მოდა და სტილი - სასარგებლო რჩევები

გერმანელი სტილისტის ბიბი ჰორსტის ლუქები ღია ფერებში
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23571">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

გერმანელი სტილისტის ბიბი ჰორსტის ლუქები ღია ფერებში

<time class="op-published" datetime="Wed, 20 Jan 2021 17:16:51 +0300">Wed, 20 Jan 2021 17:16:51 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Wed, 20 Jan 2021 17:16:51 +0300">Wed, 20 Jan 2021 17:16:51 +0300</time>

admin

დღესდღეობით ადვილია მოდის ტენდენციების ცოდნა და ნებისმიერ ასაკში ელეგანტურად ყოფნა. ახლა იმდენად ბევრი ტანსაცმელი და აქსესუარი არსებობს, რომ თავბრუს გვახვევს. ასევე გამოჩდნენ საინტერესო ბლოგერები, რომლებიც თავად მისდევენ მოდის ტენდენციებს და თავის აუდიტორიასაც ლამაზი სტილის შექმნაში ეხმარებიან. დღეს „რჩევები“ გაგაცნობთ მოხდენილ და მოდურ მიუნხენელ ქალს ბიბი ჰორსტს, რომელიც 50 წელს ზემოთ ქალებისთვის ბლოგს მართავს. უბრალოდ შეხედეთ, გერმანელი ბლოგერი და სტილისტი 2020 წლის შემოდგომისთვის როგორ მოდურ ლუქებს სთავაზობს ასაკოვან ლამაზმანებს. მოდური სტილი შემოდგომაზე ბიბი ჰორსტს ტყუილად არ ენდობიან, რადგან ქალმა 50 წელს გადააბიჯა, მაგრამ თავის ელეგანტურ ასაკში შესანიშნავად გამოიყურება. ამას ახერხებს არა მხოლოდ კარგი ფორმებით, რომლის შენარჩუნებაზეც დიდ ენერგიას ხარჯავს, არამედ ეფექტური ლუქების შექმნით. ნახევარპალტო გსურთ, ამ შემოდგომას საკუთარი თავი რაიმე ორიგინალურით გაანებივროთ? ამ შემთხვევაში მოკლე პალტოთი დატკბით. თუ ასეთ ქვიშისფერ ქურთუკს თეთრ ჯინსებს და ბამბის მაისურს შეუხამებთ, ხალხი გარანტირებულად აღფრთოვანებით შემოგხედავთ. აღსანიშნავია, ფეხსაცმლის სწორი არჩევანი, ასევე მასიური ჩანთა ერთ ფერში. ჯინსები ჯინსებით უამრავი ყოველდღიური სტილი შეგიძლიათ შექმნათ, განსაკუთრებით ცივ ზამთარში. გერმანელი ქალი გირჩევთ ჯინსებს შეუხამოთ საქმიანი პერანგი, ელეგანტურად გახსნილი და მხრებზე გადაწეული. მას უჩვეულო ფეხსაცმელი დეკორით შეუხამეთ. თუ ლამაზ ყელზე ხაზგასმა გსურთ, მსხვილ აქსესუარზე იზრუნეთ. აი, წვრილ წელზე აქცენტის გაკეთებას ღია ფერის ქამრით შეძლებთ. ტრენჩი ბლოგერი აღიარებს, რომ უნივერსალური ღია ფერის ტრენჩს ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულად თვლის. გერმანელი მასთან იცვამს ჯინსებს ფართო ტოტებით, ასევე უბრალო პერანგს. კეტები სტილს უფრო არაფორმალურ იერს ანიჭებს, ხოლო ქვიშისფერი–მოცისფრო ჩანთა მის სტილს ასრულებს. შარვალ–კოსტიუმი ქალი კომპლექტის ტარებას ხაზს უსვამს, თუმცა კოსტიუმი შეგიძლიათ ცალკე ჩაიცვათ. მის ქვეშ ბლოგერი იცვას ღია ფერის ბლუზს, ხოლო ფეხზე ნებისმიერი კომფორტული ფეხსაცმლის ჩაცმას გირჩევთ, რადგან მთავარი აქცენტი დიდ, ფერად ჩანთაზე კეთდება. სვიტერი ამ შემოდგომაზე იისფერი სვიტერი მაღალი ყელით ზუსტად ისაა, რაც თითოეულ პატივსაცემ ქალს სჭირდება. ბიბი მას ზამშის შარვალს და ლაკონურ შავ ჩექმას უხამებს. ისღა დაგრჩენიათ ორიგინალური აქსესუარი, მაღალი ვარცხნილობა გაიკეთოთ და ნაცრისფერი ქუჩები გააფერადოთ. კაბა გერმანელმა სტილისტიმა იცის, როგორ შეუხამოს ჰარმონიულად ჰაეროვანი კაბა ტყავის ქურთუკს. მართალია, სტილს ქუსლიანი ჩექმებით ავსებს. ამასთან პატარა კლატჩის დაჭერა არ ავიწყდება, რომელიც საშუალებას მოგცემთ თან წაიღოთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ და ამასთან შემოდგომის სტილს სიმარტივეს მატებს. პერანგი თეთრი პერანგი, ზემოდან ჯემპრი მოკლე ხელებით – მარტივი და ლამაზია. ამასთან შეგიძლიათ ნებისმიერ ზამშის ან ტყავის (მაგრამ ფერადი) შარვალს შეუხამოთ. ხოლო შარფი, მინიატურული ჩანთა და ფეხსაცმელი ვინტაჟურ სტილში ლუქს მხოლოდ შეავსებს. რა თქმა უნდა, ბიბი ჰორსტის სითამამე დაკავშირებულია იმასთან, რომ მის ლამაზ ფორმებზე ნებისმიერი ტანსაცმელი კარგად გამოიყურება. მეექვსე ათწლეულშიც კი მოდურად გამოიყურება და შეუძლია ახალგაზრდა გოგოებს კონკურენცია თამამად გაუწიოს. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ასაკოვან ლამაზმანს ნამდვილად შეუძლია სტილის სწორად შერჩევა, ამიტომ 2–ჯერ უფრო პატარა ასაკის ქალებზე უკეთ გამოიყურება. შემოდგომის ბევრი ლუქი იმდენად კარგად გამოიყურება, რომ მოდის ჟურნალებში ყოფნას იმსახურებს.

</body>
</html>

ეს მეთოდი ყველა ქალმა რომ იცოდეს, ძვირადღირებული კაბების მაღაზიები აუცილებლად გაკოტრდებოდნენ
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23508">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

ეს მეთოდი ყველა ქალმა რომ იცოდეს, ძვირადღირებული კაბების მაღაზიები აუცილებლად გაკოტრდებოდნენ

<time class="op-published" datetime="Mon, 25 Feb 2019 18:01:41 +0300">Mon, 25 Feb 2019 18:01:41 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Mon, 25 Feb 2019 18:01:41 +0300">Mon, 25 Feb 2019 18:01:41 +0300</time>

admin

21-ე საუკუნეში ქალებს ტანზე უამრავი რამის მორგება შეუძლიათ და აღარ არიან ვალდებუნლი, მუდამ კაბებით იარონ. მიუხედავად ამისა, კაბები არ კარგავს პოპულარობას მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს შორის. დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გთავაზობთ უმარტივეს ტექნიკას, რომლის დახმარებითაც დამოიკიდებლად შეძლებთ ლამაზი და ორიგინალური დიზაინის მქონე კაბების შეკერვას სახლის პირობებში. გამოჭერით კვადრატი და გადაკეცეთ დიაგონალურად. მიღებული სამკუთხედი კიდევ ერთხელ გადაკეცეთ. და კიდევ ერთხელ! ალბათ ქაღალდის თვითმფრინავის გაკეთების პროცესი გაგახსენდათ. გადაკეცილ სამკუთხედზე მოხაზეთ ზედმეტი ნაწილები. გამოჭერით მოხაზული ნაწილები. მოხაზეთ წრეწირი სამკუთხედის თავზე. მოაჭერით მოხაზული ნახევარწრე. რეზულტატი ასეთი იქნება. ძალიან ორგინალურად და ლამაზად გამოიყურება, არა? ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენს მოწონებას დაიმსახურებს. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის!

</body>
</html>

ფეხსაცმლის 6 სახეობა, რომლებიც გჭირდებათ - ისინი არ გაგიჩენთ პოდაგრასა და ზედმეტ თავის ტკივილს
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23389">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

ფეხსაცმლის 6 სახეობა, რომლებიც გჭირდებათ - ისინი არ გაგიჩენთ პოდაგრასა და ზედმეტ თავის ტკივილს

<time class="op-published" datetime="Wed, 23 Jan 2019 16:08:59 +0300">Wed, 23 Jan 2019 16:08:59 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Wed, 23 Jan 2019 16:08:59 +0300">Wed, 23 Jan 2019 16:08:59 +0300</time>

