» » » ლეღვი ქალური ჯანმრთელობისთვის: გახდომა, ჰორმონალური ბალანსი და სხვა

ლეღვი ქალური ჯანმრთელობისთვის: გახდომა, ჰორმონალური ბალანსი და სხვა

ლეღვის სარგებლის არ დაფასება რთულია. უკვე დიდი ხნის წინათ დაამტკიცეს, რომ აღნიშნული ხილის მოხმარება ამცირებს მკერდის კიბოს გაჩენის ალბათობას 34%-ით, მენოპაუზის შემდეგ. ლეღვს დედამიწაზე 11 ათას წელზე მეტია ზრდიან, აფასებენ და უყვართ. მას იხსენიებენ ბიბლიაშიც, როგორც ზეციური ძალების მიერ ბოძებულ ძღვენს.

ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ ალექსანდრე დიდის მებრძოლებს ლაშქრობებზე ლეღვის გამომშრალი ლებნები მიჰქონდათ. მისი რბილობისგან მომზადებული ფაფა მათ სწრაფად უშუშებდა იარებს და არჩენდა ანთებისგან, რაც მომთაბარე პირობებში აუცილებელია.



რითია სასარგებლო ლეღვი
გამომშრალ ლეღვში სასარგებლო მიკროელემენტებისა და ვიტამინების რაოდენობა მეტია, ვიდრე ახალში. ნატრიუმი 10ჯერ, კალიუმი და რკინა - 3ჯერ, მაგნიუმი 4ჯერ, ხოლო კალციუმი 5ჯერ უფრო მეტია.



გამომშრალი ლეღვი, ასევე, მდიდარია ნიკოტინის მჟავით, В, С და Е ჯგუფის ვიტამინებით. ეს დაბალანსებული შემადგენლობა, ჩვეულებრივ, დადებითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე.
მისი მიღება რეკომენდებულია ქალებისთვის, დაავადებების შემდეგ რეაბილიტაციის დროს. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მცირე მენჯის ორგანოების პრობლემები აქვს ან ვინც რთული მშობიარობა გადაიტანა.



ლეღვი გამდიდრებულია ორგანული მჟავებით, რომლებიც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. თუ ხილს ჭარბად არ მოიხმართ, იგი დაგეხმარებათ გახდომაში და ფორმის შენარჩუნებაში.



შესაძლოა, ვიღაცისთვის აღმოჩენა იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლეღვი გვეხმარება სოკოვანი დაავადებების დამარცხებაში. საუბარია ისეთ ინფექციებზე, რომლებიც სქესობრივი გზით გადაედება და აზიანებს სასქესო ორგანოებს. რა თქმა უნდა, მედიკამენტების გარეშე ვერ გაუმკლავდება, თუმცა დამხმარე საშუალებისთვის საკმაოდ დიდი ზემოქმედებაც ექნება.



ლეღვის ხისგან დამზადებული სიროფი გაშორებთ უსიამოვნო გამონადენს, რომელსაც თეთრიანს ეძახიან, ყოველგვარი დამატებითი საშუალებების გარეშე.



ლეღვი ბუნებრივი აფროდიზიაკიცაა, რომელიც აძლიერებს სექსუალურ ლტოლვას. ამრიგად, იგი სასარგებლოა როგორც ქალბატონებისთვის, ისე მამაკაცებისთვისაც. მამაკაცების პოტენცია, ლეღვის მოხმარების შემდეგ, გაცილებით იზრდება. ამ ჩირის მოყვარულებს, ჩვეულებრივ, ინტიმურ ცხოვრებაში პრობლემები არ აქვთ.



ლეღვს მიირთმევენ ფეხმძიმობის დროსაც. ამ ოერიოდში, ქალბატონებს ხშირად აწუხებთ ტოქსიკოზი: სუნებისა და საკვების აუტანლობა. თუმცა, მაინც სჭირდებათ დიდი რაოდენობით საკვები ნივთიერებები. აღსანიშნავია, რომ ლეღვი, ფეხმძიმობის დროს, ორგანიზმს არ აღაგზნებს, რის გამოც, შეგიძლიათ მისი გამოყენება დამხმარე საკვების სახით.



მედიკამენტის ან პროფილაქტიკის სახით ლეღვის გამოყენებისას, არ დაგავიწყდეთ, რომ ისიც, სხვა ხილივით, საკმაოდ ტკბილია. ამიტომ ნუ მიირთმევთ მას კილოგრამებით, რათა არ გამოიწვიოთ გლუკოზის დონის მომატება და საკვები ალერგია.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.