» » უნდა გახსოვდეთ: შვილად აყვანის ისტორია, რომელიც 35 წლის წინ მთელ საბჭოთა კავშირს მოედო

უნდა გახსოვდეთ: შვილად აყვანის ისტორია, რომელიც 35 წლის წინ მთელ საბჭოთა კავშირს მოედო

ბავშვები - ჩვენი მომავალია. თუმცა, დღეისათვის ბავშვის ყოლა ბევრი ოჯახისთვის აუხდენელ ოცნებად რჩება. ასე მშობლების ფინანსური მდგომარეობის გამო კი არა, უნაყოფობის გამო ხდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით(ჯმო), მსოფლიოში 50 მლნ-მდე უნაყოფო წყვილია. რა თქმა უნდა, მათ შორის რამდენიმეს რჩებათ შვილის შეძენის შანსი თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით. თუმცა სულ ახლოს ხომ არსებობენ ბავშვები, რომელთაც არ გაუმართლათ, არ გაჩნდნენ ბედნიერ ოჯახში, თუმცა ისინიც იმსახურებენ ბედნიერებას.

და დღეს, რჩევების რედაქცია მოგიყვებათ შვილად აყვანის საბჭოთა დროინდელ ისტორიას, რომელიც მთელ კავშირს მოედო და შთააგონა უამრავი ადამიანი მსგავსი გმირული საქციელის ჩასადენად.

შვილად აყვანის არსი
ეს ისტორია 1983 წელს იწყება. მაშინ ხაბაროვის სამედიცინო ინსტიტუტის მაღალკურსელმა სტუდენტმა, იური ზინჩუკმა გადაწყვიტა მიტოვებული ვაჟის შვილად აყვანა. მას არ ჰქონდა ვინმესგან მხარდაჭერის იმედი, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების რეაქციამ იგი გააოცა: ბიჭს უნივერსიტეტიდან გარიცხვით დაემუქრნენ.

იური სამედიცინო სასწავლებლის მეორე კურსზე სწავლობდა, როცა პრაქტიკის გავლა ბავშვთა საავადმყოფოში მოუხდა. სწორედ მაშინ დაუახლოვდა სულიერად "უარყოფილი" ბავშვების პალატის ერთ-ერთ პაციენტს - ასე უწოდებდნენ მათ, ვისზეც უარი თქვეს მშობლებმა.


დამწყებ ექიმს ბავშვის შვილად აყვანა უნდოდა, თუმცა მაშინ იური 16 წლის იყო, მშობლებმა კი შვილს მხარი არ დაუჭირეს - მამა შეუჩერებლად სვამდა და არ სურდა ოჯახში მატება.

თუმცა, უკვე მეოთხე კურსზე გადასულმა იურიმ მეანად დაიწყო მუშაობა სამშობიარო სახლში. ერთთვიანი სტაჟირების შემდეგ ექიმმა თავად აიღო მშობიარე დედებზე პასუხისმგებლობა და დაიწყო დამწყები მეანების სტაჟირებაც.

-"ეს უდიდესი გამოცდილება იყო. რას არ შევესწარი! გოგონა-მოზარდებსაც, დაცვის ქვეშ მყოფებსაც, ფსიქიკურად გაუწონასწორებლებსაც. იმდენი ტკივილი, დარდი მკვდარ ნაშობებზე, მოწყვეტილებზე, მიტოვებულ ბავშვებზე.."


ერთხელ, სამსახურში მისვლისას იურიმ აღმოაჩინა, რომ 40 პაციენტთაგან ერთ-ერთი არ იყო ადგილზე. ცარიელ საწოლზე მხოლოდ წერილი იდო: "მაპატიეთ, მაგრამ ბავშვს აქ ვტოვებ, წაყვანა არ შემიძლია".

მთავარი ექიმის თხოვნით, მეანმა იპოვა ქალი და გაიგო ბავშვზე უარის თქმის მიზეზი. იგი მსახიობი იყო, ქმარი - სამხედრო ოფიცერი. მათ უკვე ორი საერთო შვილი ჰყავდათ. ქმარი ლენინგრადში წავიდა სასწავლებლად და იქ სხვა ქალი გაიცნო. ოჯახის გადარჩენის მიზნით ქალმა მესამე შვილის გაჩენა გადაწყვიტა, თუმცა მეუღლემ მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე მისწერა, რომ უკვე სხვა ქალისგან ელოდებოდა შვილს და წინა ოჯახს აღარ დაუბრუნდებოდა.

