სახლი და დიზაინი - სასარგებლო რჩევები

მჟავე რეცხვა, ანუ როგორ გავაქროთ ლაქები ტანსაცმლიდან ძმრის გამოყენებით
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23427">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

მჟავე რეცხვა, ანუ როგორ გავაქროთ ლაქები ტანსაცმლიდან ძმრის გამოყენებით

<time class="op-published" datetime="Fri, 01 Feb 2019 19:16:49 +0300">Fri, 01 Feb 2019 19:16:49 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Fri, 01 Feb 2019 19:16:49 +0300">Fri, 01 Feb 2019 19:16:49 +0300</time>

MarriLoo

თანამედროვე სამყაროში ხშირად საუბრობენ სარეცხი ფხვნილების მავნებლობაზე. არსებული საშუალებების უმრავლესობა შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც ააქტიურებს ალერგენებს, აღიზიანებს კანს და არღვევს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას. იმისათვის, რომ თავი დაიზღვიოთ მსგავსი პრობლემებისგან, სცადეთ ტანსაცმლის რეცხვა ჩვეულებრივი ძმრით. იგი არამხოლოდ ლაქებს უმკლავდება, არამედ არ აზიანებს თქვენს ჯანმრთელობას და აღიავებს თეთრეულს. ძმარი რეცხვისთვის ბევრი სკეპტიკურად უყურებს ძმრის თვისებებს და ვერ აღიქვამს სერიოზულად მის საჭიროებას. გააგრძელეთ კითხვა და შემდეგ სცადეთ ჩვენი რჩევების გამოყენება. ტანსაცმლის ფერების შენარჩუნება თავისი შემადგენლობის წყალობით, ძმარი იდეალურად ხსნის საპნისა და ფხვნილის ნალექს, ამრიგად ხელს უშლის ქსოვილების გახუნებას. სწორედ ამიტომ, აღარ მოგიხდებათ ნივთების გადაყრა იმის გამო, რომ გახუნდა. კონდიციონერის ფუნქცია ძმარი არბილებს ნივთებს კონდიციონერებზე უკეთ. განსაკუთრებით, ეს აქტუალურია საწოლის თეთრეულისა და პირსახოცების რეცხვის დროს, რომლებიც ძალიან უხეშდება და არაკომფორტული ხდება გამოსაყენებლად. ანტისტატიკური ეფექტი არავითარი ანტისტატიკური საშუალება დღესასწაულებზე. თქვენი კაბები და სვიტრები აღარ შეგაწუხებთ დამუხტვით, ძმრის დამსახურებით. სითეთრის დაბრუნება გაყვითლებული მაისურები და გარუხებული პირსახოცები, შეგიძლიათ, დაუბრუნოთ ნორმალურ ცხოვრებას. ამისთვის გარეცხეთ ისინი მანქანაში ძმრის დამატებით - მისი მჟავა ანადგურებს ჩამჯდარი ჭუჭყის მოლეკულებს. ლაქების ამოყვანა ამ მომენტიდან მარტივად და დიდი ხნით დაივიწყებთ ლაქების ამომყვანის შესახებ, ვინაიდან ამ ფუნქციისთვის ძმარიც საკმარისია. თუ მას სოდასაც დაუმატებთ, ლაქები სამუდამოდ გაქრება. ცუდი სუნის მოშორება ყველას გვიგრძვნია ცუდი სუნი გარეცხილ ტანსაცმელზე, მეორადი ნივთების "სურნელი" ან სიგარეტის მოუშორებელი სუნი. ასეთ სიტუაციებში ყველა უსიამოვნო დეტალს ძმარი მოაშორებს. გადაღებვისგან დაცვა ძმართან ერთად ნუ შეგეშინდებათ სარეცხის მანქანაში წითელი მაისურისა და თეთრი შარვლის ერთად შეყრა. უბრალოდ ჩაალბეთ სითხეში ნივთები გარეცხვამდე - ეს გაამყარებს ფერს და ხელს შეუშლის გადაღებვას. ნადების პროფილაქტიკა გარდა ტანსაცმლისა, ძმარი სასარგებლოა სარეცხი მანქანისთვისაც. იგი იცავს მანქანას ობის, ნადების, უსიამოვნო სუნისა და მავნე ბაქტერიებისგან. როგორ გამოვიყენოთ ძმარი ძმრის გამოყენების მიზეზისა და სასურველი შედეგის მიხედვით, დოზა ორი სახის შეიძლება იყოს: 100მლ ან 200მლ. ნაკლებ მოცულობას მაშინ იყენებენ, როცა ძმარი კონდიციონერის, ანტისტატიკის ან მათეთრებლის როლს ასრულებს. ასევე, 100 მლ საკმარისია ფერის განახლების ან უსიამოვნო სუნის მოშორებისთვის. ძმარი, ამ შემთხვევაში, კონდიციონერის განყოფილებაში უნდა ჩაასხათ. ლაქების ამოსაუვანად, სარეცხი მანქანის დასაცავად და ჩამჯდარი სუნის გასაქრობად 200 მლ ძმარი დაგჭირდებათ. ამ შემთხვევაში, საშუალება უნდა ჩაასხათ ფხვნილის დანაყოფში. რისთვის არ უნდა გამოიყენოთ ძმრის გამოყენებაზე უარი იმ შემთხვევაში უნდა თქვათ, როცა აბრეშუმის გარეცხვას აპირებთ. ეს ეხება ტყავის, მაქმანებიან, ატლასის, ხავერდის ან შიფონის თეთრეულსა და ტანსაცმელს - ისინი მჟავას ვერ იტანენ.

</body>
</html>

9 სწრაფი და იაფი საშუალება სამზარეულოს ნიჟარის დრენაჟის გასაწმენდად
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23398">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

9 სწრაფი და იაფი საშუალება სამზარეულოს ნიჟარის დრენაჟის გასაწმენდად

<time class="op-published" datetime="Thu, 24 Jan 2019 19:08:06 +0300">Thu, 24 Jan 2019 19:08:06 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Thu, 24 Jan 2019 19:08:06 +0300">Thu, 24 Jan 2019 19:08:06 +0300</time>

MarriLoo

სამზარეულოს ნიჟარის გაჭედვა ყველაზე ხშირი და გამაღიზიანებელი პრობლემაა, რომელიც ყოველდღიურობაში შეიძლება გაგიჩნდეთ. ეს ყოველთვის ხდებოდა და მოხდება, სერიოზულად უშლის ხელს ყოველდღიურ საქმიანობას. საბედნიეროდ, არსებობს იაფი და მარტივი გზები ამ პრობლემების გადასაწყვეტად, სულაც არაა აუცილებელი სანტექნიკოსის გამოძახება. რჩევების რედაქცია გთავაზობთ 10 მარტივ და სწრაფ გზას ნიჟარის დრენაჟის გასაწმენდად. მარილი, სოდა და ძმარი დავიწყოთ ძლიერი საშუალებით, მათთვის ვისაც არ უყვარს რაღაცის გამოსწორება მანამ, სანამ სერიოზულ პრობლემებს არ შეუქმნის. სასწაული იწყება დრენაჟში მდუღარე წყლის ჩასხმით - ეს დაარბილებს გაჭედილ მასას და დაეხმარება დაპატარავებაში. აიღეთ 1/2 ფინჯანი საკვები სოდა და 1/4 ფინჯანი მარილი. შეურიეთ და მოაყარეთ დრენაჟის ხვრელზე. გაათბეთ 1 ფინჯანი ძმარი, მიიყვანეთ ადუღებამდე(ოღონდ არ აადუღოთ) და მოასხით დრენაჟს. სრაფად დაახურეთ დრენაჟს - არ მისცეთ ქაფს უკან ამოსვლის საშუალება. დაელოდეთ 15-30 წუთით, შემდეგ მოასხით მდუღარე წყალი. მარილი და მდუღარე წყალი თუ გაჭედვა სერიოზული არაა, ან ახლახან გაჩნდა, შეგიძლიათ უფრო მსუბუქ ზომებს მიმართოთ. მარილი გაწმენდს მილს შიგნიდან, მოაშორებს ბაქტერიებსა და უსიამოვნო სუნს. იმის გამო, რომ მისი ეფექტი მუსბუქია, გამეორება რამდენჯერმე მოგიწევთ - განსაკუთრებით, თუ დაბრკოლება იმაზე უფრო დიდია, ვიდრე ფიქრობდით. აიღეთ 1/2 ფინჯანი მარილი და მოაყარეთ დრენაჟს. აადუღეთ წყალი და მოასხით მარილს. ჩართეთ ონკანში ცხელი წყალი და ჩარეცხეთ ხვრელი რამდენიმე წუთის მანძილზე. გაიმეორეთ საჭიროების შემთხვევაში. ძმარი და სოდა ძმარი და სოდა მსოფლიოს კლასიკაა, როცა საქმე დრენაჟის გაჭედვას ეხება. ეს სწრაფი და მარტივი გადაწყვეტაა, ამასთან, ყველაზე იაფფასიანი. მოასხით მდუღარე წყალი დრენაჟს. რაც მეტი - მით უკეთესი. დაუმატეთ 0.5-1 ფინჯანი სოდა და გააჩერეთ რამდენიმე წუთით. ახლა შეურიეთ მდუღარე წყალი და ძმარი 1:1 პროპორციით და მოასხით სოდას. დაფარეთ დრენაჟი. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სატუმბი. მოასხით კიდევ ერთხელ მდუღარე წყალი და მორჩა. ალკა-სელცერი კიდევ ერთი გზა მსუბუქი დაბრკოლების მოსაღოებლად - ოღონდ არა თმებისთვის, ეს აბები მსგავს დაბრკოლებას ვერ გაუმკლავდება. ჩაყარეთ ორი აბი ალკა-სელცერი დრენაჟის ხვრელში. მოასხით 1 ფინჯანი ძმარი და დაელოდეთ ქიმიურ რეაქციას. მოასხით მდუღარე წყალი, რათა დარწმუნდეთ, რომ დაბრკოლება ჩაირეცხა. კაუსტიკური სოდა ნატრიუმის ჰიდროქსიდი მაგიური ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც ზოგიერთი მყარი მასის სითხედ გცევა შეუძლია. სწორედ მად იყენებენ დრენაჟში თმისა და სხვა მასების გასანადგურებლად. აიღეთ სათლი და ჩაასხით 3 ლ ცივი წყალი დაუმატეთ 750 მლ კაუსტიკური სოდა და კარგად მოურიეთ(არ შეეხოთ შიშველი ხელებით!) დაელოდეთ, სანამ წყალი შუშხუნს დაიწყებს ქიმიური რეაქციის გამო. ჩაასხით სითხე დრენაჟში და გააჩერეთ 20 წუთით. დროის გასვლის შემდეგ ჩარეცხეთ მდუღარე წყლით. P-ტრაპის გაწმენდა თუ ქიმიური რეაქციები არ მოქმედებს, ფიზიკური ჩარევა ხდება საჭირო. P-ტრაპი P-ს ფორმის მილია ნიჟარის ქვემოთ, რომელიც აგროვებს სიბინძურესა და საჭმლის ნარჩენებს. მისი ფორმის გამო, იგი დრენაჟის გაჭედვის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ხდება. ჯერ უნდა მოემზადოთ გაწმენდითი სამუშაოებისთვის - მოაშორეთ დამდგარი წყალი ნიჟარიდან, რადგან როგორც კი ტრაპს გახსნით, ის ქვემოთ ჩავა. ახლა შეუდგით სათლი ტრაპს, მოიმარაგეთ პირსახოცები და დაიწყეთ. P-ტრაპი მიმაგრებულია ორ მილზე ჭანჭიკებით - მოუშვით. როცა ტრაპს მოაცილებთ, შეგიძლიათ დაიწყოთ წმენდა. ის საკვებით, სიბინძურითა და თმით იქნება სავსე. გამორეცხეთ წყლით. როგორც კი მორჩებით, მიამაგრეთ ტრაპი თავის ადგილას. დრენაჟის გველი თუ ჯერ ტრაპი არ მიგიმაგრებიათ, ახლა საუკეთესო დროა დრენაჟის გველის გამოსაყენებლად. აიღეთ ველი და ჩადეთ იგი მილში წრიული მოძრაობებით. თუ გრძნობთ, რომ რაღაც გაბრკოლებთ, მიაწექით. როგორც კი დაბრკოლებას გაარღვევთ, ამოიღეთ გველი უკან. გაწმინდეთ და ისევ ჩადეთ ხვრელში. როგორც კი დარწმუნდებით, რომ დაბრკოლებები აღარაა, მიამაგრეთ ტრაპი უკან და ჩარეცხეთ მდუღარე წყლით. მავთულიანი ტანსაცმლის საკიდი საკიდი ძირითადი მეთოდია, რომელიც ანაცვლებს გველს. გამოიყენეთ იგი ისევე, როგორც სპეციალური გამწმენდი გველი. სატუმბი ეს ყველაზე ზარმაცებისთვისაა. თუ ორგანყოფილებიანი ნიჟარა გაქვთ, ჩაკეტეთ ერთის დრენაჟი. ახლა აიღეთ სატუმბი და მოათავსეთ დრენაჟის ხვრელზე. გახსენით ონკანი და გაავსეთ ნიჟარა, სანამ წყალი არ დაფარავს სატუმბის ფინჯანს. დაიწყეთ ტუმბვა - იგი შეიძლება ნიჟარას მიეწებოს. ნუ დაიშურებთ ფიზიკურ ძალას. სცადეთ 6-10ჯერ, შემდეგ ნახეთ, დაიწყო თუ არა წყალმა გაწოვა. თუ არა - გაიმეორეთ პროცედურა. როგორც კი დაბრკოლებას გაანადგურებთ, მოუშვით მდუღარე წყალი. თქვენ როგორ უმკლავდებით დრენაჟის გაჭედვას?

