რჩევების რედაქცია ამ სტატიაში ქალების რჩევებს შემოგთავაზებთ. იქნებ ეს ღირსეული საქმროს პოვნასა და ნამდვილი ბედნიერების მოპოვებაში დაგეხმაროთ.
საჭიროა თუ არა ქორწილი
ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ როცა ადამიანები ქუჩაში ერთმანეთს აღარ ეცნობიან და ამ მიზნით ძირითადად ინტერნეტს იყენებენ. გასაოცარი არ არის, რომ თანამედროვე ქალბატონები მომავალ საქმროებს ინტერნეტ სივრცეში ეძებენ.
ციფრულ ეპოქაში უამრავი საიტი და აპლიკაცია არსებობს გაცნობისთვის. მართლა არსებობს შემთხვევები როდესაც ქსელური ნაცნობობა ქორწინებამდეც მიდის. თუმცა ასე ხშირად არ ხდება.
თუ მსგავს საიტზე დარეგისტრირებას გადაწყვეტთ, საჭიროა სიფრთხილე გამოიჩინოთ. მართალია ის შეიძლება საქმროს პოვნაში დაგეხმაროთ თუმცა ქალები ხშირად აწყდებიან თაღლითებს.
თუ დარწმუნებული ხართ, რომ ქორწილი გჭირდებათ, იქნებ ლოცვამ გიშველოთ. მაგალითად, სცადეთ წმინდა ნიკოლოზის ხატთან ილოცოთ. მთავარია გულწრფელად გჯეროდეთ თვქენი სიტყვების ძალა.
ქალის დამოკიდებულება საკუთარ თავთან
ზოგიერთი ქალი დარწმუნებულიამ რომ მამაკაცები მაშინ გაფასებენ როდესაც ქორწილზე ფიქრს შეწყვეტ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე უნდა ფოკუსირდეთ და სხვადასხვა მხრიდან გახსნათ საკუთარი თავი.
რაც უფრო მეტს იმუშავებთ საკუთარ თავზე, მით უფრო საინტერესო ადამიანი გახდებით. განალაგეთ ცხოვრებისეული პრიორიტეტები სწორად და მაშინ მიხვდებით, რომ მამაკაცის ძებნა უბრალოდ არ გჭირდებათ: ისინი თავად მოგძებნიან.
კიდევ ერთი საინტერესო რჩევა: ნუ დაელოდებით თუ როდის გთხოვენ ხელს! შეგიძლიათ ეს თავად გააკეთოთ. დასავლეთის ქვეყნებში ეს ხშირად ხდება. ხანგრძლივი ურთიერთობების შემდეგ გოგონა თავად ჩუქნის ბეჭედს თავის მამაკაცს და ხელსაც სთხოვს.
ფინეთში არსებობს ცრურწმენა, რომ 4 წელიწადში ერთხელ, 29 თებერვალს, გოგონას უფლება აქვს ბიჭს დაქორწინება სთხოვოს. თქვენ გაბედავდით მსგავს ნაბიჯს?!
მოწიფული ქალბატონების აზრი
საინტერესო ფაქტია. როგორც წესი რაც უფრო ემატება ასაკი ქალს, მით უფრო ნაკლებად სურს მას დაქორწინება. ბევრი მოწიფული ქალბატონისთვის ცხოვრების აზრი პასპორტში ბეჭდის დარტყმას არ უკავშირდება. პირიქით, მათ ამის გაკეთება არ სურთ.
ვიღაცამ ცხოვრებისეული გაკვეთილი გაირა, ზოგს კი დამოუკიდებლობა მოსწონს. 40 წელს გადაცილებული ქალებისგან ხშირად გაიგონებთ კითხვას: "ნამდვილად გსურთ ქორწინება?! დატკბი თავისუფლებით!" როგორც ხედავთ ზოგისთვის სიტყვა ქორწინება, სიტყვა თავისუფლების ანტონიმია!
იქნებ პრობლემა იმაშია, რომ ამ ქალებმა უკვე ბევრი პრობლემა იწვნიეს და გამეორება აღარ უნდათ?!
პაპარაცის რედაქციისგან
ძვირფასო მკითხველო, თუ ახლა ცხოვრების მეგზურის ძიებაში ხართ, გახსოვდეთ რამდნეიმე მნიშვნელოვანი დეტალი. პირველ რიგში - თქვენ ერთადერთი ხართ! გიყვარდეთ თქვენი თავი, დააფასეთ თქვენი პიროვნება და ნუ შეწყვეტთ განვითარებას! ნუ ჩაიციკლებით ურთიერთობებზე. ადამიანები ხომ მოდიან და მიდიან!
თუ უბრალოდ დაჯდებით და დაელოდებით სანამ ფანჯარასთან თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი გამოჩნდება, რა თქმა უნდა არაფერი შეიცვლება, თუმცა თუ განვითარებას განაგრძობთ, თქვენს გარშემო ახალი ადამიანები გაჩნდებიან და ვინ იცის, იქნებ რომელიმე მათგანი თქვენი ოცნების მამაკაციც აღმოჩნდეს.
თქვენ რა რჩევას მისცემდით ქალბატონებს რომლებიც ცხოვრების მეგზურს ვერ პოულობენ?!