მას ალცჰაიმერის დაავადება აწუხებდა და საკუთარ შვილსაც კი ვეღარ ცნობდა. მისი მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა, გონება - სუსტდებოდა: ერთხელ, ავადმყოფმა მომვლელი მედდა ბინაში უკანონო შემოსვლაში დაადანაშაულა და პოლიცია გამოიძახა. შვილს დედის საავადმოფოში დატოვება მოუხდა.
მამაკაცი დარწმუნდა, რომ მედიკამენტები დედას არ ეხმარებოდა, ამიტომაც დაიწყო მკურნალობის ალტერნატიული გზების ძიება და დედისთვის სპეციალური დიეტა შეიმუშავა. იგი გაეცნო სტატისტიკურ მონაცემებს, რომელთაგანაც გამომდიტარეობდა, რომ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში მოხუცებულთა შორის გონებრივი დაავადებების პროცენტულობა გაცილებით ნაკლებია, ეს კი კვების ხასიათიდან გამომდინარეობდა.
ხანში შესულთა კვება
ვაჟმა დედისთვის ხმელთაშუა ზღვის მენიუ შეადგინა. მის რაციონში შედიოდა დიდი რაოდენობით მოცვი, ბერძნული თხილი, ბროკოლი, ისპანახი, მზესუმზირა, შვრია, ტკბილი კარტოფილი, მუქი შოკოლადი და მწვანე ჩაი.
ასევე, შვილის რჩევით, დედამ უფრო მეტი დრო დაუთმო თავის თანატოლებს, შესვენებების დროს კი მარტივ კროსვორდებსა და თავსატეხებს ავსებდა. რამდენიმე თვის შემდეგ გაჩნდა გაუმჯობესების პირველი სიმპტომები: ქალბატონი უფრო კონცენტრირებული და ყურადღებიანი გახდა, გაახსენდა ახლობლების დაბადების თარიღები.
ეს რეალური იისტორიაა, რომელიც ბრიტანულმა დაბლოიდმა, Daily Mirror-მა გამოაქყვენა. ამით დამტკიცდა, რომ ორგანიზმის მდგომარეობა ძლიერ დაკავშირებულია კვების რაციონთან. აღმოჩნდა, რომ კვებაზეა დამოკიდებული ალცჰაიმერის დაავადების განვითარებაც, რომლის მიმდინარეობაც, სწორი დიეტით, შენელდა და, საბოლოოდ, შეჩერდა.
გთავაზობთ იმ პროდუქტების სიას, რომლებიც რეკომენდებულია ადამიანებისთვის ალცჰაიმერის დაავადების საწყის ეტაპზე. რა თქმა უნდა, ისინი რაციონში ამ საშიში დაავადების პროფილაქტიკისთვისაც უნდა გამოიყენოთ.
პროდუქტი ალცჰაიმერის დაავადების პროფილაქტიკისთვის
- თევზის სახეობები, რომლებიც ომეგა-3ის ცხიმებითაა მდიდარი;
- სრულმარცვლოვანი ხორბალი, განსაკუთრებით - შვრია;
- ლობიო;
- ბოსტნეული: სტაფილო, თალგამი და ბატატი;
- ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეული: ბროკოლი, ისპანახი, რუკოლა, სალათი;
- თევზის ყავისფერი სახეობები;
- ბრაზილიური და ბერძნული თხილი;
- კენკრა: მოცვი, მაყვალი, მარწყვი;
- სელისა და მზესუმზირის თესლი, ბალახეული და სანელებლები;
- შოკოლადი კაკაოს 72%-იანი და მეტი შემცველობით;
- ბალახეული და მწვანე ჩაი უშაქროდ.
ალცჰაიმერის დაავადებას დემენციას ან შეძენილ ჭკუასუსტობასაც უწოდებენ. იგი ხასიათდება ცნობიერი ქმედებების დაქვეითებით, აქამდე შეძენილი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების დავიწყებით. ხშირად, დაავადება ჩნდება ხანში შესულ ადამიანებში, 65 წელს ზემოთ. თუმცა, ისეც ხდება, რომ დაავადების საწყისი ფორმა განპირობებულია გენეტიკური მიზეზებით. ამ შემთხვევაშიც კი, ხმელთაშუა ზღვის დიეტა იდეალური პროფილაქტიკაა.