</body>
</html>

ამ დასაუთოვებელ მაგიდაზე ყველა დიასახლისი ოცნებობს და ამის მიზეზიც აქვთ
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23376">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

ამ დასაუთოვებელ მაგიდაზე ყველა დიასახლისი ოცნებობს და ამის მიზეზიც აქვთ

<time class="op-published" datetime="Fri, 18 Jan 2019 18:32:13 +0300">Fri, 18 Jan 2019 18:32:13 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Fri, 18 Jan 2019 18:32:13 +0300">Fri, 18 Jan 2019 18:32:13 +0300</time>

MarriLoo

პირველი დასაუთოვებელი მაგიდა დაახლოებით 150 წლის წინ გაჩნდა და, სამწუხაროდ, დაუთოვების კონცეფციაში ცოტა რამ თუ შეიცვალა დღემდე. აქამდე მწარმოებელი ერთსა და იმავე, ჰორიზონტალურ ზედაპირს გვთავაზობდნენ მინიმალური ფუნქციურობით, რომელიც, ამასთან, სადღაც უნდა შეინახოთ. იმედია, ჩვენ მიერ მოწოდებული მაგიდის ჩაშენებისა და შენახვის იდეები დაგეხმარებათ ბინაში ადგილის დაზოგვასა და სიმყუდროვის მოწყობაში. ჩასაშენებელი დასაუთოვებელი მაგიდა ისევ დივანზე ან საწოლზე აუთოვებთ, იმიტომ, რომ ამხელა დაფა ვერსად მიგაქვთ? მოძრავი უჯრები ამ შემთხვევაში ძალიან გამოსადეგარია. შეუთავსეთ სასიამოვნო სასარგებლოს: სივრცის ეკონომია მარტივია, თუ ავეჯზე ინტეგრირებულ მაგიდას გამოიყენებთ. გინდათ დაუთოვების შედეგი რეალურად შეაფასოთ? მაგიდა-სარკე თქვენს სამსახურშია. დაფისთვის უკეთეს ადგილს ვერც იპოვიდით! ტუმბო-მაქცია, რომელიც თქვენს დაკუჭულ ტანსაცმელს სიხარულით მიიღებს. მიხვედი, დააუთოვე, შეინახე. დასაუთოვებელი დაფა კარადაში, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა ასეთ კომპაქტურობაზე ვერც ვიოცნებებდით. თანაც აღარაა საჭირო ყოველჯერზე მაგიდის გაშლა და დაკეცვა. თქვენ რომელი იდეა მოგეწონათ ყველაზე მეტად და რატომ?

</body>
</html>

არ ვიცოდით, რა უნდა მოგვეხერხებინა ტკიპებისთვის, საბოლოოდ კი ხალხური საშუალება დაგვეხმარა
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23347">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

არ ვიცოდით, რა უნდა მოგვეხერხებინა ტკიპებისთვის, საბოლოოდ კი ხალხური საშუალება დაგვეხმარა

<time class="op-published" datetime="Thu, 10 Jan 2019 18:11:57 +0300">Thu, 10 Jan 2019 18:11:57 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Thu, 10 Jan 2019 18:11:57 +0300">Thu, 10 Jan 2019 18:11:57 +0300</time>

MarriLoo

ტკიპები - ციმიციდების ოჯახის პარაზიტები არიან. ეს პატარა, ყავისფერი მწერები მხოლოდ და მხოლოდ სისხლით იკვებებიან. თავის წინა ნაწილში მათ აქვთ ხორთუმი, რომელიც კანის გასახვრეტად და სისხლის ამოსაწოვადაა მოწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ოჯახში მწერების უამრავი სახეობა არსებობს, რომლებიც ცხოველების სისხლით იკვებებიან, საწოლის ტკიპა უფროა ცნობილი, ვინაიდან მას ადამიანის სისხლი ურჩევნია. ზრდასრულ საწოლის ტკიპას ბრტყელი, ვაშლის კურკის ფორმის სხეული აქვს, დანაყრების შემდეგ იგი სივდება და მოწითალო ელფერს იღებს. მიუხედავად იმისა, რომ საწოლის ტკიპები ღამით უფრო აქტიურები არიან, ისინი ღამის არსებები არ არიან. მდედრი ინდივიდი, სიცოცხლის მანძილზე, ასობით კვერცხს დებს. ამ კვერცხებს მტვრის ნაწილაკის ზომა აქვს და, ჩვეულებრივ, სახლში ბარგთან, ნახმარ ავეჯთან, ტანსაცმელთან ერთად შემოდის. საწოლის ტკიპები ვერ დაფრინავენ, თუმცა სწრაფად გადაადგილდებიან კედლებზე, ჭერებზე, სართულებზე. საწოლის ტკიპებს მორჩილი ტანი აქვთ, ამიტომ ისინი ყველაზე რთულად მისაწვდომ ადგილებშიც იმალებიან(მატრასებში, საწოლის ზამბარებში, ჩარჩოებში. გარდა ამისა, ტკიპები, სხვა მწერებთან შედარებით, რეზისტენტული არიან სხვადასხვა ინსექტოციდების მიმართ. ზოგიერთ შხამს ისინი მარტივად ეჩვევიან. ეს ყველაფერი ტკიპებთან ბრძოლას ძალიან ართულებს. ინსექტოციდების მოხმარება, ხშირად, იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს ბინის მაცხოვრებლებში, განსაკუთრებით, თუ საუბარია საბავშვო ოთახის დამუშავებაზე. უფრო იაფი და უსაფრთხო იქნება ოთახების დამუშავება ნატურალური საშუალებებით. სწორედ ხალხური საშუალებები, რომლებიც მცენარეებითაა დამზადებული, ძველი დროიდან გამოიყენება ტკიპებთან საბრძოლველად. განსაკუთრებით კარგად ეს საშუალებები ავლენს თავს პარაზიტების გაჩენის პროფილაქტიკისთვის. ეთერზეთები მოქმედებს მწერებს შიდა უჯრედულ მემბრანაზე და იწვევს მათ სიკვდილს. მიუხედავად იმისა, რომ ეთერზეთები ტოქსიკურია მწერებისთვის, იგი სრულიად უსაფრთხოა ადამიანებისთვის. როგორ მოვიშოროთ ტკიპები სახლიდან ჩაის ხის ზეთი შეურიეთ 2 ჩ.კ. ზეთი 50 მლ წყალს. ჩაასხით მასა შხეფიან ბოთლში და კარგად შეანჯღრიეთ. შეაშხეფეთ ხსნარი ყველა იმ ადგილას, სადაც შეიძლება ტკიპები ბინადრობდნენ. მოიქეცით ასე ყოველდღე, ტკიპების არსებობის ნიშნები სანამ არ გაქრება. ლავანდის ზეთი შეურიეთ 10-15 წვეთი ლავანდას ზეთი 50 მლ წყალს და გამოიყენეთ პირველი ხერხით. მეორე მეთოდი - მოათავსეთ ლავანდის ფოთლები ან ყვავილები იქ, სადაც ტკიპები ბინადრობენ. ციტრონელას ზეთი 10 წვეთი ციტრონელას ზეთი გახსენით წყლით სავსე თასში. გამოიყენეთ პირველი ხერხით. ევკალიპტის ზეთი აიღეთ 100 გ წყალი, 70 გ არაყი და 30 წვეთი ევკალიპტის ეთერზეთი. ჩაასხით ყველაფერი ეს შხეფიან ბოთლში და გამოიყენეთ პირველი ხერხით. პროცედურა ყოველ 2 საათში უნდა გაიმეოროთ. ფორთოხლის ზეთი ფორთოხლის ზეთი ძველი დროიდან ცნობილი საშუალებაა ტკიპების წინააღმდეგ. ადამიანისთვის ეს სუნი სასიამოვნოა, ხოლო არასასურველი ოთახის მეზობლებისთვის კი - დამაფრთხობელი. შეურიეთ 100 გ ფორთოხლის ზეთი და 50 გ შავი ერიზიმი 4 ლიტრ წყალს. გამოიყენეთ პირველი მეთოდით. ბეგქონდარა შეახვიეთ ბეგქონდრის ღერო ბამბის ქსოვილში და დაწვით ტკიპებთან ახლოს. ან მოათავსეთ ქონდრის ფოთლები ამ ადგილებში. გამოცვალეთ ფოთლები ყოველ მესამე დღეს. მიხაკი შეურიეთ 1 ჩ.კ. მიხაკის ეთერზეთი 1 ფინჯან წყალს. გამოიყენეთ პირველი მეთოდით. ეთერზეთების გამოყენებამდე ჩაატარეთ ტესტი, ხომ არ გაქვთ ალერგია ამა თუ იმ არომატზე. ამისთვის ზეთი წაისვით მაჯაზე ან იდაყვზე. თუ რამდენიმე საათის მანძილზე ალერგიული რეაქცია არ გაქვთ, ზეთის გამოყენება თამამად შეგიძლიათ.

