თავის მოვლა - სასარგებლო რჩევები

თმის ზრდის დაჩქარება მარტივი ხრიკის დახმარებით. 1 თვის შემდეგ თვალებს ვერ ვუჯერებდი!
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23716">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

თმის ზრდის დაჩქარება მარტივი ხრიკის დახმარებით. 1 თვის შემდეგ თვალებს ვერ ვუჯერებდი!

<time class="op-published" datetime="Mon, 04 Dec 2023 09:32:33 +0300">Mon, 04 Dec 2023 09:32:33 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Mon, 04 Dec 2023 09:32:33 +0300">Mon, 04 Dec 2023 09:32:33 +0300</time>

admin

აბუსალათინის ზეთი- საშუალება, რომელსაც წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს თმაზე და მის ბოლქვებზე. ეს ზეთი თმის თითოეულ ღერს სიმტკიცესა და მოცულობას სძენს! აბუსალათინის ზეთი ააქტიურებს თმის მიძინებულ ბოლქვებს და სტიმულირებს მათ აქტიურ ზრდას. ჩვენს დღევანდელ სტატიაში დეტალურად იხილავთ, თუ როგორ მოუაროთ თმას სწორად ამ ეფექტური საშუალების დახმარებით... როგორ დავაჩქაროთ თმის ზრდა? 1. აბუსალათინის ზეთი გრძელი წამწამებისთვის - ზეთის წასმა რეკომენდირებულია სუფთა სახეზე დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე. აბუსალათისნის ზეთის წამწამებზე დასატანად შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი ტუშის ფუნჯი. კარგად გარეცხეთ ის, ჩაალბეთ ზეთში და წასივით წამწამებზე თხელ ფენად. იმ შემთხვევაში, თუ ზეთს გადაჭარბებული დოზით გამოიყენებთ, დასიებული თვალების ეფექტი გარდაუვალია, რის გამოც დიდი სიფრთხილე გმართებთ! გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად 1 თვის განმავლობაში და მიღებბული შედეგით გაოცდებით! 2. აბუსალათინის ზეთი წარბებისთვის - იქამდე, სანამ დაიტანთ ამ სამკურნალო საშუალებას წარბებზე, გულდასმით გაიწმინდეთ სახე მაკიაჟისგან. გაინაწილეთ აბუსალათის ზეთი თხელ ფენებად წარბებზე და ერთი თვის შემდეგ საკუთარ თავს სარკეში ვეღარ იცნობთ! 3. აბუსალათინის ზეთი თმის ცვენის წინააღმდეგ- აბუსალათინის ზეთს საკმაოდ ბლანტი კონსისტენცია აქვს, რის გამოც მის გამოყენებამდე უკეთესია ზეთის შეთბობა წყლის აბაზანაზე. როგორც კი ზეთი გათხევადდება, გაურიეთ მასში 1 სუფრის კოვზი ნებისმიერი ბალზამი და 1 სუფრის კოვზი წიწაკის ნაყენი. მიღებული მასა კარგად შეიზილეთ თავის კანზე. წამოიცვით თავზე პოლიეთილენის პარკი და შემოიხვიეთ ზემოდან პირსახოცი. მოითმინეთ დაახლოებით 30 წუთი და შემდეგ დაიბანეთ თავი შამპუნის გამოყენებით. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ 3 თვის განმავლობაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფრომაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!

</body>
</html>

ასპირინის ეს ნიღაბი ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა. ლაქები ბოლომდე გამიქრა, ნაოჭები კი საგრძნობლად შემცირდა
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23660">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

ასპირინის ეს ნიღაბი ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა. ლაქები ბოლომდე გამიქრა, ნაოჭები კი საგრძნობლად შემცირდა

<time class="op-published" datetime="Wed, 06 Sep 2023 08:14:51 +0300">Wed, 06 Sep 2023 08:14:51 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Wed, 06 Sep 2023 08:14:51 +0300">Wed, 06 Sep 2023 08:14:51 +0300</time>

admin

ყველა კარგად ვიცნობთ ასპირინს, იგივე აცეტილსალიცილის მჟავას, რომელიც თითოეული ჩვენგანის საოჯახო აფთიაქშია. სწორედ მას მივმართავთ დახმარებისთვის მაშინ, როდესაც თავის გაუსაძლისი ტკივილი გვაწუხებს. ჩვენ არაერთხელ მოგვიყოლია ამ ჯადოსნური აბის ალტერნატიული გამოყენების მეთოდებისა და ხერხების შესახებ. ის მართლაც რომ უნივერსალური პროდუქტია, რომელსაც გამოყენების საოცრად ფართო სპექტრი აქვს. აცეტილსალიცილის მჟავა, იგივე ასპირინის თეთრი აბი, გამოიყენება კოსმეტილოგიაშიც პრობლემური კანის მოსავლელად. დღევანდელ სტატიაში მსურს, გასწავლოთ საშინაო კრემის მომზადება, რომელიც ეფექტურად გაუმკლავდება ნაწიბურებს, გამონაყარს, პიგმენტურ ლაქებს, შეგიწყობთ ხელს კანის მკვდარი უჯრედების აქერცვლასა და მოშორებაში, კანის ზედა საფარის დეზინფიცირებაში, სხვადასხვა დეფექტების აღმოფხვრასა და შენიღბვაში... ამ კრემის მთავარი ინგრედიენტი სწორედ ასპირინია! სასიამოვნო ცვლილებებს ამ კრემის რეგულარული გამოყენებიდან ხანმოკლე დროში იხილავთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონებათ სტატია, გაუზიარეთ ის მეგობრებსაც! ბეტა-ჰიდროქსიმჟავა, რომელსაც ასპირინი შეიცავს, ცხიმში ხსნადი ელემენტია, რომელსაც ახასიათებს ექსფოლიანტის მსგავსი ქმედება და წმენდს კანს ლაქებისგან. გარდა ამისა, ეფექტურად გვაშორებს კანის მკვდარ უჯრედებს, აახლაგაზრდავებს კანს და ათანაბრებს მის ტონს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ასპირინისთვის ანთების საწინააღმდეგო ძლიერი თვისებებია დამახასიათებელი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი კანისთვის. მოცემული საშუალების გამოყენებამდე აუცილებლად უნად გაითვალისწინოთ რამდენიმე რეკომენდაცია:  პროცედურა აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ საღამოს საათებში, დაძინების წინ. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, პირველ ჯერზე კრემი ძალიან მცირე რაოდენობით გამოიყენეთ და დააკვირდით კანის რეაქციას. არ უნდა იყოთ ალერგიული რეცეპტში შემავალ რომელიმე ინგრედიენტზე. პროცედურის შემდეგ თქვენი კანი გაცილებით მგრძნობიარე გახდება, რის გამოც მეორე დღეს აუცილებლად უნდა გამოიყენოთ მზისგან დამცავი კრემი. ასპირინის ნიღაბი კანის გასაახალგაზრდავებლად დაგჭირდებათ:  5 აბი ასპირინი 2 სუფრის კოვზი თაფლი 1 სუფრის კოვზი ნატურალური მაწონი ინსტრუქცია: დაიბანეთ სახე ჩვეულებისამებრ, თუმცა ცივი წყლით. რბილი ქსოვილი ჩაალბეთ ძალიან ცხელ წყალში, კარგად გაწურეთ და გაშლილ მდგომარეობაში დაიფინეთ სახეზე 10 წუთით (თუ ზედმეტად ცხელი არ არის და ამის უპრობლემოდ ატანას შეძლებთ). ასე კანის ფორები ბოლომდე გაიხსნება და ჩვენი დღევანდელი პროცედურა საუკეთესო შედეგს მოგვცემს. ასპირინის ხუთივე აბი უნდა დაფქვათ, დაუმატოთ თაფლი, ნატურალური მაწონი და კარგად გადაურიოთ. უკვე შემშრალ სახეზე მიღებული პასტისებრი მასა შეიზილეთ ნელი წრიული მოძრაობებით, დაიტოვეთ სამოქმედოდ 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. კრემის მოსაშორებლად გამოიყენეთ თბილი წყალი. პროცედურის შემდეგ წაისვით დაამტენიანებელი კრემი. მოცემული საშუალება ღრმად წმენდს ჩვენს კანს, გვაშორებს მკვდარ უჯრედებს, პიგმენტურ ლაქებს, ათანაბრებს კანის ტონს, აგლუვებს პატარა ზომის ნაოჭებს და ახშობს ანთებით პროცესებს. როგორც უკვე გითხარით, მისი რეგულარული გამოყენებიდან ხანმოკლე დროში თქვენ სასიამოვნო ცვლილებებს აუცილებლად იხილავთ. კვირაში 1 ან 2 პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

</body>
</html>

ასე ფრჩხილები 3-ჯერ უფრო სწრაფად გაიზრდება! ლამაზი და ძლიერი ფრჩხილები 7 დღეში.
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23655">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

ასე ფრჩხილები 3-ჯერ უფრო სწრაფად გაიზრდება! ლამაზი და ძლიერი ფრჩხილები 7 დღეში.

