ნაყენით კმაყოფილი არიან ისინი, ვინც იგი სილურჯეებისა და ჭრილობების მოსაშორებლად გამოიყენა. შეშუპება და სისხლჩაქცევა სულ რამდენიმე დღეში ქრება. თუ სახსრების დაავადებებზე ვისაუბრებთ, მაქსიმალური ეფექტისთვის უნდა გამოიყენოთ მკურნალობის რამდენიმე მეთოდი ერთბაშად.
სახსრების მკურნალობა ხალხური საშუალებებით
რაზეა დაფუძნებული სახსრების მკურნალობა ნივრითა და იოდით? ხალხურ მედიცინაში იოდს მიაწერენ აღმადგენელ და მარეგენერირებელ მოქმედებას, შეშუპების სიმპტომების მოხსნას. იოდის ბადეს ანთებისსაწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს სახსრების გავრცელებული დაავადებების მკურნალობისას - ართრიტის, პოლიართრიტის, პოდაგრისა და ართროზის დროს.
და, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მედიცინა არ აღიარებს იოდის მოქმედებას კანზე, მომხმარებელთა გამოხმაურებები ამ საშუალების ეფექტურობის დამამტკიცებელი საბუთია.
იოდი იწვევს კანის ადგილობრივ გაღიზიანებას, რაც ხსნის ტკივილის სინდრომს. კანის გავლით სისხლძარღვებში მოხვედრის შემდეგ, იგი ვრცელდება მთელს ორგანიზმში და აღმოაჩენს ბაქტერიციდულ ეფექტს კაპილარებში. იოდის სპირტის ნაყენს სისხლძარღვების გაფართოება და შეგუბებების მოხსნა შეუძლია ანთებულ სახსრებში.
რაც შეეხება ნიორს, მის შემადგენლობაშია ნივთიერება ალიცინი, რომელიც ბუნებრივ ანტიბიოტიკად ითვლება. ნიორი აცხრობს ანთებას და ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს.
ჯადოსნური იოდი
ინგრედიენტები
- 3-4 კბილი ნიორი
- 30 მლ იოდი (დაახლოებით 3 ფლაკონი)
- მუქი შუშის ჭურჭელი მასის შესანახავად
- წვრილად დაჭერით ნიორი.
- მოათავსეთ იგი წინასწარ მომზადებულ ჭურჭელში.
- დაასხით იოდი ისე, რომ მან მთელი ნიორი დაფაროს.
- შეანჯღრიეთ და გააჩერეთ ერთი კვირით, ბნელ და მშრალ ადგილას.
ნივრიანი იოდი გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ გარეგანად. ანთებულ მონაკვეთზე იგი კვირაში სამჯერ უნდა წაისვათ. იოდის წასმამდე დაიბანეთ კანი საპნით და გაიმშრალეთ. არ დაიტანოთ სითხე დიდ მონაკვეთზე ერთბაშად, რადგან ეს ძლიერ გაღიზიანებას გამოიწვევს.
[გაფრთხილება]
სანამ იოდით მკურნალობას დაიწყებდეთ, კანის შეუმჩნეველ, მცირე მონაკვეთზე დაიტანეთ ხსნარის რამდენიმე ზოლი. 15 წუთში დააკვირდით კანს - გაღიზიანდა, გაწითლდა, გაჩნდა ბუშტუკები თუ არა? თუ ხსნარმა კანი საგრძნობლად გააღიზიანა, მისი გამოყენება თქვენთვის არ შეიძლება.