» » » ფსიქოლოგი-ლეგენდა: "არავითარ შემთხვევაში არ მოეკიდოთ დაავადებას, როგორც ცუდ მოვლენას, მაშინაც კი, თუ..

ფსიქოლოგი-ლეგენდა: "არავითარ შემთხვევაში არ მოეკიდოთ დაავადებას, როგორც ცუდ მოვლენას, მაშინაც კი, თუ..

ვალერი სინელნიკოვი - ცნობილი ექიმი-თერაპევტი, ჰომეოპათი და ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიის შესახებ მეცნიერული წიგნის ავტორია. მისი ნაშრომების უმრავლესობა მიძღვნილია პასუხისმგებლობისა და გაგებისათვის იმისა, რომ ადამიანის ყოველ მოქმედებას სერიოზული შედეგები ახლავს.

ვალერი სინელნიკოვი
წიგნში "შეიყვარე საკუთარი დაავადება", ავტორი მოგვიწოდებს დღისა და კვების რეჟიმის დაცვისაკენ, ძალიან დიდ პატივს სცემს ბუნებას, წინაპრების მემკვიდრეობას. დიდ ყურადღებას უთმობს ქვეცნობიერის ცნებასაც.
ავტორი თვლის, რომ სწორედ ფსიქოლოგიური, ქვეცნობიერი პრობლემებია ყველა დაავადების საწყისი. ჩვენმა რედაქციამ ამ წიგნიდამ ყველაზე საგულისხმო ციტატები მოაგროვა, რომლებზეც აუცილებლად უნდა იფიქროთ.


  1. "არავითარ შემთხვევაში არ მოეკიდოთ დაავადებას, როგორც საშინელ მოვლენას, მაშინაც კი, თუ ეს დაავადება სასიკვდილოა. არ დაგავიწყდეთ, რომ იგი თქვენმა ქვეცნობიერმა შექმნა, რომელიც ყოველთვის და ყველგან თქვენზე ზრუნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამისთვის მიზეზი არსებობდა.
    არ იჩქაროთ ორგანიზმზე და დაავადებაზე გაბრაზება. უარი თქვით დაავადებასთან ბრძოლაზე. პირიქით, უმადლოდეთ ღმერთს, თქვენს ქვეცნობიერს ამ დაავადებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს უცნაურად ჟღერს, მაინც გააკეთეთ.


  2. "დაავადება - ეს ბალანსის დარღვევის სიგნალია. ნერვული დაბოლოებები გვანიშნებენ, რომ ჩვენი ორგანიზმის კონკრეტულ ნაწილში რაღაც კარგად ვერ მიდის.
    ტკივილი - უბრალოდ ჯანსაღი ნერვული რეაქციაა, რომელიც გვანიშნებს, რომ არის რაღაც,რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ".


  3. "არტერიული წნევის შემცირება, გონის წასვლამდე, იმას ნიშნავს, რომ სასიცოცხლო ძალას კარგავთ, არ გჯერათ საკუთარი თავის, ძალებისა და შესაძლებლობებისა, ცდილობთ, გაექცეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, გაექცეთ პასუხისმგებლობას. ამ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება რეალური სამყაროს სრულყოფილი განცდა."


  4. "თუ პირადი ცხოვრების პრობლემა ან დაავადება გაგიჩნდათ - ეს სიგნალია იმის შესახებ, რომ თქვენს ცხოვრებაში, თქვენს აზრებში სტაგნაციაა".


  5. მნიშვნელოვანია, დაავადებულმა გაიაზროს, რომ თანამედროვე მედიცინა მხოლოდ ტანჯვას ამსუბუქებს, დაავადებას ავიწროვებს ან მის შედეგებს აცილებს. თანამედროვე მედიცინის ფილოსოფია მარტივია: შედეგის მოშორება, დაავადების მიზეზების გაუთვალისწინებლად."


  6. "ჩვენ გავლენას ვახდენთ საკუთარ აზრებზე, ემოციებზე და ქცევებზე. ჩვენ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ გარემოზე. იზრუნეთ თქვენი ფიქრების სისუფთავეზე და ამით იზრუნებთ საკუთარ ჯანმრთელობაზეც".


  7. "თუ ადამიანი მუდმივად ექვემდებარება ისეთ ემოციებს, როგორებიცაა გაღიზიანება, ბრაზი და წყენა, იწყება ღვიძლის, სახსრების, სასუნთქი ორგანოებისა და სხვა სისტემების პრობლემები. გამოუხატავი გრძნობები გროვდება იმ ორგანოებში, რომლებიც პასუხს აგებს მათ გამოხატვაზე.

თქვენ ეთანხმებით ცნობილი ექიმის აზრებს? აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.