<time class="op-published" datetime="Sun, 03 Sep 2023 08:50:23 +0300">Sun, 03 Sep 2023 08:50:23 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Sun, 03 Sep 2023 08:50:23 +0300">Sun, 03 Sep 2023 08:50:23 +0300</time>

admin

თითოეული ქალბატონი ოცნებობს გრძელ, ლამაზ და ძლიერ ფრჩხილებზე, რის გამოც ისინი ხშირად სილამაზის სალონებს მიმართავენ და საკმაოდ ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროცედურებს იტარებენ. დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, თუ როგორ მოუაროთ საკუთარ ფრჩხილებს სახლის პირობებში, დააჩქაროთ მათი ზრდის პროცესი და გააძლიეროთ ისინი. თუ თქვენ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ საშუალებას გამოიყენებთ, გაიმაგრებთ ფრჩხილის ფირფიტას და დაივიწყებთ ისეთი უსიამოვნო პრობლემის შესახებ, როგორიც მტვრევადი ფრჩხილებია. როგორ დავაჩქაროთ ფრჩხილის ზრდის პროცესი ინგრედიენტები: 1 ს.კ გვირილის მშრალი ყვავილები 1 ს.კ ოროვანდის ფესვი 1 ს.კ კრაზანას ბალახი 1 ს.კ მრავალძარღვას მშრალი ფოთლები 1 ლ მდუღარე წყალი ინსტრუქცია: მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი ერთ ჭურჭელში და დაასხით მდუღარე წყალი. 1 საათის შემდეგ გაფილტრეთ ნარევი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ჩაამატოთ მასში ნებისმიერი ეთერზეთი. მიღებული სითხე გადაიტანეთ ღრმა თასში და შეუდექით მარტივ კოსმეტიკურ პროცედურას. მოათავსეთ ხელები ამ თასში 30 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ წაისვით ხელებზე დამატენიანებელი კრემი. ხელების ამ აბაზანის გაკეთება რეკომენდირებულია კვირაში ოთხჯერ. დაახლოებით 7 დღეში მიღებული შედეგით მოხიბლი დარჩებით!

</body>
</html>

ეს მალამო ნამდვილი მონაპოვარია, თუმცა ყველამ არ იცის მისი თვისებები და სწორად გამოყენება.
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23641">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

ეს მალამო ნამდვილი მონაპოვარია, თუმცა ყველამ არ იცის მისი თვისებები და სწორად გამოყენება.

<time class="op-published" datetime="Wed, 30 Aug 2023 07:57:57 +0300">Wed, 30 Aug 2023 07:57:57 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Wed, 30 Aug 2023 07:57:57 +0300">Wed, 30 Aug 2023 07:57:57 +0300</time>

admin

ამჯერად, ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ კიდევ ერთი მალამოს შესახებ, რომელიც თითქმის ყველა საშინაო აფთიაქშია, თუმცა ყველამ არ იცის მისი ყველა სასარგებლო თვისების შესახებ. საუბარია ლევომეკოლის შესახებ. ეს მალამო ყოველთვის მზადაა თქვენს დასახმარებლად. მძლავრი ანტიბაქტერიული ეფექტის წყალობით, იგი სწრაფად უმკლავდება კანის დაავადებებს. ლევომეკოლის მალამო ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გახდა პოპულარული. ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, ამ პრეპარატმა, თავისი ეფექტურობის დამსახურებით, ქირურგიაში ერთ-ერთი მთავარი დამხმარის სახელი მიიღო. რაც მთავარია, მალამოს ხელმისაწვდომი ფასი აქვს, ხოლო მისი სარგებელი გაცილებით მეტია, სხვა წამლებთან შედარებით. ლევომეკოლის შემადგენლობაში შედის ორი აქტიური ნივთიერება: ქლორამფენიკოლი, რომელიც ანტიბაქტერიული პრეპარატია, გამოყენების საკმაოდ ფართო სპექტრით. იმუნოსტიმულატორი მეთილურაცილი - მასტიმულირებელი და მარეგენერირებელი ნივთიერება. მალამოს ანტიმიკრობული, ანთებისსაწინააღმდეგო და რეგენერაციული მოქმედება აქვს. ეს პრეპარატი დაგეხმარებათ შემდეგ შემთხვევებში: დამწვრობის დროს ლევომეკოლი წმენდს დამწვრობის ჭრილობას მკვდარი უჯრედებისგან. ასეთი ჭრილობის ზედაპირი შემდეგნაირად უნდა დაიმუშავოთ: პირველ რიგში, ჩამოიბანეთ დამწვრობა ცივი წყლით. შემდეგ, წაუსვით მალამო სტერილურ მარლას და დაიდეთ ჭრილობაზე. სახვევი ყოველდღე უნდა შეიცვალოთ. მალამო გამოიყენეთ ჭრილობის სრულ შეხორცებამდე. თუ მცირე ზომის საყოფაცხოვრებო დამწვრობა გაქვთ, მკურნალობის კურსი 5-14 დღეს უნდა შეადგენდეს. ბუასილი ბუასილის შემთხვევაში, გამოიყენეთ მალამო მხოლოდ გამწვავების პერიოდში, 10 დღის განმავლობაში. ანუსზე შეიზილეთ მალამო ძილის წინ, ყოველდღე. პროცედურამდე აუცილებელია ანალური ხვრელის კარგად ჩამობანა თბილი წყლით. ლევომეკოლი გეხმარებათ ანთების მოხსნასა და ბაქტერიების განადგურებაში. თუ კანზე ჩირქოვანი ჭრილობები და წყლულები გაჩნდა ლევომეკოლი კარგია იმით, რომ მას ნებისმიერი ჭრილობის დამუშავება შეუძლია - ჭრილობები, ნაკაწრები, მწერის ნაკბენები, ნაწოლები და ა.შ. თუ ჭრილობის დაჩირქებას ვერ მოერიდეთ, შემდეგნაირად მოიქეცით: დასაწყისისთვის, გამოიყენეთ ბამბის ან მარლის ტამპონები, ჩალბობილი ანტისეპტიკით, მოაშორეთ ჭრილობას ყველაფერი, რასაც გამოყოფს. შემდეგ დაიდეთ მალამო პირდაპირ ჭრილობაზე, ზემოდან კი დაიფარეთ ლევომეკოლით გაჟღენთილი მარლა. თუ გამოყოფილი ჩირქის რაოდენობა დიდია, სახვევი უნდა ცვალოთ დღეში რამდენჯერმე. დაიმუშავეთ ჭრილობა იმდენჯერ, რამდენიც საჭირო იქნება ჩირქოვანი გამონადენის სრულად შეწყვეტისთვის. ხოლო თუ დაჩირქებას გადაურჩით, აი, რა უნდა გააკეთოთ: პირველ რიგში, დაიმუშავეთ ჭრილობის მონაკვეთი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგითა და სამედიცინო სპირტით. დაიდეთ მალამო ზუსტად ჭრილობის ზედაპირზე, საჭიროებისამებრ კი შეიხვიეთ ჭრილობის მონაკვეთი. დამუშავება დღეში ერთხელ უნდა მოხდეს, ჭრილობის შეხორცებამდე. ჰაიმორიტისა და ყურის დაავადების დროს იმ შემთხვევაში, თუ ქრონიკული სურდო გაქვთ, დღეში 1-2-ჯერ შეიზილეთ ცხვირის ნესტოებზე ლევომეკოლი, ბამბის ჩხირების გამოყენებით. თუ ჰაიმორიტი გაქვთ, გაიკეთეთ  მარლის ტურუნდა, უხვად გაჟღინთეთ ლევომეკოლით და მოითავსეთ ნესტოებში. შემდეგ დაწექით, გადაწიეთ თავი უკან და გაჩერდით ასე 30 წუთით. შემდეგ გამოიღეთ ცხვირიდან ტურუნდები. პროცედურა დღეში 3-4-ჯერ უნდა გაიმეოროთ. ტურუნდების ჩასმამდე გამოიბანეთ ცხვირი მარილიანი წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით. მკურნალობის კურსი 5-7 დღეს მოიცავს. ზუსტად ასე უნდა მოიქცეთ, თუ გარე სასმენი არხის ანთება აღმოგიჩნდათ. მხოლოდ ტურუნდა ამჯერად მთელი ღამით უნდა გაიჩეროთ, მკურნალობის კურსი კი 5-10 დღე გრძელდება. თუ მუწუკები გაქვთ ლევომეკოლის მალამოს გამოყენება რეკომენდებულია ლოკალურად. დაიტანეთ ცოტაოდენი მალამო კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე. ამისთვის მალამო მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ. ღრძილების პრობლემები ამ შემთხვევაში, დაიტანეთ ლევომეკოლი ღრძილებზე აპლიკაციის სახით. ეს შემდეგნაირად უნდა გააკეთოთ: გამოივლეთ პირის ღრუ სალბის ნახარშით. შემდეგ, სტერილური ბამბის გამოყენებით, გააკეთეთ მილაკები და გაჟღინთეთ მალამოთი. შემდეგ დაიდეთ ისინი პირის დაზიანებულ მონაკვეთებზე რამდენიმე საათით. პროცედურა გაიმეორეთ დღეში ორჯერ, დაავადებების სიმპტომების სრულ გაქრობამდე. ასევე გირჩევთ უყუროთ ვიდეოს სახის კანის მოვლის სწორი მოვლის შესახებ

</body>
</html>

ღრმა ნაოჭების მოშორების თურქული რეცეპტი - გამოცდილი და ეფექტურია.
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23640">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

ღრმა ნაოჭების მოშორების თურქული რეცეპტი - გამოცდილი და ეფექტურია.

