» » » აევიტი, საშუალება რომელიც თეთრებად იყიდება ყველა ქალის საუკეთესო მეგობრად უნდა მივიჩნიოთ.

აევიტი, საშუალება რომელიც თეთრებად იყიდება ყველა ქალის საუკეთესო მეგობრად უნდა მივიჩნიოთ.

რა უპირატესობებს ფლობს ეს პრეპარატი ჩვენი ჯანმრთელობისთვის და როგორ მოვიხმაროთ ის?

პრეპარატი ''აევიტი'' - პოლივიტამინური კომპლექსი, რომელიც წარმოუდგენლად დიდი პოპულარობით სარგებლობს საკუთარი შედგენილობის ხარჯზე (ის მდიდარია A და E ვიტამინებით). ''აეივიტი'' განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დიარეისგან, ქრონიკული ქოლესტაზისგან, ღვიძლის ციროზისგან და ფარისებრი ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემებისგან იტანჯებიან.

აევიტი, საშუალება რომელიც თეთრებად იყიდება ყველა ქალის საუკეთესო მეგობრად უნდა მივიჩნიოთ.
საკუთარი თავისთვის, დამოუკიდებლად ვიტამინური კომპლექსის დანიშვნა არ არის რეკომენდირებული, რადგან ყველაზე უსაფრთხო პრეპარატებმაც კი შეიძლება იქონიოს უარყოფითი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე და დააზიანოს ის, თუ სწორი დოზირება არ ვიცით. აევიტს გამოცდილი ექიმები უნიშნავენ საკუთარ პაციენტებს მხოლოდ მათი ინდივიდუალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით.

მიუხედავად ამისა, მოცემული პრეპარატის გამოყენება გარეგანად შეგვიძლია ნებისმიერ დროს, თანაც განუსაზღვრელი რაოდენობით. უნიკალური შედგენილობის წყალობით, აევიტი აჯანსაღებს და აახალგაზრდავებს კანს, თმასა და ფრჩხილებს.
  1. აევიტი სახის კანისთვის
    ამ პრეპარატს აქვს გამაახალგაზრდავებელი გავლენა ჩვენს კანზე. მცირე ზომის ნაოჭების მოსაშორებლად და გასაგლუვებლად, მოამზადეთ შემდეგი ნიღაბი სახის კანისთვის: შეურიეთ ერთმანეთში 2 ჩაის კოვზი საფუარი, 100 გრამი თბილი რძე, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 კაფსულა აევიტი.

    თუ მიღებული მასა ზედმეტად თხევადი იქნება, ჩაამატეთ მასში იმ რაოდენობით შვრიის ფაფა, რომ მიიღოთ ბლანტი კონსისტენცია. წაისვით ეს ნიღავი სახის კანზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 15 წუთით. ჩამოიბანეთ ის თბილი წყლით. ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში 3-ჯერ და ხანმოკლე დროში მიღებული შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.


  2. აევიტი ფრჩხილებისთვის
    მილიონობით ლამაზი სქესის წარმომადგენელმა უკვე გამოცადა საკუთარ თავზე ამ პრეპარატის ეფექტურობა. ფრჩხილების გასამაგრებლად და გასაჯანსაღებლად, საკმარისია თითოეული ფრჩხილის დამუშავება და მასაჟირება აევიტის კაფსულის შიგთავსით. ეს საშუალება მოქმედებს სწრაფად და ეფექტურად: ხანმოკლე დროში დაივიწყებთ მტვრევადი ფრჩხილების პრობლემას და დააჩქარებთ მათი ზრდის პროცესს.


  3. აევიტი თმისთვის
    თუ თქვენ ნებისმიერ ნიღაბში 1 კაფსულა აევიტს ჩაამატებთ, დაივიწყებთ თმის ცვენის პრობლემას და გაიჯანსაღებთ თმის საფარს. ძალზედ ეფექტურია შემდეგი საშუალება თმის გასაჯანსაღებლად: 3 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთში ჩაამატეთ 2 კაფსულა აევიტი და კარგად გადაურიეთ. მიღებული მასა წაისვით თავის კანზე, გაინაწილეთ მთელ თმაზე და შემოიხვიეთ პირსახოცი. 30 წუთის შემდეგ დაიბანეთ თავი ჩვეულებისამებრ. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 2-ჯერ.


    ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის!
    მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.