პაციენტების თქმით, რომლებმაც სრული კურსი უკვე ჩაიტარეს, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება, ენერგიის მოზღვავება, წონის დაკლება და საერთო განწყობის გაუმჯობესება შენიშნეს.
გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, ბონუსად თქვენ გაიწმენდთ სისხლძარღვებს, გაიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და დაამარცხებთ ათეროსკლეროზს. გასაოცარია, არა?
ნივრის სპირტნაყენი
ინგრედიენტები:
- 350 გრამი წვრილად დაჭრილი ნიორი;
- 500 მლ 96%-იანი სპირტი.
მომზადების წესი:
- მინის ქილაში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი.
- დაასხით 500 მლ 96%-იანი სპირტი.
- ქილას დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ 10 დღის განმავლობაში ბნელ ადგილას, სადაც ის მზის სხივებისგან იქნება დაცული.
- 10 დღის შემდეგ რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის ან მარლის გამოყენებით გადაწურეთ ნაყენი მუქი ფერის ბოთლში და დააყოვნეთ ბნელ ადგილას კიდევ რამდენიმე დღით. ნივრის დაქუცმაცებული მასა შეგიძლიათ გადაყაროთ. ჩვენ მხოლოდ სპირტი დაგვჭირდება, რომელმაც ნიორიდან სასარგებლო ნივთიერებები ბოლომდე გამოწოვა.
მიღების წესი:
ნივრის სპირტნაყენი უნდა მიირთვათ 1 ჭიქა წყალში ან 50 მლ რძეში გახსნილი. შეგიძლიათ მისი ჩამატება ხილისა და ბოსტნეულის ახლადგამოწურულ წვენებშიც.
1-ლი დღე: დილით - 1 წვეთი, შუადღეს - 2 წვეთი, ხოლო საღამოს - 3 წვეთი.
მე-2 დღე: დილით - 3 წვეთი, შუადღეს - 4 წვეთი, ხოლო საღამოს - 5 წვეთი.
მე-3 დღე: დილით - 5 წვეთი, შუადღეს - 6 წვეთი, ხოლო საღამოს - 7 წვეთი.
მე-4 დღე: დილით - 7 წვეთი, შუადღეს - 8 წვეთი, ხოლო საღამოს - 9 წვეთი.
მე-5 დღე: დილით - 10 წვეთი, შუადღეს - 11 წვეთი, ხოლო საღამოს - 12 წვეთი.
მე-6 დღე: დილით - 15 წვეთი, შუადღეს - 14 წვეთი, ხოლო საღამოს - 13 წვეთი.
მეექვსე დღის შემდეგ თქვენ იწყებთ ულუფის შემცირებას. ამ ცხრილის მსგავსად, პროპორციულად უნდა შეამციროთ წვეთების რაოდენობა და დახვიდეთ 1 წვეთამდე.
როდესაც 1 წვეთამდე დახვალთ, ანუ ამ საშუალების მიღებიდან უკვე მე-11 დღეს, თქვენ ნივრის სპირტნაყენის დღეში 3-ჯერ 25 წვეთის ოდენობით მიღება უნდა დაიწყოთ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა - ნაყენის სრულ ამოწურვამდე.
ამ საშუალებას მართლაც რომ დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე, რაც დროითა და პრაქტიკით არის დადასტურებული.
თუ მოგეწონათ სტატია, აუილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!