</body>
</html>

სარეცხი მანქანა უფრო დიდხანს იმუშავებს, თუ მას რეგულარულად გაწმენდთ ნადებისგან
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23346">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

სარეცხი მანქანა უფრო დიდხანს იმუშავებს, თუ მას რეგულარულად გაწმენდთ ნადებისგან

<time class="op-published" datetime="Thu, 10 Jan 2019 17:38:51 +0300">Thu, 10 Jan 2019 17:38:51 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Thu, 10 Jan 2019 17:38:51 +0300">Thu, 10 Jan 2019 17:38:51 +0300</time>

MarriLoo

რთულია თანამედროვე ბინის წარმოდგენა სარეცხი მანქანის გარეშე. ჩავყრით ნივთებს, დავაჭერთ ღილაკს და რაღაც დროის შემდეგ ვიღებთ სუფთა ტანსაცმელს. იმისათვის, რომ რკინის დამხმარე დიდხანს და კარგად გემსახუროთ, უნდა უზრუნველყოთ მისი რეგულარული მოვლა. სარეცხი მანქანის წმენდა სტატისტიკის მიხედვით, სარეცხი მანქანის გაფუჭების ძირითადი მიზეზია ნადები ელექტროგამაცხელებელზე და ფილტრის დაბინძურება. რეგულარული წმენდა ნადებისა და სიბინძურისგან მანქანას უფრო დიდი ხნით მუშაობის საშუალებას მისცემს. როგორ გავწმინდოთ მეგ-ი ნადებისგან მეგ(მილისებრი ელექტრო გამაცხელებელი) ასრულებს ავზში წყლის გათბობის ფუნქციას სამუშაო ტემპერატურამდე. თუ წყალში მინარევების რაოდენობა აღემატება ნორმას - მეგ-ის მწყობრიდან გამოსვლის რისკი ძალიან მაღალია. თითოეული რეცხვის შემდეგ ნადები სულ უფრო იმატებს და, ბოლოს და ბოლოს, სარეცხი მანქანა წყვეტს მუშაობას. წმენდა ლიმონმჟავით ნადები შედგება მეტალის მარილებისგან და მის გასაწმენდად მჟავაა საჭირო. ყველაზე მარტივია ლიმონმჟავის გამოყენება. 5 ლ მოცულობის სარეცხ მანქანაზე 100-120 გ დაგჭირდებათ. ჩაყარეთ ფხვნილი ფხვნილისთვის განკუთვნილ უჯრაში და ჩართეთ 1 საათზე ან მეტზე, 60 გრადუსზე. მეგ-ის გარდა, ასეთი საშუალება გაწმენდს სარეცხი მანქანის ბარაბანსაც ნადებისგან. წმენდა ძმრით ამისთვის ფხვნილის უჯრაში ჩაასხით 200-250 მლ 9%-იანი ძმარი. ძმარი სწრაფად გაწმენდს მეგ-ს, თუმცა აგრესიულობის გამო შეიძლება რეზინის დეტალები დააზიანოს. გაწმენდთ თუ არა მანქანას ძმრით - ეს თქვენი გადასაწყვეტია. წყლის გამწოვი პომპის ფილტრის გაწმენდა თუ ფილტრი ძლიერად დაბინძურდება, წყალი ვეღარ გავა და ამოვა ზემოთ, გარეთ. ეს რომ არ დაუშვათ, რეგულარულად უნდა წმინდოთ ფილტრი. ამის გაკეთება მარტივია. ფილტრი, როგორც წესი, კორპუსის წინა, ქვედა მხარესაა მოთავსებული. ვხსნით ლუქს, წინასწარ ვაფენთ რამეს იატაკზე, რადგან შესაძლოა, 1 ლიტრამდე წყალი გადმოიღვაროს. ამის შემდეგ დაატრიალეთ სახურავი საათის ისრის მიმართულებით და მოაშორეთ დაგროვილი ნაგავი. უბრალოდ გაწმინდეთ ხვრელი, დააბრუნეთ სახურავი და ჩასვით დეკორატიული პანელი თავის ადგილას. მოძრავი საფხვნილე უჯრის გაწმენდა დროთა განმავლობაში, უჯრის ზედაპირზე ჩნდება დაბინძურება, ობი და სოკოც კი. რეცხვის პროცესში ეს ყველაფერი ეხება ბარაბანსა და ჩვენს სარეცხს. ამ ჭურჭლის გაწმენდა აუცილებელია. ამის გაკეთება მარტივია - მოხსენით უჯრა და გახეხეთ იგი ძველი კბილის ჯაგრისით. წმენდა სქელი რეზინის ქვეშ შეურიეთ მათეთრებელს თბილი წყალი 1:1 პროპორციით, ჩაალბეთ ქსოვილი ხსნარში და გაწმინდეთ ყველა შიდა ზედაპირი. თუ დაბინძურება ძალიან ძლიერია, დატოვეთ ხსნარში ჩალბობილი ქსოვილი შიგნით 1 საათით, ამის შემდეგ დაამუშავეთ კბილის ჯაგრისით. ამ პროცედურების რეგულარული ჩატარება გააუმჯობესებს რეცხვის ხარისხს და გაზრდის სარეცხი მანქანის ფუნქციონირების ვადას.

</body>
</html>

ასე მოიშორებთ თავიდან კონდენსატს პლასტმასის ფანჯრებზე - იაფი და მარტივი საშუალება
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23344">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

ასე მოიშორებთ თავიდან კონდენსატს პლასტმასის ფანჯრებზე - იაფი და მარტივი საშუალება

<time class="op-published" datetime="Thu, 10 Jan 2019 15:12:38 +0300">Thu, 10 Jan 2019 15:12:38 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Thu, 10 Jan 2019 15:12:38 +0300">Thu, 10 Jan 2019 15:12:38 +0300</time>

