ქალი და მამაკაცი - სასარგებლო რჩევები

როგორ ამოვიცნოთ უსიყვარულობა: სიყვარულის განელების/არარსებობის ტიპური ნიშნები
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23180">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

როგორ ამოვიცნოთ უსიყვარულობა: სიყვარულის განელების/არარსებობის ტიპური ნიშნები

<time class="op-published" datetime="Mon, 03 Dec 2018 18:48:12 +0300">Mon, 03 Dec 2018 18:48:12 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Mon, 03 Dec 2018 18:48:12 +0300">Mon, 03 Dec 2018 18:48:12 +0300</time>

MarriLoo

ადამიანი, შესაძლოა, დარწმუნებული იყოს, რომ სიყვარულს განიცდის, თუმცა, სინამდვილეში იგი ერთსულოვანია. რატომ ხდება ასე და რას წარმოადგენს სიყვარული? ცხოვრება სიყვარულის გარეშე ცნობილი ფსიქოლოგები შეჯერდნენ რამდენიმე ნიშანზე, რომლებიც სიყვარულის არარსებობაზე მიუთითებს. გაღიზიანებადობა როცა მუდმივად ამბობენ: "შემეშვი", "ხელს ნუ მიშლი", "გაიწიე", "ნუ მეხუტები".. ამ ფრაზების მუდმივი მოსმენის შემდეგ, თქვენ გეშინიათ ჩასახუტებლად მისვლის, ხმამაღლა სიცილის ან უბრალოდ ხმის ამოღებისაც კი. აღიზიანებთ მას იმითაც, თუ როგორ ჭამთ, სვამთ, დადიხართ სახლში. მუდმივად გაგრძნობინებენ, რომ თქვენი არსებობით დისკომფორტს ქმნით. კრიტიკა გაღიზიანებასთან ერთად, გაკრიტიკებენ კიდევაც: "არასწორად თქვი", "არასწორად მოიქცეი", "არასწორად დგახარ", "ცუდად გაცვია", "ცუდად იცინი" და ა.შ. ამცირებენ თქვენს მნიშვნელობას იმის შესახებ კამათით, თუ როგორ უნდა ესაუბროთ ვიღაცას, როგორ იფიქროთ, იცხოვროთ, გზის რომელ მხარეს წახვიდეთ. კონსტრუქტული კრიტიკისგან განსხვავებით, ამ შენიშვნებს არავითარი მოტივაცია არ გააჩნია გაუმჯობესებისთვის, პირიქით, ხდება მუდმივი სტრესისა და კომპლექსების წყარო. დაცვისა და მხარდაჭერის არარსებობა აღმოჩნდებით თუ არა რთულ მდგომარეობაში და მიმართავთ დახმარებისთვის, პასუხად იღებთ: "უკვე ზრდასრული ხარ, თვითონაც გაუმკლავდები", "შენ ჭკვიანი ხარ, გამოსავალს თავად იპოვი", "ნუ წუწუნებ, კაცი ხარ, ბოლოს და ბოლოს". თითქოს, ყველაფერი სწორია - ადმაიანმა უნდა ისწავლოს სირთულის დამოუკიდებლად გადალახვა, თუმცა, თუ ეს ფრაზები ესმის 5 წლის ბავშვს, მშობლების მხრიდან ეს სერიოზული გულგრილობაა. სიძუნწე როცა ოჯახში რთული ფინანსური მდგომარეობაა, გასაგებიცაა, რომ არაფერს გჩუქნიან. თუმცა, თუ ხედავთ, რომ საშუალება, შესაძლებლობები და რესურსები არსებობს, ახლობელ ადამიანს კი თქვენთვის და ბავშვისთვის ენანება დახარჯვა - ეს უსიყვარულობაა. გეუბნებიან: "რაში გჭირდება?" "ამის გარეშეც მშვენივრად ხარ", "გეყოფა". მათთვის, ვინც გვიყვარს, არაფერი გვენანება. ჩვენ ვცდილობთ, ისინი გავაბედნიეროთ, გავახაროთ, მათ ცხოვრებაში კომფორტი შევიტანოთ. როცა ვუყვარვართ, ხელგაშლილად გვიზიარებენ ყველაფერს, ხოლო თუ გაზიარების სურვილი არ არსებობს, ესეიგი არც ვუყვარვართ. გაუფასურება საკმარისია, უბრალოდ დაიჩივლოთ რთულ სიტუაციაზე სამსახურში თუ სასწავლებელში, რომ მაშინვე პირი იბრუნონს. თქვენს შფოთვას სისულელედ, დაუფიქრებელ კაპრიზად მიიჩნევს. თქვენი ნეგატიური ემოციები - ეს რაღაც უმნიშვნელო, არასერიოზული, არასაყურადღებოა. "ნუ წუწუნებ, ხალხი უფრო ცუდადაც არის ხოლმე", "იგონებ" - ამ ფრაზებით საყვარელი ადამიანი გაიგნორებთ. მიირთმევს თქვენ მიერ მომზადებულ გემრიელ სადილს და არ შეგაქებთ. არ დაინახავს დალაგებულ ბინას, არ შეამჩნევს ყვავილებს ლარნაკში, ახალ კაბას ან ვარცხნილობას. წვეთი ყურადღების გარეშე ქრება ბედნიერება, სიხარული, უფასურდება ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს. შეუსრულებელი დაპირებები ადამიანი გპირდებათ დარეკვას და არ გირეკავთ, გპირდებათ მოწერას, არ გწერთ, დიდხანს არ გპასუხობთ შეტყობინებებზე. ყოველ ჯერზე იგონებს გამართლებას: "საქმე მქონდა", "რაღაც შემემთხვა", "გადაუდებელი სიტუაცია იყო". როცა მეგობრებთან ერთად სასეირნოდ, აგარაკზე, სათევზაოდ მიდიან და არ გეპატიჟებიან თქვენც. როცა არ აინტერესებთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. როცა დახმარებას ითხოვთ რთულ სიტუაციაში, გჭირდებათ ადამიანი გვერდით, თქვენ კი გაიგნორებენ ან გიყენებენ - ეს სიყვარული არაა!