MarriLoo

ფეხსაცმელი ქალის გარდერობში ზედმეტი არასდროსაა, მისი შერჩევა კი ნებისმიერი ასაკის ქალბატონისთვის აქტუალური თემაა. მოდური ინდუსტრია ქალბატონებს არწმუნებს, ჩაანაცვლონ ჩვეულებრივი მყარი ქუსლები წვრილით ან პლატფორმით, მამაკაცებს კი სთხოვენ, ძველმოდურ სანდლებზე უარი თქვან. ტერფი მოდურ დარტყმას იტანს! მისი მისიის შემსუბუქება არამხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა ხარისხიანი, რაც მთავარია, კომფორტული ფეხსაცმლის შერჩევით. რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ რა სახის ფეხსაცმელი უნდა შეარჩიოს ქალმა და რომელზე უნდა თქვას უარი, რათა გაუფრთხილდეს ტერფებსა და ხერხემალს. როგორ შევარჩიოთ ფეხსაცმელი არასწორი მიდგომა ფეხსაცმლის არჩევის დროს მისი მფლობელისთვის არამხოლოდ კოჟრებსა და ცუდ განწყობას ჰპირდება, არამედ უფრო სერიოზულ პრობლემებსაც - ხერხემლის, სახსრების დაავადებებს, მყესებისა და სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებულ პრობლემებს.. რომელი ფეხსაცმელია ყველაზე მავნე? რომელი უნდა ატაროთ ყველაზე იშვიათად? ძალიან მაღალი ქუსლები იმისათვის, რომ ფეხები და ხერხემალი არ დაიზიანოთ, სიარულის დროს ძირითადი დატვირთვა უნდა მოდიოდეს ქუსლზე. ფეხსაცმელი მაღალ ქუსლებზე ლამაზი კია, თუმცა საშინლად მავნეა ქალის ფეხებისთვის. სიმძიმის ცენტრი სიარულის დროს გადადის ფეხის თითებზე, ძირითადად კი დიდი თითის დასაწყისთან, ამიტომ იწყება პოდაგრის ზრდა, ჩნდება ბრტყელტერფიანობა და აუტანელი ტკივილები. დაეშვით დაბლა! რაც უფრო დაბალია ქუსლი, მით უფრო ბუნებრივად გრძნობს ტერფი თავს. მყარი ქუსლი 5სმ-მდე იდეალური ვარიანტია. ბრტყელი ძირი ნებისმიერი უკიდურესობა ძლიერი სტრესია ტერფებისა და ხერხემლისთვის. ფეხსაცმელი ბრტყელი და თხელი ძირით ისევე მავნეა, როგორც მაღალქუსლიანი. ე.წ. "ბალეტკები" არ მოიცავს ამორტიზაციულ თვისებებს. ასეტი ფეხსაცმლის ყოველდღიურ ტარებას დამღუპველი შედეგები მოჰყვება: ჩნდება ქუსლის დეზი, მოკლდება აქილევსის ხრტილი, დეფორმირდება ტერფი. ორთოპედები ირწმუნებიან, რომ ბრტყელძირიანი ფეხსაცმლის მოყვარულებს სიარულის მანერას ეცვლებათ - მოხუცივით. პლატფორმა სიარულის დროს, ნორმაში, ტერფი სიმძიმეს ანაწილებს ცერიდან ქუსლზე, თუმცა პლატფორმიანი ფეხსაცმლის დროს ქალი რობოტივით მოძრაობს - ბუნებრივი გადანაწილების გარეშე. ამ შემთხვევაში ტერფის ქუსლები არ მუშაობს, კოჭის კუნთები კი ჭარბ დატვირთვას განიცდის. ეს ჯერ ტერფების დეფორმაციას იწვევს, შემდეგ კი მთელი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განადგურებას. ვიწრო წვერი ყველაზე ლამაზი და ელეგანტური ფეხსაცმელი ბაზარზე, რა თქმა უნდა, იტალიურია. თუმცა, იტალიელებს, ჩვენი ქალებისგან განსხვავებით, ძალიან ვიწრო ტერფი აქვთ, ამიტომაცაა, რომ იატალიურ ფეხსაცმელს ვიწრო წვერი აქვს. ასეთი ფეხსაცმლის მუდმივი ტარება იწვევს ტერფის დეფორმირებას, ჩნდება პოდაგრა, მრუდდება თითები. გარდა ამისა, ირღვევა სისლხის მიმოქცევა, ზეწოლა ხდება ნერვებზე და ჩნდება ქრონიკული ტკივილების სინდრომიც. თითის კუნთები მუდმივად დაძაბულია და ვერ უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას ფეხსაცმლის გახსნის შემდეგაც. შლოპანსები შლოპანსების ტარება შეგიძლიათ პლაჟსა და ბასეინზე, ოღონდ არა ქალაქში! ეცადეთ, არ იაროთ ამ ფეხსაცმლით 1 საათზე მეტი ხანი დღეში, რადგან სერიოზული დატვირთვისთვის არ შეუქმნიათ. იგი ზიანს აყენებს როგორც ტერფს, ისე კოჭის სახსარს. ყოველი ნაბიჯი უდრის დარტყმას ქუსლზე, ჩნდება ნახეთქები, ინფექციები, ანთებითი პროცესები. ბავშვებისთვის ასეთი ფეხსაცმელი საერთოდ არ შეიძლება. კედები ვის არ აქვს გარდერობში კედების რჩეული წყვილი? რა თქმა უნდა, არსებობს სავსებით უსაფრთხო მოდელებიც, რომლებიც ყველა ნორმის დაცვითაა მომზადებული. თუმცა, ისეთი სპორტული ფეხსაცმელებიც არსებობს, როგორიც კედებია - ბრტყელი ძირი და სრიალა უკანა ნაწილი არ გვაძლევს უფლებას, დღეში 2 საათზე მეტხანს ვატაროთ ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე. როგორ შევარჩიოთ სწორი ფეხსაცმელი ფეხსაცმლის შერჩევისას მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოთ ფეხის ფორმა. შესარჩევად იარეთ საღამოობით. არ შეიძინოთ მომდგარი, ვიწრო ფეხსაცმელი იმ იმედით, რომ გაიწელება. მიაქციეთ ყურადღება სასურველი წყვილის ამორტიზაციულ თვისებას. ზამშის ან ტყავის ქეჩა დაიცავს ტერფს კოჟრებისა და გაღიზიანებებისგან. თუ კლასიკური ფეხსაცმელები იპოვეთ, რომელიც თქვენს ტერფებზე იდეალურადაა, არ დაიზაროთ და ორი წყვილი იყიდეთ - ისინი რამდენიმე წელი გაგიძლებთ. შეარჩიეთ ფეხსაცმელი დიდი ტერფის ზომის მიხედვით. დიახ-დიახ, ადამიანების უმეტესობას ერთი ტერფი მეორეზე დიდი აქვთ.

</body>
</html>

ქსოვა შეუჩერებლად: მოქსოვეთ წინდები ორ ჩხირზე, ნაკერების გარეშე
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=23322">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

ქსოვა შეუჩერებლად: მოქსოვეთ წინდები ორ ჩხირზე, ნაკერების გარეშე

<time class="op-published" datetime="Thu, 03 Jan 2019 20:50:40 +0300">Thu, 03 Jan 2019 20:50:40 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Thu, 03 Jan 2019 20:50:40 +0300">Thu, 03 Jan 2019 20:50:40 +0300</time>

MarriLoo

თბილი და ლამაზი ნაქსოვი წინდები საუკეთესო საჩუქარია თქვენი ფეხებისთვის ცივ სეზონზე. აქამდე მათ ქსოვდნენ 5 ჩხირით, რაც ბევრს უქრობდა ხელსაქმის სურვილს, განსაკუთრებით, დამწყებებს. თუმცა, პროგრესმა არ დააყოვნა და ახლა ამ გასაოცარი ნივთის მოქსოვა ორ ჩხირზეც შესაძლებელია. ეს ტექნოლოგია არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა და იგი გაცილებით მარტივი და სწრაფია, ვიდრე კლასიკური მეთოდი შინ მოქსოვილი წინდებისა, ამიტომ ხელმისაწვდომია დამწყებთათვისაც კი. წინდები ქსოვის დროს ძალიან ლამაზი და კომფორტული გამოდის. მათ მოქსოვას რჩევების რედაქცია გასწავლით. წინდების ქსოვა ორ ჩხირზე გჭირდებათ სასურველი ფერის ძაფები 2 ჩხირი საზომი ლენტი მუშაობის პროცესი იმისათვის, რომ ნაკეთობა იდეალურად დაგაჯდეთ ფეხზე, ზუსტად უნდა იცოდეთ ფეხის ზომა და სიმაღლე. ასევე, გაზომეთ ტერფის სიმაღლეც. მუშაობა იწყება მანჟეტის უკანა ნაწილის მომზადებით. ორივე ჩხირზე დააგროვეთ 22 თვალი. მოქსოვეთ 4 სმ წაღმა და უკუღმა. კიდევ 4 სანტიმეტრი მოქსოვეთ წაღმა. წინდის უკანა ნაწილი მზადაა. ახლა შეუდექით ქუსლს. ამისთვის ქსოვის დროს ყოველ რიგს მოაკელით მეორე, მესამე და 2 ბოლო თვალი. გააკეთეთ ეს, სანამ რიგში 12 თვალი არ დაგრჩებათ. შემდეგ უნდა გააფართოვოთ წინდა და გაზარდოთ ქსოვილის ზომა. დიაწყეთ ახალი რიგი პირველი წაღმა თვალის მოქსოვით, გამოიყვანეთ ყოველი მომდევნო თვალი წინასგან, სანამ ისევ 22 თვალი არ გახდება - ასე ქუსლის ქვედა ნაწილს მოქსოვთ. მოქსოვეთ წინდის ძირი წაღმა, ეს დაახლოებით 8 სმ-ა(დამოკიდებულია ტერფის ზომაზე). უკანა ნაწილი და ძირი მზადაა. ცერი ისევე მოქსოვეთ, როგორც ქუსლი: დაიყვანეთ თვლები 12მდე, შემდეგ კი აიყვანეთ ისევ 22მდე. მოქსოვეთ ცერის ზედა ნაწილი 8 სმ-ით, ყოველ წაღმა რიგში შეაერთეთ გადაბმის ადგილები. ასეთი ქსოვის დროს ძირი ზედა ნაწილს უმაგრდება და ნაკერები საჭირო აღარაა. მოქსოვეთ 4 სმ ტერფის სიმაღლის წაღმა ნაწილი, შეაერთეთ წინდის უკანა ნაწილთან ისევე, როგორც ქვემოთ. ახლა მოქსოვეთ 4 სმ მანჟეტი-რეზინი. მზადაა. ასე გამოიყურება მზა წინდა.