MarriLoo

თანამედროვე მეტალოპლასტმასის ფანჯრებს უამრავი უპირატესობა აქვს: არ ჟონავს, კარგად აიზოლირებს ხმას, ინახავს სითბოს. თუმცა, როგორც ყველაფერში, უპირატესობას თავისი ნაკლებიც მოსდევს. დამონტაჟებიდან რამდენიმე დღეში ფანჯრებზე ჩნდება კონდენსატი. ძველ ხის ფანჯრებზე ასე არასდროს ხდებოდა. რატომ ხდება ეს და როგორ ვებრძოლოთ მას? კონენსატი ფანჯრებზე რატომ დაოფლიანდა პლასტმასის ფანჯარა? ამის მიზეზი ოთახისა და ქუჩის ტემპერატურას შორის სხვაობაშია. მათ შორის ზღვარი სწორედ ფანჯრის შუშაზე გადის. ორთქლი, შუშაზე მოხვედრისას, გადაიქცევა წყლად და კონდენსატის სახით რჩება. რაც უფრო ცივა ოთახში, მით უფრო ნაკლები ტენია საჭირო წვეთების გასაჩენად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გრილ და ტენიან ოთახში კონდენსატის გაჩენის ალბათობა უფრო მაღალია. თბილ და მშრალ შენობაში კონდენსატი, როგორც წესი, კონდენსატი არ ჩნდება. ძველ ფანჯრებზე თუ ასე არ ხდებოდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლებზე უკეთესი იყო. ხის ფანჯრებზე, როგორც წესი, არსებობს მომცრო ნაპრალები, რომლებშიც მუდმივად შემოდის მშრალი ჰაერი ქუჩიდან, ამცირებს ოთახის საერთო ტენიანობას. სამწუხაროდ, ფანჯრების დაორთქლვა არამხოლოდ ესთეტიკური პრობლემაა. კონდენსატი პლასტმასის ფანჯრებზე მეტყველებს ბინის მიკროკლიმატზე. მომატებული ტენიანობა გამოიწვევს სოკოსა და ობის გაჩენას. არასაკმარისი ვენტილაცია იწვევს ნახშირორჟანგის გაზის დაგროვებასა და ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის გაზრდას. შედეგად, მაცხოვრებლების ჯანმრთელობა უარესდება, იმუნიტეტი სუსტდება. როგორ შევუშალოთ ხელი ფანჯრების დაორთქლვას დაიწყეთ ვენტილაციის ხარისხის შემოწმებით. შესაძლოა, იგი ჩაიხერგოს ან უფრო დიდი ბადის დაყენება სჭირდება. დამატებით, შეგიძლიათ სამზარეულოს გამწოვი დაამონტაჟოთ. შეამოწმეთ, როგორაა დამაგრებული ნაპრალები ფანჯარასა და ჩარჩოს შორის. თუ გარე მხრიდან დარჩენილია ჭრილები, მათში ცივი ჰაერი და ტენი გამოიპარება, გააცივებს მთელ კონსტრუქციას. გააკეთეთ ფანჯრის რაფა იმდენად ვიწრო, რომ ფანჯრები გაათბოს. შეგიძლიათ უფრო მძლავრი ბატარეა დააყენოთ ან ჩასვათ ბადე რაფაში უკეთესი ვენტილაციისთვის. დარწმუნდით, რომ სქელი ფარდები არ ფარავს ბატარეას. დაათბეთ ფანჯრები. გარე დათბობისთვის მოგიწევთ სპეციალისტების დაქირავება, თუმცა ეფექტი ამად ღირს. ზამთარში კედლები სითბოს შეინახავს, ზაფხულში - სიგრილეს. აიღეთ ფანჯრებიდან მცენარეები ან აკვარიუმი. შსაძლოა, ისინი ჭარბი ტენიანობის მიზეზია. თუ აგარაკზე ცხოვრობთ, ეცადეთ, შეამციროთ ტენიანობა ოთახში. ამის მიღწევა შესაძლებელია, თუ სარდაფსა და სახურავს გაარემონტებთ.

</body>
</html>

დედაჩემი იტალიიდან ახლახან დაბრუნდა და მაიძულა, ბიდე დამემონტაჟებინა - აი, რატომ
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23302">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

დედაჩემი იტალიიდან ახლახან დაბრუნდა და მაიძულა, ბიდე დამემონტაჟებინა - აი, რატომ

<time class="op-published" datetime="Sat, 29 Dec 2018 15:45:41 +0300">Sat, 29 Dec 2018 15:45:41 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Sat, 29 Dec 2018 15:45:41 +0300">Sat, 29 Dec 2018 15:45:41 +0300</time>

MarriLoo

ჰიგიენის წესების დაცვა მყარი ჯანმრთელობის მთავარი წინაპირობაა. ეს ყველასთვის ცნობილი წესია, დაწყებული ბავშვთა ბაღიდან, ჩვენ გვასწავლიდნენ ხელების დაბანას ჭამამდე და სხვა ელემენტარულ ნორმებს. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, შევეხოთ ისეთ ინტიმურ საკითს, როგორიც საპირფარეშოს პროცედურებია. სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ერთი უჩვეულო საპირფარეშოს მოწყობილობა - ბიდე. ევროპაში ბიდა თითქმის ყველა სახლშია და ეს ნორმად ითვლება. რჩევების რედაქცია გაერკვა, საჭიროა თუ არა ბიდეს დამონტაჟება. რა არის ეს: ზედმეტი ფუფუნება თუ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პირობა? როგორ გამოვიყენოთ ბიდე სანამ მის გამოყენებას დაიწყებდეთ და უპირატესობას შეაფასებდეთ, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ფუნქციას ასრულებს ეს უცნაური მოწყობილობა. ბიდე - ეს სანტექნიკური ავეჯია, რომელიც უნიტაზს ჰგავს და მისგან ფანტანით განსხვავდება. მისი ფუნქციაა ჰიგიენური პროცედურა საპირფარეშოს სტუმრობის შემდეგ. ბიდეს ონკანიდან გამოდის წყალი, რომლითაც გენიტალიები გამოიბანება. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ტუალეტის ქაღალდის ალტერნატივაა. მისი გამოყენება საჭიროა მაშინ, როცა დიდ მოთხოვნილებას დაიკმაყოფილებთ. მისი გამოყენება შეგიძლიათ ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ კომფორტულად. მოწყობილობა ამარტივებს გამობანვის პროცესს, გეხმარებათ პირადი ჰიგიენის შენარჩუნებაში და ამცირებს გენიტალიებში გაღიზიანებადობის რისკს. ძალიან კომფორტულია მსგავსი მოწყობილობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის, ასევე, ხანში შესული ადამიანებისთვისაც. მთავარი უპირატესობაა მულტიფუნქციურობა, პრაქტიკულობა და გამოყენებაში პრაქტიკულობა, თუმცა, არსებობს სხვა დადებითი მხარეებიც: ნაზი მოვლა ბიდე ძალიან ეფექტურად წმენდს დუნდულების კანს, გიტოვებთ სისუფთავის შეგრძნებას. ეს უფრო ნაზი პროცედურაა, ვიდრე მშრალი ქაღალდით წმენდა, იგი არ აზიანებს კანს და არ იწვევს გაღიზიანებას. მოწყობილობის გამოყენება ძალიან მოსახერხებელია ქალბატონებისთვის მშობიარობის შემდეგ, პოსტოპერაციულ პერიოდში ან მათთვის, ვისაც გაღიზიანებული ნაწლავების სინდრომი აქვს. კანი ამ ადგილას ძალიან ნაზია, დიდი რაოდენობით ნერვული დაბოლოებებითაა სავსე, ამიტომ მშრალი ქაღალდი გააღიზიანებს და დისკომფორტს გამოიწვევს, განსხვავებით ბიდესგან. სუფთა ხელები ბიდეს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ხელების სისუფთავე. დიახ, სწორედ ასეა. ქაღალდით გამშრალებისას ხელზე, შესაძლოა, დარჩეს ფეკალური ბაქტერიები, რომლებიც შემდეგ სხვა ნივთებზე გადაგაქვთ. გამობანვა არამხოლოდ დუნდულებს წმენდს კარგად, არამედ ხელების სისუფთავესაც შეინარჩუნებთ. ხსნა ბუასილის დროს ბუასილისა და სხვა ანთებითი პროცესების დროს კარგია ბიდეს გამოყენება. კვლევით, რომელიც 2011 წელს ჩატარდა, დამტკიცდა, რომ თბილი წყლის ნაკადი გათავისუფლებთ დისკომფორტისგან ანუსის მიდამოებში ისევე, როგორც აბაზანის სრულყოფილი მიღება. ამასთან, წყალი ასტიმულირებს ამ მონაკვეთებში სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის ახალი ჰემოროიდული კვანძების გაჩენას. ქალური ჯანმრთელობა დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ ბიდე ვაგინაში ინფექციების გავრცელებას აგაცილებთ თავიდან. ბიდეს რეგულარული გამოყენება გაძლევთ საშუალებას, შეინარჩუნოთ სისუფთავე სასქესო ორგანოებში მენსტრუაციის დროს ან სქესობრივი აქტის შემდეგ. თუმცა, ხშირი გამოყენება მაინც იმოქმედებს ბუნებრივ მიკროფლორაზე და, შესაძლოა, ვაგინალური ინფექციები გამოიწვიოს, ამიტომ ყველაფერი ზომიერად უნდა გააკეთოთ. ეკონომია და ეკოლოგიურობა ბიდეს არსებობა გაძლევთ ეკონომიის საშუალებას ტუალეტის ქაღალდზე. გარდა იმისა, რომ ეს ოჯახური ბიუჯეტისთვის პლუსია, გარკვეულ წვლილსაც შეიტანთ გარემოს დაცვაში. ერთი რულონი ტუალეტის ქაღალდის დასამზადებლად დაახლოებით 140 ლ წყალი და 0.5 კგ ხე გამოიყენება. ამასთან, ბიდე ერთ ჯერზე მხოლოდ ნახევარ ლიტრ წყალს მოიხმარს. თქვენ გქონიათ ამ მოწყობილობასთან შეხება? რას ფიქრობთ, ყველამ უნდა დაამონტაჟოს იგი?

</body>
</html>

ჯანსაღი სისუფთავე: თვითონ მოამზადეთ 10 საშუალება იდეალურად სუფთა სახლისთვის
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23268">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

ჯანსაღი სისუფთავე: თვითონ მოამზადეთ 10  საშუალება იდეალურად სუფთა სახლისთვის

<time class="op-published" datetime="Thu, 20 Dec 2018 19:57:26 +0300">Thu, 20 Dec 2018 19:57:26 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Thu, 20 Dec 2018 19:57:26 +0300">Thu, 20 Dec 2018 19:57:26 +0300</time>

