» » » იშვიათია საშუალება რომელზე გამოხმაურებები მხოლოდ დადებითია. "იოდინოლი" სწორედ ასეთია.

იშვიათია საშუალება რომელზე გამოხმაურებები მხოლოდ დადებითია. "იოდინოლი" სწორედ ასეთია.

თუ არსებობს ისეთი სამკურნალო პრეპარატი, რომელიც ეფექტურად და სწრაფად გვკურნავს, ეს "იოდინოლია". ნებისმიერი მოგზაურობის დროს თან დამაქვს, სულ რაღაც თეთრები ღირს და ბევრი უსიამოვნების დროს გვშველის! 20 წელია ვიყენებ და დარწმუნებით ვამბობ: იოდინოლს შეუზღუდავი შესაძლებლობები აქვს. 


ცისფერი იოდი

მთავარი მოქმედი ნივთიერება -  მოლეკულური იოდია, რომელიც ანტისეპტიკის და პოლივინილ სპირტის როლში გამოდის - ნაერთი, რომელიც იოდის გათავისუფლებას ამცირებს და ორგანიზმის ქსოვილებთან მის მოქმედებას ახანგრძლივებს, ამასთან იოდის მათზე მოქმედების გაღიზიანებას ამცირებს. 

გარეგანი გამოყენება საფუძველს წარმოადგენს, მაგრამ მისი ერთადერთი გამოყენების მეთოდი არაა. მრავალწლიანი გამოცდილებით შეიარაღებული "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, იოდინოლის გამოყენების 11 ნამდვილ გზას.



იოდინოლი ნაკლებად ტოქსიკურია. ანტისეპტიკის როლში ბაქტერიოციდულ ეფექტს ახდენს სტრეპტოკოკულურ ფლორაზე, კოლისზე, პათოგენურ სოკოებსა და საფუარზე. ​სტაფილოკიკი, რომელიც სოკოვან ინფექციას იწვევს, მედიკამენტის გამოყენების შემდეგ 80% შემთხვევაში ქრება. მაგრამ დროთა განმავლობაში ლურჯჩირქოვანი ჩხირი მედიკამენტის მიმართ მდგრადი ხდება. იოდინოლის გამოყენების ერთადერთი უკუჩვენება იოდის პრეპარატის მიმართ მგრძნობელობის მომატებაა. 

იოდინოლის მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია რთული ნაერთიდან იოდის ელემენტის გამოდევნაზე. პირველი პრეპარატი, ე.წ. ცისფერი იოდის სახით, რომელმაც ეპიმედიის დროს დადებითი სამკურნალო ეფექტი მოახდინა 1940 წელს იყო. ეს პირველი იოდის ანტისეპტიკი იყო, რომელიც იოდის სპირტის ხსნარსა და სახამებელზე იყო დაფუძნებული.



დღეს ბევრი ინსტრუქციის ნახვა შეიძლება, თუ როგორ გამოვიყენოთ ლურჯი იოდი სახლის პირობებში. თუ მომზადების დრო არ გაქვთ, უმჯობესია აფთიაქში შეიძინოთ. ეს გამჭირვალე სითხე მუქი-მომწვანო ფერის მსუბუქი მახასიათებელი სუნით. დაავადების სპექტრი, რომელსაც იოდინოლი კურნავს ძალიან დიდია: ანგინის დროს ყელის გამოვლებიდან დაწყებული კომპრესებით დამთავრებული

იოდინოლის გამოყენება

1. ანგინა და ტონზილიტი

დაავადების პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე ყელში იოდინოლი გამოივლეთ, რომელიც წყალში 1:1 პროპორციით იქნება გახსნილი. ეს დღეში 4-5-ჯერ გააკეთეთ 5 დღის განმავლობაში. ქრონიკული ტონზილიტის დროს პირის ღრუში შპრიცით ისხამენ 2-3 დღის განმავლობაში. 



2. ჩირქოვანი ოტიტი

ყოველ დღე 2-4 კვირის განმავლობაში თითოეულ ყურში იოდინოლის 5 წვეთი უნდა ჩაიწვეთოთ. ამ დაავადების დროს პრეპარატის შიგნით მიღებასთან დაკავშირებით ექიმთან კონსულტაციის გავლა აუცილებელია

3. ჩირქოვანი ჭრილობები და ნაკაწრები

დაზიანებულ არეზე პრეპარატით გაჟღენთილი მარლა დაიდეთ. კომპრესი დღეში 1-2-ჯერ დაიდეთ, სანამ ბოლომდე არ შეგიხორცდებათ. 