</body>
</html>

როგორ დავმალოთ ჭარბი კილოგრამები ტანსაცმელში: 7 რჩევა სწორი გარდერობისთვის
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=22423">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

როგორ დავმალოთ ჭარბი კილოგრამები ტანსაცმელში: 7 რჩევა სწორი გარდერობისთვის

<time class="op-published" datetime="Thu, 09 Aug 2018 14:41:59 +0300">Thu, 09 Aug 2018 14:41:59 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Thu, 09 Aug 2018 14:41:59 +0300">Thu, 09 Aug 2018 14:41:59 +0300</time>

MarriLoo

იცოდით, რომ შოპინგი ქალისთვის საუკეთესო ანტისტრესული მოქმედებაა? თუმცა, ხანდახან, ტანსაცმლის შეძენა კატასტროფას იქცევა, თუ არ იცით, რომელი ტანსაცმელი უხდება თქვენს ფიგურას. ტანსაცმელი, რომელიც გვაცვია, ხაზს უნდა უსვამდეს ჩვენს ფიგურას და დამალოს ნაკლი, რომელიც თავდაჯერებულობას ამცირებს. თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს - თუ ნივთი თქვენს ფიგურას არ უხდება, მისი ადგილი ხარადაში არაა! Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა დამალოთ ჭარბი კილოგრამები ტანსაცმლის გამოყენებით. ქვედა თეთრეული გაგიკვირდებათ, მაგრა მას შეუძლია ჯადოსნობა თქვენს ფიგურაზე! თუ მოჭერილი ტანსაცმლის ჩაცმა გჭირდებათ, დაგეხმარებათ მაკორექტირებელი თეთრეული. იგი ჭიმავს ღიპს, წამოწევს თეძოებს და გვერდებს შეავიწროვებს. შეარჩიეთ ასეთივე ლიფები. თუ ისედაც დიდი მკერდი გაქვთ, არ გირჩევთ ფუშ-აფებს, იგი ჭარბ წონას მოგიმატებთ. ორფენიანი ტოპები დააკვირდით ფოტოს. ხედავთ, როგორაა შევიწროებული წელის ხაზი? მკერდი დიდი და მკვრივი ჩანს, მუცელი კი - ბრტყელი. გარდა ამისა, თუ ფართო გვერდები გაქვთ, მსგავსი მოდელი შეამცირებს მათ. ქვედა ბოლოები, შარვლები, ჯინსები, თავისუფალი ქვედა-ბოლოები - არჩევანი ფართოა, მაგრამ აუცილებელია საკუთარი ფიგურის ტიპის გათვალისწინება. თუ ფართო გვერდები გაქვთ, უნდა შეარჩიოთ თავისუფალი შარვალი და მოდელი. ასევე, მოდაშია სწორი ჯინსები, რომლებიც ფარავს ჭარბ წონას ფეხებზე. თუ მუცლის დამალვა გსურთ, შეარჩიეთ მაღალწელიანი მოდელები. ქამარი ამ აქსესუართან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ხანდახან ისინი უფრო უსვამენ ხაზს ჭარბ წონას. შეარჩიეთ თხელი ქამრები, რომლებიც აქცენტს წელზე აკეთებს. ფერი ყველასთვის ცნობილია, რომ მუქი ფერები ვიზუალურად აჩენს გამხდარს, მაგრამ არა მაინცდამაინც შავი. ყავისფერი, მუქი-ლურჯი, მუქი-მწვანე და ბორდოსფერიც კი - ყველა ეს ტონი მოუხდება ჭარბწონიან ფიგურას. მკვეთრი ელემენტები შეარჩიეთ იმ ზონებისთვის, რომლებზეც არ გაწუხებთ ჭარბი წონა. ნახატები და ქსოვილი თუ ქსოვილის დეკორაციაზე ვსაუბრობთ, თავიდან ამოიგდეთ მეტისმეტად გადატვირთული ქსოცილები ან ჰორიზონტალური ზოლები. თქვენი არჩევანია ვერტიკალური ზოლები და მინიმალისტური ნახატები. შავ-თეთრი ფერის ნახატები უფრო ეფექტური გამოჩნდება. მოერიდეთ ატლასისა და პოლიესტერის ქსოვილებს. სწორი ზომა რა ბედნიერებაა, რომ მოდაშია ოვერსაიზი - ტანსაცმელი, რომელიც რამდენიმე ზომით დიდია. ვიზუალურად, ეს სხეულს აწვრილებს. თუმცა, თუ არ გინდათ მსგავსი ტანსაცმლის შეძენა, იმაზე მაინც იფიქრეთ, რომ ტანსაცმელი თქვენზე პატარა არ იყოს! იგი არ უნდა იყოს შემოტმასნული სხეულის იმ მონაკვეთებზე, რომლებითაც არ ამაყობთ. გახსოვდეთ, რომ ტანსაცმელი უკვე დიდი ხანია გამოიყენება არამხოლოდ გასათბობად, არამედ მოდური იმიჯის შესაქმნელადაც.

</body>
</html>

მოდა 50+ ქალბატონებისთვის: 13 უბრალო ლუქი ყოველდღიურობისთვის
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=22250">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

მოდა 50+ ქალბატონებისთვის: 13 უბრალო ლუქი ყოველდღიურობისთვის

<time class="op-published" datetime="Wed, 18 Jul 2018 16:13:01 +0300">Wed, 18 Jul 2018 16:13:01 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Wed, 18 Jul 2018 16:13:01 +0300">Wed, 18 Jul 2018 16:13:01 +0300</time>

MarriLoo

ფიქრობთ, შუა ხნის ასაკში მოდურად ჩაცმა რთულია? ჩვენ დაგარწმუნებთ, რომ ეს ასე არ არის. 50 წლის შემდეგ ცხოვრება მხოლოდ ახლა იწყება, სწორად შერჩეული გარდერობი კი ლამაზ, შუა ხნის ქალბატონს არამხოლოდ მიმზიდველობას მიანიჭებს, არამედ თავს კომფორტულადაც აგრძნობინებს. შარვალი ჩინოსი - ეს ის ნივთია, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ. კლასიკური შესრულებით, შარვალი ნატურალური ქსოვილებისგან იკერება, ისინი მოსახერხებელი, პრაქტიკულია, არ გიშლით ხელს მოძრაობაში, რბილი ქსოვილის წყალობით კი სხეულისთვის სასიამოვნოა და არ გიღიზიანებთ კანს. Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ, თუ რასთან უნდა ატაროთ შარვალი ჩინოსი - must have-ნივთი გარდერობში 50+ ქალბატონებისთვის. დამიჯერეთ, ასეთი შარვლის ჩაცმის შემდეგ იგი აუცილებლად შეგიყვარდებათ! ქალის მოდური შარვალი თეთრი ჩინოსი და მსუბუქი, საზაფხულო მაისური პასტელურ ტონებში იდეალური ლუქია ზაფხულისთვის. პირველ რიგში, თეთრი ფერი დაგეხმარებათ ფიგურის ნაკლების დაფარვაში, მეორეც - მსუბუქი ნატურალური ქსოვილის ღია შარვალში ზაფხულის ცხელ დღეს თავს გრილად იგრძნობთ. თუ ჩაიცმევთ პიჯაკს და გაიკეთებთ შესაფერის აქსესუარებს, თქვენ მიიღებთ თავშეკავებულ და მსუბუქ საქმიან გარეგნობას, რომელსაც მიმზიდველობას პატარა შარფი დაუმატებს. ყავისფერი ლაკონური ჩინოსი უხდება ოქროს - ოქროსფერ შარვალს, ჩანთას, ძვირფას სამკაულებს. იმისათვის, რომ მეტისმეტად არ გადაიტვირთოთ თავი, ჩაიცვით აკურატული თეთრი ბლუზა და უბრალო კარდიგანი. მოდური ჩინოსები, მონოქრომული ჟაკეტი, არამკვეთრი სამკაულები და ელეგანტური ბასანოჩკები - არაბანალური კლასიკური სტილი მზადაა! სელის ჩინოსი და მსუბუქი ზედა ტონში შექმნის უბრალო და, ამავდროულად, შეუდარებელ ყოველდღიურ სტილს. თუ მცირე ხალისის შეტანა გსურთ ყოველდღიურობაში, ისევ გირჩევთ მცირე ზომის შარფს კისერზე. უბრალობა და ლაკონურობა - 50+ ქალბატონთა საუიკეთესო მეგობარია. თეთრი ჯინსები, გრძელი პერანგი და ღია ფერის კედები თავს კომფორტულად, თავისუფლად და ახალგაზრდად გაგრძნობინებთ. თუ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ჩაიცვამთ - მიიღებთ ოდნავ საქმიან და რომანტიკულ სტილს. ასეთი ტანსაცმელი მოუხდება ნესბიმიერ შეხვედრას. ასეთი მარტივი და თავშეკავებული გარეგნობა თეთრი ჩინოსით კარგად წარმოგაჩენთ ლამაზ აქსესუარებთან ერთად. შესანიშნავი ჩაცმულობა საზაფხულო გასეირნებისთვის. ეს მკაცრი და ქალური ჩაცმულობაა 50+ ქალბატონთათვის. თეთრი ჩინოსი, ბლუზა ღია მხრებით, მოდური ბასანოჩკები და უხეში ყელსაბამი - გარშემომყოფთა გაოცება გარანტირებული გაქვთ! კიდევ ერთი მაგალითი ხალისიანი ჩაცმულობისა ყოველდღიურ შარვალთან ერთად. მკვეთრი ფერი ან უხეში ორნამენტები მოსაწყენ ჩაცმულობას გამოწვევას დაუმატებს, სწორად შერჩეული აქსესუარები კი მოდის დედოფლად გაქცევთ. მილიტარის ტიპის ჩაცმულობა ჩინოსთან ერთად ამ ზაფხულის მოდური ტრენდია. რას იტყვით ნაცრისფერ შარვალსა და თეთრ პერანგზე? მომგებიანი ყოველდღიური ჩაცმულობა ნებისმიერი ასაკის ქალბატონს უხდება. მკვეთრი ან ვარდისფერი პასტელური შარვალი მსუბუქ ქსოვილებთან და ზუსტად შერჩეულ აქსესუარებთან ერთად შექმნის კომფორტულ მსუბუქ იერს სამსახურის, სტუმრად წასვლისა და სეირნობისთვის. ლურჯი ყველაზე მოდური ფერია 2018 წლის ცხელი ზაფხულისთვის. ლურჯის ნებისმიერი ელფერის მქონე ჩინოსი თითქმის ყველა ნივთს ეხამება ქალბატონის გარდერობში, იდეალურად მიდის როგორც კედებზე, ისე კლასიკურ ფეხსაცმელზე. მთვარია, შარვალი იყოს ნატურალური ქსოვილებისგან შეკერილი. კიდევ ერთი მშვენიერი იდეა თეთრი შარვლისთვის! მკვეთრი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება აქსესუარების დახმარებით მონოქრომული ჩაცმულობის რაღაც არაჩვეულებრივად ქცევა.