MarriLoo

მალე ახალი წელი და შობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლის გენერალურად დალაგების, ზედმეტი ნივთების გადაყრისა და სისუფთავის დროა. დალაგება წლის ბოლოს - ესაა ქაოსის წესრიგში მოყვანა და ერთგვარი რიტუალი შინაგანი განახლებისა. ესაა საწყისი წერტილი სამომავლო გეგმების განსახორციელებლად და წარსულისგან სიმბოლურად გასათავისუფლებლად. ამ საქმეში მნიშვნელოვანია არამხოლოდ ხილული სისუფთავე, არამედ სარეცხი საშუალებებიც ამ დალაგების პროცესში, რომლებიც ჯანმრთელობის ვნების გარეშე შეგიძლიათ გამოიყენოთ. არსებობს ტოქსიკური, პირობითად ტოქსიკური და ნატურალური საწმენდი საშუალებები. პირველი ორი კატეგორია გათვლილია მხოლოდ ეფექტურობაზე და მწარმოებლებს არ აინტერესებთ მომხმარებელთა ჯანმრთელობა. ფოსფატები, სინთეტიკური აირები და არომატიზატორები მარტივად გამოიწვევს თქვენში ან შინაურ ცხოველში ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ საშუალებების მავნებლობაზე გარემოსთვის. თუ გადაწყვიტეთ, უარი თქვათ მავნე ქიმიაზე, არაა აუცილებელი, ფული ყაროთ ეკოლოგიურად სუფთა და ძვირ პროდუქტში. გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რამდენად მარტივი და სასიამოვნოა დალაგება იაფფასიანი საშუალებებით, რომლებიც ყველაფერთან ერთად ნატურალურიცაა. ნატურალური საწმენდი საშუალებები თხევადი საპონი დიდებული კასტილური საპონი ჯერ კიდევ შუასაუკუნეების ევროპის დროიდანაა ცნობილი. ესპანურ კასტილიაში მას ხარშავდნენ სულ სამი ინგრედიენტისგან: ზეითუნის ზეთის, წყლისა და ტუტისგან. იგი იდეალურად ხსნის ცხიმებს და რეცხავს სიბინძურეს. დიდი რაოდენობით თხევადი კასტილური საპონი სპეციალურ მაღაზიებში იყიდება. იგი იაფი და უსაფრთხოა და არ ტოვებს არავითარ ქიმიურ ფენას. ეთერზეთები ცნობილია, რომ ეთერზეთები არამხოლოდ ვირუსებსა და ბაქტერიებს კლავს და ებრძვის მწერებს, არამედ ხსნის სტრესსაც. მაგალითად, თუ 3 ლ წყალს, 3 ს.კ. კასტილურ საპონსა და 25 წვეთ ჩაის ხის ზეთს შეურევთ, მიიღებთ "სამკურნალო" სითხეს იატაკის მოსაწმენდად. ჩაის ხის ზეთის არომატი ხომ გაციებას კურნავს. ლიმონი ლიმონმჟავას მადეზინფიცირებელი თვისებები აქვს, აშორებს უსიამოვნო სუნს და ათეთრებს. ნახევარი ლიმონით შეგიძლიათ ნიჟარისა და ონკანის გაწმენდა ნადებისგან. ლიმონი, ასევე, ეფექტურად აშორებს სიბინძურესა და ცხიმს ნებისმიერი ზედაპირიდან, აბსოლუტურად უსაფრთხოდ. ზეითუნის ზეთი მას იყენებენ ხის ავეჯის მაპრიალებლის სანაცვლოდ, ხარშავენ საპონს და იყენებენ კოსმეტოლოგიაში. ზეითუნის ზეთის დახმარებით მოიშორებთ ხელიდან გამხმარ საღებავს, რადგან იგი ბუნებრივი გამხსნელის სახით მოქმედებს. 2 ს.კ. ზეითუნის ზეთისა და 2 ს.კ. მოხარშული მარილის ნაზავი დაგეხმარებათ ცხიმებისა და სიბინძურის მოშორებაში თუჯის ჭურჭლისგან. ბურა (ბორის მჟავის ნატრიუმიანი მარილი) ეს ნაერთი მაკონსერვებელი და მადეზინფიცირებელი საშუალებაა. გარეგნულად ბურა თეთრ კრისტალურ ფხვნილს წარმოადგენს. ეს ბუნებრივი მინერალი სამკურნალო დანამატია კოსმეტიკაში, მოქმედებს როგორც ემულგატორი და სტაბილიზატორი. ბურას იყენებენ საშინაო სარეცხის ფხვნილებში და უნიტაზების საწმენდად. შეურიეთ 2 წილი ბურა და 1 წილი წყალი და გაწმინდეთ ამ ხსნარით ბინძური ზედაპირები. ძმარი შეუცვლელი ინგრედიენტი კულინარიასა და საყოფაცხოვრებო ქიმიაში. ებრძვის სოკოსა და ობს, ხსნის სიბინძურებს და არბილებს ხისტ წყალს. თუ მისი სუნი არ მოგწონთ, ასე მოიქეცით: შეურიეთ ნახევარი ჭიქა ძმარი 5 წვეთ ჩაის ხის ეთერზეთსა და 5 წვეთ ლიმონის ზეთს. მიღებული მასა გადაასხით შხეფიან ბოთლში და გამოიყენეთ ნებისმიერი ზედაპირის საწმენდად. ეთერზეთების არომატი დაფარავს ძმრის მძაფრ სუნს. საკვები და კალცინირებული სოდა სოდის პირველი სახეობა გამოიყენება კულინარიაში, კოსმეტიკასა და საშინაო საწმენდ საშუალებებში. კალცინირებული სოდა კი ბუნებრივი მინერალია, რომელსაც იყენებენ, როგორც რეცხვისა და დალაგების ყველაზე უსაფრთხო საშუალებას. თუ სახლში პატარა ბავშვები გყავთ, იატაკის წმენდა კალცინირებული სოდის ხსნარით ყველაზე მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა. არაყი "ცეცხლოვანი წყალი" ტანსაცმლისა და საწოლის თეთრეულის დასამუშავებელი სპრეების ბაზისად შეგიძლიათ გამოიყენოთ. არყით კარგად იწმინდება შუშები და სარკეები, სუფთავდება ოთახის მცენარეები დაავადებებისგან დასაცავად, ნესტიან შენობაში შორდება ობი. წყალბადის ზეჟანგი ეს იაფფასიანი აფთიაქის საშუალება შეუცვლელია ოთახების დასალაგებლად. შეურიეთ ლიმონის წვენი ხსნარს და მიიღებთ შესანიშნავ ლაქებისამომყვანს ყველაზე ჩამჯდარი ლაქებისთვისაც. ქლორისგან განსხვავებით, წყალბადი აბსოლუტურად უსაფრთხოა, თუმცა ისეთივენაირად ათეთრებს და ადეზინფიცირებს. მარილი მარილი კარგია საკვებადაც და საშინაო სკრაბის სახითაც. მარილით, ასევე, შეგიძლიათ ამოწმინდოთ ფინჯნების ლაქები ხის ავეჯიდან. საწმენდი საშუალების მისაღებად შეურიეთ 1 წილი ზეითუნის ზეთი და 1 წილი მარილი და ამ პასტით ზედაპირები გაწმინდეთ.

</body>
</html>

ერთი შეხედვით, ფანჯრის რაფებზე ჩამჯდარი სიყვითლე და ლაქები სამუდამოა, თუმცა არსებობს ერთი საშუალება..
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23226">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

ერთი შეხედვით, ფანჯრის რაფებზე ჩამჯდარი სიყვითლე და ლაქები სამუდამოა, თუმცა არსებობს ერთი საშუალება..

<time class="op-published" datetime="Mon, 10 Dec 2018 13:26:47 +0300">Mon, 10 Dec 2018 13:26:47 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Mon, 10 Dec 2018 13:26:47 +0300">Mon, 10 Dec 2018 13:26:47 +0300</time>

MarriLoo

შემოდგომა სახლში გენერალური დალაგების დროა. ბუნება ახლდება და ადამიანიც თავიდან იშორებს ყველაფერ ძველს, ასუფთავებს და ალამაზებს სახლს. განსაკუთრებული ყურადღება ამ დროს ეთმობა ფანჯრებსა და რაფებს. ფანჯარა - სინათლის წყაროა. იმისათვის, რომ მათი გავლით სახლში შემოდგომის მზის სხივებმა შემოაღწიოს, მინები სუფთა უნდა იყოს. ეს ეხება ფანჯრის რაფებსაც. რატომ ყვითლდება რაფები რაფები ყვითლდება, იფარება ობით, მათზე ჩნდება ყვავილის ქოთნების ლაქები. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მათ არასათანადოდ უვლით. დღეს ჩვენ გასწავლით, თუ როგორ უნდა გაათეთროთ დაბინძურებული ფანჯრის რაფები: ზედაპირული გაწმენდისთვის გამოიყენეთ სველი ტილო. თუ პრობლემა უფრო სერიოზულია, რაფაზეა ფლომასტერების, მარკერების, კალმების ლაქები, დაღვრილი იოდი, მწვანე ან სხვა სითხე, გამოიყენეთ ფანჯრის მინების საწმენდი საშუალება, რომლის შემადგენლობაშიც ნიშადურის სპირტია. თუ რაფა არ გათეთრდა, მოამზადეთ ფაფა მათეთრებელი სარეცხი ფხვნილისა და წყლისგან. წაუსვით იგი თხელ ფენად რაფას და გააჩერეთ 1 საათით, შემდეგ გაწმინდეთ. დაბინძურებას კარგად უმკლავდება ჩვეულებრივი შავი სარეცხი საპონიც. გასაპნეთ ღრუბელი და გაწმინდეთ რაფა. ჟანგს გაუმკლავდება გაუზავებელი ძმრის ესენცია. მასთან მუშაობა აუცილებელია ხელთათმანებით, რათა ხელის კანი არ დაიზიანოთ. როცა რაფებს გაწმენდთ, შეუდექით მათ გათეტრებას. ამისათვის გამოგადგებათ ქლორის შემცველი მათეტრებელი, რომელიც საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიაში იყიდება. შავ ობთან ბრძოლაში დაგეხმარებათ საკვები სოდა. მოამზადეთ სოდისა და წყლის ფაფა, წაუსვით სოკოს და გააჩერეთ 1 საათით. შემდეგ კარგად ჩამორეცხეთ.