<time class="op-published" datetime="Wed, 30 Aug 2023 07:42:44 +0300">Wed, 30 Aug 2023 07:42:44 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Wed, 30 Aug 2023 07:42:44 +0300">Wed, 30 Aug 2023 07:42:44 +0300</time>

admin

შესაძლოა სულ რამოდენიმე წლის წინ შენი სახე თავისი ახალგაზრდული იერით განებივრებდათ, ახლა კი გაჩენილი ნაოჭები არ გაძლევენ მოსვენებას, თქვენ დაუყონებლივი მოქმედება გჭირდებათ! რჩევები-ს რედაქციას თქვენთვის შესანიშნავი რეცეპტი აქვს მომზადებული სახის კანის გასაახალგაზრდავებლად. ამ რეცეპტში შემავალი ყველა ინგრედიენტი ხელმისაწვდომია, არავითარი ეგზოტიკა. გამოხატული გაპრიალების ეფექტი დადგება პირველი პროცედურის თანავე -განა ეს ის არ არის რასაც თქვენ ეძებდით?! როგორ გავაახალგაზრდაოთ კანი დაიმახსოვრეთ, რომ ნებისმიერი ნიღაბი გაწმენდილ სახეზე კეთდება! ზოგიერთი კომპონენტები შესაძლოა ალერგიულ რეაქციას იწვევდეს, ამიტომ მგრძნობიარე კანის მფლობელებისთვის თაფლი და დარიჩინი უმჯობესია გამოირიცხოს. მათ მაგიერ შეგიძლიათ გამოიყენოთ კვერცხის გული. ინგრედიენტები: 3 სუფრის კოვზი სოდა 1 ჩაის კოვზი თაფლი 1 ჩაის კოვზი თხევადი E ვიტამინი (იყიდება აფთიაქებში) 1/4 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი 4 ჩაის კოვზი რძე ან ნაღები მომზადების წესი: შეურიეთ ყველა ინგრედიენტი: მასა საკმაოდ სქელი გამოგივათ. დაიტანეთ ეს მასა მსხვილ ფენად გაწმენდილ სახის კანზე და კისერზე, მოერიდეთ თვალებისა და ტუჩების არეს. აცადეთ გაშრობა. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, კანის მსუბუქად გახევით. ნიღაბის ჩამორეცხვის შემდეგ თქვენ მაშინთვე შეამჩნევთ კანის ფერის ცვლილებას, ის უფრო ნათელი გახდება ხოლო ფორები გაიწმინდება და შევიწროდება. გამოიყენეთ ეს ნიღაბი 2 ჯერ კვირაში, რომ თქვენი გარემოცვა ვეღარ ახერხებდეს თქვენი სილამაზისთვის თვალის არიდებას. თქვენს მეგობრებს აუცილებლად გაუჩნდებათ სურვილი გაიგონ თქვენი სუპერ რეცეპტის შესახებ, გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს და დაგვიტოვეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში.

</body>
</html>

დედა 55 წლისაა, თუმცა ყველას 30 წლის ჰგონია. მარტივი პროცედურა თქვენს კანს ათიოდე წლით გააახალგაზრდავებს
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23639">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

დედა 55 წლისაა, თუმცა ყველას 30 წლის ჰგონია. მარტივი პროცედურა თქვენს კანს ათიოდე წლით გააახალგაზრდავებს

<time class="op-published" datetime="Tue, 29 Aug 2023 09:28:08 +0300">Tue, 29 Aug 2023 09:28:08 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Tue, 29 Aug 2023 09:28:08 +0300">Tue, 29 Aug 2023 09:28:08 +0300</time>

admin

გამოვიყურებოდეთ ჩვენს რეალურ ასაკთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდად, ლამაზად და მიმზიდველად - თითოეული ქალბატონის სურვილი. ამ შედეგის მისაღწევად, როგორც წესი, ჩვენ დახმარებისთვის არაერთ კოსმეტიკურ პროდუქტსა და პროცედურას მივმართავთ, თუმცა საკმაოდ ხშირად აბსოლუტურუად უშედეგოდ. იმისათვის, რომ შუახნის ასაკშიც კი თინეიჯერი გოგონასავით გამოვიყურებოდეთ, აუცილებელია რეგულარულად კანის მკვდარი უჯრედების აქერცვლაზე და მოშორებაზე ზრუნვა. სწორედ ასეა შესაძლებელი კანის ნაადრევი დაბერების თავიდან არიდება, ნაოჭების გაგლუვება და საკუთარი თავის ვიზუალურად რამდენიმე წლით გაახალგაზრდავება. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ მარტვ და ხელმისაწვდომ საშუალებას, რომელიც მოცემულ დავალებას მინიმალურ დროში გაართმევს თავს. თუ მას რეგულარულად გამოიყენებთ, კანის მდგომარეობის გაუმჯობესებასაც ძალიან მალე შენიშნავთ. როგორ დავუბრუნოთ ახალგაზრდობა კანს თქვენ დაგჭირდებათ:  კალციუმის ქლორიდის 5-10%-იანი ხსნარი საბავშვო საპონი ბამბის დისკები კალციუმის ქლორიდის ხსნარის შეძენას შეძლებთ ნებისმიერ აფთიაქში, ხელმისაწვდომ ფასად. ინსტრუქცია:  გახსენით ამპულა. ბამბის დისკი დაასველეთ კალციუმის ქლორიდის ხსნარით და ნელი წრიული მოძრაობებით წაისვით ის სახის კანზე. აკეთეთ მსუბუქი მოძრაობები იქამდე, სანამ ეს საშუალება კანის ფორებში ბოლომდე არ შეიწოვება. როდესაც ხსნარი სახეზე შეგაშრებათ, გაიმეორეთ იგივე პროცედურა. საერთო ჯამში თქვენ უნდა შეასრულოთ 5 გამეორება. თუ მსუბუქი წვის ან ჩხვლეტის შეგრძნებამ შეგაწუხათ, ამაში საგანგაშო არაფერია. როდესაც კალციუმის ქლორიდის ხსნარის ბოლო ფენა შეგაშრებათ, დაისველეთ თითის ბალიშები, აიქაფეთ საბავშვო საპნით და იკეთეთ მსუბუქი მასაჟი მთელ სახეზე. საბავშვო საპონი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სარეცხი საპნითაც. კანის საპნით კარგად დამუშავების შემდეგ ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი. რატომ არის ეს მეთოდი ეფექტური?  საქმე იმაშია, რომ კალციუმის ქლორიდი შედის რეაქციაში კალიუმისა და ნატრიუმის ფენებთან, რომელთაც საბავშვო საპონი შეიცავს, რის შედეგადაც წარმოიქმნება კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი და უხსნადი კალციუმის მარილი. თითოეული ეს ნივთიერება ეფექტურად გვაშორებს მკვდარ უჯრედებს და აქვს დადებითი გავლენა ჩვენი კანის მდგომარეობაზე. აუცილებლად გამოიყენეთ ეს საშუალება და პირობას გაძლევთ, სასიამოვნო ცვლილებები არ დააყოვნებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

</body>
</html>

კანის ნაადრევი დაბერების 5 ძირითადი მიზეზი, რომლის უგულვებელყოფაც არ შეიძლება.
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23635">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

კანის ნაადრევი დაბერების 5 ძირითადი მიზეზი, რომლის უგულვებელყოფაც არ შეიძლება.

<time class="op-published" datetime="Mon, 28 Aug 2023 09:35:16 +0300">Mon, 28 Aug 2023 09:35:16 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Mon, 28 Aug 2023 09:35:16 +0300">Mon, 28 Aug 2023 09:35:16 +0300</time>

