იმ შემთხვევაში, თუ ამ პრობლემისგან ზრდასრულ ასაკშიც იტანჯებით, აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლა. შავი წერტილები შეიძლება გაჩნდეს არასწორი კვების, არახარისხიანი კოსმეტიკისა და სკრაბების დიდი სიხშირით გამოყენების შედეგად.
რჩევები-ს რედაქცია ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე და გიზიარებთ უნიკალურ რეცეპტს, რომელიც სწრაფად და მარტივად მოგაშორებთ შავ წერტილებს.
ინგრედიენტები:
- ნახევარი ლიმონი;
- 1/4 ჩ.კ თაფლი;
პროცედურის მსვლელობა:
- აიღეთ შუაზე გაჭრილი ლიმონი და წაუსვით შიგთავსს მცირეოდენი თაფლი;
- გაიწმინდეთ სახე ამ საშუალების დახმარებით.
- განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ პრობლემურ ზონებს.
- გაიჩერეთ თაფლისა და ლიმონის ნარევი სახეზე 5-7 წუთით.
- დაიბანეთ სახე გვირილას ნაყენით.
ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ. უკვე პირველი გამოყენების შემდეგ თქვენ სასიამოვნო შედეგებს იხილავთ!