</body>
</html>

მარტივი და ორიგინალური საახალწლო დეკორაცია მაკრატლის რამდენიმე მოძრაობით
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23157">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

მარტივი და ორიგინალური საახალწლო დეკორაცია მაკრატლის რამდენიმე მოძრაობით

<time class="op-published" datetime="Fri, 30 Nov 2018 12:30:53 +0300">Fri, 30 Nov 2018 12:30:53 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Fri, 30 Nov 2018 12:30:53 +0300">Fri, 30 Nov 2018 12:30:53 +0300</time>

MarriLoo

ჩვენს ქვეყანაში თოვლი ყველგან არ მოდის, ამიტომ საახალწლო განწყობის შექმნა სხვა გზებით გვიწევს. ლამაზი, მოცულობითი ფიფქი ჩვენი მასტერ-კლასისთვის დაგჭირდებათ 1 თეთრი ქაღალდი და ფურცლების განსაზღვრული რაოდენობა, თუმცა კრეატიულობა - ინდივიდუალურია, ყველას შეუძლია, ფერი დეკორაციისთვის თავად შეარჩიოს. დაგჭირდებათ 6 კვადრატული ქაღალდის ფურცელი მაკრატელი ფანქარი სახაზავი წებო აიღეთ პირველი ფურცელი და გადაკეცეთ დიაგონალში. ახლა კიდევ ერთხელ გადაკეცეთ დიაგონალში. ეს ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია! დარწმუნდით, რომ ყველა ნაკეცისწორია, ვინაიდან ამაზეა დამოკიდებული თქვენი ფიფქის ფორმა. აიღეთ სახაზავი და ფანქარი, რათა დახაზოთ მიღებული სამკუთხედი. გამოტოვეთ 1სმ ნაკეციდან. ხაზების რაოდენობა დამოკიდებულია მხოლოდ მათ სისქესა და სამკუთხედის ზომებზე. ჩვენ გავაკეთეთ 1სმ-იანი 6 ზოლი. მაკრატლით გაჭერით ქაღალდი ნახაზების მიხედვით. წაშალეთ ფანქრის კონტურები და გაშალეთ სამკუთხედი. ხედავთ? უკვე რაღაც გამოდის. გაიმეორეთ იგივე დანარჩენ ფურცლებზეც. ახლა შიდა ზოლებით უნდა დაიწყოთ, შეაწებოთ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო კუთხეები ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. კარგად დააჭირეთ ქაღალდს და აცადეთ წებოს გაშრობა. კომფორტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ფანქარი, რათა ქაღალდი არ დაიკეცოს. ახლა გადააბრუნეთ ფიფქი და გაიმეორეთ იგივე შემდეგ ზოლზეც. ისევ გადააბრუნეთ ფურცელი და აიღეთ მესამე ზოლი. გააგრძელეთ გადაბრუნება და დაწებება, სანა ზოლები არ დამთავრდება. საბოლოოდ ასეთი ლამაზი ფიგურა უნდა გამოგივიდეთ. გააკეთეთ ასეთი ფიგურები დარჩენილი ფურცლებისგანაც. შეკრიბეთ ისინი ერთად. დაალაგეთ ფიგურები წრეზე, მიაწებეთ ერთმანეთს და დააჭირეთ მანამ, სანამ წებო არ გაშრება. ასეტი ფიგურები მიყოლებით დააწებეთ ერთმანეთს წრეზე, მიიღებთ ფიფქს. მიამაგრეთ ძაფი და დაკიდეთ სასურველ ადგილას.

</body>
</html>

რომელი იატაკია უკეთესი: ფილები, კერამოგრანიტი, ლინოლეუმი თუ ლამინატი?
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23081">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

რომელი იატაკია უკეთესი: ფილები, კერამოგრანიტი, ლინოლეუმი თუ ლამინატი?

<time class="op-published" datetime="Mon, 19 Nov 2018 12:46:34 +0300">Mon, 19 Nov 2018 12:46:34 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Mon, 19 Nov 2018 12:46:34 +0300">Mon, 19 Nov 2018 12:46:34 +0300</time>

MarriLoo

თუ ბინაში რემონტი გადაწყვიტეთ, აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვა: რა დააგოთ იატაკზე. რამდენი ადამიანიცაა, იმდენივეა აზრი: ვიღაცისთვის საკმარისია იატაკის კომფორტულობა და სისწორე, ვიღაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უსაფრთხოებას, სხვისთვის კი მნიშვნელოვანია გამძლეობა და ხელმისაწვდომი ფასი. ლინოლეუმი თუ ვინილის ფილები, კერამოგრანიტი თუ კერამიკული ფილა, პარკეტი თუ ლამინატი? როგორ ავირჩიოთ? თუ ესთეტიკურ უპირატესობებს გამოვტოვებთ, შესადარებლად გვრჩება ფასი, გამძლეობა, თითოეული მასალის ღირსება და ნაკლი. რა დავაგოთ იატაკზე იატაკი სხვა ზედაპირებზე გაცილებით უფრო მეტად ექვემდებარება გახეხვას, დაბინძურებას, მექანიკურ დაზიანებებს, ამიტომ მას კარგი ფუნქციური მახასიათებლები უნდა ჰქონდეს. თუმცა, იატაკის საფარის არჩევანი სხვა ფაქტორებზეცაა დამოკიდებული. მაგალითად, ფასი. ნატურალური ლამინატისა და მხატვრული პარკეტის უფლებას თავს ყველა როდი მისცემს, ამიტომ გვირჩევს იმის არჩევა, რაც ხელმისაწვდომია. ხანდახან, ბინაში ვერ აკეთებენ ბეტონის მოპირკეთებას, ვინაიდან დამატებითი ზეწოლა და სიმაღლე ჩნდება, რაც შესაძლო ავარიული სიტუაციის მიზეზი ხდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ოჯახის შემადგენლობაც. თუ სახლში ბევრი ბავშვია, გყავთ ცხოველები, აუცილებელია იატაკის შერჩევა პრაქტიკულობის, ჰიგიენისა და მარტივი დასუფთავების თვისებებით. კერამიკული ფილა კერამიკული ფილა(კაფელი, კაფელის ფილა) - ფილების ყველაზე გავრცელებული ვარიანტია. იგი წარმოადგენს თიხის, ქვიშისა და მინერალების ნარევს, რომლებიც გადაფარულია გლაზურით. დადებითი მხარეები მარტივია მოსავლელად: იწმინდება ნებისმიერი სარეცხი საშუალებით; ტენიანობისა და ტემპერატურის ცვლილებების მიმართ მდგრადობა; უცვეთლობა, გამძლეობა. უარყოფითი მხარეები რთულია მონტაჟი და შეცვლა; ხმის არასაკმარისი იზოლაცია; სიმყიფე: რაღაც მძიმე თუ დაეცემა, შესაძლოა გატყდეს; დამატებითი გათბობის გარეშე ფეხებზე შეგცივდებათ; შესაძლოა იყოს სრიალა და საფრთხისმომცველი, განსაკუთრებით ხშირად უცურდებათ ფეხი ბავშვებს. კერამოგრანიტი ეს ერთ-ერთი ყველაზე მყარი და ამტანი მასალაა. ამას მეტყველებს მისი დასახელებაც. კერამოგრანიტი იატალიაში გამოიგონეს 30 წლის წინ და დასაწყისში მხოლოდ სახალხო დაწესებულებებისთვის იყენებდნენ, სადაც ბევრი ხალხი იყო მუდმივად: სავაჭრო ცენტრები, აეროპორტები, სასტუმროები, სადგურები.. დადებითი მხარეები უაღრესად გამძლე, დიდი ხნით დარჩება ახალივით; ფილებზე უფრო გამძლეა, მასზე არ მოქმედებს მექანიკური დაბინძურება და აგრესიული ქიმიური საშუალებებით დამუშავებაც კი; მომსახურების ვადა 30 წელზე მეტია; მეტწილად არ სრიალებს. უარყოფითი მხარეები ითხოვს პირველადი იატაკის გულმოდგინე დამუშავებას; მისი დაგება დამოუკიდებლად, დიდი ალბათობით, არ გამოგივათ, მოგიწევთ სპეციალისტის დაქირავება; აქვს მაღალი ფასი სხვა ფილებთან შედარებით; ძალიან ცივია. ლამინატი ლამინატი, როგორც იატაკის სახეობა, შვეციაში გამოიგონეს, მას ამზადებდნენ ლამინირებული პანელებისგან სამზარეულოს ავეჯისთვის. თვითონ სიტყვა ლამინატი ითარგმნება, როგორც "ფენოვანი მასალა". ლამინატი, როგორც წესი, 4-5 ფენისგან შედგება. ჩამკეტი სისტემის "ქვიქ სთეპ" წყალობით, მისი დაგება მარტივია დამოუკიდებლად. დადებითი მხარეები დაბალი ფასი; გამძლეობა. მას არ აშინებს ქუსლები და შინაური ცხოველის ბრჭყალები' მარტივია დასალაგებლად; დიდი არჩევანია ფერებსა და ნახატებში; არ სრიალებს; თბილია. უარყოფითი მხარეები შესაძლოა, შეიცავდეს ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც გათბობისას გამოიყოფა; ეშინია წყლის, რომელიც დაფებს შორის ნაკერებში ხვდება; ნახატი დროთა განმავლობაში იშლება; იაფი ლამინატი არ გამოირჩევა დღეგრძელობით; მოითხოვს იდეალურად სწორ ზედაპირს დასამონტაჟებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამკეტები გატყდება და იატაკი დაიწყებს ჭრაჭუნს. ლინოლეუმი მისი პრაქტიკულობა და დაბალი ფასი ძალიან პოპულარულს ხდის. დღეს გაყიდვაშია ლინოლეუმი მრავალფეროვანი ნახატებით, რომლებიც დეტალურად აკოპირებს ხეს ან ფილებს. დადებითი მხარეები არ ეშინია წყლის. კარგად გადააქვს ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილებები; მარტივია დასაფენად. არ მოითხოვს იდეალურად სწორ იატაკს; შეიძლება მასზე ფეხშიშველიც გავლა და არ შეგცივდებათ; მარტივია მოსავლელად, არ უფრთხის საწმენდ საშუალებებს; დაზიანებისას შეგიძლიათ "ცივი შედუღებით" შეაკეთოთ. უარყოფითი მხარეები ლამინატის მსგავსად ისიც ხელოვნურია, რის გამოც შესაძლოა მავნე ნივთიერებებსა და ალერგენებს შეიცავდეს; ვერ მოერიდებით ნაკერებს. ისინი ხშირად ცილდება ერთმანეთს, მეტალის კუთხეები კი ყველას არ მოსწონს; რჩება ნაოჭები მძიმე ავეჯის ან ცხელი ნივთებისგან. კვარც-ვინილი ეს, ერთი შეხედვით, ლამინატის ანალოგია, რომელსაც მსგავსი ჩამკეტი სისტემა აქვს და იწარმოება კვარცხის ქვიშის ფქვილისა და პოლივინილქლორიდისგან. ევროპასა და აშშ-ში მიღებულია აღნიშნვა LVT(Luxury Vinyl Tile) - მდიდრული ვინილის ფილა. დადებითი მხარეები გამძლეა ნაკაწრების, გახეხვისა და სხვა მექანიკური დაზიანებების მიმართ; არ ეშინია ტენიანობის; უზრუნველყოფს კარგ ხმის იზოლაციას; არ მოითხოვს ხშირ მოვლასა და წმენდას; მონტაჟი საკმაოდ მარტივია. ეს ფილა არ მოითხოვს დასაფენს, თვითონ მასალის დაჭრა კი ჩვეულებრივი მაკრატლით შეგიძლიათ. ასეთი იატაკის მომსახურების ვადა 10-30 წელია. უარყოფითი მხარეები პრაქტიკულად არ იწვის, თუმცა მაღალი ტემპერატურის დროს გამოყოფს მავნე ნაერთებს; ითხოვს იდეალურად სწორ ზედაპირს; ნამდვილი კორეული კვარც-ვინილი ძალიან ძვირი ღირს. თქვენ რომელ ფილას ამჯობინებდით და რატომ? გაგვიზიარეთ თვქენი გამოცდილება კომენტარებში.

