აქამდე გამოსაძინებლად 6 საათი გყოფნიდათ, ახლა კი შუადღითაც გეძინებათ? ალბათ, გეზარებათ საშინაო საქმეების კეთებაც ან უბრალოდ ამის ძალა არ გაქვთ.
უნდა იცოდეთ, რომ ეს, შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის შედეგი იყოს. ჰიპოთირეოზის სიმპტომებია: უაზრო განწყობა, დეპრესია, ხშირი ყაბზობა, თმისცვენა და არამხოლოდ...
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევა
ამ დარღვევის დროს, ზოგიერთი ექიმი, მედიკამენტოზური მკურნალობის გარდა, გვირჩევს იოგას განსაკუთრებული ასანების შესრულებას, რომლებიც აღადგენს ფარისებრ ჯირკვალს. თერაპიის დაწყებიდან და ყოველდღიური იოგას პრაქტიკიდან 2 თვეში თავს გაცილებით უკეთ და ენერგიულად იგრძნობთ. სცადეთ თქვენც ეს ხუთი ყველაზე ეფექტური სავარჯიშო მნიშვნელოვანი ორგანოს აღსადგენად.
- მატსიასანა
ეს იოგას იმ პოზათაგან ერთ-ერთია, რომლებიც არამხოლოდ ფარისებრსა და პარაფარისებრ ჯირკვალს ააქტიურებს, არამედ მთელ ენდოკრინულ სისტემასაც. სავარჯიშოს შესასრულებლად დაწექით ზურგზე. მოხარეთ ფეხები მუცლებში და დაეყრდენით იატაკს ტერფებით, ხელები მოათავსეთ დუნდულებქვეშ.
შემდეგ ჩაისუნთქეთ, შეაერთეთ ბეჭები, წამოწიეთ ტორსი. შემდეგი ნაბიჯი - გადაწიეთ თავი უკან. ამ მდგომარეობაში გაჩერდით 15-30 წამი. - უშტრასანა
ეს განსაკუთრებული ასანა დაგეხმარება ფარისებრი და სასქესო ჯირკვლების ფუნქციის გაუმჯობესებაში. ასევე, იგი სასარგებლოა ხერხემლის გამრუდებისა და საშარდე გზების დარღვევების დროს.
მაქსიმალურად სწორად და ეფექტურად შესასრულებლად, დადექით მუხლებზე, დააფიქსირეთ ისინი მენჯების სიგანეზე, დაეყრდენით იატაკს ტერფებით. შემდეგ გადაიხარეთ უკან და ხელის გულებით ჩაეჭიდეთ ქუსლებს, თავი გადაწიეთ უკან. ამ პოზიციაში გაჩერდით 30 წამით და ეცადეთ, ისუნთქოთ თანაბრად. - ბხუჯანგასანა
კობრის პოზას მძლავრი ეფექტი აქვს ადამიანის ჰორმონალურ სისტემაზე. იგი ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციასა და სასქესო ორგანოების მუშაობას. ძველი წყაროები ირწმუნება, რომ ბხუჯანგასანა ანთებს ადამიანის შინაგან ცეცხლს და აღვიძებს კუნდალინის ძალებს.
ამ ასანის სწორად შესასრულებლად დაწექით იატაკზე მუცლით, შემდეგ დადეთ ხელის გულები მხრების ქვეშ და ნელა წამოწიეთ ტორსი. თავი მაქსიმალურად უკან გადაწიეთ, ამ მდგომარეობაში რამდენიმე სუნთქვითი ციკლის მანძილზე გაჩერდით. - სარვანგასანა
განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სასუნთქი გზების დაავადებები აწუხებთ. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სანთლის პოზას შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისთვისაც.
დაწექით ზურგზე და წამოწიეთ ფეხები მუცლისკენ. შემდეგ მოაშორეთ მენჯები იატაკს, დაიჭირე წელი ხელის გულებით და ფეხები აწიეთ მაღლა სწორად. ამ მდგომარეობაში 5 წუთი უნდა გაჩერდეთ! - ხალასანა
აძლიერებს და აახალგაზრდავებს ორგანიზმის ნერვულ სისტემას. იგი აქტიურად ასტიმულირებს ჰიპოფიზის ფუნქციონირებასა და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს.
სწორად შესასრულებლად, დაწექით ზურგზე და ხელები თავსუკან გადაწიეთ. ამოსუნთქვასთან ერთად, ხელების დახმარების გარეშე, მუხლები მიიზიდეთ მკერდთან და ტერფები დადეთ თავს უკან, იატაკზე. მიახმარეთ წელს ხელები და გაჩერდით ამ მდგომარეობაში 1 წუთით მაინც.