» » ლოცვა, რომელსაც მისტიკური ძალა აქვს - ვიმეოროთ მუდმივად.

ლოცვა, რომელსაც მისტიკური ძალა აქვს - ვიმეოროთ მუდმივად.

„ვიმეოროთ ნებისმიერ ვითარებაში, ვსხედვართ თუ ვწევართ, ვმგზავრობთ, თუ ვჭამთ...“ - ლოცვა, რომელსაც მისტიკური ძალა აქვს

"უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისა, შემიწყალე მე ცოდვილი", - ეს ლოცვა 2000 წლისაა.

წმინდა მამების აზრით, ამ ლოცვას მისტიკური ძალა და მნიშვნელობა აქვს. მას წმინდა მოციქულები და წმინდა მამები ამბობდნენ. ჩვენც ხშირად უნდა ვიმეორებდეთ, რადგან იგი წმენდს, ზღუდავს და იცავს გულსა და გონებას ბოროტი გულისთქმებისა და აზრებისაგან.

დაუცხრომლად და მთელი გულით წარმოთქმული იესოს ლოცვა, უკვე შინაგანი ლოცვაა, რომელიც ღვთაებრივი ნათლის გამობრწყინების წინაპირობად იქცევა.

იესოს ლოცვას წარმოვთქვამთ როგორც ხმამაღლა, ისე - გულში. იგი შეგვიძლია ვიმეოროთ ნებისმიერ ვითარებაში - ვსხედვართ თუ ვწევართ, ვმგზავრობთ, თუ ვჭამთ, გვიჭირს თუ - გვილხინს... და ვამბობთ შეუზღუდავად.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.