admin

5 ძირითადი მიზეზი არსებობს, რაზეც ჩვენი კანის სილამაზე და ახალგაზრდობა არის დამოკიდებული და რომლებიც მის სიბერეზე გავლენას ახდენენ. 1. წყალი როცა ასტრონავტები სხვა პლანეტაზე სიცოცხლეს ეძებენ, პირველ რიგში წყალს ეძებენ. წყლის გარეშე ვერც ერთი ცოცხალი არსება ვერ იარსებებს. ტენის ნაკლებობა კანის აქერცვლას და ნაოჭების გაჩენას იწვევს. ხშირი და დიდი რაოდენობით წყლის დალევა კანს აუცილებელი წყლით ვერ უზრუნველყოფს. უბრალო დაბანაც საკმარისი არაა. გაუწყლოებული კანი დროთა განმავლობაში სტურქტურას იცვლის, ამიტომ უწყვეტლივ უნდა დაატენიანოთ ისეთი საშუალებებით, რომლებიც წყლის მოლეკულებს აკავებენ. დამატენიანებლები არსებობს დამხშობი (კანის ზედაპირზე ფირს ქმნიას, რომელიც ტენს აორთქლების საშუალებას არ აძლევს), საკუთრივ დამატენიანებელი და ბიოდერმულად აქტიური (კანის რქოვან ფენას აღადგენს და დაცვას ზრდის). 2. მზე მზის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა. მზის დეფიციტი დეპრესიასაც კი იწვევს, მაგრამ როგორც ამბობენ, ყველაფერი კარგია ზომიერად. მზის სხივების ზემოქმედებით კანის უჯრედები ჟანგვითი სტრესის პირობებში მუშაობას იწყებენ, ამიტომ კანი უხეშდება და მოქნილობას კარგავს. ასე 30-40 წლის შემდეგ კანის პიგმენტაცია მოყვითალო ფერს იძენს და სისხლძარღვების ვარსკვლავები ჩნდება. 40 წლის შემდეგ ნაოჭები უკვე მთელ სახეზე ჩნდება. რა თქმა უნდა, მზისგან დამცავი კრემები არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ მთელი წელი უნდა გამოიყენოთ და კანი მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან დაიცვათ. 11:00-დან 17:00 საათამდე რუჯის მიღება რეკომენდებული არაა. 3. სტრესი არსებობს ასეთი გამოთქმა: „ყველა დაავადება სტრესით გამოწვეულია“. ცხოვრებისეული აღელვება უკვალოდ არ ქრება. ის ორგანიზმში გროვდება და ნერვული სისტემების დარღვევას იწვევს, რაც კანის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ცხოვრების ამჟამინდელი ტემპით შეუძლებელია არ ინერვიულოთ. სწორედ ამიტომ, პიტნის ჩაი დალიეთ, კანისთვის კი ყინულის მასაჟი გაიკეთეთ. ამისთვის სალბის ან გვირილას ნაყენი წინასწარ გაყინეთ და დილით სახე ასეთი ყინულის კუბებით დაიმასაჟეთ. ასეთი მასაჟის წყალობით სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება და კანი დაჭიმული გახდება. 4. სიგარეტი თამბაქოს მოწევის დროს კანის მოქნილობა მცირდება. კანი ჟანგბადის და მკვებავი ნივთიერებების საკმარის რაოდენობას ვერ იღებს. მწეველებს ჩვეულებრივ მონაცრისფერო სახე აქვთ, თავად კანი კი ჩამოწელილი და უსიცოცხლოა. 5. ტოქსინები ორგანიზმში ტოქსინების დაგროვება საჭმლის მონელების პრობლემებს, წონის მატებას და თმის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. ტოქსინებით გადატვირთვის დროს შემაერთებელი ქსოვილები იტანჯება - კანი მოქნილობას და ელასტიკურობას კარგავს. ტოქსინების გაწმენდის შედეგად ნივთიერებათა ცვლას დააჩქარებთ და კანის მდგომარეობას გააუმჯობესებთ. მხედველობაში იქონიეთ, რომ ვიტამინების დეფიციტი კანის ნაადრევი დაბერების რისკს ზრდის. მაგალითად, E ვიტამინს ხალხში სილამაზის ვიტამინს უწოდებენ, რადგან ის ჟანგვითი რადიკალების დამანგრეველ მოქმედებას აფერხებს და ამით კანის დაბერებას ხელს უშლის. თქვენი კვება როგორი მრავალფეროვანიც არ უნდა იყოს, გაზაფხულზე ავიტამინოზის დროს სჯობს ვიტამინების დანამატები მიიღოთ.

</body>
</html>

ქალები მასიურად ამბობენ უარს ტონალურ კრემზე - რატომ?
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23614">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

ქალები მასიურად ამბობენ უარს ტონალურ კრემზე - რატომ?

<time class="op-published" datetime="Thu, 21 Oct 2021 18:21:15 +0300">Thu, 21 Oct 2021 18:21:15 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Thu, 21 Oct 2021 18:21:15 +0300">Thu, 21 Oct 2021 18:21:15 +0300</time>

admin

მაკიაჟი - ეს მთელი ხელოვნებაა. ბოლო დროს წამოვიდა ზომიერი და ცოტა დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენების ტენდენცია. ეს ამტკიცებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ბუნებრივი სილამაზე ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ქალს არ უყვარს მკვეთრი მაკიაჟი, მხოლოდ ტუშით, ტონალურით და ტუჩსაცხით შემოიფარგლება. დღეს rchevebi.com -ის ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ უნდა გამოიყენოთ ტონალური კრემი და როდის უნდა თქვათ უარი მასზე. როგორ გამოვიყენოთ ტონალური კრემი ტონალური კრემი - საშუალება, რომელიც გვიუმჯობესებს კანის ფერს და ფარავს ნაკლოვანებებს. მისი სწორი გამოყენების შედეგად შეგიძლიათ დაფაროთ სიშავეები თვალის ქვემოთ და შენიღბოთ პრობლემები კანზე. ტონალურ კრემს ყოფენ ტექსტურის სისქის მიხედვით. მსუბუქი განკუთვნილია ნორმალური კანისთვის და მცირე სიწითლეების დასაფარად. სქელი ტექსტურა უკვე განკუთვნილია პრობლემური კანისთვის. მნიშვნელოვანია, წასმამდე გაისუფთავოთ და დაიტენიანოთ სახის კანი. სახე უნდა გაიწმინდოთ ტონიკით, რომელიც არ შეიცავს სპირტს და არ აშრობს კანს. თუ გასაწმენდად იყენებთ მიცერალურ წყალს, შემდეგ აუცილებლად ჩამოიბანეთ და გაიწმინდეთ ის, რადგან თუ დაიტოვებთ, მაკიაჟი დიდხანს ვერ გაძლებს სახეზე. დასატენიანებლად გამოიყენეთ შრატი, კრემი ან ზეთი. ცხიმია კანს კარგად გაწმენდა და მსუბუქი საშუალებებით დატენიანება ჭირდება. ტონალურის ქვეშ ისმევენ პრაიმერს. ის დამატენიანებლის ფუნქციასაც ასრულებს, აძლევს კანს ნათელ და მატირებულ ეფექტს. ტონალურ კრემს ისმევენ ფუნჯით, სპონჟით ან თითებით. სპონჟი ყველაზე უკეთ სპონჟი ანაწილებს, მაგრამ მისი გამოყენების დროს მეტი იხარჯება. ამიტომ ჯერ დაიტანეთ კრემი სახეზე თითებით და მერე გადაინაწილეთ სპონჟით. ამის შემდეგ დაიტანეთ სახეზე კონსილერი, კორექტორი, ფერუმარილი, ან დატოვეთ სახე მაქსიმალურად ბუნებრივ ფორმაში, უბრალოდ შეიფერადეთ ლოყები. როდის არ უნდა გამოვიყენოთ ტონალური კრემი? ქალები ცდილობენ იდეალური ტონის პოვნას და საერთოდ არ უყურებენ კრემის შემადგენლობას. პირველი წესი - ყოველთვის წაიკითხე, თუ როგორ კანისთვის არის განკუთვნილი ის, ყურადღება მიაქციეთ ვადას. ყველა ადამიანს სხვადასხვა ტიპის კანი აქვს, ხოლო კრემის შემადგენლობამ შეიძლება პრობლემა გამიწვიოს. სქელი ტექსტურის ტონალური კრემი კარგად ფარავს ნაკლოვანებებს, მაგრამ აქვს ნიღბის ეფექტი. პრობლემური კანი ცუდად რეაგირებს გამღიზიანებელზე, შეიძლება გაჩნდეს აგრეთვე ალერგიული რეაქცია. შემთხვევაში, ჯობია, უარი თქვათ დეკორატიულ კოსმეტიკაზე და მიაკითხოთ სპეციალისტს. პირველ რიგში, აუცილებელია იზრუნოთ ჯანმრთელობაზე, ხოლო ჯანმრთელი და მოვლილი ადამიანი, ყოველთვის ლამაზად გამოიყურება. ნაკლის დაფარვის მაგივრად, იზრუნეთ მის აღმოფხვრაზე. თანამედროვე კოსმეტიკურ კაბინეტებში ეფექტურად ებრძვიან ბევრ პრობლემას. პირველ რიგში, მიაქციეთ ყურადღება კვებას, ძილს და ჯანსაღი ცხოვრების წესს. ხშირად, რაციონის და რეჟიმის კორექტირება, მავნე ჩვევებზე უარის თქმაა საკმარისი პრობლემის მოსაგვარებლად. იყავით ჯანმრთელი და ლამაზი უამრავი კოსმეტიკის გარეშეც. თქვენ რომელ კოსმეტიკურ საშუალებას იყენებთ ყველაზე ხშირად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

</body>
</html>

აღარ ვსივდები და სახეც დამეჭიმა. გაჩვენებთ მასაჟის მარტივ ტექნიკას, რომელიც პროფესიონალმა მასაჟისტმა გამიზიარა
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23613">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

აღარ ვსივდები და სახეც დამეჭიმა. გაჩვენებთ მასაჟის მარტივ ტექნიკას, რომელიც პროფესიონალმა მასაჟისტმა გამიზიარა

