» » » პარასკევი, ცამეტი: ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის გახდება ეს დღე განსაკუთრებული?

პარასკევი, ცამეტი: ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის გახდება ეს დღე განსაკუთრებული?

პარასკევი, მეცამეტე, ყოველთვის ითვლებოდა მისტიურ და ამოუცნობ დღედ, ამ წელს კი იგი განსაკუთრებულია. როგორც ჩანს, ციურმა სხეულებმა მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს, ადამიანებისთვის ბედნიერი დღე მოეწყოთ. საქმე ისაა, რომ 13 ივლისს ჩვენ ვიხილავთ მზის დაბნელებას, რომელიც, მისტიურ პარასკევთან ერთად თითოეული ადამიანის მდგომარეობაზე აისახება. ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნისთვის კი საერთოდ განსაკუთრებული გახდება.



Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ, თუ რას უნდა ელოდოთ მზის დაბნელებისგან 2018 წლის 13 ივლისს და როგორ აისახება ეს თითოეულ ჩვენგანზე.

მზის დაბნელება 2018 წლის 13 ივლისი, პარასკევი
ამ თვეში დაბნელება ნაწილობრივი იქნება, ანუ მზის ჩრდილი მზეს ბოლომდე არ დაფარავს. ივლისის დაბნელება კირჩხიბის თანავარსკვლავედის გზით გაივლის, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ეს დღე განსაკუთრებული გახდება. ჩვენ მოგიყვებით უფრო კონკრეტულ გავლენას ზოდიაქოს სხვა ნიშნებზეც, მანამდე კი ამ დღის ზოგად განსაკუთრებულობაზე ვისაუბრებთ.

ასტროლოგები ამბობენ, რომ ამინდის არაპროგნოზირებად ცვლილებებს შევესწროთ. მაგალითად, ჭექა-ქუხილს ნათელი დღის მანძილზე. ასე, რომ ნუ დაგეზარებათ თან ქოლგის წაღება და უბრალოდ ფრთხილად იყავით, რადგან არამხოლოდ ამინდი იქნება ამ დღეს უჩვეულო. ცამეტის, პარასკევის დაბნელება სხვადასხვაგვარად მოქმედებს ადამიანებზე.



ზოდიაქოს ყველა ნიშანმა ეს დღე ოჯახს უნდა მიუძღვნას, სცადოს ოჯახური პრობლემების გადაწყვეტა და ურთიერთობის გაუმჯობესება. გაატარეთ საღამო ახლობლების წრეში ფინჯან ჩაისთან და საუბართან ერთად. თუ დიდი ხანია ვერ გადაწყვიტეთ შერიგება, ეს პარასკევი საუკეთესო დროა. ეს კარგი დღეა შემოქმედებითი ადამიანებისთვის, არსებობს რაღაც სარგებლის მიღების შანსიც.

მსგავს დღეებში ფრთხილად უნდა იყოთ. ასტროლოგები გვირჩევენ, არ დავიწყოთ ამ დღეს არავითარი საქმე, არ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ცხოვრების მსვლელობაზე იმოქმედებს. თუ ამ დღეს აღინიშნება მნიშვნელოვანი შეხვედრები, გააუქმეთ. ადამიანები დღეს აგრესიულები და ბოროტები იქნებიან, მოერიდეთ შეხვედრებს.



უკეთესი იქნება, თუ დღეს მარტო გაატარებთ. არ წახვალთ ისეთ ადგილას, სადაც ბევრი ხალხია. იყავით სახლში ოჯახთან ერთად, სადაც უსაფრთხოდ და საუკეთესოდ გრძნობთ თავს. თუ მაინც გეგმავთ კონკრეტულ შეხვედრებს ან ღონისძიებებს, განსაკუთრებით ფრთხილად და ყურადღებით იყავით. ნებისმიერ სიტუაციაში, თავი ხელში აიყვანეთ და სიმშვიდე შეინარჩუნეთ.

ახლა გესაუბრებით ზოდიაქოს ნიშნებზე. მზის დაბნელება იმოქმედებს ყველა ნიშანზე, რადგან მთვარე ფარავს მზეს, ეს კი ერთი ციკლის დასასრულისა და მეორის დასაწყისის სიმბოლოა. ყველაზე მეტად გავლენას იგრძნობენ ვერძები, კირჩხიბები, სასწორები და თხისრქები. მათთვის ეს კარგი დროა ყველაფრის თავიდან დასაწყებად. ნუ შეასრულებთ დღეს გრანდიოზულ ცვლილებებს, მაგრამ მათი დაგეგმვა შეგიძლიათ და საჭიროა კიდევაც.



სასწორებისთვის ეს დღე სამსახურში ახალი ეტაპის დასაწყისად შეიძლება გადაიქცეს. თევზები და თხისრქები პირად ცხოვრებაში ცვლილებებს ელიან. ვერძებისთვის დღეს ცხოვრების ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს, ოჯახთან დაკავშირებით, ისინი შეურიგდებიან ახლობლებს. მერწყულების, ქალწულებისა და მორიელებისთვის ცხოვრება ახალ შესაძლებლობებს გამოავლენს, მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

დაბნელება ყველაზე ცუდად აისახება ტყუპეპზე, ვერძებზე, მერწყულებზე, მშვილდოსნებსა და ლომებზე. ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლები რთულად გადაიტანენ ამ დღეს, მოსალოდნელია სირთულეები და უსიამოვნებები. ამიტომაც დარჩით სახლში და არ წამოიწყოთ მნიშვნელოვანი საქმეები. დაივიწყეთ უსიამოვნო ადამიანებთან შეხვედრა.



ივლისის დაბნელება არ იქნება ძალიან ნეგატიური, რადგან იგი სრული არაა. ნებისმიერ ნიშანს ექნება ლოკალური პრობლემების მოგვარების საშუალება. საერთო ჯამში, ნუ ეცდებით მსოფლიოს გადარჩენას, კონცენტრირდით იმაზე, თუ რა ხდება დღეს და ახლა.

მიწის ნიშნებს ხელს შეუშლის შიშები და კომპლექსები, ისინი უნდა გადალახოთ. ჰაერის ნიშნები ტყუილსა და მოჩვენებითობას გადაეყრებიან. თუ მათ დროულად ამოიცნობთ, ვერაფერს დაგაკლებთ.

ცეცხლის ნიშნებისთვის უარყოფითად იმოქმედებს თვით პარასკევი, ცამეტი. მათი ფეთქებადობა დღეს ცუდად იმოქმედებს ცხოვრებაზე. ასე, რომ ლომებს, ვერძებსა და მშვილდოსნებს ურჩევნიათ, დღეს ჩრდილში დარჩნენ. დაისვენეთ მნიშვნელოვანი საქმეებისგან. წყლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის ეს დღე ძალიან დადებითი იქნება.

ყველა ჩამოთვლილის გარდა, თავის წვლილს ამ დღის ჩავლაში ახალი მთვარეც შეიტანს, რომელიც ცუდად მოქმედებს შემოქმედებით ადამიანებზე და ხელს შეუშლის თვითგამოხატვას. კრეატივის დეფიციტს განიცდიან თევზები, ქალწულები, მორიელები, სასწორები და მერწყულები. ამ ნიშნებს სხვების დახმარება დასჭირდებათ.



როგორც ხედავთ, ეს დღე საკმაოდ რთული და არაპროგნოზირებადი იქნება ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. ყველა ჩვენგანს აქვს კომფორტის ზონა, პარასკევს, ცამეტში კი მასში უნდა დარჩეთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.