» » » საგვარეულო ქირომანტმა ამიხსნა, თუ რას ნიშნავს სამი ხაზი მაჯაზე

საგვარეულო ქირომანტმა ამიხსნა, თუ რას ნიშნავს სამი ხაზი მაჯაზე

ხელზე მკითხაობა მსოფლიოში ცნობილი პრაქტიკაა. მისი დახმარებით პროფესიონალი ქირომანტები გვიწინასწარმეტყველებენ მომავალს და აღწერენ ადამიანის ხასიათს. იცოდით, რომ მკითხაობენ არა მარტო ხელის გულზე? დიდი მნიშვნელობა აქვს მაჯის ხაზებსაც. დღეს პაპარაცი დეტალურად გაგარკვევთ, იმაში, თუ რას ნიშნავს თითოეული ხაზი.

ხაზები მაჯებზე


მაჯის ხაზებს ქირომანტები უწოდებენ სამაჯურებს, ან გზებს. მისი მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის ბედის და მისი პრობლემების ამოცნობა. ძირითადად, მაჯებზე განლაგებულია სამი ხაზი, ხანდახან ოთხიც. ის ერთი შეხედვით შეიძლება ვერ შეამჩნიოთ, მოხარეთ მაჯა და მაშინვე დაინახავთ, რამდენი ხაზი გაქვთ.



პირველი ხაზი მიუთითებს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. თუ ის გამოკვეთილია და არ წყდება, არაფერია სანერვიულო. ხოლო, თუ მკრთალად ჩანს და წყვეტილია, მიაქციეთ ყურადღება ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.



ასეა თუ ისე, არ დაგავიწყდეთ, რომ რეგულარული სამედიცინო შემოწმება ყველას ჭირდება. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ დროულად გაუმკლავდეთ პრობლემებს. პირველ ხაზს შეიძლება ქონდეს პატარა წვრილი ხაზებიც, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მისი პატრონი მრავალფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობს, ბევრს მოგზაურობს და ვითარდება.

ხაზების მნიშვნელობა

მეორე სამაჯური ხელზე - ეს არის სიმდიდრის და წარმატების ხაზი. აქაც იგივე პრინციპია. თუ ხაზი მთლიანი და მკვეთრია, ადამიანს ექნება წარმატებული კარიერა და ფინანსური წარმატება. თუ ხაზი წყდება, ხშირ წინააღმდეგობებზე მიუთითებს.



ამას გარდა, წარმატების ხაზი შეიძლება იყოს ჯაჭვისებური ფორმის. ამ შემთხვევაში ადამიანი მიდრეკილია ავანტურის და სარისკო ქმედებებისკენ, მაგრამ სწორედ ამის დამსახურებით მიიწევს ის წინ ის მოხერხებული ადამიანია. კარგად გამოდის ფულის შოვნა და ადვილად იგდებს სიმდიდრეს ხელში.

მესამე ხაზის მნიშვნელობას ქირომანტიაში სხვადასხვაგვარად ხსნიან. ამბობენ, რომ ის მიუთითებს ადამიანის გავლენის უნარიანობაზე. ზოგს მიაჩნია, რომ მესამე სამაჯური განსაზღვრავს ადამიანის პირად ცხოვრებას. თუ ხაზი მკვეთრი და სწორია, მის მფლობელს პირად ცხოვრებაში პრობლემები არ ექნება. რაც უფრო შორს არის მესამე ხაზი მეორისგან, მით უფრო გვიან დაქორწინდება ადამიანი.



ხდება ხოლმე, რომ ხაზებზე ჩანს წერტილების ან ვარსკვლავის მსგავსი ფიგურები. ეს ცუდის ნიშანია, რადგან სასიყვარულო ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდება და დაშორების მიზეზი ერთ-ერთი პარტნიორის გარდაცვალებაა.

მეოთხე ხაზი

თუ თქვენს მაჯაზე აღმოაჩენთ მეოთხე ხაზს, ნამდვილად გაგიმართლათ. ეს ძალიან იშვიათია და როგორც წესი, ჩანს მესამე სამაჯურის პარალელურად. მისი მფლობელი წინ მიიწევს მყარი თავდაჯერებული ნაბიჯებით და ადვილად ლახავს ყველა დაბრკოლებას.

ამას გარდა, მეოთხე ხაზი მაჯაზე მიუთითებს, რომ ადამიანი იცხოვრებს ბედნიერად და ხანგრძლივად. თუ მოინდომებს და იზრუნებს თავის ჯანმრთელობაზე, 90 წელსაც თავისუფლად გადააბიჯებს.



მიუხედავად იმისა, რომ ქირომანტებს სჯერათ ხაზების ხელის გულებზე, მაინც ამბობენ, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. რამდენი ხაზიც არ უნდა გქონდეთ ხელზე, ყოველდღიურად უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე. ეს ეხება ჯანმრთელობას, სამსახურს, პირად ცხოვრებას.

საინტერესოა, რამდენად გჯერათ ხელზე მკითხაობის? გქონიათ ქირომანტებთან შეხება? გაგვიზიარეთ კომენტარებში.
ავტორითამარ მეფარიშვილი
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.