გამოყოფის ორგანოებია ფილტვები, კანის ფორები, თირკმელები და ნაწლავები.
ოფლიანობა საოფლე ჯირკვლების მოქმედების შედეგია. ისინი ორგანიზმისთვის მავნე ტოქსინებს გამოყოფენ. თირკმელები ღვიძლიდან გამოყოფენ ორგანიზმის საკვებისა და ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებს. ნაწლავები გამოყოფენ არამარტო საკვების ნარჩენებს, არამედ ორგანიზმის ნარჩენებსაც გადამუშავებული უჯრედებისა და ქსოვილების სახით, რაც ჩვენი ფიზიკური და გონებრივი მოქმედების შედეგია, თუ ისინი არ გამოიყოფა, მაშინ იწვევენ ცილების დაშლას, რასაც ტოქსემიამდე (სხეულის მოწავმლამდე) ან აციდოზამდე (აწეულ მჟავიანობამდე) მივყავართ.
ორგანიზმის ასეთი ნარჩენების შეკავება ჩვენს ჯანმრთელობას გაცილებით მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე ჩვეულებრივ ფიქრობენ და მათი გამოყოფა ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია, საგრძნობი შედეგების მიღებისთვის.
ორგანიზმის გასუფთავების ერთ-ერთი სწრაფი და ეფექტური მეთოდი, განსაკუთრებით სრულასაკოვნებისთვის ასთია:
ყურადღება: დეტოქსიკაციის ეს მეთოდი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ბრმანაწლავი გაწუხებთ ან ამისკენ მიდრეკილება გაქვთ. ასეთ შემთხვევაში იკეთეთ ოყნა, ერთი კვირის ან მეტი ხნის მანძილზე დღეში 2-3-ჯერ.
დილით, უზმოზე სვით გლაუბერის მარილის (ნატრიუმის სულფატის) ერთი ჭიქა თბილი ან ცივი ხსნარი (ჭიქა წყალზე ერთი სუფრის კოვზი მარილი). ასეთი ხსნარის მიღების მიზანი იმდენად ნაწლავების გათავისუფლება კი არაა, არამედ ორგანიზმის ყველა ნაწილში არსებული ტოქსინებისა და ნარჩენების მოშორება, შემდეგ კი ნაწლავებით მათი გამოყოფა.
ეს ხსნარი ტოქსიკურ ლიმფასა და ნარჩენებზე ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც მაგნიტი იზიდავს ლურსმანებსა და ლითონის ნაქლიბს. ამგვარად, ნარჩენები გროვდება ნაწლავებში და ორგანიზმიდან განიდევნება ამ ნაწლავების არაერთგზის გასუფთავებით. გამოყოფილ უსუფთაობათა ოდენობამ სამი-ოთხი ან მეტი ლიტრი შეიძლება შეადგინოს. ამას ორგანიზმის გაუწყლოებამდე, წყალგაცლამდე მივყავართ და ამიტომ აუცილებელია გამოყოფილი ტოქსიკური და მჟავე ნივთიერებების შევსება ორ ლიტრ წყალში გაზავებული ახალი ციტრუსების წვენის დალევით. ასეთი ნარევი ორგანიზმის ტუტე რეაქციას იწვევს.
ციტრუსოვანი ნარევი ასე მზადდება:
საჭიროა ოთხი დიდი ან ექვსი საშუალო ზომის გრეიფპრუტის, ორი დიდი ან სამი საშუალო ზომის ლიმონის წვენებს უნდა დაუმატოთ ფორთოხლის წვენი, რათა მივიღოთ ორი ლიტრი ციტრუსების ნარევი წვენი. ორ ლიტრ წვენს ორი ლიტრი წყალი უნდა დავუმატოთ. წვენის სმა გლაუბერის მარილის მიღების შემდეგ უნდა დავიწყოთ და ყოველი ოცი ან ოცდაათი წუთის შემდეგ უნდა ვსვათ, ვიდრე ოთხი ლიტრი ნარევი არ დამთავრდება.
მთელი დღე არაფერი არ უნდა ჭამოთ, მაგრამ თუ საღამოსთვის შიმშილი აუტანელი გახდება, ცოტა ფორთოხალი ან გრეიპფრუტი უნდა შეჭამოთ, ან კიდევ ცოტა ნიახურის წვენი უნდა დალიოთ.
ძილის წინ ორი ბოთლი ოდნავ თბილი წყლის ოყნა გაიკეთეთ, რომელსაც ერთი ან ორი ლიმონის წვენი უნდა ჩაუმატოთ.
ამ შემთხვევაში ოყნის დანიშნულებაა მსხვილი და წვრილი ნაწლავებიდან გამოყოფა იმ ნარჩენებისა, რომლებიც შესაძლოა იქ იყოს.
დეტოქსიკაციის ასეთი პროცედურა ზედიზე სამი დღე უნდა ჩაიტაროთ და ამის შემდეგ ორგანიზმიდან გამოიყოფა დაახლოებით თორმეტი ლიტრი ტოქსიკური ლიმფა და ის ამავე ოდენობის განმტუტებელი სითხით ჩანაცვლდება. ეს პროცესი ორგანიზმის განტუტებას აჩქარებს.
მეოთხე და მომდევნო დღეებში საჭიროა მხოლოდ უმი ბოსტნეულის წვენების სმა და ასეთივე ბოსტნეულისა და ხილის ჭამა.
თუ დეტოქსიკაციის შემდეგ სისუსტეს იგრძნობთ, ნუ შეშფოთდებით, ბუნება გამოიყენებს ენერგიას ორგანიზმის გასასუფთავებლად და თქვენ მთელი ორგანიზმის სრული გასუფთავების შემდეგ დიდ ენერგიასა და სიმხნევეს მოიპოვებთ.