» » როგორ ავიცილოთ თავიდან სოციალური ქსელებიდან გაკეთებული ჯადო - ტელეფონის საშუალებით შესაძლოა მიიღოთ შეტყობინებები, რომლებიც შეიცავს განადგურების მექანიზმს

როგორ ავიცილოთ თავიდან სოციალური ქსელებიდან გაკეთებული ჯადო - ტელეფონის საშუალებით შესაძლოა მიიღოთ შეტყობინებები, რომლებიც შეიცავს განადგურების მექანიზმს

რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ტექნოლოგიასთან და მეცნიერებასთან ერთად ვითარდება მაგიაც!

წარმოიდგინეთ, რომ ასი წლის წინ, ადამიანის დასაზიანებლად ან მოჯადოებისთვის, მსხვერპლის ენერგიით გაჯერებული ნივთები ან ბიომასალები, რომლებიც მაგიისთვის იყო საჭირო, სასწაულებრივად უნდა მოგეპოვებინათ.

განსაკუთრებით ძლიერ ჯადოქრებს შეუძლიათ ზიანი მიაყენონ მსხვერპლ,ს ხელით დაწერილი წერილების საშუალებითაც კი.

ახლა ჯადოქრებს აღარ სჭირდებათ ცოცხით ფრენა, რომ ჯადოს გასაკეთებლად საჭირო მასალა მოიპოვონ.

დღესდღეობით, ადამიანის ბიოველის გასარღვევად, ფოტოც საკმარისია! მეტიც, ფოტოს გადაღება საერთოდ არ არის პრობლემა. და თუ ვერ გადაიღებენ ფოტოს, შეუძლიათ გამოიყენოთ მეტსახელები სოციალური ქსელებიდან, ინფორმაცია სავიზიტო ბარათებიდან, ნებისმიერი რამ, რაც მინიმუმ ირიბად არის დაკავშირებული მსხვერპლთან.

იმისათვის, რომ მოიპოვოთ ფოტო, არ გჭირდებათ ოჯახის ალბომებიდან მოპარვა. უბრალოდ, შეხედეთ ნებისმიერ სოციალურ ქსელს. უფრო მეტიც, საძიებო ფილტრები ამარტივებს ამოცანას. თქვენ იღებთ არა მხოლოდ მსხვერპლის ფოტოს, არამედ მის მეგობრებს, შვილებს, ნათესავებს და ნებისმიერ სხვას, ვინც გსურთ.

„როდესაც მე ვატარებ რიტუალს სოციალური ქსელების დასაცავად კლიენტებისთვის პრობლემების დროს, ისინი ხშირად მეკითხებიან, ზიანს აყენებენ თუ არა ცნობილ პიროვნებებს? მაგალითად, პოლიტიკოსებს, პოპ ვარსკვლავებს, ბლოგერებს და ა.შ. დიახ, ცნობილ ადამიანებსაც ეშინიათ! ვარსკვლავების 99% სიფრთხილის ზომებს იღებს. ისინი დახმარებისთვის მიმართავენ ჯადოქრებსა და ასტროლოგებს, იყენებენ დაცვას, იყენებენ თილისმებს“. - ამბობს ეზოტერიკოსი.

შეიძლება თუ არა, ფოტოების განთავსება სოციალურ ქსელებში?

ეს, რა თქმა უნდა, თქვენზეა დამოკიდებული! მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სოციალური ქსელები ჯადოქრობის შესანიშნავი საფუძველია. და შენი ფოტოები საჩუქარია მათთვის, ვისაც არ უყვარხარ.

