» » » თავზე თმის დაბრუნებისთვის დაგჭირდებათ სურვილი და ხალიჩა: 7 მძლავრი სავარჯიშო

თავზე თმის დაბრუნებისთვის დაგჭირდებათ სურვილი და ხალიჩა: 7 მძლავრი სავარჯიშო

ზოგიერთი მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მამრი მოსახლეობის 80%-მდე და მილიონობით ქალბატონი იტანჯება თმისცვენით. ამასთან, ალოპეციის(გამელოტების) პირველი ნიშნები უკვე 25 წლის ასაკში იჩენს თავს.

რა საშუალებას არ მიმართავენ, რომ თმას ხელახლა გაზრდა აიძულონ! ამაში იგულისხმება ლაზერული და ჰორმონალური თერაპია, კრემები და სპეციალური დიეტები, ჰომეოპათია და სისხლის პლაზმის ინექციები.



კიდევ ერთი საშუალება, რომელსაც ას წელზე მეტია იყენებენ ყოველგვარი ფინანსური ხარჯების გარეშე თმის გასაზრდელად - იოგა. ასანები (იოგას პოზები), განსაკუთრებით, უკუღმა პოზები, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას თავის კანზე, რითაც ხელს უწყობს თმის ფოლიკულების კვებას.

საშუალება თმისცვენის წინააღმდეგ
რჩევების რედაქცია მოგიყვებათ ეფექტური ასანებისა და პრანაიამების (სუნთქვითი სავარჯიშოების) შესახებ, რომელთა გამოყენებითაც შეძლებთ თმისცვენის შეჩერებას. თქვენგან მხოლოდ საჭიროა ხალიჩა და სურვილი.



რა თქმა უნდა, არ უნდა დაივიწყოთ სხვა თერაპევტულ ზომებზეც, მათ შორის, კვებაზე, თავის კანის რეგულარულ მასაჟსა და ორგანიზმის საერთო გამოჯანსაღებაზე.

იოგას პოზები
  1. უშტრასანა
    აქლემის პოზა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ასანაა, ვინაიდან იგი სწრაფად ათვისებადია და ამკვრივებს კუნთების მრავალ ჯგუფს. იგი ავითარებს წონასწორობის შეგრძნებას, ხერხემალს ანიჭებს მოქნილობას და აუმჯობესებს თავისკენ სისხლის მიწოდებას, რითიც ამცირებს თმისცვენას.
    სავარჯიშოს დასახელება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ისეთივე კუზიანი უნდა იყოს, როგორც აქლემი. პირიქით, ეს ასანა ასწორებს გამრუდებულ ხერხემალს, აძლიერებს ზურგის კუნთებსა და მუცლის პრესს, ხდის მათ ძლიერს, ელასტიურსა და მოქნილს.


  2. უტანასანა
    ეს არც ისე რთული პოზაა, რომელიც სხვა პოზებს შორის ერთ-ერთი საკვანძოა.
    თმის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედების გარდა, იგი წარმოუდგენლად სასარგებლოა ქალებისთვის მენოპაუზის პერიოდში. ასევე, ეს ასანა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.


  3. პაშჩიმოტასანა
    ჯდომისას ფეხებისკენ დახრა ასტიმულირებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას და ჟღენთს მას ჟანგბადით, რითიც აუმჯობესებს თმის კვებას.


  4. ადხო მუკხა შვანასანა
    ძაღლის პოზა, სახით ქვემოთ - ეს იოგას კლასიკური პოზაა. იმის დამსახურებით, რომ ეს უკუღმა პოზაა, აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას თავის ტვინში. ეს პოზა უნდა შეასრულოთ მხოლოდ კუნთების გახურების შემდეგ.


  5. სარვანგასანა
    მხრებზე დგომა - ერთ-ერთი კანონიკური ასანაა, რომელიც ძლიერ თერაპევტულ ზემოქმედებას იწვევს. იგი გვეხმარება ალერგიისა და ბრონქიალური ასთმისგან გათავისუფლებაში, აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას, აძლიერებს ნერვულ სისტემას და ეს ყველაფერი მისი თვისებების სრული ჩამონათვალი არაა.


  6. შავასანა
    მკვდრის პოზა ამცირებს სტრესს, რომელიც თმისცვენის ხშირი მიზეზია. ეს პოზა ამშვიდებს, ხსნის დაძაბულობას და ადუნებს. ასევე, მისი შესრულების პროცესში რეგულირდება სისხლის მიმოქცევა.


  7. პრანაიამის პოზა (აბდომინალური სუნთქვა) იგივე მუცლით სუნთქვა (ადჰამ პრანაიამა) გასაოცრად ხსნის სტრესს. საწყისი პოზიციაა ჯდომა ან წოლა.
    დაიდეთ ხელები მუცელზე, დაითვალეთ სამამდე, შემდეგ ნელა და ღრმად შეისუნთქეთ. ამასთან, მუცელი გამოწიეთ. შემდეგ ნელა და ღრმად ამოისუნთქეთ, დაითვალეთ ისევ სამამდე. მუცელი შეწიეთ.

საინტერესო ფაქტები თმის შესახებ
  1. თმა იზრდება ორიდან ხუთ წლამდე. შემდეგ წყვეტს ზრდას და ცვივა.
  2. ადამიანის ცხოვრებაში, საშუალოდ, თმის ერთ ფოლიკულას 20 თმის ღეროს გაზრდა შეუძლია.
  3. თმა უწყვეტად იზრდება. დილით უფრო სწრაფად, ვიდრე ღამით. შემოდგომაზე უფრო სწრაფად, ვიდრე წელიწადის სხვა დროებში.
  4. საშუალოდ, ადამიანს თავზე 100-დან 150 ათასი თმის ფოლიკულა აქვს, რომლებშიც თმის წარმოქმნა და ცვენა ხდება.
  5. ნორმაში, ადამიანი დღეში 70-80 ღერ თმას კარგავს.
  6. გამელოტების წინააღმდეგ მსოფლიოში ყველაზე მეტი საშუალებაა გამოგონილი, ვიდრე სხვა ნებისმიერი დაავადებისთვის.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.