» » » ნობელის პრემიის ლაურეატი ოტტო ვარბურგი: "ვერცერთი დაავადება, მათ შორის კიბო, ვერ იარსებებს ტუტე გარემოში".

ნობელის პრემიის ლაურეატი ოტტო ვარბურგი: "ვერცერთი დაავადება, მათ შორის კიბო, ვერ იარსებებს ტუტე გარემოში".

ცხოვრების თანამედროვე სტილის, მავნე ჩვევებისა და არაჯანსარი კვების შედეგად ჩვენს ორგანიზმში მჟავა გარემო წარმოიქმნება, რაც ხელსაყრელი წინაპირობაა მავნე მიკრობების, ბაქტერიებისა და პარაზიტების ზრდა-გამრავლებისთვის. დღესდღეობით სულ უფრო და უფრო დიდ პოპულარობას იხვეჭს ე.წ. "ტუტე დიეტა", რომელსაც აბსოლიტურად ყველა გამოცდილი ექიმი და დიეტოლოგი საკუთარ პაციენტებს უნიშნავს. ეს ფაქტი განპირობებულია იმით, რომ მოცემული დიეტა არაჩვეულებრივია არა მხოლოდ წონის კლებისა და ცხიმების წვის პროცესის სტიმულირებისთვის, არამედ მთელი ორგანიზმის გასაჯანსაღებლადაც კი.

თუ თქვენ გსურთ, შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე მრავალი წლით, გადაჭრათ ან თავიდან აირიდოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი სერიოზული პრობლემა, მათ შორის დიაბეტი და კიბოც კი, აუცილებლად უნდა იზრუნოთ ორგანიზმში არსებული გარემოს გატუტოვნებაზე. ტუტე გარემო - არახელსაყრელი პირობა მავნე მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის. დღევანდელ სტატიაში "რჩევების" რედაქცია მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ გაიტუტოვანოთ ორგანიზმი აბსოლიტურად უსაფრთხოდ და დაიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა სხვადასხვა პრობლემებისგან.

მჟავა-ტუტოვანი ბალანსი
  1. დაიწყეთ დღე 1 ჭიქა ლიმონიანი წყლით

    დილით, გაღვიძებისას მირთმეული ლიმონის ახლადგამოწურული წვენი, ჩამატებული 1 ჭიქა თბილ წყალში, დაეხმარება ორგანიზმს გამოფხიზლებაში და მყისიერად გააქტიურებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, დაატენიანებს ორგანიზმის უჯრედებს და გაანეიტრალებს მჟავის დამღუპველ გავლენას ჩვენს შინაგან ორგანოებზე, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დაზიანების თავიდან ასარიდებლად. გარდა ამისა, ლიმონის წვენი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს, რომელთაც სასარგებლო გავლენა აქცვს ორგანიზმის აბსოლიტურად ყველა სისტემაზე.



  2. შეარჩიეთ საკვები პროდუქტები სწორად

    თანამედროვე ბაზარზე არსებული საკვები პროდუქტების საკმაოდ დიდი ნაწილი განაპირობებს ორგანიზმში მჟავა გარემოს წარმოქმნას, რაც დამღუპველია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ეს ნიშნავს, რომ თქვენ მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ რძის პროდუქტებს, ხორცს, თეთრ ბრინჯს, შოკოლადს, ხორბლის ნაწარმსა და ყავას.



  3. b]მიიღეთ ბიოდანამატები[/b]

    ორგანიზმის გამატუტოვანებელი დიეტის მიმდევრები ირწმუნებიან, რომ სასურველი შედეგის მიღება ბიოდანამატების გამოყენების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. დიეტოლოგების რეკომენდაციით, აუცილებელია პერიოდულად ისეთი დანამატების მიღება, როგორიცაა: იონჯა, გაღვივებული ხორბლის წამონაზარდები, ქერი, წყალმცენარეები (მაგ: სპირულინა), მაგნიუმი, თუთია და კალციუმი.



  4. სელის ზეთი აბსოლიტურად ყველა კერძში!

    სელის ზეთის დღიური ოპტიმალური პორცია - 2-3 სუფრის კოვზი. ყოველთვის დაამატეთ ეს სასარგებლო პროდუქტი სალათებში, სუპებში და ცხელ კერძებში. თუ ნატურალური კოქტეილების მოყვარული ხართ, რეკომენდებულია თითოეულ ულუფაში რამდენიმე ჩაის კოვზი დაფქული სელის თესლის ჩამატება. ეს ინგრედიენტი შეგიწყობთ ხელს ორგანიზმის გატუტოვნებაში და წონის კლების პროცესის სტიმულირებაში.