</body>
</html>

არმანიმ გვიჩვენა, თუ როგორ უნდა იცვამდეს უბრალო ქალბატონი
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=22249">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

არმანიმ გვიჩვენა, თუ როგორ უნდა იცვამდეს უბრალო ქალბატონი

<time class="op-published" datetime="Wed, 18 Jul 2018 15:32:03 +0300">Wed, 18 Jul 2018 15:32:03 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Wed, 18 Jul 2018 15:32:03 +0300">Wed, 18 Jul 2018 15:32:03 +0300</time>

MarriLoo

ჯორჯო არმანიზე უკეთ ვის ეცოდინება, თუ რა არის ელეგანტურობა. მოდის ინდუსტრიის გურუმ დაამტკიცა, რომ მოდური ყოველთვის მოუხერხებელს და ვიწროს არ ნიშნავს. არმანის სტილი ელეგანტურობისა და საქმიანი ქალის სინონიმია. Rchevebi.com-ის რედაქცია დარწმუნებულია, რომ ჯორჯომ შექმნა ის სტილი, რომელიც ნამდვილ ქალბატონებს უხდება. ყოველდღიური ტანსაცმელი 81 წლის იტალიერი მოდელიერი დარწმუნებულია, რომ ქალბატონები უბრალო, ნატურალური და ხარისხიანი ნაჭრისგან შეკერილ ტანსაცმელს უნდა ატარებდეს. -"სტილსა და მოდას შორის განსხვავება ხარისხშია." - ამბობს არმანი. მოხერხებული და მოდური ყოველდღიური ტანსაცმელი ქალბატონის საუკეთესო სამკაულია. სწორედ ასეთ ტანსაცმელს ქმნის ჯორჯო არმანი. სრული დაფარვა, მსუბუქი ქსოვილი და მინიმალიზმი მის კოლექციას თვით ელეგანტურობად აქცევს და ქმნის აბსოლუტურ ჰარმონიას მათ მფლობელთან. -"ელეგანტურობა ქმნის ისეთ იერს, რომელიც არ ექვემდებარება დროს, რომელიც არასდროს გადავა მოდიდან და მასთან ერთად თქვენც სულ მოდაში დარჩებით. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია სტილი, ვიდრე არასტაბილური მოდური ტენდენციები." - ამბობს არმანი. შემოდგომა-ზამთრის კოლექცია "ახალი სტანდარტი" ამას საუკეთესოდ ეხმაურება. სარეკლამო კამპანიის სახეები გახდნენ 90-იანი წლების მოდელები: სტელა ტენანტი, ევა ჰერციგოვა, ჟასმინ ლე ბონი და ნადია აუერმანი - ნამდვილი ლამაზმანები! მთელი კოლექცია შესრულებულია ნეიტრალურ ტონებში, დაფარვა ლაკონური და მოსახერხებელია, ყველაფერი წარმოუდგენლად ქალურად და ელეგანტურად გამოიყურება. -"შეარჩიეთ ნეიტრალური ფერის ქსოვილები, ყოველგვარი მკვეთრი ორნამენტის გარეშე - ისინი უფრო დიდხანს გემსახურებათ, ვგულისხმობ მოდის მხრივ." - გირჩევთ არმანი. შავ-თეთრ ფოტოებზე უკეთ ჩანს ქსოვილის ფაქტურა, რომლისგანაც ეს ნივთებია შეკერილი. კოსტუმები არმანის ფავორიტი ტანსაცმელია. ისინი დიდ ადგილს იკავებს მის კოლექციაში. -"ტანსაცმლის მოდელირება ყველაზე მეტი შეგრძნებით სავსე საქმიანობაა დედამიწაზე." - გვარწმუნებს სახელოვანი კუწურიე. ჯორჯო არმანის ხელით ტანსაცმლის შექმნის პროცესი ჯადოსნურ ფოკუსს ჰგავს. თითებზე ენერგიის კონცენტრირებით, გურუ მანეკენის სხეულს ქსოვილში ახვევს. ეს ნამდვილი მაგიაა! არმანი ამბობს: - "არ ღირს მეტისმეტი ძალისხმევის დატანება ტანსაცმლის შერჩევისას: ყველაზე მოდური ადამიანები გამოიყურებიან ისე, თითქოს არავითარი ძალისხმევა არ ჩაუდიათ საკუთარ გარეგნობაში." ამაში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი. ჯორჯო არმანიმ შეძლო მოდის სამყაროსა და წარმოდგენების გადატრიალება იმის შესახებ, თუ როგორია ყოველდღიური ტანსაცმლის როლი ჩვენს ცხოვრებაში. ასეთი რამ მხოლოდ გენიოსს თუ შეუძლია.

</body>
</html>

ნუ ჩაიცმევთ - 7 ნივთი, რომლებიც საზაფხულო გარდერობს აფუჭებს
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=22209">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

ნუ ჩაიცმევთ - 7 ნივთი, რომლებიც საზაფხულო გარდერობს აფუჭებს

<time class="op-published" datetime="Fri, 13 Jul 2018 13:52:27 +0300">Fri, 13 Jul 2018 13:52:27 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Fri, 13 Jul 2018 13:52:27 +0300">Fri, 13 Jul 2018 13:52:27 +0300</time>

MarriLoo

ზაფხული ერთადერთი დროა, როცა შეგიძლიათ მინიმალური ტანსაცმელი ატაროთ და სხეულს სუნთქვის საშუალება მისცეთ. თუმცა, ამ პირობებშიც კი, ქალბატონები მაინც ახერხებენ ლუქის გაფუჭებას იმ ნივთებით, რომლებიც, არამხოლოდ მოდიდან გადავიდა, არამედ ანტიტრენდადაც იქცა. უკვე ნახევარი ზაფხული გავიდა, ქუჩაში კი მაინც ვხვდებით ქალბატონებს, რომლებიც 2007-2010 წლების მოდას მისდევენ. ამიტომაც ისინი ასაკზე უფრო მოხუცებად გამოიყურებიან. მოდა ბრუნვადია, მაგრამ არსებობს ისეთი ნივთებიც, რომლებსაც ამ სეზონზე ვერ გამოიყენებთ. Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ, თუ რომელ ნივთებზე უნდა თქვათ უარი დიდხანს. ხანდახან, საზაფხულო მოდური ლუქისთვის საკმარისია კარადის გადალაგება და არა ახალი ნივთების შეძენა. 2018 წლის ზაფხულის ანტიტრენდი ძალიან მოკლე შორტები ულტრამოკლე შორტები დაბალი წელით მოდიდან ჯერ კიდევ 5 წლის წინ გადავიდა. თუმცა მას ჯერ კიდევ ატარებენ როგორც მოზარდები, ასევე ქალბატონებიც ნებისმიერი აღნაგობით. ასეთი მოდელი ფიგურას ყველა ღირსებას უკარგავს და ხშირად ვულგარულადაც გამოიყურება. უმჯობესია, ატაროთ შორტები თავისუფალი დაფარვით და მაღალი წელით - ელეგანტურია და არც დაგცხებათ. ასეთ მოდელს არამხოლოდ მაისურებს, არამედ ბლუზებსაც შეუხამებთ. ფატინი სქელი ქვედაბოლოები და გამჭვირვალე კაბა 2 წლის წინ ყველას ეცვა. თუმცა, ქუჩაში მსგავსი ლუქების სიმრავლის გამო ისინი ავტომატურად იქცა ანტიტრენდად. ასე, რომ დროა უპირატესობა მიანიჭოთ ბამბის ან სელის ქსოვილებს, რომლებიც არაჩვეულებრივად გამოიყურება და სხეულს სუნთქვის საშუალებას აძლევს. დახეული ჯინსები ექსტრემალურად მოკლე შორტებთან ერთად, გარდერობიდან უნდა გადადოთ დახეული ჯინსები, რომლებზეც უფრო მეტი ხვრელია, ვიდრე ქსოვილი. ეს უკვე გასული საუკუნეა. შეგიძლიათ, თავისუფლად გამოიყენოთ ისინი აგარაკზე გასასეირნებლად, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში აღარ გამოგადგებათ. პატარა ნახეხები კლასიკაა, მაგრამ ხვრელები და ამოჭრილი რგოლები მუხლებზე უკვე წარსულის გადმონაშთია. უკვე მესამე წელია, რაც მოდაშია ერთტონიანი, თავისუფალი დაფარვის მაღალწელიანი ჯინსები. ბლუზები ღია მხრებით ბლუზები და ტოპები ღია მხრებით, რომლებიც ფრანგული სოფლის მოტივებით შეიქმნა, უკვე შორს უნდა გადადოთ. იყო მოდური, მაგრამ ამ ნივთის დიდების ეპოქა დასრულდა. ისინი ყოველთვის გამოგადგებათ პლაჟზე, მოდური ქალაქური ლუქისთვის კი ამ სეზონზე იგი არ უნდა გამოიყენოთ. სხვა საქმეა ბლუზები და ტოპები ასიმეტრული დაფარვით, მაგალითად, ერთ მხარზე. თეთრეულის სტილი ამ სიაშია კოსტუმები და ტოპები პიჟამების სახით. რამდენიმე წელი ატარეთ - საკმარისია. დღეს არ ღირს ატლასის ან ველიურის მაქმანებიანი ტოპების ტარება. არსებობს უამრავი საბაზისო ნივთი, რომლებიც მათ ღირსეულად ჩაანაცვლებს. ჩოკერები თუ აქამდე ეს სამკაული მოდური იყო, ახლა იგი უბრალოდ უადგილო აქსესუარია. უკვე რამდენიმე წელია, სტილისტებმა იგი მოცემულ სიაში შეიყვანეს, თუმცა ქალბატონები აგრძელებენ შეძენას და ტარებას. თუ ყელის ზოლის გამოკვეთა ქსურთ, გაიკეთეთ გრძელი საყურეები, ხოლო თუ ულტრამოდურად გინდათ გამოიყურებოდეთ - ერთი საყურე. შლოპანსები არ არსებობს უფრო საშინელი ფეხსაცმელი, რომელიც ამდენად აუფასურებს და აუარესებს ქალის გარეგნობას, როგორც შლოპანსები. მაგრამ ქალაქში მათი ტარება ნამდვილად არ ღირს! ახლა მოდაშია სხვადასხვა სახის შლოპანსები, რომლის შერჩევაც საკუთარი გემოვნებით შეგეძლებათ. მოდა სწრაფად მიედინება. არსებობს ორი ვარიანტი: ან მისდევთ ყველა ტრენდს და დროულად აადაპტირებთ გარდერობს დროის მოთხოვნილებების მიხედვით, ან ირჩევთ კლასიკურ საბაზისო ნივთებს, რომლებიც 5-7 წლის მანძილზე თავისუფლად შეგეძლებათ ატაროთ. მთავარია, ატაროთ ნივთები, რომლებიც გამოყოფს თქვენს ღირსებებს საუკეთესოდ, უხდება ცხოვრების სტილს და თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ.