<time class="op-published" datetime="Tue, 19 Oct 2021 16:33:25 +0300">Tue, 19 Oct 2021 16:33:25 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Tue, 19 Oct 2021 16:33:25 +0300">Tue, 19 Oct 2021 16:33:25 +0300</time>

admin

მოგესალმებით! დღეს rchevebi-ის რედაქცია გთავაზობთ სტატიას, რომელშიც კისრის გაშეშების საწინააღმდეგო მასაჟია აღწერილი. ცოტა ხნის წინ კისერი გამიშეშდა: თავს ვერც ვატრიალებდი და ვერც ვხრიდი. ექიმები ერთხმად ამბობდნენ, რომ ,,გადავიძაბე”. ერთმა, მეტად პროგრესულმა სპეციალისტმა კი ტეიპი მიმაკრო და მასაჟზე გამგზავნა. მე კი ვიფიქრე: ,,რანაირი მკურნალობაა, მხოლოდ მასაჟი და პლასტირი?”, მაგრამ სხვა არაფერი არ დამინიშნეს. ამიტომ, დავიწყე პროფესიონალი მასაჟისტის ძებნა სპეციალურ საიტზე. ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო, რომ სეანსები ჩატარებული საღამოს საათებში, ამიტომ პოლიკლინიკა თავისთავად გამოირიცხა. ჩემს პატარა ქალაქშიც კი რამდენიმე ათეული მასაჟისტი აღმოჩნდა, მათ შორის იყვნენ, როგორც ახალბედები, ასევე ეგზოტიკური პრაქტიკების გურუებიც, თანაც იმდენნი, რომ მთელ სპა კურორტს ეყოფა. მე ამოვირჩიე ეკატერინე. იგი მე მაშინვე მომეწონა: განათლებაც შესაბამისი აქვს და გავლილი კურსების სიაც შთამბეჭდავია. მას აქვს საკუთარი კაბინეტი და ჰყავს კმაყოფილი კლიენტები. 10 სეანსში იგი არა მარტო გაუმკლავდა ჩემს პრობლემას, არამედ ილეთებიც მასწავლა, რომლებიც ძალიან სჭირდებათ გაჯეტებით მცხოვრებ ადამიანებს. სიამოვნებით გიზიარებთ მათ თქვენც. ძალიან მნიშვნელოვანი კუნთი ჩემი პრობლემები განვითარდა უმეტესად სტერნო-კლეიდო-მასტოიდური კუნთების დაძაბვის გამო. ეს კუნთები აკავშირებს მკერდის, ლავიწის და თავის ქალას ძვლებს. კუნთების სიახლოვეს განლაგებულია სისხლის მიმოქცევის და ლიმფური სისტემის მნიშვნელოვანი კვანძები, ამიტომ ჰიპერტონუსი იწვევს, არა მხოლოდ მოძრაობის პრობლემას, რაც ჩემს შემთხვევაში იყო, არამედ მთელ რიგ სხვა პრობლემებს, როგორიცაა შეშუპება, არასასიამოვნო შეგრძნებები, სახის და კისრის ასიმეტრია, ,,ვენერას რგოლების” გაჩენა. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ვისწავლოთ ამ კუნთების მოდუნება. ნაბიჯი 1. ვათბობთ მასაჟის წინ, კუნთი ოდნავ უნდა შევათბოთ. ამისთვის, თავი შეაბრუნეთ საპირისპირო მხარეს 45 გრადუსით და ოდნავ დასწიეთ ცხვირი. სტერნო-კლეიდო-მასტოიდური კუნთი მკვეთრად გამოყოფა. თითების ძვლებით გადაადგილდით კუნთზე ყურის ბიბილოდან ქვემოთ ლავიწისკენ 4 - 5 ჯერ. ძლიერი დაწოლა საჭირო არ არის. არ უნდა იყოს არასასიამოვნო შეგრძნებები. მეტი კომფორტისთვის, შეგიძლიათ წაისვათ ცოტაოდენი ზეთი ან კრემი. ნაბიჯი 2. მოვადუნოთ ლავიწის სიახლოვეს აკურატულად დავიჭიროთ კუნთი დიდი და საჩვენებელი თითებით და მსუბუქი ჩქმეტითი მოძრაობებით ავიდეთ დაბლიდან მაღლა - ყურის ბიბილოსკენ. გაიმეორეთ 5 ჯერ. ზოგიერთი წერტილი შესაძლოა მტკივნეულად რეაგირებდეს ჩქმეტაზე, ამიტომ დაუთმეთ ცოტა მეტი დრო, უფრო დიდხანს დაამასაჟეთ და ნელ-ნელა გაზარდეთ დაჭერის ძალა. ნაბიჯი 3. დავჭიმოთ გადახარეთ თავი მხრისკენ, ეცადეთ ლოყით შეეხოთ ლავიწს ისე, რომ სტერნო-კლეიდო-მასტოიდური კუნთი მაქსიმალურად შეიკუმშოს. დარჩით ამ მდგომარეობაში 3 - 5 წამის განმავლობაში. ჩასუნთქვისას ასწიეთ თავი და ნიკაპი გადაატრიალეთ დიაგონალზე იმისთვის, რომ კუნთი დაიჭიმოს (იხ. ქვემოთ მოცემული მეორე ფოტო). ამ მდგომარეობაში გააკეთეთ სრული ღრმა ამოსუნთქვა. გაიმეორეთ სამჯერ. თქვენ უნდა იგრძნოთ კუნთის დაჭიმვა. არ დაუშვათ მტკივნეული შეგრძნებები. სიმეტრიულად გაიმეორეთ ყველა მოძრაობა მეორე კუნთზეც. პირველი მასაჟის შემდეგ, უკვე შეგვიძლია შევნიშნოთ, რომ კისერი ოდნავ დაგრძელდა და თავი კი გვინდა რომ უფრო მაღლა გვეჭიროს. ყოველდღიური მასაჟის შედეგად ქრება შეშუპება სახის ქვედა მესამედი ნაწილიდან: ბოლო დროს მის შესახებ დავივიწყე კიდეც. სტერნო-კლეიდო-მასტოიდური კუნთების მასაჟი ყოველთვის მეხმარება სამუშაო დღის ბოლოს: იგი ხსნის კისრის დაძაბულობას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მე ვგეგმავ, რომ ყოველ 6 თვეში ერთხელ ჩავიტარო კისერ-საყელოს ზონის მასაჟი. ვფიქრობ, რომ იგი სასარგებლო იქნება ოფისში მომუშავე ყველა ადამიანისათვის, ვისაც ,,გაჯეტური” კისრები აქვთ.

</body>
</html>

ბებიაჩემს ჭაღარა სიბერემდე არ ჰქონია. არავითარი ძვირფასი საშუალება, მხოლოდ ,,ბოსტნის” კოსმეტიკა
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23608">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

ბებიაჩემს ჭაღარა სიბერემდე არ ჰქონია. არავითარი ძვირფასი საშუალება, მხოლოდ ,,ბოსტნის” კოსმეტიკა

<time class="op-published" datetime="Tue, 12 Oct 2021 22:05:16 +0300">Tue, 12 Oct 2021 22:05:16 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Tue, 12 Oct 2021 22:05:16 +0300">Tue, 12 Oct 2021 22:05:16 +0300</time>

admin

მოგესალმებით! rchevebi-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, საუბარია - გაჭაღარავებული თმის შენიღბვის ბუნებრივ საშუალებაზე. უამრავი ქალი, თმას მხოლოდ ჭაღარა თმების გამო იღებავს. უამრავი ქალი სიხარულით იტყოდა უარს საღებავზე და თმის ფერის ყოველთვიურ განახლებაზე, რაც არც ისე კარგად მოქმედებს თმის ხარისხზე. მაგრამ, არ შეუძლიათ ამის გაკეთება, მხოლოდ იმის გამო, რომ აუცილებელია ჭაღარის ასეთი სახით ,,შენიღბვა”. ბოლო წლებში, პოპულარული ხდება ტრენდი ,,ჭაღარის დაბრუნება”, ანუ ჭაღარის შეღებვის და შენიღბვის მაგიერ, სტილისტი სთავაზობს კლიენტს - შეიღებოს თმა ფერფლისფერ ტონებში. ასეთი ტრენდი ყველას გემოვნებაში არ ჯდება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ ყველა ქალს არ მოუხდება ასეთი თავისებური ფერი და რამდენიმე ზედმეტ წელსაც მოუმატებს. იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ჭაღარას, უამრავი რჩევა არსებობს. ბებიაჩემს 70 წლის ასაკშიც კი, ჭაღარა პრაქტიკულად არ ქონია. მაშინ, როდესაც დედამისს და მის დებს, ჭაღარა საკმაოდ დიდი რაოდენობით ჰქონდათ, უკვე 50 წლის ასაკში. ბებიაჩემის თქმით, პირველი რამდენიმე ჭაღარა თმა დაახლოებით 40 წლის ასაკში გაუჩნდა და ამ პერიოდიდან დაწყებული, მისი ერთ-ერთი ნაცნობის რჩევით, მან დაიწყო თმის გავლება ჭინჭრის ნაყენით. ჭინჭარს იგი თავად აგროვებდა და ნაყენსაც თვითონვე ამზადებდა. თავისთავად, ის თმები, რომლებიც უკვე გაჭაღარავებულია, ასევე დარჩება პიგმენტის გარეშე და ძველი ფერი არ დაუბრუნდება - ყოველ შემთხვევაში ერთი-ორი გამოყენების შემდეგ. ზოგადად, ბებია ამბობდა, რომ მას შეუმცირდა ჭაღარა თმების რაოდენობა, მაგრამ მე ამის მტკიცებას არ დავიწყებ. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჭაღარა თმას შესაძლებელია დაუბრუნდეს საკუთარი ბუნებრივი ფერი და ეს დამტკიცებული ფაქტია. ჩაატარეს გამოკვლევები, რომლებმაც აჩვენა, რომ ეს შესაძლებელია სტრესის შემცირებით. ჭაღარა თმას, რამდენიმე თვის განმავლობაში შესაძლებელია დაუბრუნდეს პირვანდელი ფერი, თუ ადამიანს შეუმცირდება სტრესის დონე. ასეთი დასკვნები გამოიტანეს კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა. რის თქმა შეგვიძლია? ალბათ ასეთი სავლები ხელს უშლის ახალი ჭაღარა თმების გაჩენას. მითუმეტეს, რომ ჭინჭარი, უფრო ზუსტად კი - მისი ექსტრატი, უამრავი ძვირადღირებული ჭაღარის საწინააღმდეგო შრატის და ლოსიონის შემადგენლობაში შედის. როგორ მოვამზადოთ: უნდა მომზადდეს ჭინჭრის სქელი ნარევი. ამისთვის, 100 მლ ცხელ წყალს უნდა შევურიოთ 3 - 4 სუფრის კოვზი მშრალი ჭინჭარი. დავაცადოთ 20 წუთი და შევიზილოთ თმის ძირებში. ჩამოვიბანოთ 10 წუთის შემდეგ. ამ მეთოდს არასასიამოვნო ეფექტი გააჩნია: ჭაღარა თმა შესაძლოა გამწვანდეს, ეს არა მგონია ვინმეს მოეწონოს. მწვანე ფერის მოსაშორებლად და ამავე დროს, არსებული ჭაღარის შესანიღბავად, საჭიროა კიდევ ერთი სავლები ლოსიონის მომზადება. იგი მზადდება მუხის ქერქისგან. ნარევის ინტენსიურობა დამოკიდებულია თქვენი თმის ფერზე, რაც უფრო მუქია თმა, მით უფრო ძლიერი ნარევი უნდა მომზადდეს. გადაივლეთ მომზადებული სავლებით თმა და ჭაღარა შეინიღბება ან უფრო ნაკლებ გამოხატული გახდება. სწორედ ასეთი გზით იღებავს ჭაღარას უამრავი ქალი, საღებავის გარეშე. ეს მეთოდი ძალიან პოპულარული იყო, მრავალი ათეული წლის წინ.

