მწარმოებლის ინსტრუქციის თანახმად, "სტრეფტოციდი" - ანტიბაქტერიული პრეპარატი, სულფანილამიდების ჯგუფის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელია. ავქს ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი. აქტიურია პათოგენური კოკების, ნაწლავის ჩხირების, ქოლერული ვიბრიონის, ქლოსტრიდიის, ციმბირული წყლულის, დიფტერიის, კატარალური პნევმონიის, ჭირის, ქლამიდიოზისა და ტოქსოპლაზმოზის გამომწვევი მიკრობების წინააღმდეგ.
სტრეფტოციდის გამოყენება
გამოიყენება კანის ინფექციების, სასუნთქი და შარდმდენი გზების, ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ და ანტისეპტიკურ საშუალებად სხვადასხვა წარმოშობის იარებზე.
დღეს ექიმები სტრეფტოციდს არ ნიშნავენ. ისინი ამას იმით ხსნიან, რომ თანამედროვე ბაქტერიები უკვე მის მიმართ მგრძნობიარენი აღარ არიან. მე ეს მარკეტინგული ხრიკი უფრო მგონია, ვინაიდან ეს წამალი დღემდე ეხმარება უამრავ ადამიანს. რა თქმა უნდა, უფრო დიდი მოგებაა ძვირადღირებული აბებისა და სიროფების დანიშნვისას,ვიდრე ასეთი იაფი საშუალებისგან.
დაავადებების პირველი სიმპტომების დროს, როცა იწყება სურდო ან ყელის ტკივილი, ვცდილობ, არ ჩავერიო დაავადების მიმდინარეობაში. თბილი სასმელები და დასვენება საუკეთესო წამალია.თუმცა, თუ ინფექცია არ გაივლის 3 დღეში, მივმართავ "სტრეფტოციდს".
როგორ მოვიშოროთ სურდო
- გამოვლება
მოამზადეთ სოდის ხსნარი: 1 ჩ.კ. სოდა 1 ჭიქა თბილ, გადადუღებულ წყალზე. ზედმეტი ნაწილაკები დაილექოს ფსკერზე, გადაასხით ხსნარი პატარა ჩაიდანში ან გაავსეთ ამით 100 მლ-იანი ოყნა. დახარეთ თავი გვერდულად და ფრთხილად შეისხით სითხე ზედა ნესტოში - იგი თავისუფლად უნდა გამოდიოდეს ქვედა ნესტოდან.
არავითარ შემთხვევაში არ შეისუნთქოთ წყალი ხელის გულიდან ან ლამბაქიდან! იგი, შესაძლოა, მოხვდეს შუა ყურში და გაჩნდეს ოტიტი. პროცედურამდე ცხვირი კარგად გამოიფერთხეთ. - ცხვირის გაწმენდა სტრეფტოციდით
აიღეთ ერთი აბი და კარგად დაფშვენით სუფრის კოვზზე. ამისთვის გამოიყენეთ ჩაის კოვზის ზურგი. უნდა მიიღოთ წვრილი ფხვნილი კენჭების გარეშე, მტვერივით.
მარჯვენა ნესტოს მიაჭირეთ თითი და მარცხენათი შეისუნთქეთ ფხვნილი. გაიმეორეთ პროცედურა მეორე მხარესაც. შეგიძლიათ, ქაღალდი დაახვიოთ და ფხვნილი ისე შეისუნთქოთ, რომ პირდაპირ ყელში მოხვდეს. არ ჩაისუნთქოთ ღრმად და ძლიერად, ეს უნდა იყოს მკვეთრი და მოკლე ჰაერის ატაცება. ტაბლეტს საზიზღარი გემო აქვს, მაგრამ ეცადეთ, 15-20 წუთის მანძილზე წყალი არ დალიოთ.