გასაკვირი არაა, რომ ხურტკმელი გავრცელებულია როგორც ევროპაში, ისე აზიაში, აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილსა და ამერიკაშიც. ცნობილია ხურტკმელის 1500 სახეობა, რომელთა ნაყოფებიც განსხვადება როგორც ზომითა და ფორმით, ისე გემოთიც.
დღეს, Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ უფრო მეტს ხურტკმელის კენკრის შესახებ, ასევე, მის სასარგებლო თვისებებსა და ჩვევებზე.
თეთრი ნადები ხურტკმელის კენკრაზე
ბევრი გამოუცდელი დიასახლისი ცდილობს გაიგოს ამ კენკრაზე არსებული თეთრი ნადების შესახებ. ამ ნადებს ფქვილისებრ ცვარს უწოდებენ და იგი წარმოადგენს საფრთხეს ბუჩქისთვის - ესაა სოკოვანი დაავადება, რომელიც თანდათან ანადგურებს ბუჩქს.
ფქვილისებრ ცვართან ბრძოლა რადიკალური მეთოდითაა საჭირო: დაავადების დამარცხების საშუალებაა ტოტის მოჭრა და ქიმიური ან ნატურალური საშუალებით დამუშავება. ეს აუცილებელია, რათა გადაარჩინოთ ბუჩქი და შეაჩეროთ სოკოს გავრცელება. სანაცვლოდ მიიღებთ გემრიელი და სასარგებლო კენკრის მოსავალს.
ხურტკმელის კენკრას მარტივად ვერ მიწვდებით - იგი ყველა მხრიდან ეკლებითაა დაცული. თუმცა, კენკრის სასარგებლო თვისებები ნამდვილად ღირს ამად.
ხურტკმელში მოიპოვება ვიტამინები А, В და PP, თუმცა, ცალკე უნდა აღინიშნოს ვიტამინი C, რომლის შემცველობაც ამ კენკრაში მოცვსაც კი უწევს წინააღმდეგობას. ამიტომ, იმუნიტეტის გასაძლიერებლად ხურტკმელის ნაყოფი სუბტროპიკულ ციტრუსზე უფრო სასარგებლოა.
ასევე, ეს კენკრა შეიცავს უამრავ ორგანიზმისთვის საჭირო მიკროელემენტს, მათ შორის, ფოსფორს, ნატრიუმს, მაგნიუმს, კალიუმს, რკინასა და ორგანულ მჟავებს.
ხურტკმელი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, გამოირჩევა ნაღვლისა და შარდის მდენი თვისებებით. ამ კენკრის მოხმარება აძლიერებს სისხლძარღვებს, არეგულირებს არტერიულ წნევას და ამცირებს ქოლესტერინს. ამასთან, დერმატოლოგები გვირჩვენ მის მოხმარებას თაფლთან ერთად, კანის დაავადებების დროს.
ხურტკმელი დიეტურ პროდუქტად ითვლება, რადგან მისი კალორიულობა 40 კკალ-ია 100 გრამში. ამასთან, მას გააჩნია გამაფხიზლებელი ეფექტი, რაც საშუალებად გაძლევთ, უარი თქვათ ყავაზე და უპირატესობა მიანიჭოთ ხურტკმელს, რომელიც ნებისმიერი სახით სასარგებლოა.
ამრიგად, იმუნიტეტის გასაძლიერებლად საკმარისია 1 ს.კ. კენკრის მირთმევა, თანაც, უკეთესია მკვახე ხურტკმელი. კანის მოხსნა საჭირო არაა - ისიც შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს.
ეფექტის გასაძლიერებლად მიირთვით ხურტკმელის ფოთლებით დამზადებული ჩაი - ეს ყველაზე სასიამოვნო მკურნალობაა 2 კვირის მანძილზე, რომელიც არამხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ სიფხიზლის სტაბილურ შეგრძნებას მოგანიჭებთ მთელი წლით.
და მაინც, ხურტკმელი ყველასთვის არაა სასარგებლო. ადამიანებისთვის, რომლებიც წყლულოვანი დაავადებით ან დიაბეტით იტანჯებიან, აღნიშნული ხილი არაა სასარგებლო. ეს მასში ცელულოზის მაღალი შემცველობის გამოა, რაც აუარესებს დაავადებას.