</body>
</html>

შენახვის საინტერესო სისტემა მცირე ზომის ბინისთვის (როცა ძალიან პატარა ადგილი გაქვთ)
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=22994">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

შენახვის საინტერესო სისტემა მცირე ზომის ბინისთვის (როცა ძალიან პატარა ადგილი გაქვთ)

<time class="op-published" datetime="Thu, 08 Nov 2018 20:13:35 +0300">Thu, 08 Nov 2018 20:13:35 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Thu, 08 Nov 2018 20:13:35 +0300">Thu, 08 Nov 2018 20:13:35 +0300</time>

MarriLoo

იმისათვის, რომ სახლში კომფორტულად იგრძნოთ თავი, აუცილებელია თითოეული დეტალი ფუნქციონალურ და ესთეტიკურ როლს ასრულებდეს. ყოველდღიური გამოყენებისთვის ყველაფერი საჭირო კი კარადაში უნდა ელაგოს. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბინაში კარადის ადგილი არ გაქვთ? იმისათვის, რომ მას შესაფერისი ადგილი მოუძებნოთ, პირველ რიგში, საჭიროა იმ სტერეოტიპზე უარის თქმა, რომ კარადა გაბარიტული ავეჯია, უნდა იდგეს მხოლოდ კედელთან და ნახევარი ოთახი უნდა დაიჭიროს. მეორეც, გამოიყენეთ ჩვენი რჩევები. როგორ შევარჩიოთ კარადა მანამ, სანამ კარადას იყიდდეთ, უნდა იფიქროთ, რის შენახვას აპირებთ მასში, აიღოთ ზომები, შეარჩიოთ ფორმა და გააფორმოთ შეკვეთა. უფრო კარგი იქნება, თუ ამ დავალებას დიზაინერს მიანდობთ. გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომლებიც მას შეგიძლიათ შესთავაზოთ. ეს ავეჯი შეგიძლიათ გამოიყენოთ ტიხარ-კედლად და კარადად ერთდროულად. კარებიან დახურულ დანაყოფში შეგიძლიათ დაალაგოთ საყოფაცხოვრებო ნივთები, ხოლო ნიშებში - დეკორატიული ელემენტები ინტერიერის მოსართავად. უამრავ ბინაში ცარიელია ადგილი ფანჯრებქვეშ. თუ ამ ადგილებში არ გაქვთ გამათბობლები, მისი გამოყენება მცირე კარადებისთვის შეგიძლიათ. კიდევ ერთი ვარიანტი - ფანჯარასთან ადგილის პერეფორმატირება სამუშაო სივრცედ, უამრავი თაროთი, კარადით თუ უჯრით. არ ვიტყვით უარს კარადის ტრადიციულ განლაგებაზე - კედლის გასწვრივ. ამასთან, თუ სარკიან კარებს გააკეთებთ, ვიზუალურად გაზარდოთ ოთახის სივრცე. ასევე, შეგიძლიათ აირჩიოთ კუთხური განლაგებაც, რითიც გაზრდით კარადის ტევადობას დამატებითი დანაყოფებით საწოლქვეშ. ფანჯარასთან სივრცე ყველანაირად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, დასასვენებელ ზონად. განსაკუთრებით აქტუალურია კარადის განლაგება სააბაზანოებში, სადაც ყველა სანტიმეტრი გათვლილია. ხშირად, ირჩევენ დაკიდული კარადის ვარიანტს სარეცხი მანქანის ზემოთ. მსგავსაც შეგიძლიათ მოიქცეთ ტუალეტშიც. ასეთ კარადაში საყოფაცხოვრებო ქიმიის, ტუალეტის ქაღალდის მარაგის და სხვა ნივთების შენახვა შეგიძლიათ. საძინებელში შეგიძლიათ ადგილი არამხოლოდ საწოლის გვერდით არამედ ზემოთაც გამოიყენოთ. პირველ რიგში, მასში საწოლის თეთრეულს, ბალიშებსა და საბნებს შეინახავთ. შეგიძლიათ კუთხის გარდერობიც გააკეთოთ, თუ ვერ ატევთ ტიპურ ოთხკუთხედ ვარიანტს. არასტანდარტული არატევადურს არ ნიშნავს. არ დაგავიწყდეთ აივანი და ლოჯიც. თუ ასეთი ადგილები გაქვთ, მათი გამოყენება გვერდული კარადების დასატევადაც შეგიძლიათ. კარადის შერჩევა გაგიმარტივდებათ, თუ მისთვის ბინაში ადგილს შეარჩევთ.

</body>
</html>

ნადები და ცხიმი გამწოვზე ორ წამში ქრება! ეს და კიდევ 10 ეშმაკობა უბადლოდ სუფთა სამზარეულოსთვის
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=22607">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

ნადები და ცხიმი გამწოვზე ორ წამში ქრება! ეს და კიდევ 10 ეშმაკობა უბადლოდ სუფთა სამზარეულოსთვის

<time class="op-published" datetime="Wed, 12 Sep 2018 17:38:27 +0300">Wed, 12 Sep 2018 17:38:27 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Wed, 12 Sep 2018 17:38:27 +0300">Wed, 12 Sep 2018 17:38:27 +0300</time>

MarriLoo

ყველას არ სიამოვნებს სამზარეულოს დალაგების პროცესი.. გამწოვის გაწმენდა, მაცივრის დალაგება, კაფელის გარეცხვა დიასახლისებში ისტერიკასაც კი იწვევს. რჩევების რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე საყოფაცხოვრებო ეშმაკობას, რომლებიც დაგეხმარებათ იმის გაწმენდაშიც, რაც აქამდე შეუძლებლად გეჩვენებოდათ. სუფთა სამზარეულო გამწოვიდან ცხიმისა და ნადების მოშორება 15 წუთში შეგიძლიათ. პირველ რიგში, მოხსენით მას ბადე და ჩაალბეთ იგი ხსნარში (1 ლ წყალზე 4 ს.კ. მარილი და 3 ჩ.კ. ლიმონმჟავა). თუ ცხიმი და ნადები ამ სახით არ ამოვიდა, წამოადუღეთ ბადე ხსნარში. მიმწვარი ქვაბის გაწმენდაში ნახშირი დაგეხმარებათ. დანაყეთ რამდენიმე ტაბლეტი ნახშირი და მოაყარეთ ბინძურ ადგილას. 20 წუთში მოასხით ქვაბს ცოტაოდენი ცივი წყალი და ნახევარ საათში გარეცხეთ. მულტიფუნქციური ქვაბის ყველა მფლობელმა იცის, რომ მოწყობილობის გამაცხელებელი ელემენტი მუდმივად სუფთა უნდა იყოს, თუმცა ამის მიღწევა საკმაოდ რთული ჩანს. მის გასაწმენდად ჩაალბეთ ჯაგრისი საკვებ სოდაში და გახეხეთ ბინძური ზედაპირი, შემდეგ სუფთა, ნოტიო ქსოვილით მოაშორეთ ნარჩენები და გაამშრალეთ. მაცივრის დალაგება და უსიამოვნო სუნის გაშრობა მარტივია ძმრისა და წყლის 1:1 ხსნარით. რეცხვის შემდეგ გირჩევთ, არ გამოიყენოთ მაცივარი მაშინვე, აცადეთ განიავების საშუალება რამდენიმე საათით. უფრო რადიკალური მეთოდია ნიშადურის სპირტი - კედლების გაწმენდის შემდეგ მაცივარი მთელი დღით უნდა განიავდეს. სამზარეულოს კაფელის ცხიმისგან გაწმენდაში დაგეხმარებათ შემდეგი ხსნარი: 4 ლ წყალზე 4 ს.კ. ბურა, 100 მლ ძმარი და 100 მლ ნიშადურის სპირტი. გაიკეთეთ პირბადე, ხელთათმანები და დაიწყეთ წმენდა. სამზარეულოს კარადებზე ცხიმის მოსაშორებლად მოამზადეთ მცენარეული ცხიმისა და სოდის 1:1 ხსნარი. საშინაო საშუალება უნდა წაუსვათ ბინძურ ზედაპირს და გააჩეროთ 30 წუთით. დროის გასვლის შემდეგ ღრუბელით მოაშორეთ ნარჩენები. ყველაზე მარტივი საშუალება ბლენდერის სწრაფი რეცხვისთვის: გამოყენების შემდეგ ჩაასხით მასში წყალი და რამდენიმე წვეთი სარეცხი ჟელე. შემდეგ აბრუნეთ 20 წამით და გამოავლეთ წყლით. ბევრი კულინარი გვირჩევს, არ გამოვიყენოთ ყავის საფქვავი სანელებლებისთვის, რადგან ეთერზეთები, რომლებიც ამ დროს გამოიყოფა, შეიწოვს ყავას. თუ ასეთი შეცდომა დაუშვით, არ იდარდოთ. სიტუაციის გამოსასწორებლად დააფქვიეთ აპარატში ბრინჯი. სახეხის გაწმენდაში ჩვეულებრივი სამღებრო ფუნჯი დაგეხმარებათ. მყარი ფუნჯი მოაშორებს საჭმლის ნარჩენებს. ძველ ნაგვის სათლსაც ესაჭიროება გაწმენდა! ამისათვის გააკეთეთ ყინულის კუბიკები ძმრისა და წყლის თანაბარი ხსნარით, შემდეგ კი მოათავსეთ იგი სათლში. როცა ყინული დადნება, გარეცხეთ ჭურჭელი გამდინარე წყლით. ფაიფურის ფინჯანში ყავის ლაქების მოსაშორებლად გამოიყენე ძმარი და მარილი. შეურიეთ ისინი თანაბარი პროპორციით და ჩაასხით ბინძურ ფინჯანში. 30 წუთში გარეცხეთ ჭურჭელი. თქვენ როგორ ინარჩუნებთ სისუფთავეს სამზარეულოში? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

