თანამედროვე მედიცინამ მათემატიკურ სიზუსტეებს მიაღწია ორგანიზმზე მედიკამენტების გავლენის გამოკვლევებში. მეცნიერება სრული თავდაჯერებით აცხადებს 3 პრეპარატს, რომლებიც გვეხმარება ცხოვრებით ტკბობაში შუა ხნის შემდეგ და სერიოზულ დაავადებებს გვაცილებს თავიდან. მათი მიღება აუცილებელია 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის.
აბები 50 წლის შემდეგ
- ასპირინი - ყველაზე უნივერსალური პრეპარატი დღევანდელი დღისთვის. მისი გაჩენის შემდეგ უამრავი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა, რადგან კარდიო-ქირურგიული ოპერაციების რიცხვი საგრძბობლად შემცირდა. რას აკეთებს ასპირინი? იგი ხელს უშლის სისხლის უჯრედების შეწებებასა და სისხლძარღვებში ტრომბების გაჩენას, გვიცავს ინფარქტისა და ინსულტისაგან.
ასპირინი ხელს უშლის მსხვილი ნაწლავის კიბოს გაჩენას და ამცირებს ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკს. კარდიოლოგები გვირჩევენ "ასპირინ კარდიოს" მიღებას. იგი ნაკლებად აგრესიულია კუჭის კედლებისთვის, ვინაიდან მას დამცავი მემბრანით აწარმოებენ. - აპფ-ინჰიბიტორები - წნევის შესამცირებელი პრეპარატები: "ლიზინოპრილი", "ინდაპრილი", "კაპტოპრილი", "ენალაპრილი" და მისთანანი. ისინი ჰიპერტონიის წინააღმდეგ უკვე 30 წელზე მეტია, რაც გამოიყენება.
ასაკთან ერთად, ჩვენი სისხლძარღვები კარგავს მოქნილობას, ხდება მყიფე, იზრდება ინსულტის რისკი. აპფ-ინჰიბიტორების მიღებით, თქვენ შეინარჩუნებთ სისხლძარღვების ელასტიურობას და წნევას ნორმალურ დონეზე დაარეგულირებთ ღრმა სიბერემდე. ასეთი მედიკამენტი აუცილებლად ექიმმა უნდა შეგირჩიოთ სპეციალური გამოკვლევის შესაბამისად. - სტატინები - ღვიძლში ქოლესტერინის სინთეზის შესამცირებელი წამალი. სტატინები უნდა მიიღონ ქოლესტერინის დაბალი დონის მაჩვენებლის დროსაც კი. განსაკუთრებით, თუ ადამიანი რისკ-ჯგუფშია: შუა ხნის ასაკი, ცუდი მემკვიდრეობითი განწყობილება, მამრობითი სქესი, ჭარბი წონა, მომატებული წნევა, შაქრიანი დიაბეტი.
იტალიელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ეს პრეოარატები ანელებს ადამიანის დაბერების პროცესს. დღეისათვის სტატინების სარგებელი ჯერ კიდევ არაა ბოლომდე ამოხსნილი და, სავსებით შესალებელია, რომ ამ კლასის პრეპარატებს უფრო დიდი მომავალი აქვთ.
ადამიანები ამ აბებს 50 წლის შემდეგ იღებენ და მათი არსებობით კმაყოფილნი არიან. თუ ეს პრეპარატები ექიმმა დაგინიშნათ, თამამად მიიღეთ ისინი რეგულარულად და თქვენი სიბერე 20 წლით დაგვიანდება.
ეს პრეპარატები, განსაკუთრებით, ქალებისთვისაა მნიშვნელოვანი, რადგან 50 წლის შემდეგ კლიმაქსი იწვევს გულის პრობლემებს. გახსოვდეთ, რომ ხანში შესვლისას ახალი ცხოვრება იწყება. სიბერის მოტყუება სავსებით შესაძლებელია, თუ თავს მოუვლით და მოუსმენთ საკუთარ ორგანიზმს.