„ჩემს ერთ-ერთი კლიენტს დააზიანა კაცმა, რომელიც მას ერთი თვის განმავლობაში სწერდა სოციალურ ქსელებში, შემდეგ გადავიდა ახალ დონეზე და დაიწყო ფოტოების გაგზავნა, რომლებიც უნდა ყოფილიყო დაცული. მან დაბლოკა იგი, რისთვისაც მიიღო უზარმაზარი ხვრელი ბიოველში. ზოგჯერ საკმარისია უარყოფითი აზრები თქვენს ფოტოებზე, რათა ზიანი მოგადგეთ. ულამაზესი პეიზაჟები, ზღვა, მიმზიდველი ფიგურა, მშვენიერი მეორე ნახევარი ახლოს, ბედნიერი ბავშვები საბავშვო ცენტრის ფონზე. ეს ფოტოები ინტერნეტში ჩნდება. მერე, მაგალითად, ბოღმიანი ადამიანი წააწყდება მათ, რომელიც თავად არაა ბედნიერი. გგონიათ, რომ ფოტოების ნახვის შემდეგ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და გულწრფელად ბედნიერი იქნება? მე ძალიან მეეჭვება! - ამბობს ეზოტერიკოსი.

სამწუხაროდ, ასეთი ფოტოები არ არსებობს, რომელზედაც ჯადო არ იმუშავებს! შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ბავშვობის ფოტო, მთავარია ჯადოქარს საკმარისი ძალა ჰქონდეს.

„ყველაფერს ონლაინში აქვეყნებენ და მერე ჩემთან მოდიან მდიდარი, ლამაზი, წარმატებული ადამიანები და ვერ ხვდებიან, რატომ წავიდა მათი ცხოვრება უკუღმა“...

ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც თქვენ ასევე შეუძლიათ ზიანი მოგაყენონ. უბრალოდ მიმოწერამ ადამიანთან, შენგან სიცოცხლისუნარიანობას გამოწოვს და ჯადოქარს გამოკვებავს.

ასეთი რიტუალები ტარდება მხოლოდ შეკვეთით და სრულდება მხოლოდ ძლიერი პროფესიონალების მიერ. რაც უფრო მეტ ხანსაა კავშირი, მით უფრო ძლიერი ხდება ჯადო. ნებისმიერი მიმოწერა/ფორუმი/ბლოგი, სადაც უცნობი ადამიანი გამუდმებით ცდილობს თქვენ ემოციური გახდეთ, შეჩერდით! შეიძლება დაქირავებული ჯადოქრის კლანჭებში მოხვდეთ.

ტელეფონის საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ სწორად შედგენილი შეტყობინებები, რომლებიც შეიცავს განადგურების მექანიზმს.

„კიდევ ერთ შემთხვევას მოგიყვებით პრაქტიკიდან. 47 წლის მამაკაცი, წარმატებული ბიზნესმენი, ყველაფერი კარგად იყო. მერე უცებ დასრულდა კარგი ზოლი. ავარიაში მოჰყვა, რის შემდეგაც მანქანა ძლიერ დაზიანდა, აგარაკი დაიწვა, ბინა დაუნგრიეს, ქალიშვილი უნივერსიტეტიდან გარიცხეს, ბიზნესი ძირს წავიდა... თავიდან ოჯახმა ვერ გაიხსენა რაიმე უცნურობა. მერე აღმოჩნდა, რომ მთელი თვე უცნაურ შეტყობინებებს იღებდნენ ფრაზით “YOU WILL” წააგე!" ეს არ იყო მხოლოდ მესიჯი, არამედ ერთეული, რომელიც იყო გამოძახებული და დაპროგრამებული კონკრეტული ადამიანის დასანგრევად“. - ამბობს ეზოტერიკი.

როგორ ავიცილოთ თავიდან ზიანი

სოციალურ ქსელებში რაც შეიძლება ნაკლები ფოტო უნდა გამოჩნდეს!

დახურეთ თქვენი პროფილები!

შეწყვიტეთ მიმოწერა ადამიანებთან, რომლებსაც არ იცნობ!

მოერიდეთ რეგისტრაციას ფორუმებზე, სადაც მოსწონთ ჭორაობა!

წაშალეთ ყველა საეჭვო შეტყობინება!

გაუფრთხილდით თავს!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.