» » » თუ ჰიპერტონიკი ხართ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! სისხლძარღვები გაფართოვდება და წნევა დარეგულირდება.

თუ ჰიპერტონიკი ხართ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! სისხლძარღვები გაფართოვდება და წნევა დარეგულირდება.

ჰიპერტონიის პირველი სიმპტომების განსხვავება უბრალო გადაღლილობისგან პაციენტებს ძალიან უჭირთ, რის გამოც ისინი საკუთარი დიაგნოზის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გებულობენ, როდესაც სასწრაფო დახმარების გამოძახების აუცილებლობა ხდება.



მოცემული უსიამოვნო პრობლემების დროს ადამიანი დისკომფორტსა და მშფოთვარებას განიცდის, თუმცა დასვენების შემდეგ ეს სიმპტომები დროებით შეუმჩნეველი ხდება, რის გამოც ხშირად ამ ნიშნებს გადაღლილობას ვაწერთ და ვიკავებთ თავს ექიმთან ვიზიტისგან. დროთა განმავლობაში არტერიულმა ჰიპერტონიამ შეიძლება მიგვიყვანოს გაცილებით უფრო სერიოზულ პრობლემებამდე: სტენოკარდიამდე, ინფარქტამდე და ინსულტამდე.



ხმაური ყურებში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მუდმივად დაღლილობის შეგრძნება, მეხსიერების დაქვეითება - საგანგაშო სიგნალები, რომელთა დახმარებით ორგანიზმი არსებული პრობლემის შესახებ გვაფრთხილებს. აუცილებელია დროულად დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობის შესაბამისი კურსის დაწყება.

საშუალება ჰიპერტონიის წინააღმდეგ

გამოკვლევების ჩატარებისა და ანალიზების ჩაბარების შემდეგ ექიმი, როგორც წესი, ნიშნავს პრეპარატებით მკურნალობის კურსს და საკუთარ პაციენტს მოუწოდებს კვების რაციონიდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა და მარილის ამოღებისკენ.

გარდა პრეპარატებით მკურნალობისა, არსებობს მრავალი ნაცადი ხალხური საშუალება ჰიპერტონიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ერთ-ერთი ასეთი, ყველაზე ეფექტური საშუალება მზესუმზირის მარცვლებისგან დამზადებული ნაყენია. მოცემული პროდუქტი მდიდარია ნიკოტინის მჟავით, რომელიც აფართოვებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.



ინგრედიენტები ერთი დღისთვის:
  • ნედლი მზესუმზირის მარცვლები კანიანად - 500 მილილიტრიანი ქილა სავსე;
  • 2 ლიტრი წყალი.

მომზადება:
  1. კარგად გარეცხეთ მზესუმზირის მარცვლები, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე.

  2. როდესაც წყალი ადუღდება, მინიმუმამდე დაუწიეთ ცეცხლს და განაგრძეთ მარცვლების ხარშვა 2 საათის განმავლობაში.

  3. გადმოდგით ნარევი ცეცხლიდან, მიეცით მცირე დრო გასაგრილებლად და გაფილტრეთ.

თქვენ დაგრჩებათ დაახლოებით 100 მილილიტრი სითხე, რომელიც მთელი დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ მცირე ულუფებით, ყლუპ-ყლუპობით. კურსის ხანგრძლივობა - 2 კვირა, რის შემდეგაც აუცილებელია მინიმუმ 5 დღიანი შესვენების გაკეთება და კურსის კვლავ გამეორება. რა თქმა უნდა, ამ ნაყენის მიღების პარალელურად თქვენ არ უდა დაივიწყოთ ექიმის დანიშნულების შესახებ.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.