» » » სამი ოქროს წესი, თუ როგორ შევავსოთ ორგანიზმში იოდის უკმარისობა

სამი ოქროს წესი, თუ როგორ შევავსოთ ორგანიზმში იოდის უკმარისობა

ხალხურ მედიცინას აინტერესებს ორგანიზმის სამი უნარი: დააავდებისადმი მისი წინააღმდეგობის უნარი; სხვადასხვა დაზიანების დროს აღდგენითი უნარი; დაბოლოს, თუ რამდენად ძალუძს მას უკვე დაწყებულ დაავადებასთან ბრძოლა. იოდი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისთვის. ზუსტად დადგენილია, რომ იოდის შემცველობა ფარისებურ ჯირკვალში დამოკიდებულია საკვებში ადვილად შესათვისებელი იოდის შემცველობაზე და ადამიანის მიერ წყლის გამოყენებაზე. ნაკლები იოდის მიღების დროს ჯირკვალი მოკლებული იქნება ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ელემენტს. იოდის მეორე ფუნქციიაა ორგანიზმზე, მის ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებელი ზემოქმედება.

იოდის მესამე ფუნქცია ადამიანის გონებრივ მოქმედებსათანაა დაკავშირებული. ორგანიზმის იოდით ნორმალურად უზრუნველყოფის დროს ჩანს გონებრივი უნარის ამაღლება.
იოდი ორგანიზმში ჟანგვის პროცესის ერთ-ერთი საუკეთესო კატალიზატორია. მისი უკმარისობის დროს ხდება საკვების არასრული წვა. ამასთან დაკავშირებით შეიძლება მოხდეს ცხიმის მარაგის არასასურველი წარმოქმნა. ფარისებურ ჯირკვალს შეუძლია იოდის დაკარგვა, მაგალითად, ქლორგარეული წყლის სასმელად გამოყენების ან ნატრიუმქლორის ჭარბად ხმარების დროს. როგორ შევავსოთ იოდის უკმარისობა ორგანიზმში?

არსებობს სამი წესი:
  1. ისეთი საჭმლის გამოყენება, რომელიც იოდითაა მდიდარი. ასეთია ნებისმიერი ზღვის პროდუქტი, აგრეთვე ბოლოკი, სატაცური, სტაფილო, პამიდორი, ისპანახი, რევანდი, კარტოფილი, ბარდა, ხენდრო, სოკო, ღორის ქადა, ბანანი, კომბოსტო, კვერცხის გული, ხახვი.

  2. სხეულის მცირე უბანზე იოდის ნაყენის წასმა.

  3. იოდოვანი პრეპარატების - თევზის ქონისა და იოდის ხსნარის გამოყენება, აგრეთვე წყალმცენარეების აბები.

იოდის დამველი დოზა უმნიშვნელოა და მის გამოყენებას გირჩევთ კვირის გარკვეულ დღეებში. იოდის ხსნარის დოზა 1 ან 2 წვეთია სხეულის წონის შესაბამისად. მაგალითად, თუ წონა 65 კგ ან მასზე ნაკლებია, მაშინ დამცველი დოზა 1 წვეთი იქნება; მას მიიღებენ დღეში ერთხელ ჭამის დროს ყოველი კვირის სამშაბათს და პარასკევს. 65 კგ-ზე მეტი წონის დროს დოზას 2 წვეთამდე ზრდიან. თუ მოსალოდნელია დაავადების აფეთქება იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ, მაშინ იოდის ხსნარის მიღება უფრო სასარგებლოა კვირაში სამჯერ (ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს), ორგანიზმში იოდის რეზერვის შესაქმნელად. ექიმები ურჩევენ იოდის მიღებას მშიერ კუჭზე, სასურველია ჭამამდე 20 წუთით ადრე.

იოდის მიღების ერთ-ერთი წესი:
1 ჩ/კ ვაშლის ძმარს ხსნიან ჭიქა წყალში და უმატებენ ერთ წვეთ იოდის ხსნარს (საწვეთებლით). ნარევს მოურევენ და სვამენ მცირე ყლუპებით, ჭამის დროს ჩაის ან ყავის დაყოლებით.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.