</body>
</html>

კორეელი ქალების საიდუმლო: როგორ აღწევენ მინის კანის ეფექტს
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23606">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

კორეელი ქალების საიდუმლო: როგორ აღწევენ მინის კანის ეფექტს

<time class="op-published" datetime="Mon, 11 Oct 2021 12:45:21 +0300">Mon, 11 Oct 2021 12:45:21 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Mon, 11 Oct 2021 12:45:21 +0300">Mon, 11 Oct 2021 12:45:21 +0300</time>

admin

ახლახანს ერთ–ერთი კორეული დრამის ყურება დავიწყე. პირველი სეზონის მე-12 სერიამდე ვერ ვხვდებოდი, რამდენი წლის იყო მთავარი როლის შემსრულებელი. სიუჟეტის მიხედვით ახალგაზრდა გოგონაა. როგორც აღმოჩნდა, მსახიობი 40 წელს გადაცილებულია. ასე ყოველი მეორე კორეელი ქალი გამოიყურება. მათი მინის კანი გვაოცებს და გვაიძულებს გვშურდეს. rchevebi-ს რედაქცია ეცდება გაარკვიოს, რა არის მათი საიდუმლო. კორეულ კოსმეტიკაზე ბუმმა მთელი მსოფლიოს ქალებს კანის მოვლისადმი დამოკიდებულების გადახედვა აიძულა. რა თქმა უნდა, როცა ქილები ბრჭყვიალებით და ჩაფიქრებული ფორმებით ბზინავს, მათ შემადგენლობას კი გემრიელი სურნელი აქვს, თავის შეკავება შეუძლებელია. თან მინის კანი წარმოუდგენლად მაცდუნებლად გამოიყურება. ამ ბზინვარებისთვის ყველაფერს გავიღებდი! კორეული ტრენდი თუ კორეელ ქალს ჰკითხავთ, როგორ გამოიყურება ახალგაზრდა ქალი, გიპასუხებთ: „როგორც მინა“. ამაშია მთელი ტრენდის არსი. ისედაც გასაგებია, რომ ახალგაზრდა კანი სახის თანაბარ ფერს, უხილავ ფორებს და მაქსიმალურად გამოხატულ ბზინვარებას ნიშნავს. ამ კითხვაზე დაფიქრების შემდეგ მივხვდი, რა არის კორეელი ქალების მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო. ისინი არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ჭკვიანი ქალები არიან. მათ ესმით, რომ ბზინვარე კანი ნაოჭებს და სხვა ნაკლოვანებას ვიზუალურად ფარავს. მაშინ, როცა ამერიკელები და ევროპელები სახეს გლუვი ტონის ქვეშ მალავენ, კორეელი ქალები სახეს პრიალა ფაიფურის ეფექტს ანიჭებენ. როგორ მივიღოთ მინის კანი კორეელი ქალების სახის მოვლის სტრატეგია ერთ ფრაზაში ასე ჟღერს: „არანაირი ცხიმიანი და მკვებავი კრემები!“ დამეთანხმეთ, მათზე უარის თქმა, განსაკუთრებით ზამთარში რთულია. კორეელი ქალები კანის დატენიანებას უფრო ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე გამოკვებას. სახის დასაცავად ფენებად მოვლას იყენებენ. კორეელი ქალები მსუბუქი ტექსტურის კოსმეტიკას ხმარობენ, მაგრამ მას დღეში რამდენჯერმე და რამდენიმე ფენად ისმავენ. მაგალითად, ქალები ადრე დგებიან, რომ კანი პილინგით გააპრიალონ, გელშრატის და მასზე მსუბუქი შრატის ან ესენციის წასმა მოასწრონ. ეფექტს დამატენიანებელი კრემით აფიქსირებენ. რამდენიმე წუთში მსუბუქ ტონს ისვამენ და სამსახურში მიდიან. გრძელი პროცესია, ასეა? სიტყვაზე, ჰიალურონის მჟავის ან C ვიტამინზე დაფუძნებულ შრატებს იყენებენ, რომლებიც კანს ბზინვარებას ანიჭებენ. მსგავსი მოვლის გამოყენებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ულტრაიისფერი სხივებისგან კანის დაცვა არ დაგავიწყდეთ. მაგალითად, შეგიძლიათ შეფერილი მზისგან დამცავი გამოიყენოთ. მინის კანი მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. დილის პროცედურა მინიმუმ 5 კოსმეტიკურ საშუალებას მოიცავს, თან დროც სჭირდება. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ არა ერთი ხრიკი იპოვოთ, როგორ მიიღოთ მინის კანი მაკიაჟის დახმარებით. ბზინები და ჰაილაითერები დაგეხმარებათ! ნამდვილი ხელოვნებაა კანს თავის მოვლის კოსმეტიკით ჯანსაღი იერი მიანიჭოთ! თუ რთული გზა აირჩიეთ, დღეში 10 პროცედურისთვის მოემზადეთ. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ კანი მდიდრული ბზინვარებით მადლობას გეტყვით!

</body>
</html>

სააფთიაქო კრემი, რომელსაც შემოდგომის მოახლოებისას ვიყენებ: მას ვისვამ მხოლოდ ნაოჭებსა და პიგმენტაციებზე
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23599">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

სააფთიაქო კრემი, რომელსაც შემოდგომის მოახლოებისას ვიყენებ: მას ვისვამ მხოლოდ ნაოჭებსა და პიგმენტაციებზე

<time class="op-published" datetime="Sun, 26 Sep 2021 20:09:36 +0300">Sun, 26 Sep 2021 20:09:36 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Sun, 26 Sep 2021 20:09:36 +0300">Sun, 26 Sep 2021 20:09:36 +0300</time>

admin

მოცემულ სტატიაში მოგიყვებით კრემზე, რომელსაც ვიყენებდი ბოლო 3 კვირის განმავლობაში. მას ვისვამდი არა მთლიან სახეზე, არამედ თვალის უპეებსა და პიგმენტურ ლაქებზე. პიგმენტური ლაქები განსაკუთრებით შვებულების შემდეგ მეტყობა, ისინი კრემისფერია, კანის ბუნებრივ შეფერილობაზე ოდნავ მუქი. მუდმივად ვიყენებ მზისგან დამცავ საშუალებებს, ისინი რომ არა, ლაქები ყავისფერიც შეიძლება იყოს. წარმოგიდგენთ კრემს REDERMIC RETINOL La Roche-Posay-გან. რეტინოლი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინგრედიენტია ფოტოდაბერებასთან წინააღმდეგ ბრძოლაში. შარშან მოვახერხე სრულად გამექრო პიგმენტაციები მოცემული კრემის დახმარებით. წელს შედარებით რთულ მდგომარეობაში ვარ, ამიტომ ორი ტუბის ყიდვა დამჭირდება. სამი კვირაა მას ვიყენებ და უკვე ვხედავ შედეგს. კრემი საკმაოდ მსუბუქია, კარგად ნაწილდება კანზე. ვერ ვიტყვი, რომ კარგად გამოხატული ნაოჭები მაქვს, კანზე საკმაოდ მრავალი ნათელი ლაქა აღმენიშნება, მათ შორის, მსხვილი პიგმენტური ლაქები- ყვრიმალებსა და შუბლზე. მოცემული კრემი იმით მომწონს, რომ ის აღიავებს კანს და ავსებს ფორებს. უკეთესი შედეგის მისაღებად ვცდილობ საშუალება პიგმენტაციაზე დავიტანო საკმაოდ სქლად, თავიდან ვიჩერებ 2 წუთით, შემეგ კი ვანაწილებ მთელ სახეზე. ბევრი ადამიანი პიგმენტაციის წინააღმდეგ იყენებს ჰიდროქიონის შემცველ კრემებს, რომლებიც უფრო ეფექტურია, თუმცა ნაკლებ უსაფრთხო.

</body>
</html>

თვალის მარტივი მაკიაჟი, რომელიც უხდება საერთოდ ყველას და ნებისმიერ ასაკში.
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23594">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

თვალის მარტივი მაკიაჟი, რომელიც უხდება საერთოდ ყველას და ნებისმიერ ასაკში.

<time class="op-published" datetime="Wed, 18 Aug 2021 18:02:51 +0300">Wed, 18 Aug 2021 18:02:51 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Wed, 18 Aug 2021 18:02:51 +0300">Wed, 18 Aug 2021 18:02:51 +0300</time>

admin

მრავალრიცხოვანი თხოვნის გამო, გთავაზობთ გაკვეთილს, როგორ შევქმნათ საბაზისო ფენა სმოქი-აიზ მაკიაჟისთვის. საბაზისო ფენის შესაქმნელად დაგვჭირდება: რტყელი სინთეტიკური ფუნჯი;სქელი სინთეტიკური ფუნჯი. თვალის ტინტი, თქვენ რომელიც გნებავთ. მე ვხმარობ ტინტს -Beautydrugs by Koffka the cat. მე იგი მომწონს იმიტომ, რომ აქვს სუფთა ფერების საუკეთესო არჩევანი. კარგად ფიქსირდება კანზე, კარგად იტუშება და საკმაოდ წებოვანია იმისთვის, რომ შეიკავოს ნებისმიერი პიგმენტი.აგრეთვე, შეიძლება კრემისებური ჩრდილების, სერტიფიცირებული მატის პომადების და სხვა პროდუქტების გამოყენებაც. არჩევანი თქვენზეა. 1. ფანქარ-კაიალით დავიმუშაოთ წამწამებსშორისი ხაზი.აუცილებელია ავწიოთ სარკე მაღლა იმისთვის, რომ უძრავი და მოძრავი ქუთუთო ერმანეთს შეეხოს. ბრტყელი ფუნჯით გავავლოთ რკალი, ქუთუთოების შეერთების ადგილზე, ისე რომ ტინტი დაჯდეს შეერთების ხაზიდან 1 - 2 მმ-ით მაღლა, როდესაც მაღლა ვიხედებით. 2. გავლებული რკალიდან წამწამებამდე - ქუთუთოს ვფარავთ ტინტით.ვხატავთ ხაზს ქვედა წამწამის გაყოლებაზე. 3. ვაერთებთ ხაზს რკალთან. შედეგად უნდა მივიღოთ ტინტით თვალის აი ამ ფორმით დაფარვა: ვიღებთ სქელ ფუნჯს და ვტუშავთ ტინტს მიღებული ფორმის ბოლოებში. ძირითად ფერს არ ვეხებით, ვამუშავებთ მხოლოდ კიდეებს.ვეცადოთ დავიცვათ დატუშვის მიმართულება:

</body>
</html>

ნაკლები - უკეთესია: დერმატოლოგებმა აგვიხსნეს, რატომ არ უნდა იყოს აქტიური ინგრედიენტები ბევრი
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23593">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

ნაკლები - უკეთესია: დერმატოლოგებმა აგვიხსნეს, რატომ არ უნდა იყოს აქტიური ინგრედიენტები ბევრი

<time class="op-published" datetime="Mon, 02 Aug 2021 19:28:55 +0300">Mon, 02 Aug 2021 19:28:55 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Mon, 02 Aug 2021 19:28:55 +0300">Mon, 02 Aug 2021 19:28:55 +0300</time>

admin

ყველაფერი კარგია ზომიერად. ეს მარტივი ჭეშმარიტება, სამწუხაროდ, ხშირად ამოგვივარდება ხოლმე თავიდან (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ახალი კოსმეტიკის შეძენას ეხება). დერმატოლოგები მოგვიწოდებენ - არ დავიტაცოთ ყველაფერი ერთბაშად და განსაკუთრებული ყურადღებით მივუდგეთ მოვლის საშუალებების არჩევას. თავის მოვლის საშუალებების ბიუთი-მინიმალიზმი სულ უფრო ახალ ფორმებს იძენს. უკანასკნელი ტრენდია - ,,მიკროდოზირება”, რომელსაც საფუძვლად უდევს იდეა, რომ გამოვიყენოთ მხოლოდ კანისთვის აუცილებელი კრემები და შრატები, რომლებიც ,,მოკრძალებული” შემადგენლობისაა. ,,ძალიან დიდი რაოდენობის პროდუქტების გამოყენებამ, შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს კანზე და გამოიწვიოს ანთება, სიწითლე, ფორების დახშობა, გამონაყარი, ქავილი, წვა, სიმშრალე, აქერცვლა და კონტაქტური დერმატიტიც კი”, - გვიხსნის დოქტორი პარიშა აჩარია, Waterhouse Young Clinic-ის ექიმი-ესთეტისტი. თუ თქვენ ერთდროულად გამოიყენებთ რამდენიმე ფორმულას, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის ბარიერული ფუნქციის მოშლა და მომატებული მგრძნობელობა. ასეთი არასასიამოვნო შედეგების მიზეზია - აქტიური ინგრედიენტები, როგორიცაა: რეტინოლი, AHA-მჟავეები და ვიტამინი C. პრობლემას მარტივი გადაწყვეტა აქვს - საკმარისია, მხოლოდ შევამციროთ ქილების რაოდენობა მინიმუმამდე და დარჩენილი ეგზემპლიარები გამოვიყენოთ უმცირესი დოზით. ჩვენთვის ცხოვრებოის გასამარტივებლად, კლინიკა Dr Sam's-ის დამაარსებელმა, სემ ბანტინგმა, შეიმუშავა ტექნიკა ,,13 წერტილი”,- რომელიც გვთავაზობს კოსმეტიკის სახეზე დატანას, თითების ბოლოების მეშვეობით. სახის თითოეული ზონისთვის, საკმარისი იქნება მხოლოდ რამდენიმე წვეთი მოვლის საშუალება: სამი შუბლზე, სამი თითოეულ ლოყაზე, ორი ნიკაპზე და ორ-ორი ცხვირის ორივე ფრთაზე. ,,ეს იძლევა იმის გარანტიას, რომ თქვენ გადაინაწილებთ პროდუქტის საჭირო რაოდენობას თანაბრად და არ გამოგრჩებათ რომელიმე მონაკვეთი”,- გვიხსნის სემ ბანტინგი.

</body>
</html>

როგორ მოვიშოროთ ვენერას რგოლები კისერზე? ექსპერტები გვირჩევენ
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23592">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

როგორ მოვიშოროთ ვენერას რგოლები კისერზე? ექსპერტები გვირჩევენ

<time class="op-published" datetime="Mon, 02 Aug 2021 19:24:22 +0300">Mon, 02 Aug 2021 19:24:22 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Mon, 02 Aug 2021 19:24:22 +0300">Mon, 02 Aug 2021 19:24:22 +0300</time>