4. ტროფიკული და ვარიკოზული წყლულები

კიდურები, რომელზეც წყლულები გაქვთ, ცხელ წყალში საპნით კარგად დაიბანეთ. დაზიანებული არეს დაბანა აუცილებელია, მაგრამ ფრთხილად. 10 წუთის შემდეგ წყლულის ზედაპირზე სამფენიანი კომპრესი დაიდეთ, რომელიც იოდინოლში იქნება დასველებული. 

დღეში 2-ჯერ კომპრესი შეცვალეთ, ამასთან მარლა, რომელიც პირდაპირ წყლულზე დევს არ იცვლება, არამედ კვლავ წამლით იჟღინთება. 1 კვირის შემდეგ შეგიძლიათ ანტისეპტიკით ადგილობრივი ან საერთო აბანო მიიღოთ, რის შემდეგაც მკურნალობა ჭრილობის შეხორცებამდე გრძელდება. 



5. ჩირქოვანი მილი, ძირმაგარა

ჩირქოვანი მილს, თუ ფართო მილი აქვს, ყოველდღიურად იოდინოლს ივლებენ. გამოვლების შემდეგ მილს ტამპონით ავსებენ ან პრეპარატით გაჟღენთილ მარლას ახვევენ. ვიწრო მილის დროს გაუხსნელი წამლით წმენდენ, შემდეგ კი კომპრესს ადებენ. 



6. ხანგრძლივი სისველე

როცა ცხვირიდან გამონადენი მომწვანო-მოყვითალო ფერის ხდება უსიამოვნო სუნით, სასუნთქი გზების ინჰალაცია ჩაიტარეთ, ამისთვის იოდინოლი გამოიყენეთ. თბილ წყალში 5 წვეთი იოდინოლი გახსენით. წყლის ტემპერატურა 60 გრადუსი საკმარისია, რომ არ დაიწვათ. ორთქლი ცხვირით უნდა შეისუნთქოთ, ხოლო თუ ჩაკეტილი გაქვთ, უმჯობესია თუ ცხვირის გამხსნელს ჩაიწვეთებთ. 

7. ღრძილების სტომატიტი და ანთება

პირის ღრუში თეთრი ნადები და მტკივნეული ჭრილობები იოდინილოთ გამოივლეთ. პრეპარატი მდუღარე წყალში პროპორციით 1:2 გახსენით და ამით პირის ღრუ ყოველ 2-3 საათში გამოივლეთ. ამ მეთოდით მკურნალობა შეგიძლიათ ბავშვებსაც ჩაუტაროთ. 



8. კანდიდიაზი (რძიანა) 

დაგეხმარებათ შესხურება: ჭიქა მდუღარე წყალში 50 მლ იოდინოლი დაუმატეთ და პროცედურა დღეში 2-ჯერ ჩაიტარეთ, ძილის წინ და დილით. 

9. საკვებით მოწამვლა

დოზირება მოზრდილებში: 1 ჩ/კ სასმელი ჭიქა მდუღარე წყალში გახსენით და ჭამის მიღებიდან 30 წუთის შემდეგ დალიეთ. 



10. კონიუნქტივიტი

20 მლ იოდინოლი 1 ჭიქა წყალში გახსენით. ამ ხსნარით თვალები გაიწმინდეთ და ტენიანი კომპრესების დღეში 3-ჯერ 15-20 წუთით გამოიყენეთ. 

11. სოკო, ქუსლებზე ბზარები

ფეხებისთვის თბილი აბაზანა გააკეთეთ: 50 მლ იოდინოლი და 2 ს/კ სოდა თბილ წყალში გახსენით. პროცედურა მაქსიმუმ 30 წუთით ჩაიტარეთ, სასურველია საღამოს. აბაზანის შემდეგ დაზიანებულ ადგილას მალამო "იოდინოლი" წაისვიტ და გაშრობის დრო მიეცით. ბზარებზე მედიკამენტით გაჟღენთილი მარლა დაიდეთ. 



დაწერეთ კომენტარებში, გაქვთ თუ არა სასარგებლო რჩევა, როგორ იმკურნალოთ იოდინოლით. არ დაგავიწყდეთ მეგობრებს სოციალურ ქსელში ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიაროთ. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.