» » » ერნსტ მორო - ექიმი, რომელმაც ათასობით ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა ჩვეულებრივი სტაფილოს სუპის დახმარებით

ერნსტ მორო - ექიმი, რომელმაც ათასობით ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა ჩვეულებრივი სტაფილოს სუპის დახმარებით

ახლა ბავშვებში კუჭის პრობლემები უკვე ჩვეულებრივი ამბავია, თანაც, მათი მკურნალობის ათასერთი საშუალება არსებობს. აი ადრე, ჩვეულებრივი დარღვევაც კი, შესაძლოა, ფატალური გამხდარიყო. ასე იყო ძალიან დიდხანს, სანამ ერთ პედიატრს აზრად არ მოუვიდა ერთი მარტივი, თუმცა გენიალური იდეა.

რჩევების რედაქცია გაგიზიარებთ ერთი ექიმის შესანიშნავ ისტორიას, რომელმაც მედიცინაში არმოჩენა გააკეთა და ათასობით პატარა ბავშვი გადაარჩინა.

სტაფილოს სუპი
ამის გაფიქრებაც კი გვზარავს, თუმცა სულ 150 წლის წინ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ორჯერ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ახლაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი წინაპრები 35-40 წელი ცოცხლობდნენ, არა - ყველაზე კარგად ამ მაჩვენებელზე მოქმედებდა ბავშვების სიკვდილიანობა. ჩვილისთვის პრობლემა იყო არამხოლოდ დაბადება, არამედ სრულწლოვნებამდე მიღწევაც. თუმცა, მალე გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა.


ეს ნამდვილად დიდებული ადაქმიანი დაიბადა 100 წელზე მეტის წინ თანამედროვე სლოვაკეთის დედაქალაქში, მაშინ ეს ავსტრია-ვენის პატარა ქალაქი იყო. ერნსტ მორო სწავლობდა ავსტრიაში, გრაცში, სადაც მედიცინის დოქტორის ხარისხი მიიღო. 1906 წელს მან მიიღო პედიატრიის სპეციალიზაცია მიუნხენში, ორი წლის შემდეგ კი ჰეიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა.


თავისი პრაქტიკის მანძილზე, მორომ უამრავი აღმოჩენა გააკეთა. მისი წყალობით, შესაძლებელი გახდა ბავშვებში ცერებრალური დამბლის დიაგნოსტირება. მოროს მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ თუ ბავშვის თავს უკან მაღალ ხმას გამოუშვებთ, მან ხელები უნდა გაშალოს, შემდეგ კი მომუჭოს. ასეთი რეფლექსის არარსებობა ბავშვებში ნერვული სისტემის დაზიანების ან დარღვევების ნიშანია.


სწორედ მორომ აღმოაჩინა ლაქტობაქტერია და მისი სარგებელი ადამიანის ორგანიზმისთვის. მან პირველად მოიფიქრა ბავშვების ბოთლის სტერილიზაცია და გამოიგონა მასა ხელოვნური კვებისთვის. უბრალოდ დაფიქრდით, ახლა ამას ყველა იყენებს, წარმოგიდგენიათ ამის გარეშე ცხოვრება?


1908 წელს მორომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩინა: იმ დროისთვის ბავშვების სიკვდილიანობა 20-30%-ს შეადგენდა, ანუ 100 ბავშვიდან 25-მდე ვერც კი აღწევდა 1 წლის ასაკს. ამის მთავარი მიზეზი ბანალური დიარეა იყო. მორომ მოიფიქრა უმარტივესი რეცეპტი, რომლის წყალობითაც ეს მაჩვენებელი ორჯერ შემცირდა - სტაფილოს სუპი.


რეცეპტი ბანალურობამდე მარტივია: უნდა აიღოთ ნახევარი კილოგრამი სტაფილო და მოამზადოთ მისგან პიურე, დაასხათ 1 ლ წყალი, მოაყაროთ მარილი და ადუღეთ მანამ, სანამ მოცულობა 1 ლ-მდე არ შემცირდება. სულ ესაა რეცეპტი, რომელიც ბავშვებში დიარეას კურნავს.
ამ სასწაულმოქმედი საშუალების მოქმედება მხოლოდ 2002 წელს ახსნეს. მაშინ გასაგები გახდა, რომ მჟავე პოლისაქარიდები, რომლებსაც სუპი შეიცავს, ბაქტერიებს ხელს უშლის ლორწოვანაზე მიმაგრებასი. კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ასეტი სუპი კურნავს ისეთ დიარეასაც კი, რომელიც იტანს ანტიბიოტიკებს.

სტაფილო სასარგებლო ვიტამინების ნამდვილი საუნჯეა - А, С, Е, D ვიტამინები, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი და კაროტინი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სტაფილოს რეგულარული მოხმარება გვევლინება ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკადაც. ასევე, იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ცელულოზას, რომელსაც ნაწლავებიდან ტოქსინები და შლაკები გამოჰყავს.


ყველაზე მეტად მაწუხებს ის ფაქტი, რომ ამ აღმოჩენებისა და სიცოცხლეების გადარჩენის მიუხედავად, ერნსტ მორო მოკრძალებულად ცხოვრობდა და არც ერთი პრემია არ მიუღია. საყვარელი საქმით დაკავებული იყო 74 წლამდე(გარდაცვალებამდე) და, ალბათ, უამრავი სიცოცხლეც გადაარჩინა.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.