- ჩააგდეთ ორი ყვითელი ლეღვის ჩირი ერთ ჭიქა რძეში და წამოადუღეთ. მიიღეთ დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ, თითო ჭიქა, ცხელ-ცხელი, შეუსვენებლივ.
ექიმის კომენტარი:
ლეღვი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცენარეა. სამკურნალოდ გამოიყენება მისი ფოთლები და ნაყოფი. ფოთლებში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს კანის პიგმენტაციის აღდგენას ვიტილიგოს (კანის თეთრი ლაქები) დროს, აგრეთვე დადებითად მოქმედებს კანის ბუდობრივი გამელოტებისას. ლეღვის ნაყოფსაც აქვს სამკურნალო მოქმედება. იგი გამოიყენება როგორც მსუბუქი საფაღარათო, შარდმდენი და ამოსახველებელი საშუალება. ლეღვი მდიდარია კალიუმით და ამიტომ სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. მისი ცოცხალი ნაყოფი სასარგებლოა ანემიის (სისხლნაკლებობის) დროს. ლეღვი შეიცავს B და C ვიტამინებს. ნაყოფი მდიდარია უჯრედისით და შაქრით, ამიტომ არ შეიძლება მისი მიღება კუჭ-ნაწავის ტრაქტის მწვავე ანთებითი დაავადებების დროს.