</body>
</html>

გთხოვთ, ნუ გადაყრით! ძველი ნივთების გადაკეთებით შეგიძლიათ ულამაზესი, მოდური ტანსაცმელი მიიღოთ
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=22147">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

გთხოვთ, ნუ გადაყრით! ძველი ნივთების გადაკეთებით შეგიძლიათ ულამაზესი, მოდური ტანსაცმელი მიიღოთ

<time class="op-published" datetime="Tue, 03 Jul 2018 16:51:43 +0300">Tue, 03 Jul 2018 16:51:43 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Tue, 03 Jul 2018 16:51:43 +0300">Tue, 03 Jul 2018 16:51:43 +0300</time>

MarriLoo

ადრე თუ გვიან, ყველაზე მაგარი ჯინსებიც კარგავს თავის აქტუალობას: გადადის მოდიდან, მორალურად და ფიზიკურად ბერდება ან უბრალოდ გწყინდებათ. ისეც ხდება, რომ მათ გადასაყრელად ხელს ვერ აწევთ, ამიტომაც ჯერ კიდევ გაცვიათ. თუმცა, საყვარელი ნივთის სიცოცხლის გახანგრძლივება სულაც არაა რთული! წარმატების მისაღწევად სურვილი, მცირე შთაგონება და სწორი ადგილიდან გაზრდილი ხელებია. თუ ეს ყველაფერი გაქვთ, შეგიძლიათ, ძველი ჯინსები მარტივად გარდაქმნათ ლამაზ, სასარგებლო და ძალიან საჭირო ნივთებად. რისი გაკეთება შეიძლება ჯინსებისგან, საკუთარი ხელით? Rchevebi.com-ის რედაქცია გაგაცნობთ 11 მოდურ ნივთს, რომელთა მიღებაც ძველი ჯინსებისგან შეგიძლიათ. იმედია, ეს იდეები შთაგაგონებთ. ყველაზე ჩვეულებრივი საათიც კი წარმოუდგენლად მოდურ აქსესუარად იქცევა ასეთი ჯინსის ქამრით ძველი ჯინსებისგან გამოგივათ ასეთი კაბა, თანაც, ყოველგვარი ხარჯის გარეშე ამ სეზონზე პრაქტიკული და მოხერხებული ჯინსის ნაჭერი ისევ მოდაშია. რატომ არ შეიკერავდით ასეთივე მოდურ პალტოს? ან ასეთ ჩანთას? ხანდახან, შედეგის მისაღწევად საჭიროა ჯინსის მცირე ნაჭრებად დაჭრა, შემდეგ კი შეკერვა ასეთი ქვედა-ბოლო განუმეორებელ ელემენტად იქცევა თქვენს გარდერობში. მის შესაკერავად დაგჭირდებათ საბაზისო ქვედა-ბოლო და ძველი ჯინსი აი, როგორ უნდა გადააკეტოთ შორტები მოდურად ძველი ჯინსებისგან გამოგივათ სახლის მოდური ჩუსტები კიდევ რამდენიმე საინტერესო იდეა უბრალოდ შოკში ვარ ამ ულამაზესი ჟაკეტის ნახვის შემდეგ.. აუცილებლად შევიკერავ ასეთივეს! დაბოლოს, ჩემი ფავორიტი - მოდური სპორტული ჩანთა ჯინსის ნაჭრებისგან როგორც ხედავთ, ძველი ჯინსების გადაკეთება შესაძლებელია, თან ისე, რომ მოდას არ ჩამორჩეთ. ცოტაოდენი ძალისხმევა, ცოტაოდენი შთაგონება და ძველი ჯინსები, ქვედა-ბოლოები და პიჯაკები დიზაინერულ ტანსაცმლად გადაიქცევა.

</body>
</html>

ბრიჯით მაკრონის კვალდაკვალ : 10 გაბედული ჩაცმულობა 50+ასაკის ქალბატონთათვის
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=22135">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

ბრიჯით მაკრონის კვალდაკვალ : 10 გაბედული ჩაცმულობა 50+ასაკის ქალბატონთათვის

<time class="op-published" datetime="Mon, 02 Jul 2018 16:42:00 +0300">Mon, 02 Jul 2018 16:42:00 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Mon, 02 Jul 2018 16:42:00 +0300">Mon, 02 Jul 2018 16:42:00 +0300</time>