</body>
</html>

იაფი და მოსახერხებელია: 7 იდეა სეზონური ფეხსაცმელების შესანახავად
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=22498">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

იაფი და მოსახერხებელია: 7 იდეა სეზონური ფეხსაცმელების შესანახავად

<time class="op-published" datetime="Thu, 23 Aug 2018 15:07:12 +0300">Thu, 23 Aug 2018 15:07:12 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Thu, 23 Aug 2018 15:07:12 +0300">Thu, 23 Aug 2018 15:07:12 +0300</time>

MarriLoo

ფეხსაცმელების შესანახი ადგილი ყველა ბინაშია, ეს რკინის წესია! წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაზე მოწესრიგებულ სახლშიც კი ქაოსი და გაუგებრობა დაისადგურებს. შემოსასვლელში მიყრილი ფეხსაცმელები არამხოლოდ სახლის იერს, არამედ დიასახლისის განწყობასაც აფუჭებს. თაროებზე ან სპეციალურ ადგილას ფეხსაცმლის მოთავსებით, თქვენ დაიცავთ სისუფთავესა და წესრიგს, ფეხსაცმელს - შინაური ცხოველებისგან და ბავშვებისგან. თუ თქვენი ბოტები ან ბოტასები უკვე დაზიანებულია და აღარ ღირს მათი გადამალვა, მოუფრთხილდით სტუმრების ფესახმელს მაინც. რამდენად პატარაც არ უნდა იყოს სახლის შესასვლელი, მასში აუცილებლად უნდა იდგეს ფესახმლის შესანახავი თარო. რჩევების რედაქცია გაგაცნობთ 7 მარტივ და მოდურ იდეას ფესაცმლის შესანახავად ისე, რომ სივრცე არ მოიკლოთ. ფეხსაცმლის შესანახავი ადგილები საკუთარი ხელით პუფი კომპაქტური გაბარიტებისა და მობილურობის წყალობით, ფეხსაცმლის პუფები ძალიან მოთხოვნადია, ამასთან, ისინი შესანიშნავად უხდება ინტერიერს და ასრულებს სკამის ფუნქციას შემოსასვლელში. ამ სასარგებლო ნივთის შექმნის უამრავი მეთოდი არსებობს: პლასტმასის ბოთლებისგან, ფანერებისგან, ძველი ყუთებისა და საბურავებისგანაც კი. მთავარი ისაა, რომ პუფის შექმნას სულ ცოტა დრო და ფული დასჭირდება, სახლს კი დაამშვენებს. პალეტი ძველი პალეტისგან ნებისმიერ რამეს გააკეთებთ, მთავარია მხოლოდ სურვილი და ფანტაზია. მოსახერხებელი ფეხსაცმლის შესანახავი თაროც არაა გამონაკლისი. უბრალოდ გააპრიალეთ ზედაპირი, შეღებეთ და დადეთ მოსახერხებელ ადგილას. ხის ყუთები კიდევ ერთი ვარიანტი ფეხსაცმლის შენახვისთვის არის ხის ყუთები. აიღეთ რამდენიმე ყუთი, გააპრიალეთ და შეღებეთ. შემდეგ დადგით ერთმანეთზე და შეალაგეთ მასში საყვარელი ფეხსაცმელები. ვიწრო კარადა საფეხსაცმლე "სლიმ" ფორმატში ოპტიმალურია პატარა დერეფნებისთვის, სადაც თითოეული კვადრატული სმ მნიშვნელოვანია. მართალია, ვიწრო და კომპაქტურ კარადაში ფეხსაცმელი ვერტიკალურად ინახება, რამაც, შესაძლოა, მას ფორმა გაუფუჭოს. ამასთან,დაგჭირდებათ ადგილი ფეხსაცმლის აქსესუარებისთვის, თუმცა ასეთი ვიწრო კარადა მოსახერხებელი და ლამაზიცაა. ბანკეტკა ფეხსაცმლის თაროთი რომელ მაღაზიაშიც არ უნდა შეხვიდეთ, დაგხვდებათ შემოსასვლელისთვის ბანკეტკების უდიდესი არჩევანი: თაროებით, უჯრებით. თითოეული მწარმოებელი ამ ფუნქციონალური ნივთს აფორმებს თავისივე გემოვნებით, თუმცა როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ შესაფერის ბანკეტკას ვერ ვპოულობთ? რა თქმა უნდა, თვითონ უნდა გააკეთოთ! ბანკეტკის აგებულება ძალიან მარტივია - ეს განიერი, დაბალი ტაბურეტია რბილი დასაჯდომით. ბანკეტკის გაკეთება ყველას შეუძლია, ამასთან, დაუმატეთ თაროები ფეხსაცმლისთვის. პვხ-მილები თუ ფეხსაცმლის ლამაზად შენახვის სურვილი გაქვთ, ხარისხიანი მასალისთვის კი ფული არ გყოფნით, მოამზადეთ საფეხსაცმლე ადგილი კანალიზაციის ტრუბებისგან. თქვენ მხოლოდ გაჭრა, გაპრიალება და შეწებება დაგჭირდებათ. ასეთი ორიგინალური კონსტრუქცია შეინარჩუნებს სახლში სისუფთავესა და წესრიგს ზედმეტი ხარჯის გარეშე. საშრობი ეს მარტივი და კარგი გადაწყვეტილებაა ფეხსაცმელების შესანახავად. მითუმეტეს, საშრობის დამზადება თავადაც შეგიძლიათ, უბრალოდ შეაწებეთ რამდენიმე მილი და ქვემოთ დაუდგით დაფა, რათა იქ სითხე და სიბინძურე მოგროვდეს, რომლებიც ფეხსაცმელებზეა დარჩენილი. ფეხსაცმელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი ნებისმიერ სახლში, რადგან ეს ნივთი ყველა ოჯახის წევრს აქვს და, ამიტომ, სახლში იგი ბევრია. უბრალოდ გამოიყენეთ ერთ-ერთი იდეა და დაიცავით წესრიგი.

</body>
</html>

მამაკაცმა ხრუშოვკა შეიძინა და მისი გარემონტება დაიწყო. აი რა შეუძლია მონდომებას და მარჯვე ხელებს.
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=22494">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

მამაკაცმა ხრუშოვკა შეიძინა და მისი გარემონტება დაიწყო. აი რა შეუძლია მონდომებას და მარჯვე ხელებს.

<time class="op-published" datetime="Wed, 22 Aug 2018 20:33:28 +0300">Wed, 22 Aug 2018 20:33:28 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Wed, 22 Aug 2018 20:33:28 +0300">Wed, 22 Aug 2018 20:33:28 +0300</time>

admin

ამ ისტორიის მთავარი გმირი ორ ოთახიანი აგურის ბინის საყიდლად ფულს არაერთი წელი აგროვებდა. ხრუშოვკის ტიპის ბინა, რომლის შესაძენადაც მამაკაცს ფინანსები ეყო, საშინლად გამოიყურებოდა. თითქოს აქ ადამიანს ფეხი რამდენიმე ათეული წელიწადი არ დაედგა. მამაკაცმა ბინის შეძენისთანავე აქ სარემოტნო სამუშაოების ჩატარება გადაწყვიტა. საკმარისი ფინანსების არ ქონის გამო მამაკაცი საკუთარი ხელით ნელ-ნელა, ეტაპობრივად შეუდგა ბინის გარემონტებას. სახლის რემონტი არც მეტი, არც ნაკლები 3 წელიწადს მიმდინარეობდა. მამაკაცმა ბინის გარემონტება ვანა-ტუალეტიდან დაიწყო. ეს საკმაოდ ხანგრძლივი და დამღლელი პროცესი იყო, თუმცა შედეგი ამად ნამდვილად ღირდა! ახალი გამათბობელი და წყლის ახალი სისტემა.  აბაზანა. სხვა ოთახებში სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროსაც მამაკაცმა უპირატესობა გიფსოკარდონს მიანიჭა. მამაკაცის სიტყვებით, ბინის ინტერიერზე და ფერთა შეხამებაზე მისმა მეუღლემ იზრუნა. საძინებელი ოთახი სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ. მოგვიანებით მამაკაცმა ხელი ბინის შემოსასვლელის შერემონტებას მოჰკიდა. შემოსასვლელი სარემონტო სამუშაოების შემდეგ.  სამზარეულოს რემონტი - ყველაზე რთული და დამღლელი საქმიანობა ბინის გარემონტების დროს. მისტიკური ფანჯარა სამზარეულოსა და ვანა-ტუალეტის კედელზე მამაკაცმა წარმატებით ამოავსო პენოპლასტის გამოყენებით. სამზარეულო სარემონდო სამუშაოების დასრულების შემდეგ. ეს მამაკაცი ნამდვილად აპლოდისმენტებს იმსახურებს, არა? დაუჯერებელია, თუ როგორ მოახერხა მან დამოიკიდებლად ასეთი შედეგის მიღება საკუთარ ახალ ბინაში!

</body>
</html>