-"მე მუდმივად გადაღებებზე ვარ, ვმუშაობ. ერთი ვაჟი დედაჩემთანაა, სოფელში, მეორე - ქმრის მშობლებთან. მესამე სადღა წავიყვანო? არ მინდა, სიბერეში ციხეში ვიზიტებზე მომიხდეს სიარული" - ჩიოდა ქალი.

-"მაშინ თქვენს შვილს მე ავიყვან" - გაიფიქრა ახალგაზრდა ექიმმა. შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღო. იურის უკვე ენახა ბავშვი და გაოცებული იყო ამ პატარა სასწაულის შემყურე.



თუმცა, ჩანაფიქრის განხორციელება არც ისე მარტივი აღმოჩნდა. იმ მომენტში იური სამედიცინოს მეოთხე კურსზე იყო, არჩენდა ორ დასა და მოხუც დედას. მას შეყვარებულიც კი არ ჰყოლია - ამისთვის დრო არ ჰქონდა. თუმცა, ბიჭმა მტკიცედ დაისახა მიზანი. საკუთარი მშობლების მხრიდან პროტესტის მიუხედავად, მან შვილად აიყვანა ბავშვი მის დედასთან შეთანხმებით.

ყველა თანაკურსელმა იკისრა დახმარება მარტოხელა მამისთვის: ბიჭები პოდუქტებისთვის გადიოდნენ, გოგონები ბავშვის ბანაობაში ეხმარებოდნენ, მეზობლები - საკვების მომზადებაში. თითოეული მოვალედ თვლიდა თავს, დახმარებოდა ამ შესანიშნავ ადამიანს. თუმცა, ხაბაროვის უნივერსიტეტის დეკანატში სხვაგვარად ფიქრობდნენ.



ბავშვის რეგისტრაციის შემდეგ იურის აუკრძალეს ლექციებზე მისვლა. ბიჭი დაადანაშაულეს იმაში, რომ ბავშვი მოიტაცა. ზინჩუკების სახლში სხვადასხვა დელეგაციებმა იწყო სიარული.

-"ერთხელ ყველა ერთად მოვიდა: პროფკავშირის თავმჯდომარეც, დეკანიც და მილიციონერიც. შემოდიან, არ იხდიან ფეხსაცმელს, ყველგან შეიხედეს. ხედავენ, რომ ბავშვი სუფთა, მოვლილი და დანაყრებულია. ყველგან სისუფთავე და წესრიგია. შემომთავაზეს ბავშვის ბავშვთა სახლში ჩაბარება, სწავლის დასრულების შემდეგ კი უკან დაბრუნება. მე, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდი. ისინი წავიდნენ, თუმცა ასე მარტივად დანებება არ სურდათ."


რამდენიმე დღეში ახალგაზრდა მამა ინსტიტუტის რექტორმა დაიბარა. როცა სტუდენტი კაბინეტში შევიდა, იქ "ძველი ნაცნობები" დახვდნენ. ბავშვის საკითხზე იური მთელ ისტორიას მოჰყვა და წარადგინდა ბოგდანის შვილად აყვანის საბუთები.

-"რექტორი ხნიერი და ძალიან ინტელიგენტური ადამიანი იყო. როცა გაერკვა საქმეში, ლამის აფეთქდა. იმ ხალხს ყვირილი დაუწყო მაშინვე."

საკითხი დაიხურა, ბოღმიანი ხალხი ჩამოშორდა საქმეს, თვითონ სტუდენტზე კი ზრუნვა დაიწყეს და მატერიალური დახმარებაც კი გამოუყვეს.


იურის თანაკურსელების წყალობით, მის შესახებ ჟურნალისტებმაც გაიგეს. მოგვიანებით ეს ისტორია გამოჩნდა საბჭოთა გაზეთებში. რაღაც დროის განმავლობაში, დამწყები ექიმი ნაციონალურ გმირად იქცა. მას უძღვნიდნენ ლექსებს, წერდნენ მადლობის წერილებს და ეპატიჟებოდნენ სტუმრად.

რამდენიმე თვის შემდეგ, ახალგაზრდა ექიმი შვილთან ერთად გაემგზავრა სამხრეთში, სადაც ყველასათვის მოულოდნელად იქორწინა. წელიწადნახევარში მათ შეეძინათ ვაჟი რუსლანი, 7 წლის შემდეგ კი - გოგონა სონია.

ვინ იფიქრებდა, რომ 20 წლის შემდეგ იურის კიდევ ერთი ვაჟი, საშა გაუჩნდებოდა? თანაც, ისიც აყვანილი. თუმცა, ეს ისტორია ცალკე სტატიას იმსახურებს, რომელსაც ჩვენ, ალბათ, ოდესმე დავწერთ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.