  5. მაქსიმალურად მოერიდეთ შაქარს

    რაფინირებული შაქარი - პროდუქტი, რომელზეც აუცილებლად უნდა განაცხადოთ უარი, თუ ორგანიზმის გატუტოვნება და ჯანმრთელობის გაუმჯობესება გსურთ. თუ ტკბილეულისადმი მოთხოვნა ზედმეტად დიდი და ძლიერია, დაუთმეთ ყურადღება შაქრის ბუნებრივ, ნატურალური შემცვლელებს: სტევია, ტოპინამბურის სიროფი, აგავის ნექტარი, ქოქოსის შაქარი და ა.შ.



  6. გამოიყენეთ ბალახები

    რას იტყვით საოცრად გემრიელი, არომატული და ამავდროულად მთელი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო ნარევის დამზადებაზე, რომლითაც შეძლებთ სალათებისა და სხვა საყვარელი კერძების შეზავებას? შეურიეთ ერთმანეთში დაფქული როზმარინი, ქინძი, ნიორი, ბაზილიკა, ორეგანო (თავშავა) და ლიმონის წვენი, დაასხით იმ რაოდენობით სელის ზეთი, რომ მიიღოთ პასტისებრი მასა. მზა ნარევი დააყოვნეთ ერთი ღამით და შეუდექით მის გამოყენებას მეორე დღესვე.



  7. გაამდიდრეთ კვების რაციონი ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟვებით

    სისუსტე, ნივთიერებათა ცვლის პროცესების შენელება, წონის მატება, კანის დაზიანება, საჭმლის მონელების დარღვევა, ტვინის ნაადრევი დაბერება - ყველა ეს უსიამოვნო მოვლენა ორგანიზმში ცხიმოვანი მჟავების დეფიციტითაა განპირობებული. გაამდიდრეთ კვების რაციონი ცხიმიანი თევზით, სელისა და ჩიას თესლით, თხილეულით - თითოეული ეს პროდუქტი ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების საკმაოდ დიდი ბუნებრივი წყაროა, თანაც ისინი გვიწყობს ხელს ორგანიზმის გატუტოვანებაში.



  8. ნუში ჩიფსების ნაცვლად

    ნუში, რომელიც უამრავი ადამიანისთვის საყვარელ პროდუქტს წარმოადგენს, მდიდარია მიკროელემენტებით, რომლებიც განაპირობებს ორგანიზმში ტუტე გარემოს წარმოქმნას. ნუში შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს, რომელიც იცავს ჩვენს ორგანიზმს ნაადრევი დაბერებისგან. გარდა ამისა, მოცემული პროდუქტი გვეხმარება ღვიძლისა და ელენთის მუშაობის გაუმჯობესებაში, სისხლის გაწმენდაში და შაქრის დონის შემცირებაში. რეგულარულად ნუშის ან მისგან გამზადებული რძის მიღების
    შედეგად, უმჯობესდება ტვინის მუშაობა, ჩვენი ნერვული სისტემა ხდება მდგრადი სტრესისა და დეპრესიის მიმართ, გვეხმარება უძილობის დამარცხებაში და ა.შ.



  9. შეიყვარეთ ისპანახი

    ისპანახი - გამორჩეული პროდუქტი, რომელიც ატუტოვანებს გარემოს ორგანიზმში. თუ თქვენ კვების რაციონს მოცემული მწვანილით გაამდიდრებთ, ანუ ყოველდღიურად დაამატებთ საყვარელ კერძებში 2 ან 3 მუჭ დაქუცმაცებულ ისპანახს, შეძლებთ ორგანიზმის უზრუნველყოფას მისი გამართული ფუნქციონირებისთივს აუცილებელი რაოდენობით A და K ვიტამინით, რკინით, კალიუმით, მაგნიუმით, სპილენძითა და ფოლიუმის მჟავით.



  10. მიირთვით უფრო მეტი გამატუტოვანებელი პროდუქტი

    ასეთი პროდუქტებია: ბროკოლი, ისპანახი, ოხრახუში, კიტრი, ყაბაყი, სტაფილო, პომიდორი, ბარდა, კომბოსტო, აბსოლიტურად ყველა თხილეული, გარდა არაქისისა და კეშიუსა, მზესუმზირა და ა.შ. ძალზედ ეფექტურია ორგანიზმის გასატუტოვანებლად ციტრუსები, ავოკადო და საზამთროც კი.



ნატუროპათები ამტკიცებენ: "კანის დაავადები, გაცხიმოვნება, ნივთიერებათა ცვლის პროცესების შენელბა, ართროზი, პოდაგრა, ოსტეოპოროზი, ეგზება და კიბოც კი - ყველა ეს უსიამოვნო მოვლენა და დაავადება ორგანიზმში მჟავა გარემოს არსებობითაა განპირობებული".

დაიცავით სტატიაში წარმოდგენილი რეკომენდაციები, რათა მოახერხოთ ორგანიზმის გატუტოვანება და მრავალი სერიოზული დაავადების პროფილაქტიკა. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.