» » » ნასამ გამოაქვეყნა სუკეთესო ჰაერის გამწმენდი ოთახის მცენარეების სია. მათგან ერთით მაინც უნდა შეიარაღდეთ

ნასამ გამოაქვეყნა სუკეთესო ჰაერის გამწმენდი ოთახის მცენარეების სია. მათგან ერთით მაინც უნდა შეიარაღდეთ

ჩვენ ირგვლივ სავსეა საშიში ქიმიური ნაერთები. ბოლო რამდენიმე ათწლეულში ადამიანმა დაიწყო უამრავი ქიმიური სინთეტიკური საშუალების გამოყენება(დეზოდორანტები, ფხვნილები, საღებავები, ლაქები, გელები, სარეცხი საშუალებები), რომლებიც ამარტივებს ყოფაცხოვრებას, თუმცა იმ ჰაერის ხარისხზე დამღუპველად მოქმედებს, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ.



ტოქსინებს შეხვდებით ყველგან: ჰაერში, წყალში, საკვებ პროდუქტში. ზოგიერთი მათგანი უსაფრთხოა, თუმცა ზოგიერთი ჯანმრთელობას შეუქცევად ზიანს აყენებს. განსაკუთრებით მოქმედებს ეს ფაქტორი ზრდად ორგანიზმზე. ტოქსინები ბავშვის ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. ისინი, ასევე, გროვდება ზრდასრულის ორგანიზმშიც, რაც, დროთა განმავლობაში, გამოიწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვუჩივით დაღლილობას, ძილიანობას, თავის ტკივილსა და სხვა უსიამოვნო სიმპტომს.



დღეს რჩევების რედაქცია ჰაერის გაწმენდის უსაფრთხო გზაზე მოგიყვებათ - ბუნებრივი ფილტრი ამისთვის არის ოთახის მცენარეები. 1989 წელს NASA-მ დაიწყო კვლევა, რომლის მიზანიც იყო საუკეთესო ოთახის მცენარეების გამორჩევა ჰაერის გასაწმენდავად. შედეგად, მან შეადგინა ასეთი მცენარეების სია, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ.

საუკეთესო ჰაერის გამწმენდი ოთახის მცენარეები
  1. ქრიზანთემა
    გარდა იმისა, რომ ეს მცენარე ულამაზესაც ყვავის, იგი ძალიან სასარგებლოცაა. ქრიზანთემა წმენდს ოთახს ამიაკის, ბენზოლისა და ფორმალდეჰიდისგან.


  2. ჯემსონის გერბერი
    ეს მკვეთრი, ყვავილოვანი მცენარე ჰაერიდან აშორებს ბენზოლსა და ფორმალდეჰიდს. გარდა ამისა, ამაღლებს განწყობასაც.


  3. სცინდაპაპსუსი
    მიუხედავად იმისა, რომ ეს შხამიანი მცენარია, შესანიშნავად წმენდს ჰაერს ტოქსინებისგან. ასევე, იგი მარტივად მოსავლელია და ნებისმიერ პირობას ეგუება. უბრალოდ მოარიდეთ იგი ბავშვებსა და ცხოველებს.


  4. ფიკუსი
    ლამაზი მცენარე მასიური, მაძღარი მწვანე ფოთლებით. იგი თვალსაც გაახარებს და ცხვირსაც: ჰაერიდან წაშლის ტიქლორეთილენსა და ფორმალდეჰიდს.


  5. სურო
    ეს ვაზონი ძალიან სასარგებლოა სახლში - უმკლავდება ბენზოლსა და ფორმალდეჰიდს, შლის ალერგენებს - მათ შორის, ობს. მცენარე არც ისე პრეტენზიულია, თუმცა მისი შენახვა რეკომენდებულია ჩრდილიან ადგილას.


  6. აზალია
    შესანიშნავი ყვავილოვანი მცენარე, რომელიც შეუწყვეტლად ახარებს თვალს. იგი ეფექტურად უმკლავდება ფორმალდეჰიდს. ერთადერთი მინუსი ისაა, რომ ეს მცენარე პრეტენზიულია.


  7. მშვიდობის ლილია
    ერთ-ერთი საუკეთესო მცენარე ჰაერის გასაწმენდად. იგი ყველა ჩამოთვლილ ტოქსინს უმკლავდება. თუ რეგულარულად მოაშორებთ მტვერს მის ფოთლებზე, ჰაერი მუდმივად გაიწმინდება.


  8. არშიიანი დრაცენა
    ეს მცენარე საუკეთესოა ქსილოლის, ტრიქლორეთილენისა და ფორმალდეჰიდის წინააღმდეგ.


  9. ბოსტონური გვიმრა
    იდეალური მცენარეა მათთვის, ვისაც მუდმივად არ აქვს დრო. გვიმრის მორწყვა საკმარისია თვეში ერთხელ, სამაგიეროდ იგი სახლში ჰაერს გაწმენდს.


  10. ბამბუკის პალმა
    პალმა საუკეთესოა ბენზოლის, ტრიქლოეთილენისა და ფორმალდეჰიდის ფილტრაციისთვის. მოათავსეთ იგი ავეჯთან ახლოს, რომელიც დაფარულია ლაქით და აფრქვევს მავნე ნივთიერებებს.


  11. ფილოდენდრონი
    პატარა მშრომელი მცენარე. იგი აქტიურად გაწმენდს ოთახს ყოველგვარი საზიზღრობისგან, სამაგიეროდ კი, პრაქტიკულად, არაფერს ითხოს. ერთადერთი მინუსი - მისი სახლში ქონა არ შეიძლება, თუ ბავშვები ან ცხოველები გყავთ.


  12. შეფლერა
    ულამაზესი და სავსებით უპრეტენზიო ქმნილება ჰაერს სხვადასხვა მავნე ნაერთისგან გაწმენდს.


  13. ალოე
    რთულია, ალოეზე უფრო სასარგებლო რამ წარმოიდგინოთ დედამიწის ზურგზე. ესეიგი, ეს შესანიშნავი მცენარე ჰაერსაც წმენდს და, სხვათაშორის, ამას ყველაზე უკეთ უმკლავდება.


  14. სანსევიერია
    ძალიან მყარი და ამტანი მცენარეა. ძალიან უნდა მოინდომოთ, რომ იგი დაღუპოთ. მოეწონებათ დიასახლისებს, რომლებიც არც ისე ყურადღებით არიან თავიანთი მწვანე მეგობრების მიმართ. იგი იდეალურად უმკლავდება ყველა ტოქსიკურ ნაერთს. შესანიშნავია საძინებელი ოთახისთვის.


  15. ოფიოპოგონი
    ეს ბალახეული მცენარე ფილტრავს ქსილოლს, ბენზოლსა და ტრიქლორეთილენს.


  16. ლილია ფლამინგო
    იდეალურად ატენიანებს ჰაერს და ავსებს სუფთა წყლის ორთქლით. აქტიურად ითვისებს ქსილენსა და ტოლუოლს, მათ ადამიანისთვის უსაფრთხო ნაერთებად გადაამუშავებს.

ოთახის მცენარეები სახლის მორთვის, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სახლის დადებითი ენერგეტიკით ავსების საუკეთესო წყაროა!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.