მცენარემ სახელწოდება "ადონისი" მიიღო ფინიკიელებისა და ასირიელების ღმერთის ადონისის პატივსაცემად, რომელიც გადმოცემის მიხედვით ყოველ წელს კვდებოდა და გაზაფხულზე ისევ ცოცხლდებოდა.
ადონისი გავრცელებულია სტეპებში.
ნედლეულად იყენებენ ადონისის მიწისზედა ნაწილს. დამზადებას აწარმოებენ ყვავილობის დაწყების პერიოდიდან თესლის ჩამოცვენამდე. მცენარეს ჭრიან დანით ან ნამგლით, მის ქვედა შიშველ ღეროს აგდებენ მიწიდან, მისი ამოგლეჯა არ შეიძლება, ვინაიდან ზიანდება ფესურაზე განადგურებული ყლორტები 2-4 წლით, რასაც ბუჩქის შემცირებამდე მივყავართ. თესლიდან აღმოცენებული ახალი მცენარე კი ყვავილობას იწყებს აღმოცენებიდან 5-6 წლის შემდეგ.
ნედლეულს აშრობენ სწრაფად, ისე რომ მზის სხივი პირდაპირ არ მოხვდეს. შენახვის ვადა 1 წელია. ნედლეულის შეგროვების დროს ყურადღება უნდა მიექცეს, რომ არ შეყვეს სხვა სახეობის ცხვირისატეხელები.
სამკურნალო ადონისში აღმოჩენილია გლიკოზიდები, რომლებიც კარგად მოქმედებენ გულზე. ყველაზე მეტი რაოდენობის გლიკოზიდები აღმოჩენილია მიწისქვეშა ნაწილში, მაგრამ სახეობის შენარჩუნების მიზნით ამზადებენ ღეროსა და ფოთლებს.ბიოლოგიურად მცენარე განსაკუთრებით აქტიურია ყვავილობის და ნაყოფის დამწიფების დასაწყისში.
სამკურნალო ადონისის პრეპარატებს უმთავრესად იყენებენ სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დარღვევის მსუბუქი ფორმების დროს. ეს პრეპარატები რეკომენდებულია აგრეთვე ვეგეტოსისხლძარღვების დისტონიის, ნევროზების დროს, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის დამამშვიდებელი საშუალება, განსაკუთრებით სხვა სედატიურ საშუალებასთან კომბინაციაში.
ადონისის პრეპარატებს შეუძლიათ გამოიწვიონ დისპეპსური მოვლენები, ამიტომ ამ პრეპარატების დანიშვნა არ არის რეკომენდებული იმ ავადმყოფებისთვის, რომელთაც აქვთ კუჭისა და თორმტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტები და ენტეროკოლიტები.