MarriLoo

თუ 50 წელს მიაღწიეთ, ნუ იტყვით უარს მომხიბვლელად და გამომწვევად ჩაცმაზე, მაშინაც კი, თუ სახეზე ბოროტი ნაოჭები გაგიჩნდათ. ამის მკვეთრი მაგალითია საფრანგეთის პირველი ლედი, ბრიჯით მაკრონი, რომელიც 65 წლის ასაკში 15 წლით ახალგაზრდულად გამოიყურება და თავს მუხლებს ზემოთ ქვედაბოლოს ჩაცმის უფლებასაც აძლევს. ნუ ჩაეწერებით "ბებიების სიაში" ნაადრევად! Rchevebi.com-ის რედაწცია მოგიყვებათ, თუ როგორი ტანსაცმლით უნდა შეავსოთ გარდერობი, რათა გამოიყურებოდეთ ლამაზად, მოდურად და მომხიბვლელად. ტანსაცმელი 50+ ასაკის ქალბატონთათვის ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, ბრიჯით მაკრონი ყველაზე განხილვად პერსონად იქცა მოდის სამყაროში. მისი სტილი ცხარე დისკუსიების საგანია, მეორე მხრივ კი - შუახნის ასაკის ქალბატონებისთვის მისაბაძი მაგალითი. სანამ კრიტიკოსები კამათობენ იმაზე, უნდა ატარებდეს თუ არა 50+ ასაკის ქალბატონი მოკლე კაბასა და გამომწვევ კაბებს, საფრანგეთის პირველი ლედი ამტკიცებს: - "უპირობოდ! 50 წლის შემდეგ, ქალის სტილი მისი პირადი არჩევანია. თუ თქვენ რაღაც არ მოგწონთ - ეს თქვენი პირადი პრობლემაა." მაკრონის ახალგაზრდული გარეგნობის საიდუმლო არამხოლოდ კოსმეტოლოგიური პროცედურების, არამედ ჩაცმის მანერაშიც მდგომარეობს. ვიწრო ჯინსები, წელში გამოყვანილი ჟაკეტები, მუხლს ზემოთ კაბები - პირველი ლედი უპირატესობას ანიჭებს ნივთებს, რომლებიც 50+ ასაკის ქალბატონებისთვის ტაბუდადებულია. ნუთუ ქალს არ აქვს უფლება, ჩაიცვას ის, რაც სურს, აკეთოს ის, რისი კეთებაც სიამოვნებს და უყვარდეს ის, ვინც უნდა, მიუხედავად მისი ასაკისა? გარდერობი 50+ ასაკის ქალბატონთათვის საბაზისო გარდერობის აქტუალური და ხარისხიანი ნივთებით შედგენა გაგათავისუფლებთ ყოველდღიური დილემისგან: "რა ჩავიცვა დღეს?" საბაზისო ნივთებს მიეკუთვნება "ასაკის გარეშე" ტანსაცმელი, რომელიც ნებისმიერი ტიპის ფიგურის მქონე ქალს მოუხდება. იქნება ეს დაქალებთან შეხვედრა, სამსახურში წასვლა თუ რომანტიკული პაემანი - ნებისმიერ სიტუაციაში საბაზისო ნივთები გამოგადგებათ. მდიდრული კოსტუმი must have ნივთია გარდერობში შუა ხნის ასაკის ქალისათვის! ასეთი ჩაცმულობა მოგანიჭებთ ქალურობას, მიმზიდველობასა და სიმკაცრესაც კი. არაფერი ზედმეტი - მხოლოდ ფიგურის შესაფერისი შარვალი და მოდური პიჯაკი. ვინ თქვა, რომ ელეგანტურ ასაკში ქალს არ უხდება კომფორტული ყოველდღიური შარვალი? მთავარია - შეარჩიოთ შესაფერისი დაფარვისა და სტილის მქონე ტანსაცმელი, რომელიც ფიგურას გამოკვეთს და შენიღბავს ნაკლს. ბრიჯით მაკრონი - კაბების ცნობილი მოყვარულია, ამასთან, პირველი ლედი არ ცდილობს თავისი ფეხებს დამალვას და თამამად ანიჭებს უპირატესობას მინი-სიგრძეს. კაბა-ფუტლარი, კაბა-ხალათი, არომატული კაბა - ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა მოიპოვებოდეს ნებისმიერი ქალის გარდერობში. ასეთი კლასიკური ქვედა-ბოლოები ხნიერ ქალბატონს დაეხმარება ყოველდღე სხვადასხვა გარეგნობის მიღებაში. მკაცრი მოდელები სწორი დაფარვით, მარტივად დაუმატებს გარეგნობას ქალურობას, ფიგურას კი - სისწორეს. რა თქმა უნდა, ქვედა-ბოლოს შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ფიგურის ტიპი. საბაზისო ბლუზის შერჩევისას, ყურადღება გაამახვილეთ ქსოვილზე. მასალა უნდა იყოს ნატურალური, მსუბუქი, ოღონდ არა გამჭვირვალე. სხვათაშორის, 50+ ასაკის ქალბატონებზე მამაკაცური ბლუზები და პერანგები არაჩვეულებრივად უხდება ჟილეტებსა და აქსესუარებს. ქაშმირის სვიტრი - ნივთია, რომლის გარეშეც ხანში შესული ქალბატონის გარდერობი წარმოუდგენელია. ეს ტანსაცმელი იმდენად უნივერსალური და ლაკონურია, რომ მასში შეგიძლიათ წახვიდეთ ოფიციალურ მიღებაზე ან შვილიშვილებთან ერთად სასეირნოდაც კი. რაც შეეხება ფეხსაცმელს, მადამ მაკრონი უპირატესობას წვრილ ქუსლებს ანიჭებს. თუმცა, თუ კომპლექცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გიწყობთ მათ ტარებაში ხელს, ჩაანაცვლეთ წვრილი ქუსლები შედარებით დაბლით, თუმცა მყარი ქუსლით. თუმცა, სანდლების, ლოფერებისა და ბალეტკების გარეშე ნამდვილად ვერ გაძლებთ. შეუდარებელი ჟაკეტი - ტანსაცმელი, რომლის გარეშეც საფრანგეთის პირველ ლედის ვერც კი წარმოვიდგენთ. როგორც ჩანს, მადამ მაკრონს ჟაკეტების მთელი კოლექცია აქვს: კანისფერი, ალისფერი, შავი, ცისფერი. რეკომენდებულია, მიბაძოთ მაკრონს და ჩაცმულობა ლაკონური ჟაკეტით დაასრულოთ. და მაინც, რას გახდებით შესაფერისი აქსესუარების გარეშე! გარდერობში აუცილებლად უნდა მოიპოვებოდეს რამდენიმე კლასიკური ჩანთა, რომლებსაც განწყობის მიხედვით გამოიყენებთ. ასაკში ყველა ქალბატონს როდი შეუძლია მოკლე კაბებისა და ვიწრო შარვლების ჩაცმა. მოიხდინეთ ის, რაშიც კომფორტულად გრძნობთ თავს, მადამ მაკრონი კი ამის ნათელი მაგალითია!

</body>
</html>

კოკო შანელი ამ ძველმანების გადაკეთების ნახვის შემდეგ აღფრთოვანებული დარჩებოდა
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=22104">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

კოკო შანელი ამ ძველმანების გადაკეთების ნახვის შემდეგ აღფრთოვანებული დარჩებოდა

<time class="op-published" datetime="Wed, 27 Jun 2018 14:31:43 +0300">Wed, 27 Jun 2018 14:31:43 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Wed, 27 Jun 2018 14:31:43 +0300">Wed, 27 Jun 2018 14:31:43 +0300</time>

Tea.g

ზაფხული თავის პიკშია! ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ლამაზ ადგილას ახალი მოდური ლუქებით გასეირნების დროა და, რა თქმა უნდა, ამ დღეებით ტკბობის დრო. სრულად არაა აუცილებელი ახალი ნივთების შეძენა, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი ფინანსები რომანებს მღერის. შეგიძლიათ ძველი ნივთები ახალი თავად შექმნათ.  ქალებისთვის ცნობილია სიტუაცია, როცა არაფერი გვაქვს ჩასაცმელი, მაშინ როცა კარადა ტანსაცმლით სავსეა. კარადის რევიზია რატომ არ ჩავატაროთ, კარგად გადაარჩიეთ ყველა საზაფხულო ნივთები, იმის ნაცვლად რომ იყიდოთ ახალი და ძველი გადაყაროთ?! აირჩიეთ ის, რომელიც ძალიან მოგბეზრდათ! მოსაწყენი და უაზრო, ან საყვარელი ნივთი, რომელსაც რაღაც მცირე დეკორის შემატება სჭირდება. ასე გარდერობსაც მოაწესრიგებთ, შემოქმედებით პოტენციალს გამოავლენთ და ფულსაც მომავლისთვის დაზოგავთ! ძველი ნივთების გადაკეთება "რჩევების" რედაქცია გთავაზობთ ამ 12 იდეით შთაგონებას, თუ როგორ გადააკეთოთ ძველი ნივთები. ვიმედოვნებთ, რომ პირადი შემოქმედებითი ექსპერიმენტებით თქვენ შთაგონებას მოვახერხებთ.  1. 1-2 მამაკაცის პერანგი, ცოტა შთაგონება, მცირე მოთმინება და ექსკლუზიური ზედა მზადაა!  2. აი ძველი მაისური და მაქმანის ნაჭერი როგორ შეიძლება ულტრა მოდურ და ქალურ ნივთად გადაკეთდეს! ამასთან მაქმანი შეიძლება ნებისმიერი იყოს. თუნდაც ძველი ხელსახოცი.  3. ამ მაისურის დეკორის ავტორმა მისი ფოლაქებით გაფორმება გადაწყვიტა. უჩვეულო გადაწყვეტილება ვინტაჟური ტანსაცმლის მოყვარულთათვის.  4. ჩვეულებრივი მაისურისგან შეგიძლიათ მაისური-ბლუზი შეკეროთ ხელებზე და მუცელზე თხელი ქსოვილის დამატებით.  5. ბოჰოს მოყვარულთათვის! შესანიშნავად არის გადაკეთებული არაა? 6. ძველი თეთრი მაისურის და მაქმანის გამოყენების კიდევ ერთი შესანიშნავი იდეა.  7. მამაკაცის პერანგიდან ორიგინალური ქვედა ბოლო გამოდის, რომლის შეკერვასაც ნახევარი საათი სჭირდება.  8. ასეთ სამოსზე უკვე ვოცნებობ! 9. მამაკაცის პერანგები ჩვეულებრივ ძალიან გრძელია, ამიტომ ძველი ჯინსის პერანგიდან შეგიძლიათ კაბა შეკეროთ.  10. კვლავ ბოჰო! აი, რა შეგიძლიათ გააკეთოთ როცა საყვარელი მაისური ძალიან მოკლეა.  11. თუ სახლში ბევრი ჰალსტუხი დაგიგროვდათ - ეს იდეა თქვენთვის არის.  12. და ბოლოს, ჩემი ფავორიტი. ასეთი მოდური ნივთით თქვენ ნამდვილად ყურადღების ცენტრში იქნებით! როგორც ხედავთ ოდნავი შემოქმედებითი მიდგომით შეგიძლიათ ფულის დახარჯვის გარეშე ახალი ნივთი მიიღოთ. ეს იდეები აუცილებლად გაითვალისწინეთ. დროა არსებულ გარდერობს გადახედოთ, გადაარჩიოთ და იფანტაზიოროთ, თუ როგორ შეიძლება მათი გადაკეთება უჩვეულოდ და ლამაზად.  არ დაგავიწყდეთ,  შთამაგონებელი იდეები თქვენ მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!

</body>
</html>

უბრალოდ ძველი გაცვეთილი ჯინსები თხელ ზოლებად გაჭერით
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=22034">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

უბრალოდ ძველი გაცვეთილი ჯინსები თხელ ზოლებად გაჭერით

<time class="op-published" datetime="Tue, 19 Jun 2018 15:31:52 +0300">Tue, 19 Jun 2018 15:31:52 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Tue, 19 Jun 2018 15:31:52 +0300">Tue, 19 Jun 2018 15:31:52 +0300</time>

