» » » ყველაზე ნაცადი პროდუქტები ჭიების წინააღმდეგ. პარაზიტები გაქრება.

ყველაზე ნაცადი პროდუქტები ჭიების წინააღმდეგ. პარაზიტები გაქრება.

სხეულში დაუპატიჟებელი ორგანიზმის გაჩენა საკმაოდ მარტივია - საკმარისია მიირთვათ ცუდად გარეცხილი ხილი ან ბოსტნეული, ცუდად მოხარშული ხორცი, პარაზიტების ლარვათი დაინფიცირებული წყალი დალიოთ. როგორ მივახვედროთ ჭიები, რომ მათი ადგილი ჩვენს სხეულში არაა? 



როგორ მოვიშოროთ ჭიები

ამ მავნე "მდგმურების" გაგდება შეიძლება სამედიცინო მედიკამენტების დახმარებით, მაგრამ არსებობს ხელმისაწვდომი და გემრიელი საკვები პროდუქტი, რომელთაც იგივე ეფექტი აქვთ. ისინი ჩვენ სხეულს პარაზიტებისგან ათავისუფლებენ, ამასთან ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებით არიან მდიდარნი. სწორედ ამიტომ ამ პროდუქტების პრევენციისა და მკურნალობისთვის გამოყენება მარტივი და სასიამოვნოა. 



  • ნიორი

    ასეთი ცნობილი თავისებური სუნი ნიორში შემავალი ალიცინით არის გამოწვეული. ის ჭიების ორგანიზმში მეტაბოლიზმის პროცესს აჩერებს და პარაზიტები ცხოვრებას და განვითარებას წყვეტენ. სასიკვდილო დოზა მათთვის არის დღეში 1-2 კბილი ნიორი. 

    რაციონში რეგულარულად ჩართეთ ნიორი, გამოიყენეთ საკვებში, ჭიები ამას ვერ გაუძლებენ და დაიღუპებიან! ჭიებთან ერთად ადამიანების სიმპათიაც რომ არ დაკარგოთ, ნიორს მიაყოლეთ ვაშლი ან პიტნის ფოთლები. 




  • გოგრის თესლი

    ყველაზე ცნობილი და ეფექტური საშუალება ჭიების საწინააღმდეგოდ, გამოცდილია წლები და არაერთი თაობის მიერ. გადათვალეთ 100 თესლი, დაყეთ 4 ნაწილად. თითოეული ნაწილ ყოველი ჭამის შემდეგ მიირთვით, კარგად დაღეჭეთ. 
    ასეთი კურსის ხანგრძლივობა 2-3 დღეა. გოგრის თესლი ჭიებს პარალიზებას უკეთებს, ხოლო ისინი თავის მხრივ მოსაქმების დროს ორგანიზმიდან გამოდიან. 




  • ანანასი

    დიახ-დიახ, ყველაფერი სწორია - ეს ეგზოტიკური ხილი პარაზიტებს ეფექტურად ებრძვის. ანანასი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ჭიების გარსის ცილოვან სტრუქტურას არღვევს, სწორედ ისინი იწვევენ ხილის მირთმევის დროს სპეციფიკურ სიმწკლარტეს პირში. შემდეგ ჩვენი პანკრეასის ფერმენტები პარაზიტებს ანადგურებენ და ამუშავებენ. 
    დღეში 300 გრ ანანასის მირთმევა საკმარისია. უბრალოდ წარმოიდგინეთ: თქვენ გემრიელი არომატული ხილის მირთმევით ტკბებით, ხოლო ჭიები ამ დროს უბრალოდ კვდებიან ისე, რომ ხმის ამოღებასაც ვერ ასწრებენ.



ჭიებისგან არანაირი მოგონება რომ არ დაგრჩეთ, საჭირო არაა ფარმაცევტული საშუალებებით სხეულის მოწამვლა. ჭიების წინააღმდეგ უსაფრთხო და სასარგებლო ხალხური საშუალებები მოქმედებს. მაგ., აბზინდა და მიხაკი. 

ახლა უკვე იცით, თუ როგორ გამოდევნოთ ორგანიზმიდან ჭიები სასიამოვნო და გემრიელი საშუალებით. თქვენ რა მეთოდებს იყენებთ ჭიების საწინააღმდეგოდ? თუ სტატია მოგეწონათ, მალე მეგობრებს გაუზიარეთ. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.