</body>
</html>

როგორ მოქმედებს მშობიარობის დროს ქმრის დასწრება ოჯახის ურთიერთობაზე. ყველაფერი იცვლება!
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=22332">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

როგორ მოქმედებს მშობიარობის დროს ქმრის დასწრება ოჯახის ურთიერთობაზე. ყველაფერი იცვლება!

<time class="op-published" datetime="Fri, 27 Jul 2018 14:41:22 +0300">Fri, 27 Jul 2018 14:41:22 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Fri, 27 Jul 2018 14:41:22 +0300">Fri, 27 Jul 2018 14:41:22 +0300</time>

MarriLoo

ბავშვის გაჩენა ძალიან ინტიმური და ამაღელვებელი მომენტია ქალის ცხოვრებაში. აქამდე ეს იმ საიდუმლოდ ითვლებოდა, რომელიც მამაკაცისთვის მიუწვდომელი იყო. მშობიარეს მხოლოდ მეანები ეხვიათ გარს, რომლებიც ბავშვს დაბადებაში ეხმარებოდნენ. ახლა, სამშობიარო პალატაში შესული მამაკაცი ჩვეულებრივი მოვლენაა. დღეს Rchevebi.com-ის რედაქცია გთავაზობთ ქმრის თანდასწრებით მშობიარობის დადებით და უარყოფით მხარეებს. მშობიარობა პარტნიორის თანდასწრებით პარტნიორული მშობიარობა არის მშობიარობა დამხმარესთან ერთად, როცა მეანებისა და ექიმების გარდა, პალატაში ვინმე ახლობელი გყავთ. ხშირად, ეს ბავშვის მამაა. დამხმარეს მთავარი მოვალეობაა მხარი დაუჭიროს და დაამშვიდოს ქალბატონი, შექმნას კომფორტული ატმოსფერო. რა თქმა უნდა, თავიდანვე გადაწყვეტილებას ქალი იღებს: სჭირდება თუ არა მას ამ მომენტში ვინმე თუ მარტო გამკლავება სურს. თითოეული ქალი ამას თვითონ წყვეტს. თუმცა, ნებისმიერ ქალს, ალბათ, გაუჩნდებოდა კითხვა, საჭიროა თუ არა მამაკაცის დასწრება მშობიარობაზე და რა შედეგებს მოიტანს ეს? აქ ყველაფერი მამაკაცის დამოკიდებულებაზეა მშობიარობასთან მიმართებაში. თქვენ ხომ ძალით არ შეიყვანთ სამშობიარო პალატაში. უნდა დაელაპარაკოთ პარტნიორს და ერთად მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. მოდით, განვიხილოთ ამ ნაბიჯის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე. დადებითი მხარეები მამაკაცი ძლიერ მორალურ მხარდაჭერას აღმოგიჩენთ. ქალისთვის მშობიარობა ხომ დიდი სტრესია, ახლობელი ადამიანი კი დაამშვიდებს და დაეხმარება. მამაკაცი ფიზიკურ დახმარებასაც აღმოაჩენს. ჭინთვების დროს იგი სწორად ისუნთქებს ცოლთან ერთად, გაუკეთებს მასაჟს, დაეხმარება ტუალეტში გასვლასა თუ უბრალოდ ხელის ჩაჭიდებაში. ასეთი დახმარება ფასდაუდებელია. გაუფრთხილდება ცოლს და იზრუნებს იმაზეც, რომ მედპერსონალმა არ გააბრაზოს ან არ ავნოს. სამწუხაროდ, უამრავი ტრაგიკული ისტორია არსებობს. ასე