვით თაფლი(ან სხვა შერჩეული მასა), შეიხვიეთ საკვები ცელოფნით და შემდეგ პირსახოცით. გახვევის პრინციპი ძალიან მარტივია: ეს პროცედურა საუნის ეფექტია, წმენდს ფორებს ცხიმებისგან და შლაკებისგან, ჭიმავს კანს, კვებავს და ატენიანებს.. საერთო ჯამში, ეს უნდა გამოსცადოთ!

სამწუხაროდ, ცელულიტისგან დაცული არავინაა, მაშინაც კი, თუ ადამიანი 40 კგ-ს იწონის.. შეიარაღდით ჩვენი რეკომენდაციებით და დაამარცხეთ იგი.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.