რეცეპტები:
- რეკომენდებულია: 15 გრ ოშოშა დაახით 100 მლ ძმარი, დააყენეთ 7 დღის განამვლობაში, დაზიანებულ ადგილზე ისმევა 2-ჯერ დღეში.
- საღამობიით საჭიროა ღვიის ნახარშის აბაზანების მიღება. 100 გრ ღვიის ნაყოფი და ტოტები ჩაყარე 1 სათლ (ვედრო) მდუღარე წყალში ადუღე 15 წთ, ნაყენი ჩაასხი აბაზანაში დაამატეთ წყალი სასურველი ოდენობით.
- ხეჭრელას ქერქის ნახარშით ჩამოიბანეთ სხეული 1-2-ჯერ დღეში. 4 ჩ/კ ხეჭრელა 1ლ მდუღარე წყალი, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წთ. დააყენეთ 30 წთ, გაწურეთ. ნახარში მიიღება დასალევადაც 1 ს/კ ან 1 ჩ/კ 3-ჯერ დღეში.
- სხეულის დაზიანებულ ნაწილზე უსვამენ სუფთა კუპრს, 3-4 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ქატოს ან ტუხტის (ალთეს ) ძირების საშუალებით.
- თუ პარაზიტმა დააზიანა მხოლოდ ხელები სამკურნალოდ შეიძლება გამოვიყენოთ ჩვეულებრივი პურის მჟავე ბურახი, კვასი ძლიერ დაამარილეთ, გააცხელეთ 50-55 გრადუსამდე (ხელი რასაც გაუძლებს) ჩაყავით ხელი იდაყვებამდე, 3-4 სთ-ის შემდეგ შეიძლება გამეორება დღეში რამდენიმეჯერ.
- არყის და ფიჭვის ფისი ისმევა დაზიანებულ ნაწილზე, ან მზადდება მალამო. ფისი ერევა ვაზელინში 1:4 პროპორციით, წაუსვით მალამო დაზიანებულ ადგილს 2-ჯერ დღეში, გამოჯანმრთელებამდე.