» » სიმართლე ენერგოდამზოგი ნათურების შესახებ, ეკონომია კარგია მაგრამ ჯანმრთელობა უკეთესია.

სიმართლე ენერგოდამზოგი ნათურების შესახებ, ეკონომია კარგია მაგრამ ჯანმრთელობა უკეთესია.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში გამოჩნდა ძალზედ მოსახერხებელი და ეკონომიური ენერგოდამზოგი ნათურები. ჩვეულებრივ ნათურებთან შედარებით ენერგოდამზოგი ნათურები უამრავ უპირატესობას ფლობს: ძლებს დიდხანს, არ აქვს სითბური ეფექტი და რაც მთავარია, არის ეკონომიური.

სიმართლე ენერგოდამზოგი ნათურების შესახებ, ეკონომია კარგია მაგრამ ჯანმრთელობა უკეთესია.

ეკონომიური ნათურები

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ადამიანების უმრავლესობა სწორედ ასეთი ნათურების შეძენას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა... იცოდით, თუ სინამდვილეში რამდენად მავნე გავლენა აქვს ამ ნათურებს ჩვენს ჯანმრთელობაზე? ლუმინოფორი - ნივთიერება, რომლითაც ამ ნათურების შიდა კედლებია მოპირკეთებული.



გარდა ამისა, ეკონომიური ნათურები სავსეა ვერცხლისწყლის ორთქლითა და ინერტული გაზით, არგონით. ელექტროენერგიის ზემოქმედების შედეგად ვერცხლისწყლის ორთქლი იწყებს ულტრაიისფერი სხივების გამოსხივებას, რომელიც სტიმულირებს ლუმინოფორს გამოასხივოს სინათლე.



ენერგოდამზოგი ნათურები ძირფესვიანად შეისწავლა გერმანელმა პროფესორმა დიტერ კუნცმა. მრავალრიცხვოვანი კვლევების შედეგად პროფესორი მივიდა დასკვნამდე, რომ ცივი სინათლე, რომელსაც ეს ნათურები გამოასხივებს, განაპირობებს ძილის დარღვევას.


გარდა ამისა, პროფესორი კუნცი მიიჩნევს, რომ ეკონომიურ ნათურებს ნეგატიური, უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე. ''ამ ნათურებმა შეიძლება მიგვიყვანოს უამრავ სერიოზულ პათოლოგიამდე: დაწყებული კუჭ-ნაწლავის დისფუნქციიით, დამთავრებული გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით, ინფარქტით, ფსიქიკური დაავადებებით, დეპრესიით და ა.შ.'' - აცხადებს პროფესორი.



ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეკონომიური ნათურები ელექტრომაგნიტური და რადიაციული გამოსხივების წყაროა. ეს კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ უნდა თქვათ უარი ამ ნათურებზე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.