» » » მოუარეთ კბილებს და ღრძილებს ამ საშუალებებით და მერწმუნეთ, ხანდაზმულ ასაკშიც კი საკუთარი კბილებით იამაყებთ

მოუარეთ კბილებს და ღრძილებს ამ საშუალებებით და მერწმუნეთ, ხანდაზმულ ასაკშიც კი საკუთარი კბილებით იამაყებთ

დიდი ხანია, გატაცებული ვარ ხალხური მედიცინით. ბევრი სამკურნალო საშუალება ვიცი და მათი უმეტესობა საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებზე მაქვს გამოცდილი. მინდა, შემოგთავაზოთ საშუალება, რომელიც კბილებისა და ღრძილების სიჯანსაღის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. კბილებსა და ღრძილებს მოვლა სჭირდება. თუ მათ წესისამებრ მოვუვლით, შესაძლოა ხანდაზმულ ასაკშიც კი საკუთარი კბილებით ვიამაყოთ. მე და ჩემი წვერები ყოველ დილა-საღამოს ვიხეხავთ კბილებს (საგულდაგულოდ); პერიოდულად (კვირაში ერთხელ ) დილაობით ზეთს ვიგუბებ ხოლმე პირში რამდენიმე წუთით; გარდა ამისა, კიდევ ორ საშუალებას ვხმარობ:

  • ვურევ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზ კოთხუჯის ნაყენს და 1 ჩაის კოვზ პროპოლისის ნაყენს (აფთიაქში იყიდება). ვიგუბებ პირში და დიდხანს ვიჩერებ. შეგიძლიათ, დახაროთ თავი ხან ერთ, ხან მეორე მხარეს, რათა უკეთ გამოირეცხოთ ღრძილები ყოველი მხრიდან.



  • ბამბაზე ვყრი გაცრილ მარილს და წრიული მოძრაობით ვიწმენდ კბილებს. შეგიძლიათ, საჩვენებელი თითი დაისველოთ, მარილში ჩაყოთ და ღრძილები დაიზილოთ. პარალელურად კბილებიც გაიწმინდეთ.

ორივე საშუალება ძალიან ეფექტურია, მაგრამ უნდა გამოიყენოთ რეგულარულად, კვირაში 2-3-ჯერ. შეგიძლიათ, მონაცვლეობითაც ჩაიტაროთ - ხან ერთი პროცედურა, ხან მეორე.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.