Tea.g

​გუშინ აივანი დავალაგე და შემთხვევით ძველი ნივთებით სავსე პარკს გადავაწყდი. ისინი უკვე მოდური არაა, მაგრამ გადაგდება დამენანა. რამდენიმე კაბა, ქურთუკი და სამი წყვილი ჯინსი - აი ნივთები, რომლებმაც ახალი სიცოცხლე შეიძინეს.  კაბები და ქურთუკი ჩემმა დამ წაიღო, ხოლო ჯინსებთან საქმე შენელდა. როგორც კი მათი გადაგდება გადავწყვიტე - კარზე დამირეკეს.  მეზობელს დაფნის ფოთოლი სურდა. თუმცა ხელში ჯინსებით რომ დამინახა სასწაულ მეთოდზე მიამბო, თუ მისგან რისი გაკეთება არის შესაძლებელი. ახლა ყველა დაქალს ვეკითხები ძველი ჯინსები ხომ არ აქვს გადასაყრელი.  ნამუშევრები ჯინსისგან  არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ჯინსის ქსოვილი ძალიან გამძლეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წლები გემსახურებათ და მისგან პრაქტიკულად ყველაფრის გაკეთება არის შესაძლებელი! დღეს "რჩევების" რედაქციამ თქვენთვის ახალი და უჩვეულო იდეა მოამზადა, უფრო ზუსტად ძველი ჯინსისგან მოქსოვა. დღეს საქმეს შევუდგები. შთამაგონეს! 1. ყველა ძველი ჯინსი აიღეთ და თხელ ზოლებად დაჭერით. სწორედ ასე მიიღებთ მკვრივ ტილოს თქვენი მომავალი პროექტისთვის.  2. ასევე თქვენ დაგჭირდებათ უთო, წებოვანი თერმო ლენტა და მოწყობილობა ირიბი ლენტის დასამზადებლად.  3. სპეციალური მოწყობილობა აიღეთ რომ ლენტა გააკეთოთ. თუ ასეთი არ გაქვთ, თვითნაკეთი მოწყობილობა გამოიყენეთ. შეგიძლიათ ქაღალდით ჩაანაცვლოთ.  შიგნით თერმო ლენტას დებენ. ზემოდან კი ცხელი უთოთი კარგად უნდა გაასწოროთ.  4. სამუშაო ზედაპირზე ზოლები დიაგონალურად დააწყვეთ, შემდეგ კი სკოჩით დააფიქსირეთ.  5. ქსოვა შუა ნაწილიდან დაიწყეთ, თითოეული ფენა წებოთი დაამაგრეთ.  6. პროცესში ზოლები დაამატეთ ზემოთ და ქვემოთ. საჭირო ფართობის მოქსოვის შემდეგ საჭირო ნივთის გაკეთება შეგიძლიათ.  7. მაგ., წყლის ბოთლის შესანახი ჩანთის შეკერვა შეგიძლიათ.  8. სწორი მართკუთხედი გამოჭერით, შემდეგ ცილინდრის ფორმა მიეცი და ლენტით დაამაგრეთ.  9. კიდევ 4 შესანიშნავი იდეა. საერთოდ, ასეთი ნაქსოვის შესაქმნელად ნებისმიერი ქსოვილის გამოყენება შეიძლება. შეგიძლიათ ნებისმიერი რამ შეკეროთ: ხალიჩები, აქსესუარები და ტანსაცმელი, რაც მთავარია, თავად ტილოს შექმნის ტექნოლოგიას დაეუფლოთ.  მთავარია მოთმინება იქონიოთ, რადგან ტილოს შექმნას ბევრი დრო სჭირდება. თუმცა შედეგი მნიშვნელოვანია. ამ შესანიშნავი იდეის შესახებ თქვენ მეგობრებს უამბეთ, რადგან შთაგონება გადამდებია.

</body>
</html>

ჩაიცვით ისე თითქოსდა საფრანგეთის რივიერაზე ისვენებთ
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=22021">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

ჩაიცვით ისე თითქოსდა საფრანგეთის რივიერაზე ისვენებთ

<time class="op-published" datetime="Mon, 18 Jun 2018 15:51:34 +0300">Mon, 18 Jun 2018 15:51:34 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Mon, 18 Jun 2018 15:51:34 +0300">Mon, 18 Jun 2018 15:51:34 +0300</time>

Tea.g

ამ ცხელ სეზონზე, ყველა სტილისტის და მოდის მიმდევარი ქალი გვირჩევს ფრანგი ქალების სტილს, რომელთაც ფრანგულ რივიერაზე დასვენება უყვართ. შლიაპების, ქუდების, შლოპანცების და ჰაეროვანი კაბების ჩასაცმელად კურორტზე წასვლა აუცილებელი არაა. წელს ეს ელეგანტური ნივთები ყოველდღიური და საოფისე სტილისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს ხომ ძალიან ქალურია! მხოლოდ ძველი რომანტიული ფრანგული ფილმების გახსენება ღირს! "რჩევების" რედაქციამ 10 მოდური ლური შეგირჩიათ. იყავით ფრანგულით შთაგონებული, რომ ქალური და შეუდარებელი იყოთ! 2018 წლის ზაფხულის მოდური ტენდენციები 1. ჩალის ქუდი - ყველაზე საზაფხულო თავის აქსესუარია. ძალიან ელეგანტურია, ხოლო კაბებთან კომბინაციაში ძალიან ქალურიც. ნებისმიერ ჩაცმულობას რომანტიკულ ხასიათს შესძენს. ზაფხულის დღეებში ქუდის ტარების არ შეგრცხვეთ: სახის, მხრების და თმის მზის მავნე ზემოქმედებისგან დაიცავით.  2. ჩალის ჩანთები - ამ ზაფხულის მთავარი ტრენდია! შეგიძლიათ აბსოლუტურად ნებისმიერ ჩაცმულობას შეუხამოთ და იპოვით ნებისმიერ მოდელს კლატჩიდან დაწყებული უზარმაზარი ჩანთებით დასრულებული. ქუდებს შეუხამეთ და ფრანგული სტილი გარანტირებული გექნებათ! 3. ამ ზაფხულის კიდევ ერთი შეუდარებელი ტრენდი - ბარდის პრინტი. ეს ყველაზე ქალური პრინტი არის, რომელიც ნებისმიერ ასაკს და ლუქს უხდება. აირჩიეთ საზაფხულო კაბა-ხალათი ბარდის პრინტით და იყავით შეუდარებელი! 4. თუ სამსახურში ან რესტორანში წასვლას აპირებთ, ბამბის ან თეთრეულის შავი კაბა ჩაიცვით, მას კი იმავე ფერის ნაქსოვი აქსესუარები შეუხამეთ. უმჯობესია მუხლებამდე ან კოჭებამდე სიგრძის კაბა შეარჩიოთ.  5. თუ კაბებში თავს არაკომფორტულად გრძნობთ, გირჩევთ მსუბუქი ფართო შარვლების ჩაცმას პერანგთან ერთად. ლუქი ჩალის ჩანთებით და ქუდებით შეავსეთ. სიმსუბუქის და ზღვის შეგრძნება მთელი დღე გარანტირებული გექნებათ.  6. ნატურალური ქსოვილისგან შეკერილ თეთრ კაბებს გვერდს ვერ ავუვლით. ეს ყოველი ქალის გარდერობში აუცილებელი ნივთია.  7. ბერმუდი-შორტს ყურადღება მიაქციეთ. ის ჰაეროვან პერანგებს და თეთრ ჟაკეტებს კარგად ერწყმის. ყავისფერი ფერის შორტების შერჩევას გირჩევთ.  8. თეთრი ფერის კაბა-ხალათები ძალიან ლამაზად გამოიყურება. ზღვის აქსესუარებთან ერთად ძალიან ქალური და მოდურია.  9. ფრანგ გოგოს მაქსიმალურად დაემსგავსებით თუ ფერად ჰაეროვან კაბებს აირჩევთ. ის აუცილებლად საშუალო სიგრძის და ასიმეტრიულად აჭრილი უნდა იყოს.  10. ამ შესანიშნავი ლუქებით შთაგონებული იყავით და აირჩიეთ ის, რომელიც თქვენ ყველაზე მეტად გიხდებათ!  SPF კრემის გამოყენება არ დაგავიწყდეთ, მაგრამ ამასთან ჩალის ქუდის დახურვის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ. ფრანგული გოგოს სტილი სრულყოფილებამდე რომ მიიყვანოთ ნატურალური ქსოვილის ნაჭრები გამოიყენეთ. მაკიაჟში უპირატესობა ოქროსფერს მიანიჭეთ, მაგრამ წითელი პომადა არ დაივიწყოთ, რომ თქვენ რუჯს ხაზი გაუსვათ.  გვიამბეთ კომენტარებში ასეთი მოდური ტენდენციები მოგწონთ თუ არა. ასევე ლუქების ნაკრები თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ!

</body>
</html>

მოდური ჩინოსი 50 წლის ქალებისთვის: 13 მარტივი იდეა ყოველდღიურობისთვის
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=21985">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

მოდური ჩინოსი 50 წლის ქალებისთვის: 13 მარტივი იდეა ყოველდღიურობისთვის

<time class="op-published" datetime="Thu, 14 Jun 2018 14:50:53 +0300">Thu, 14 Jun 2018 14:50:53 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Thu, 14 Jun 2018 14:50:53 +0300">Thu, 14 Jun 2018 14:50:53 +0300</time>