მამაკაცი იზრუნებს ქალის მდგომარეობასა და მის მიმართ დამოკიდებულებაზე. მშობიარეც უფრო მშვიდად იქნება, რადგან მშობიარობისაც ამ პროცესის კონტროლი არ შეუძლია. პარტნიორული მშობიარობა აახლოვებს წყვილს. ეს განსაკუთრებული საიდუმლოა, რომელიც სამუდამოდ ცვლის წყვილის ურთიერთობას. ეს წყვილისგან ქმნის გუნდს, მამაკაცს კი საშუალებას აძლევს, იგრძნოს თავი საჭიროდ და სასარგებლოდ. მამაკაცში იბადება ოჯახზე პასუხისმგებლობის გრძნობა. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მამაკაცის ჩართულობა მშობიარობის პროცესში ხდის მათ უფრო ბუნებრივ მამებს და შემდეგ უფრო მეტ დროს ატარებენ შვილებთან. უარყოფითი მხარეები ეს უდიდესი სტრესია მამაკაცისთვის, ზოგიერთი ვერ იტანს მსგავს ემოციებს და გონსაც კი კარგავს. ქალბატონმა, შესაზლოა, თავი უხერხულად იგრძნოს, რადგან მამაკაცი მას ასეთ მდგომარეობაში ხედავს. მამაკაცმა, შესაძლოა, გააღიზიანოს ქალი მშობიარობისას. მას უჭირს, სტკივა, დაიღალა და შეიძლება ყველასა და ყველაფერზე გაბრაზდეს, მამაკაცი კი მხოლოდ გაამწვავებს სიტუაციას. ზოგი თვლის, რომ მამაკაცს, შესაძლოა, ამ ყველაფრის ნახვის მერე გაუქრეს ქალის მიმართ ლტოლვა. რა თქმა უნდა, ასეთი რამ სიძლება მოხდეს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მზად არაა მომავალი ემოციებისთვის და ცოლმა პალატაში ძალით "შეათრია". თუ მამაკაცი კატეგორიულად წინააღმდეგია, ნუ აიძულებთ მას ამ პროცესის ატანას. მაგალითად, მამაკაცი ქალთან მხოლოდ ჭინთვების დროს შეიძლება იყოს, დაეხმაროს ამ პერიოდის გადატანაში, ხოლო, როცა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი დადგება, კარს მიღმა დარჩეს. ასე ქალიც მიიღებს მხარდაჭერას და ქმარს არ გაუჩნდება ფსიქიკური ტრავმა. და მაინც, თუ მამაკაცი თანახმაა და მოითხოვს კიდევაც პარტნიორულ მშობიარობას, მაშინ აუცილებლად ერთად უნდა გაიაროთ კურსები ფეხმძიმეთათვის. იქ მოგიყვებიან, თუ რას უნდა ელოდოთ მშობიარობისას, როგორ უნდა მოიქცეთ და როგორ უნდა დაეხმაროს პარტნიორი მშობიარეს. რეალურად, როცა მეუღლეები ერთმანეთს ენდობიან, ოჯახში კი სიყვარული და მშვიდობა სუფევს, პარტნიორული მშობიარობა იდეალური გადაწყვეტილებაა ოჯახის უფრო დაახლოებისთვის. ასეთი მოვლენის ერთად გადატანა ისეთი ამაღელვებელი და ინტიმური მომენტია, რომ თქვენ სამუდამოდ შეიცვლებით. ის მომენტი, როცა მამა პირველად აიყვანს შვილს ხელში, მთელ ამ გზას დედასთან ერთად გაივლის, არასდროს დაგავიწყდებათ. თუმცა, მაინც თქვენი გადასაწყვეტია. ჩვენ უბრალოდ გეხმარებით გადაწყვეტილების მიღებაში.

</body>
</html>