» » » თუ კუროსთან მეგობრობთ ეს უნდა იცოდეთ! ისინი იდეალური მეზობლები, მეგობრები და მეუღლეები არიან, მაგრამ თუ... 

თუ კუროსთან მეგობრობთ ეს უნდა იცოდეთ! ისინი იდეალური მეზობლები, მეგობრები და მეუღლეები არიან, მაგრამ თუ... 

ზოდიაქოს თითოეული ნიშანი უნიკალური და თავისებურია. კუროების ინდენტიფიცირება მარტივია, თუ მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ხასიათის ნიშნები გეცოდინებათ! დააკვირდით, შესაძლოა, თქვენს მეგობრებს შორის ყველაზე ერთგული, გულუხვი, ამბიციური და მგრძნობიარე ადამიანი გამოარჩიოთ? თუ ასეთი გყავთ, თქვენ წინაშეა კურო!

კუროს 5 ტიპიური თვისება

მოდით, განვიხილოთ კუროს 5 ტიპიური თვისება, რომელიც თქვენთვის ნაცნობი იქნება. 

როგორ გავუგოთ კუროს


  1. ისინი ერთგულები არიან
    კურო გამოირჩევა ერთგულებით
    პატარა ჩხუბის ან კამათის გამო კურო ზურგს არ შეგაქცევთ. მისთვის უთანხმოება მხოლოდ სულელური გაუგებრობაა. ის თქვენს გვერდით იქნება და ნებისმიერი სირთულის დროს თქვენი ფარი იქნება, მაშინაც კი თუ ამას არ სთხოვთ. მოკრძალება მას უფლებას არ მისცემს თვალში ხშირად გაგეჩხიროს, მაგრამ თუ კურო სჭირდებათ - ის სიხარულით ეხმარება და მხარს უჭერს. კუროსთან შეგიძლიათ ისაუბროთ, გული მოითქვათ, იტიროთ და სათანადო ყურადღება და ზრუნვა მიიღოთ. 



  2. კუროსთან შეგიძლიათ იყოთ ისეთი, როგორიც ხართ
    კუროსთან შეგიძლიათ იყოთ ისეთი, როგორიც ხართ
    მისი ერთგულება დიდებულია. თუ კურომ აგირჩიათ, თქვენით აღფთოვანებული იქნება და თქვენ გვერდით დარჩება, სანამ არ ეტყვით რომ ურთიერთობამ საკუთარი თავი ამოწურა. როგორ მოვიქცეთ კუროსთან? მთავარია - თავი ვინმე სხვად არ მოაჩვენოთ, იყავით ისეთი როგორიც ხართ. ამისთვის მთელი ცხოვრება მადლობელი იქნება. კურო ღალატს არ გაპატიებთ, მისთვის ეს სამყაროს დასასრულის ტოლფასია. მაშინაც კი თუ პატიებას შეძლებს, განმეორებითი ღალატის შემთხვევაში კურო დაივიწყეთ. ის თქვენ მხარეს არც კი გამოიხედავს. საბოლოოდ და უკან მოუხედავად. 



    ერთი შეხედვით, კურო მძიმედ ადის ზემოთ და ახალ ადამიანებს ძნელად ეგუება. თუმცა ეს ასე არაა: ის კონტაქტურია, კომუნიკაბელური და ადამიანებს კარგად გრძნობს. მთელი გულით ღებულობს მათ, თავისი უარყოფითი მხარით და უცნაურობებით, კურო ადვილად ეგუება ახალ ადამიანებს და ესმის მათი. 

  3. კუროს გვერდით თავს დაცულად გრძნობთ
    კუროს გვერდით თავს დაცულად გრძნობთ
    კურო სტაბილურობას და უსაფრთხოებას ასხივებს. ამის წყალობით მეგობრებს ადვილად იძენს. სტაბილური, თანმიმდევრული, სრულიად უარყოფს ხმაურიან გარემოს ან მოუსვენარ ცხოვრების წესს. კურო ეს არის ადამიანი, რომელთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ. ის საკუთარ თავში დარწმუნებულია და სანამ მის გვერდით ხართ, თქვენ უვნებელი და დაცული ხართ. მამაცი და პირდაპირი კურო საკმაოდ ძლიერია, რომ ერთდროულად ყველა პრობლემა გადაგიჭრათ და მხარი დაგიჭიროთ. დამეთანხმეთ, ფასდაუდებელი თვისებაა!



  4. კურო ცნობილია თავისი სიჯიუტით
    კურო ცნობილია თავისი სიჯიუტით
    ბევრი დადებითი თვისების მიუხედავად, კუროს მთავარი უარყოფითი მხარეა - მისი გადაწყვეტილების უდრეკობა. კუროს აზრის ან მსოფლმხედველობის შეცვლის მცდელობას არც ეცადოთ. ამას პოზიტიური კუთხით შეხედეთ: მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობილი, კურო საკუთარი, პრაქტიკული გზით მიდის, სანამ დასახულ მიზანს არ მიაღწევს. ეს გზა მათ მიერ წვრილმანებამდე არის მოფიქრებული, სწორედ ამიტომ კურო ვერ იტანს სპონტანურობას და წინასწარ გეგმას ადგენს. 



  5. კურო სულით ძლიერია
    კურო სულით ძლიერია
    მიუხედავად იმისა, რომ კურო, როგორც წესი, მიწიერი და პრაქტიკული ნიშანია, მათი უდრეკი ნება საშუალებას აძლევს ნებისმიერ დაბრკოლებას გაუმკლავდეს, რომლებიც გზაზე დახვდებათ. ისინი ჟინიანები არიან და სხვისი გავლენის ქვეშ არ ექცევიან. მოსიყვარულე და მომთმენი ბუნების კურო ცდილობს მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალოს, პირველ რიგში მეგობრებისა და ოჯახისთვის. ეს თვისება, უსიტყვოდ, უნდა დააფასოთ. ცოტას თუ აქვს ასეთი მშვიდობის და წესრიგის აურა, როგორც კუროს!


​კუროს გარშემომყოფ ხალხთან ურთიერთობის ქცევა რომ გაიგოთ ყურადღებით წაიკითხეთ ეს სტატია და შეიარაღდით. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო იყო და ზოგიერთი ადამიანის ქცევის საიდუმლოს ფარდას ახდის. 

თუ კუროსთან მეგობრობთ ეს უნდა იცოდეთ

ვიმედოვნებთ, ზოდიაქოს ნიშნების თვისებების ცოდნით, გარშემომყოფებთან ურთიერთობა გაგიმარტივდებათ. თქვენი საახლობლობდან რომელიმე კუროს დახასიათებაში ჯდება? თუ თქვენ კურო ხართ, გვიამბეთ კომენტარებში, დაემთხვა თუ არა ამ ნიშნის დახასიათება თქვენ ხასიათს?
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.