"რჩევების" რედაქცია თეთრებად ღირებულ საშუალებას გთავაზობთ, რომლებიც ხორცმეტებს ერთხელ და სამუდამოდ მოგაშორებთ. ორკვირიანი თერაპია აბზინდას ეთეროვანი ზეთი თქვენს კანზე ნამდვილ სასწაულს მოახდენს. საჭიროა მხოლოდ ეთეროვანი ზეთი სწორად გამოიყენოთ.
ხორცმეტები
აბზინდას ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები უძველესი დროიდან დიდად აფასებდნენ. მცენარეს არა მხოლოდ სამკურნალოდ, არამედ მაგიურ თვისებასაც აწერდნენ: აბზინდას მცენარეს ბინძური ძალისგან დასაცავად იყენებდნენ. სხვათა შორის, ძალიან ბევრ ჩიტს თავის ბუდეში აბზინდა ფოთოლი მოაქვს, ზოგიერთი სახეობის მტაცებელი ფრინველი ბუდეს მხოლოდ აბზინდასგან აკეთებს.
დღეს, აბზინდას სასარგებლო თვისებები საკუთარ თავზე რომ გამოცადოთ, უახლოეს აფთიაქში გადასვლა და ყიდვა საკმარისი იქნება.
აბზინდას სასარგებლო თვისებები
1. ანტიბაქტერიული
აბზინდა - ძლიერი ბუნებრივი ანტისეპტიკია, ბევრ პათოგენს მისი ცეცხლივით ეშინია. ასეთი სასარგებლო მცენარე მცირე ჭრილობის და ნაკაწრის დროს დეზინფექციის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ, ასევე კანზე ჩირქოვანი პროცესის, სისხლჩაქცევის და ვირუსული დაავადებების დროს. ეთეროვანი ზეთის ანტიბაქტერიული ინგრედიენტი ორგანიზმის დამცავ ფუნქციას ზრდის და ინფექციებთან გამკლავებას ხელს უფრო შეუწყობს.
2. ტკივილგამაყუჩებელი
ასეულობით წლის წინ, რომაელი მეომრები ფეხებზე აბზინდას მცენარეს იკრავდნენ, თუ მათ ხანგრძლივი მგზავრობა ელოდათ. დღეს ეს სამკურნალო მცენარე ართრიტის და ართროზის დროს ფართოდ გამოიყენება, შეშუპებას აქრობს და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს.
3. ასტიმულირებს
აბზინდა - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შესანიშნავი სტიმულატორია. მცენარე კუჭის წვენს აუმჯობესებს და პანკრეასის ფერმენტის წარმოებას აჩქარებს, მადას ზრდის. ეთეროვანი ზეთი ტვინის აქტივობას აძლიერებს, დაღლილობას და ძილიანობას ებრძვის.
4. ანტიპარაზიტული
აბზინდა პარაზიტებს შესანიშნავად ებრძვის, სწორედ ამიტომ მასზე დაფუძნებულ მედიკამენტს პაციენტებს ხშირად უნიშნავენ.
5. გამოიყენება კოსმეტოლოგიაში
შეუცვლელი აბზინდა ზედმეტად ცხიმიანი კანის პრობლემას წყვეტს და ცხიმიანი თმას მკურნალობას. აბზინდა კანის მთლიან მდგომარეობას აუმჯობესებს, მას უფრო სუფთას, გლუვს და ელასტიურს ხდის. ასეთი შესანიშნავი ეფექტი აჟულინის და პოლისახარიდის ზემოქმედებით ხდება, რომელთაც ეთეროვანი ზეთი შეიცავს.
ეთეროვანი ზეთის გამოყენებას საზღვარი არ აქვს. მისი მძაფრი სურნელი მწერებს თავიდან მოგაშორებთ და ოთახში ჰაერის დეზინფექციისთვის გამოგადგებათ. ზეთი დაძაბულობას და ძილის ნორმაში მოყვანას ხელს უწყობს.
აბზინდას ეთეროვან ზეთს სამკურნალო კოსმეტოლოგიური მიზნით იყენებენ, რეკომენდებულია როგორც ძლიერი აფროდიზიაკი. მთავარია - ის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა სახლის პირობებში ხორცმეტების, მეჭეჭების და პაპილომების მოსაშორებლად.
ამ მავნე ხორცმეტების მოსაშორებლად, ასე მოიქეცით: ეთეროვანი ზეთი კანის პრობლემურ ადგილას დღეში ორჯერ წაისვით, დილას და საღამოს, აბანოს პროცედურების შემდეგ, საშუალების კანის ჯანსაღ ნაწილზე მოხვედრას მოერიდეთ. ორი კვირის შემდეგ მომაბეზრებელი ხორცმეტის კვალიც კი გაქრება!
თუ დროის გასვლის შემდეგ ხორცმეტი კანზე დარჩება, ზეთის წასმა გააგრძელეთ, სანამ ბოლომდე არ გაგიქრებათ. უკეთესი შედეგის მისაღწევად აბზინდას ზეთი კალენდულას და ლავანდას ზეთს აურიეთ.
მნიშვნელოვანია! ზეთის გამოყენებამდე კანზე მის მგრნობელობაზე ტესტი ჩაატარეთ! ამისთვის 1 წვეთი ეთეროვანი ზეთი 1/3 ჩ/კ ნებისმიერ ზეთს აურიეთ და მაჯაზე წაისვით. თუ 12 საათის განმავლობაში სიწითლე, წვა, ხველა და შეშუპება არ გექნებათ, შეგიძლიათ ზეთი თამამად გამოიყენოთ ხორცმეტებთან, მეჭეჭებთან და პაპილომებთან საბრძოლველად.
ხორცმეტის მკურნალობა აბზინდას ეთეროვანი ზეთით - ძალიან სასიამოვნო და არომატული პროცედურაა. რაც მთავარია - ნამდვილად კარგი ხარისხს ზეთი იყიდეთ. თუ სტატია სასარგებლო იყო, თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ.