ქალებს სასიყვარულო რომანები უყვართ და სწორედ ამიტომ შევარჩიეთ გმირები, რომლებიც მათ ყველაზე უკეთ შეესაბამებათ!
ნახეთ რა გამოვიდა!
ვერძი - ანა კარენინა
თუ მან რამეს გაკეთება ჩაიფიქრა ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. მცდელობა შეაცვლევინო ქალ-ვერძს აზრი ყველაზე სულელური საქციელი იქნება.
ხშირად ვერძს ყველაზე ცოტა სჭირდება - მშვიდად განმარტოება და საკუთარ ფიქრებში გარკვევა.
კურო - ემა ბოვარი
ქალი-კურო ვერ მოისვენებს სანამ მის გვერდით არ იქნება უზრუნველმყოფელი ქმარი, მყუდრო სახლი, მდიდრული ბაღი და პატარა კატა.
კუროს ხმაურიანი ცხოვრება უნდა და არა წყნარი პირსი. კურო რომ ჩაკეტოთ, საკუთარ ენერგიას მაინც გამოუშვებს, ოღონდ ჩუმად. ეს კი გარშემომყოფებისთვის სასიკეთოდ არ დასრულდება.
ტყუპი - ლარისა ოგულადოვა "მზითვის გარეშე"
ტყუპი მრავალმხრივი პიროვნებაა. მათთვის დამახასიათებელია თამაში და საკუთარი "მეს" დაკარგვა.
ისინი შეცდომებს აღიარებენ, მაგრამ დრო რომ დაბრუნდეს მაინც იმავეს გააკეთებდნენ. მაგრამ ფინალი კი მისი წესების მიხედვით იქნება. არ იფიქროთ რომ ერთ ადგილად დიდხანს დააკავებთ. ის მოწყენილობას ვერ იტანს.
კირჩხიბი - მელანი უილკსი
ის ადამიანებში მხოლოდ პოზიტივს ხედავს და არ სურს ცუდზე აქცენტის გაკეთება. თავისი ახლობლების გულისთვის მზად არიან ადამიანიც მოკლან.
საუბედუროდ, ყველა ვერ ხვდება თუ როგორ გაუმართლათ რომ მის გვერდით ქალი-კირჩხიბია. ვინმე თუ შეიყვარა მზადაა ბევრი რამ აპატიოს.
ლომი - ანჯელიკა
მისი ცხოვრება თავგადასავლებით არის სავსე. ასეთი რამ მხოლოდ ლომთან შეიძლება.
ის ბუნებით მეფეა და ვერაფერს იზამთ. ქალმა-ლომმა თავად არ იცის როგორ აკეთებს ამას და ამის გამო კიდევ უფრო ლამაზი ხდება!
ქალწული - მეგი "ეკლებში მომღერალი"
ქალწული ბუნებით ერთქორწინების მომხრეა. მას გარკვეული ლოგიკა აქვს. საკუთარ თავს სამუშაოში პოულობს.
გიჟდებიან, როცა სიყვარულში სრული წესრიგი და ჰარმონია სუფევს. ვინც, აქ ქაოსს მოიტანს, ბევრი უბედურება ელის!
სასწორი - ელიზაბეტ ბენეტი, "სიამაყე და ცრურწმენა"
საოცრად ცოცხალი ზოდიაქოს ნიშანი! სასწორისთვის მნიშვნელოვანია ყველაფერზე დაფიქრება, სანამ რამეს გააკეთებს. ქალი-სასწორი ყველას გული და სულია. ისინი აღმაფრთოვანებელი პიროვნებები არიან.
მორიელი - ანასტასია ფილიპოვნა "იდიოტი"
დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ: მორიელს ვერ გატეხთ!
თუ შეეცდებით მის დამარცხებას, თქვენ ემოციების ბომბი გელოდებათ. გაბრაზებული მორიელი ნებისმიერს ცეცხლს შეუნთებს, ვინც გზაზე გადაეღობება.
მშვილდოსანი - მარგარიტა "დედოფალი მარგო"
მშვიდი ზოდიაქოს ნიშანი. თუმცა თუ საქმე ინტრიგას და ტყუილს ეხება - საუკეთესოები არიან!
რაც შეეხება ახალგაზრდა მშვილდოსნებს, მათ ობობის ქსელის გაბმაში ბადალი არ ჰყავთ.
თხის რქა - ჯეინ ეარი
ქალი-თხის რქა საკმაოდ ძლიერია რომ გზაზე შემხვედრ ყველა დაბრკოლებას გაუძლონ. ისინი ბოლომდე წინ მიიწევენ იქაც, კი სადაც სხვამ უკვე ხელი ჩაიქნია.
პასუხისმგებლობის გრძნობა მათთვის პირველ ადგილზეა. თხის რქა ყველა ნაბიჯს ყურადღებით განიხილავს როგორც თავისას, ასევე სხვისას. ადრე თუ გვიან ყველას აიძულებს გააკეთონ ის, რაც მას სურს.
მერწყული - ლეონსია სოლანო "სამი გული"
მას არა მარტო ერთ ადგილზე გაჩერება უჭირს, არამედ სურს ყურადღების ცენტრში იყოს.
მერწყულს ყველა შესაძლო საინტერესო თავგადასავალი უყვარს. საუკეთესო ნაწილი ისაა, რომ კარგი დასასრული აქვთ.
თევზები - მარგარიტა, "ოსტატი და მარგარიტა"
მამაკაცების ყურადღებას ყოველთვის იპყრობენ, თუმცა ამას ყოველთვის არ აფასებენ.
თევზებისთვის ურთიერთობაში ვნება მნიშვნელოვანია. მათთვის სტატუსს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ის უყვარდეთ!