Tea.g

ფიქრობთ, რომ ასაკში შესვლის შემდეგ მოდურად ყოფნა რთული საქმეა? ჩვენ აზრს შეგაცლევინებთ. 50 წლის შემდეგ ცხოვრება მხოლოდ იწყება, ხოლო გონივრულად შერჩეული გარდერობი ლამაზ ასაკოვან ქალბატონს წარმოუდგენლად ლამაზი სახის შექმნაში დაეხმარება, ამასთან ასეთ სამოსში თავს ბევრად უფრო კომფორტულად იგრძნობთ, რითიც არ უნდა იყოთ დაკავებულნი. შარვალი ჩინოსი - სწორედ ის ნივთია, რომელსაც გვერდს ვერ აუვლით.  კლასიკური შესრულებით შარვალი ჩინოსი ნატურალური ქსოვილებისგან იკერება, ის კომფორტული და პრაქტიკულია, მოძრაობას არ აფერხებს, რბილი ქსოვილის წყალობით სხეულისთვის სასიამოვნოა და კანს არ აღიზიანებს.  "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, რასთან ერთად ჩაიცვათ შარვალი ჩინოსი - ნივთი must have 50 წელს ზემოთ ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს! მერწმუნეთ, ასეთი შარვლის ერთხელ ჩაცმის შემდეგ, ის სამუდამოდ შეგიყვარდებათ.  მოდური ქალური შარვალი 1. თეთრი ჩინოსი და პასტელური ფერის მსუბუქი საზაფხულო პერანგი - შესანიშნავი ლუქია ზაფხულისთვის. პირველ რიგში, თეთრი ფერი სხეულის ნაკლოვანებას დაფარავს, მეორე მხრივ ღია ფერის შარვალში, რომელიც ნატურალური ქსოვილისგან არის შეკერილი, ზაფხულში სიცხე ნამდვილად არ შეგაწუხებთ. თუ კოსტიუმს ან ქურთუკს მოიცვამთ და შესაბამისი ფერის აქსესუარს შეურჩევთ, თქვენ თავშეკავებულ და დახვეწილ საქმიან სტილს მიიღებთ, რომელსაც მოთამაშე იერს ღია ფერის შარფი შესძენს.  2. ყავისფერი ფერის ლაკონური სტილის ჩინოსი შესანიშნავად ერწყმის ოქროსფერს - ოქროსფერ ქამარს, ჩანთას, ძვირადღირებულ სამკაულებს. მკაცრი იერი რომ არ შექმნათ, ნაზი თხელი ბლუზი და ნაზი მოსაცმელი დაუტოვეთ.  3. მოდური ჩინოსი, მონოქრომული ქურთუკი, დახვეწილი სამკაული და ელეგანტური სანდლები - არა ბანალური კლასიკური სტილი მზადაა! 4. ერთი ფერის თეთრეულის შარვალი ჩინუსი და მსუბუქი პერანგი მარტივ და ამავდროულად შეუდარებელ სტილს შექმნის. თუ ყოველდღიურ რუტინაში სიცოცხლის შეტანა გსურთ, გირჩევთ ღია ფერის ყელის შარფზე აქცენტი გააკეთოთ.  5. სიმარტივე და ლაკონიურობა - 50 წელს ზემოთ ქალების საუკეთესო მეგობარია. თეთრი ჩინოსი, გრძელი პერანგი - ღია ფერის კედები თავს კომფორტულად, თავისუფლად და განახლებულად გაგრძნობინებთ. თუ ნაზ ქუსლიანებს ჩაიცვამთ, სულ სხვა სტილს შექმნით - რომანტიული და ოდნავ საქმიანი. ასეთ ტანსაცმელში თუ გსურთ მაღაზიაში ჩადით, ან ზღვისპირა რომატიულ საღამოზე წადით. 6. ასეთი მარტივი და თავშეკავებული სტილი თეთრი ჩინოსით თავისთავად კარგია და დიდ აქსესუარებთან ერთადაც. შესანიშნავი სტილი საზაფხულო სეირნობისთვის! 7. თამამი სტილი 50 წლის ქალებისთვის. თეთრი შარვალი ჩინოსი, ღია მხრებით პერანგი, მოდური სანდლები და ჯაჭვის ძეწკვი - აღფრთოვანებული გამოხედვა თქვენ მიმართ გარანტირებული გექნებათ! 8. კიდევ ერთი მაგალითი ყოველდღიური შარვლის ნაკლებად მოსაწყენი სტილი. ღია ფერი ან პრინტი ლუქს სიცელქეს შემატებს, ხოლო სწორად შერჩეული აქსესუარები თქვენგან დედოფალს შექმნის.  9. სამხედრო სტილში დამატებული შარვალი ჩინოსი - ამ ზაფხულის მოდური ტრენდი! 10. რას იტყვით ნაცრისფერ შარვალსა და კლასიკურ პერანგზე? მომგებიანი არჩევანი ყოველდღიური სტილისთვის! 11. ღია ან ვარდისფერი პასტელური ფერი შარვალი ჩინოსი მსუბუქი ქსოვილთან შერწყმული და ამასთან სწორად შერჩეული აქსესუარი კომფორტულ საზაფხულო სტილს შექმნის, რომელიც სამსახურში, სტუმრად ყოფნის ან სეირნობის დროს გამოიყენოთ. 12. ცისფერი - 2018 წლის ცხელი ზაფხულის ყველაზე ტრენდური ფერი! ცისფერის ყველა შესაძლო ფერის შარვალი ჩინოსი შესანიშნავად ერწყმის ყველა ნივთს ქალის გარდერობში, შესანიშნავია როგორც კედებთან, ასევე მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელთან. რაც მთავარია - შარვალი, რომელიც ნატურალური ქსოვილისგან არის შეკერილი, ცხელ ზაფხულში თქვენი საყვარელი ნივთი გახდება.  13. კიდევ ერთი შეუდარებელი იდეა, როგორ ატაროთ თეთრი შარვალი ზაფხულში! ნათელი მაგალითი, როგორ შეიძლება აქსესუარის დახმარებით მონოქრომული სტილი რაღაც არაჩვეულებრივად გარდაქმნათ.  ჩინოსი ზაფხულში საუკეთესო შარვალია! თუ თქვენ აქტიური, მიზანდასახული ქალბატონი ხართ, რომელიც ისწრაფვის შექმნას მოდური და ამავდროულად კომფორტული გარდერობი, დროა რამდენიმე მოდური შარვალი შეიძინოთ. საჭირო სიგრძის და ქსოვილის შერჩევით სხეულის ღირსებას სათანადოდ ხაზს გაუსვამთ და ნაკლოვანებას დაფარავთ, ხოლო გონივრულად შერჩეული აქსესუარი თქვენ სტილს განაახლებს.  თქვენ გარდერობში უკვე მოიპოვება მოდური და კომფორტული შარვალი ჩინოსი? გვიამბეთ კომენტარებში, ხოლო სტატია მეგობრებს გაუზიარეთ!

</body>
</html>

დროა კარე განაახლოთ: 18 ელეგანტური ვარიანტი, რომელიც მოკლე თმას ხაზს გაუსვამს
<!doctype html>
<html lang="en" prefix="op: http://media.facebook.com/op#">
<head>
<meta charset="utf-8">
<link rel="canonical" href="https://rchevebi.com/index.php?newsid=21926">
<meta property="op:markup_version" content="v1.0">
</head>
<body>

დროა კარე განაახლოთ: 18 ელეგანტური ვარიანტი, რომელიც მოკლე თმას ხაზს გაუსვამს

<time class="op-published" datetime="Thu, 07 Jun 2018 17:35:52 +0300">Thu, 07 Jun 2018 17:35:52 +0300</time>
<time class="op-modified" datetime="Thu, 07 Jun 2018 17:35:52 +0300">Thu, 07 Jun 2018 17:35:52 +0300</time>

Tea.g

ზაფხული უკვე დადგა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დროა გარეგნობაში ცვლილებები შევიტანოთ. ამ დავალებას კი ვარცხნილობის შეცვლა შესანიშნავად შეასრულებს. ყველა ქალი მზად არაა საყვარელი ვარცხნილობა შეიცვალოს,  მაგრამ ყოველთვის შეიძლება მას ფერები შემატოთ. თუ ვარცხნილობა უკვე აირჩიეთ ან ამის გაკეთებას აპირებთ, მაშინ "რჩევების" რედაქციას თქვენთვის რაღაც აქვს.  დღეს "რჩევების" რედაქცია მოკლე თმის მელირების წარმოუდგენელ ვარიანტებს გთავაზობთ.  მოდური მელირება - 2018 მელირება შავთმიანებისთვის  1. მუქი ფერის ლამაზმანებისთვის შეღებვის ეს ვარიანტი უბრალოდ იდეალურია. ცოტა ღია ფერის ხაზები დაუმატეთ და თქვენ შეუდარებელი იქნებით.  2. ასევე ბუნებრივთან მიახლოებული ფერები გამოიყენოთ, ასე თმა უფრო ბუნებრივი ფერის გამოჩნდება.  3. ცალკეული კულული და ელვარება წარმოუდგენლად ეფექტური იქნება.  4. კონტრასტული ნათელი ფერის კულულები - ეს ისაა, რაც გჭირდებათ! 5. შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ და ორი ფერის მელირება გამოიყენოთ: ერთი ღია ფერის, მეორე ბუნებრივთან უფრო მიახლოებული.  6. ძალიან ნაზი ჩანს.  7. მაშინაც კი თუ მხოლოდ ბოლოებს შეიღებავთ, შესანიშნავი იქნება.  8. თამამი ლამაზმანები ღია წითურ მელირებას იკეთებენ.  9. და მაინც შავგრემანები ასეთი მელირებით უბრალოდ შეუდარებლები არიან!  მელირება ქერა თმიანებისთვის 1. ფიქრობთ რომ მელირება მხოლოდ შავგრემანებს უხდებათ? ასე არაა, უბრალოდ შეხედეთ, როგორ მდიდრულად გამოიყურება მელირება ღია ფერის თმებზე.  2. აქ შეგიძლიათ ბოლოებიდან ძირებამდე ფერი ნელ-ნელა გაამუქოთ. ბოლოები ფერფლისფრად შეიღებოთ.  3. უფრო მეტი ფერფლისფერი ფერი.  4. ან ასეთი ნაზი ფერი.  5. ასევე ღია ფერის ხაზებს ნაზი შოკოლადისფერი შეურიოთ. ძალიან ბუნებრივი და მოდური ვარიანტი.  6. და კვლავ ცოტა არეულობა.  7. თითქოსდა ეს მელირება და ვარცხნილობა ერთმანეთისთვის იყო შექმნილი! 8. ეს პატარა ვარდისფერი კულულები ვარცხნილობას ორიგინალობას შემატებს და თმის კარდინალურად შეღებვა აუცილებელი არაა.  9. მარტივი და წარმოუდგენლად ნაზი.  თუ ვარცხნილობას მოდური შეღებვის ვარიანტებით განაახლებთ, ნამდვილად ორიგინალური და წარმოუდგენელ სტილს შექმნით. ამასთან მოდური მელირება ღია და მუქი ფერის თმებს ერთდროულად უხდება. თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიეთ, კონტრასტული ხაზები გამოიყენეთ და ეფექტი შესანიშნავი იქნება.  თქვენ რომელი ვარიანტი მოგეწონათ? დაწერეთ ციფრი კომენტარებში!

</body>
</html>