» » » არ მჯერა, რომ ყოველდღე ამ სამკურნალო მცენარეს ვუვლით გვერდს..

არ მჯერა, რომ ყოველდღე ამ სამკურნალო მცენარეს ვუვლით გვერდს..

ბაბუაწვერას ვინ არ იცნობს. იგი იზრდება მინდვრებში, პარკებში, ბაღებში, სახლებთან ახლოს, გზის პირას, თვალს ახარებს მზისებრი სიყვითლით.



მას ორიგინალური ყვავილები აქვს. თუ ყურადღებით დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ესაა ყვავილებით სავსე კალათი. ტენიან ამინდში ყვავილები იხურება - ასე მტვერი დაცულია დასველებისგან. კარგ ამინდში კი იგი დროის მაჩვენებელია - ყვავილენბი იხსნება დილის 6 საათზე და იხურება დღის სამ საათზე.


ბევრი ბაბუაწვერას სარეველად მიიჩნევს. სწორია თუ არა ასეთი მოსაზრება? აღმოჩნდა, რომ ბაბუაწვერა გატენილია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომლებიც ადამიანისთვის უკიდურესად სასარგებლოა. ხალხური მედიცინის მცოდნეები და უბრალო ექიმბაშები ამ მცენარეს ჟენშენსაც უწოდებენ.
ბაბუაწვერას ფესვების შემადგენლობაში შედის ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო ათობით ნივთიერება, რომელთა შორისაა კალციუმი, კალიუმი, რკინა, ფოსფორი, მაგნიუმი, სპილენძი, სელენი, თუთია, ვიტამინები A, C, E და B, კაროტინი, გლიკოზიდები, ფლავანოიდები, პოლისაქარიდები, ინულინი, ქოლინი, საქაროზა, ორგანული მჟავები და უამრავი სხვა.

მკურნალობა ბაბუაწვერათი
სიმსივნური დაავადებებისგან ყოველ წელს ადამიანთა უდიდესი რაოდენობა იღუპება მთელ მსოფლიოში და, სამწუხაროდ, სიმსივნის დიაგნოზის მქონე ადამიანთა რაოდენობა უწყვეტად იზრდება. რა თქმა უნდა, მედიცინა მუდმივად ვითარდება და მკურნალობის ახალ საშუალებებს ხსნის.


თუმცა, ძირითადი პრობლემა ისაა, რომ ადამიანთა უმეტესობის ორგანიზმი არ რეაგირებს სხვადასხვა ძვირადღირებულ მედიკამენტოზურ მკურნალობაზე და სამედიცინო პროცედურებზე, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ბოლომდე ვერ გვეხმარება, უბრალოდ დაავადების გადავადებას იწვევს.
სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლისთვის, ხშირად, იყენებენ ქიმიოთერაპიას, თუმცა, არსებობს მკურნალობის ალტერნატიული ხალხური მეთოდები, რომლებიც კარგ შედეგს იძლევა, არაა რეკომენდებული მათი გამოყენება მკურნალობის ძირითადი კურსის ნაცვლად, თუმცა, შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც დამხმარე მკურნალობა.


  • ბოლო დროს მარტივი და ყველაზე ცნობილი ბაბუაწვერა სულ უფრო ხშირად გამოიყენება ალტერნატიულ მედიცინაში კიბოს სამკურნალოდ. და, უნდა ითქვას, რომ ეს შესანიშნავ შედეგსაც იძლევა.

    ბაბუაწვერას ფესვების ნაყენი
    კვლევებმა აჩვენა, რომ ბაბუაწვერას ფესვი უფრო უკეთ მოქმედებს, ვიდრე ქიმიოთერაპია, ვინაიდან ეს უკანასკნელი კლავს ყველა უჯრედს მაშინ, როცა ბაბუაწვერა - მხოლოდ კანცეროგენულ უჯრედებს.


    საწყისი კვლევა ჩატარდა კანადის უინსორის უნივერსიტეტში, ქიმიისა და ბიოქიმიის კათედრაში. მისმა შედეგებმა კიბოთი დაავადებულ ადამიანებს ახალი იმედი ჩაუსახა. აღმოჩნდა, რომ ბაბუაწვერას ფესვი ეფექტურად ანადგურებს კიბოს უჯრედებს, არ იწვევს გვერდით მოვლენებს სხვა უჯრედებში.
    ლაბორატორიული ტესტების დროს, ბაბუაწვერას ფესვების ექსტრაქტმა გაანადგურა კიბოს უჯრედების 98% 48 საათში. შემდგომი დაკვირვებებით აღმოჩნდა, რომ ამ ექსტრაქტს შეუძლია მძლავრად იმოქმედოს კიბოს უჯრედებზე მსხვილ ნაწლავში, პროსტატაში, ლეიკემიის, სარძევე ჯირკვლის, ღვიძლისა და ფილტვის კიბოს ყველა სახეობაზე.
    ზაფხულში ფესვი გამოიყენეთ ახალ მდგომარეობაში, ზამთრისთვის კი გაახმეთ. 1 ჭიქა მდუღარეში 2 ს.კ. დაფქულ ფესვს იყენებენ(ახალს), ხოლო გამომშრალს - 1ს.კ.
    ნაყენის მოსამზადებლად შეურიეთ ფესვები ადუღებულ და გაგრილებულ 40-50 გრადუსზე წყალს. ამის შემდეგ დაახურეთ და გააჩერეთ რამდენიმე საათით. გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა ჭამამდე 15-30 წუთით ადრე.

    როგორ მოვამზადოთ ბაბუაწვერას ფესვი
    მცენარის ფესვებს ან ადრეულ გაზაფხულზე ამზადებენ (აპრილ-მაისში), ან შემოდგომაზე, სექტემბრის ბოლოს. სამკურნალოდ გამოდგება მსხვილი ფესვები, გვერდითი მცირე ფესვებისგან გაწმენდილი.


    დასაწყისისთვის, აჩერებენ რამდენიმე დღით, შემდეგ რეცხავენ, ჭრიან და აშრობენ ან სპეციალურ საშრობში, ან ქაღალდზე, განიავებად შენობაში. ტემპერატურა შრობის დროს არ უნდა აჭარბებდეს 40 გრადუსს.
    მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

  • ინფორმაცია
    თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.