ნიორი სასარგებლოა ვირუსებისა და დაავადებების წინააღმდეგ, თუმცა დღეს Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა გახდეთ მისი გამოყენებით.
კეფირი ნივრით
სულ ცოტა ხნის წინ, მეცნიერები დაინტერესდნენ ნივრის თვისებებით, რომლებიც გვეხმარება წონის კლებაში. ამ კვლევებში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს ვაიზმანის ისრაული უნივერსიტეტის მეცნიერებმა. კვლევებმა აჩვენა, რომ მფრინავი ალიცინი, რომელიც ნივრის შემადგენლობაში შედის, ფლობს მადის დაქვეითების ბუნებრივ უნარს. ამასთან, ნიორი გვეხმარება შედეგების გაუმჯობესებაში და არ აძლევს დაკარგულ კილოგრამებს უკან დაბრუნების საშუალებას.
არსებობს სხვა თავისებურებებიც, რომლებიც ნიორს ეფექტურ საშუალებად აქცევს გახდომისთვის: იგი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ხელს უწყობს სისხლისა და ლიმფის ჯანსაღ ცირკულაციას, ებრძვის ცუდ ქოლესტერინს და გვეხმარება სასარგებლო ცხიმების ათვისებაში. ადამიანებს, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებთ, დარღვეული აქვთ ადრენალინის გამოყოფის პროცესი, ნივრის რეგულარული მოხმარება კი ხელს უწყობს ამ პრობლემის მოგვარებას.
ამ სტატიის მეორე "გმირია" კეფირი. თვითონაც კარგად იცით, რამდენად სასარგებლოა ეს პროდუქტი. ბევრი დიეტოლოგი გვირჩევს მის მიღებას ყოველდღიურად. ამ უბრალო სასმლის წყალობით შესაძლებელია წონაში კლება, ხოლო თუ მას ნიორს დავუმატებთ, დისბაქტერიოზისა და პარაზიტებისგანაც გათავისუფლდებით.
ეს კომბინაცია დადებითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე: ღამით მიღებული ნიორი და კეფირი აძლიერებს იმუნიტეტს. ასეთი მსუბუქი ვახშამი გაჩუქებთ ღრმა ძილს, გაგათავისუფლებთ უძილობისგან. მთავარი კი ისაა, რომ გახდომაში დაგეხმარებათ.
ახლავე უნდა ითქვას, რომ სასმელს მრავალი უკუჩვენება აქვს: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციონირების დარღვევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადება. თავად კეფირი და ნიორი ცხიმებს არ წვავს - გახდომა ხდება ნაწლავების გაწმენდისა და მადის დაქვეითების ხარჯზე. ამასთან, მათ აქვთ შარდმდენი თვისებები, რაც გვეხმარება შეშუპებისა და ჭარბი სითხის შემცირებაში.
იმისათვის, რომ გასახდომი სასმელი მოამზადოთ, დანაყეთ ერთი კბილი ნიორი და დაუმატეთ ჭიქა კეფირი. სასმელი მომზადებისთანავე უნდა დალიოთ. შეგიძლიათ ათქვიფოთ ეს ორი ინგრედიენტი ბლენდერში - ასე უკეთ შეირევა და გემოც შეუმჩნეველი იქნება. მიირთვით სასმელი ყოველი ღამით, ძილის წინ ან ვახშმის ნაცვლად.
ეს სასმელი, ასევე, გეხმარებათ იმ პარაზიტებისგან გათავისუფლებაში, რომლებიც, ხშირად, იწვევს ჭარბი წონის პრობლემებს. იგი დაგეხმარებათ გახდომასა და ორგანიზმის სრულად გაწმენდაში. 1 თვის განმავლობაში ამ სასმლის მიღებით 6-7 კგ-ს დაიკლებთ.
მხოლოდ არ დაგავიწყდეთ, რომ კარგი იქნება, თუ ამ სასმელს სწორ კვებასა და ფიზიკურ დატვირთვებსაც დაუმატებთ. ჩვენი ორგანიზმი ხომ ძალიან მოხერხებულია და ასე, საჭირო პირობების გარეშე, გახდომის პროცესს არ დაუშვებს. შეამცირეთ მავნე პროდუქტების მოხმარება და შეათავსეთ მცირე ფიზიკური სავარჯიშოები მაინც. კომპლექსი აუცილებლად მოგცემთ შედეგს და თქვენც მიზანს მიაღწევთ.