admin

განივი ნაოჭები კისერზე - ეს ასაკია თუ გენეტიკა? შეიძლება თუ არა მათი მთლიანად მოშორება? და თუ კი, მაშინ როგორ ? ვარკვევთ. ექსპერტები: ელენა სელივანოვა - ექიმი-დერმატოკოსმეტოლოგი აქსანა ჩაშინა - ექიმი კოსმეტოლოგი სვეტლანა ბოგაჩოვა - ექიმი დერმატოკოსმეტოლოგი რა არის ვენერას რგოლები? ელენა სელივანოვა: ეს არის კისერზე განლაგებული განივი ნაოჭები. ,,ვენერას რგოლები” - არის ანატომიური თავისებურება, განსაკუთრებული შეზრდა პლატიზმას კუნთისა რბილ ქსოვილებთან, რომლებიც განლაგებულია უფრო ზევით. ასაკის მატებასთან ერთად, ეს ნაოჭები უფრო შესამჩნევი ხდება, ღრმავდება და მის ქვეშ არსებული ქსოვილები ჩამოიწელება ტონუსის შემცირების გამო. რატომ ჩნდება ისინი? რა არის მიზეზი? ასაკი? ზედმეტი წონა? ცხოვრების წესი თუ გენეტიკა? ელენა სელივანოვა: ძირითადი მიზეზი გენეტიკურია. ამიტომ, ეს ნაოჭები ხშირად ბავშვობიდანვე ჩანს, ასაკის მატებასთან ერთად ისინი მხოლოდ უფრო მკვეთრად გამოიხატება. მაგრამ, ზოგჯერ გენეტიკა არაფერ შუაშია და ვენერას რგოლები ჩნდება ხერხემლის კისრის განყოფილების დეფორმაციის გამო. მაშინ მიზეზი - სწორი პოზის დარღვევაა: თქვენ ხშირად ზიხართ დახრილი თავით და იხედებით ტელეფონში. კისერი უფრო ადრე ბერდება, ვიდრე სახე - ეს მითია თუ რეალობა? აქსანა ჩაშინა: ეს სიმართლეა. ამ ზონაში არის მცირე რაოდენობის კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისი. ასაკის მატებასთან ერთად ის სულ უფრო მცირდება. აქ ასევე ცოტაა ცხიმოვანი ჯირკვლებიც, რომლებმაც უნდა წარმოქმნან კანზე დამცავი ცხიმის ფენა. საქმეს აუარესებს ის, რომ კანი ღიაა და მასზე მოქმედებს გარემოს პირობები. სვეტლანა ბოგაჩოვა: გარდა ამისა, კისრის კანი ვერ დაიკვეხნის კარგი მიკროცირკულაციით, რაც ნიშნავს იმას, რომ ოქსიგენაცია (სისხლის ჟანგბადით გაჯერების დონე) აქ ნაკლებია. აქედან გამომდინარე აქ გაუარესებულია წყლის ბალანსი და ნაკლებია ვიტამინები და მინერალები. კისერს სუსტი კუნთოვანი კარკასი აქვს. ყველაფერ ამას ემატება ასაკობრივი ცვლილებები (კანის საერთო ელასტიურობის დაკარგვა) და ეს იწვევს განივი ნაოჭების გაჩენას. არსებობს თუ არა რაიმე პროფილაქტიკა? ელენა სელივანოვა: მოუარეთ კისერს ისევე, როგორც სახეს: გაიწმინდეთ დილით და საღამოს, დაატენიანეთ, კვებეთ, გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები. აქსანა ჩაშინა: გამოიყენეთ უფრო მეტი პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ცხიმიან ომეგა მჟავეებს: მცენარეული ზეთები (ზეთისხილის, სელის, ავოკადოს), თევზის ცხიმიანი ჯიშები. ყურადღება მიაქციეთ კისრის პოზიციას სხეულთან მიმართებაში: გაჯეტები უნდა გეჭიროთ თვალების სიმაღლეზე. არსებობს თუ არა პროცედურები, რომლებიც დაგვეხმარება პრობლემის მოგვარებაში? როგორ მუშაობენ ისინი? ელენა სელივანოვა: თუ პაციენტი ახალგაზრდაა და კანი კარგ მდგომარეობაშია, განივი ნაოჭები შეგვიძლია შევავსოთ ჰიალურონის მჟავას ფილერებით. ასაკთან ერთად, ვენერას რგოლების გარდა ჩნდება სხვა პრობლემებიც: უარესდება კანის ხარისხი, რბილი ქსოვილების გადანაწილება, პლატიზმის ჰიპერტონუსი. მაშინ, უკვე საჭირო გახდება პროცედურების კომპლექსის ჩატარება. ტონუსის მომატება შესაძლებელია აპარატული მეთოდებით. მე გირჩევთ RF-ლიფტინგს, ნემსების გამოყენებით. თუ კანი თხელია, დაბერებული და დანაოჭებული, შესაძლებელია ბიორევიტალიზაციის გაკეთება, ჰიალურონის მჟავას შემცველი პრეპარატებით. თუ გამოხატულია პლატიზმის კუთების ჰიპერტონუსი, მაშინ ვმუშაობთ ბოტულოტოქსინით. ასევე გირჩევთ არმირებას პოლირძის მჟავას შემცველი ბიოსტიმულატორი-პრეპარატებით. ისინი ხელს უწყობენ კანის გამკვრივებას. ოკსანა ჩაშინა: აგრეთვე, ექიმს შეუძლია დანიშნოს ინფრაწითელი ლიფტინგი, ფოტოთერაპია, ლაზერული მეთოდები, SMAS-ლიფტინგი. სვეტლანა ბოგაჩოვა: ჩამონათვალს დავამატებ ლაზერულ და ქიმიურ პილინგს, ლაზერულ ნანოპერფორაციას (აძლიერებს კოლაგენის სინთეზს), პლაზმოლიფტინგს, რედერმალიზაციას, ELOS- გაახალგაზრდავებას. ასევე გირჩევთ ბიორევიტალიზაციას და მეზოთერაპიას. ინიექციები კვებავენ, ატენიანებენ, ასტიმულირებენ კოლაგენის წარმოქმნას. შედეგად, კანი ხდება უფრო ელასტიური, კლებულობს ნაოჭების სიღრმე. მაგრამ, ეს ყველაფერი მუშაობს კისრის კანის ხარისხის გასაუმჯობესებლად. თავად ნაოჭებზე კი იმოქმედებს მხოლოდ ფილერების შეყვანა - კანიულის გამოყენებით. კანიულებით - წვრილი ნემსებით, რომლებიც დაკავშირებულია გრძელ სავსე მილებთან, შესაძლებელია პრეპარატის შეყვანა კანქვეშ და კიდევ უფრო ღრმად, ვიდრე ჩვეულებრივი ნემსით. კიდევ არსებობს ბლანშირების ტექნიკა - ფილერის მიკროდოზების შეყვანა პირდაპირ კანის ზედაპირის ქვეშ, რაც იწვევს კანის გათეთრებას. აქედან მომდინარეობს სახელეწოდება - «blanche» ფრანგულად ნიშნავს თეთრეს. რაც შეეხება ბოტულოტოქსინს, აქ ყველაფერი ერთმნიშვნელოვანია. ის კისერზე გამოიყენება არა ჰორიზონტალური, არამედ ვერტიკალური ნაოჭების შემთხვევაში. ვენერას რგოლების შემთხვევაში, შესაძლოა საერთოდ არ დაგვეხმაროს. რამდენად ხანგრძლივია პროცედურების შედეგი? ელენა სელივანოვა: ნებისმიერ პრეპარატს გააჩნია ეფექტის გამოცხადებული ხანგრძლივობა. მაგალითად, მწარმოებელი ამბობს: ამ ფილერის ქსოვილებში ბიოდეგრადაციის ხანგრძლივობა შეადგენს 6 - 9 თვეს. მაგრამ, ეს არის კლინიკური ცდების შდეგად გამოვლენილი საშუალოსტატისტიკური ციფრი. რეალურად შედეგი შეიძლება მე შემინარჩუნდეს 3 თვე, თქვენ კი 12 თვე. ეს დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე და ჰიალურონიზადის (ფერმენტი, რომელიც შლის ჰიალურონის მჟავას) აქტიურობაზე. ასევე დამოკიდებულია ამ ადამიანის ცხოვრების წესზე. თუ დადიხართ აბანოში კვირაში ერთხელ, აქტიურად ვარჯიშობთ, იღებთ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს, რომლებიც აჩქარებენ მეტაბოლოზმს, მაშინ პრეპარატი გამოიდევნება უფრო სწრაფად. მისი გამოდევნის შენელება კი შეუძლებელია. მხოლოდ მაცივარში ჩასახლება თუ უშველის. როგორ შევარჩიოთ შინაურული მოვლის საშუალება თუ ჩვენი მიზანია ვენერას რგოლების მოშორება? შინაურული მოვლის საშუალებებით შეუძლებელია ვენერას რგოლების სრულად მოშორება, თუმცა ეს გააუმჯობესებს კანის საერთო მდგომარეობას. აქსანა ჩაშინა: გამოიყენეთ АНА- მჟავეების, რეტინოლის შემცველი საშუალებები, ცხიმში ხსნადი ვიტამინების (А, D, Е, К), წყალში ხსნადი ვიტამინების (С, В ჯგუფის ვიტამინები, ბიოტინი), მცენარეული ზეთების და ჰიალურონის მჟავას შმცველი პრეპარატები. ეს დაეხმარება კანს მკვდარი უჯრედების მოშორებაში, გააძლიერებს და გააუმჯობესებს ტონუსს. შესაძლებელია თუ არა ვენერას რგოლების სამუდამოდ მოშორება? ელენა სელივანოვა: იმედებს გაგიცრუებთ, მაგრამ არა. სწორი პოზის შენარჩუნება არ მოგაშორებთ განივ ნაოჭებს. პროცედურებიც კი არ მოაშორებს მათ მთელი 100%-ით! როგორც არ უნდა ეცადოთ, იდეალური სიგლუვე ამ ზონაში უკვე აღარ იქნება. მაგრამ, შესაძლებელია გავხადოთ ეს ნაოჭები თითქმის შეუმჩნეველი გარკვეული პერიოდის განმავლობაში. რომელ პროცედურას ან კოსმეტიკას გვირჩევენ ხშირად, მაგრამ ისინი უსარგებლოა და საშიშიც? აქსანა ჩაშინა: უსარგებლოა ბურთულიანი მასაჟორების გამოყენება. ფეისფიტნესმა შესაძლოა დააჩქაროს კიდეც დაბერების პროცესი. ეს მეთოდი იწვევს პლატიზმის დაძაბვას, რაც მხოლოდ ართულებს სიტუაციას. სვეტლანა ბოგაჩოვა: ჩვენ არ გვაქვს უფლება კისერზე ჩავატაროთ პროცედურები, რომლებიც დაკავშირებულია ქსოვილების ღრმა გაცხელებასთან (მაგალითად, თერმაჟი), რადგან ამ ზონაში არის ფარისებრი ჯირკვალი. თერმული გაცხელება, თუნდაც კონტროლირებადი, გამოიწვევს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის შეფერხებას.

</body>
</html>